„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
13.05.2021
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/40/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-24
ბიუროს ნომერი 55

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 260-ე მუხლის: ა) მე-4 - მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე. 6. ამ მუხლის პირველი, მე-2, ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.“; ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. ამ მუხლის მე-4, ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან თავისუფლების აღკვეთით.“; გ) შენიშვნის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ოც წლამდე ან უვადო „5. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები.“. 2. 261-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 261. ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება 1. ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე. 4. ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. 5. ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. 6. ამ მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) არაერთგზის; ე) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე. 7. ამ მუხლის პირველი, მე-2, ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე. 8. ამ მუხლის მე-4, მე-5, ან მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თოთხმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავების მიზანია ნარკოტიკული საშუალების, ასევე ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღების წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზაზე. დასახელებულ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზებულ დანაშაულს, როგორც დღევანდელი მსოფლიოს უდიდეს გამოწვევას. ორგანიზებული დანაშაული თავისი ბუნებით ხელყოფს საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, აფერხებს ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებას, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპებს და საფრთხეს უქმნის როგორც კონკრეტული ქვეყნის, ისე საერთაშორისო საზოგადოების უსაფრთხოებას. დასახელებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც არაერთხელ დადასტურდა როგორც განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ისე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიებით. აღსანიშნავია, რომ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. დასახელებული პროცესი უმთავრესად მოიცავს ისეთი დანაშაულებისა და მათთან დაკავშირებული ქმედებების შემცირებისათვის ქმედითი ღონისძიებების გატარებას, როგორებიცაა „კანონიერი ქურდობა“, კიბერდანაშაული და ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობა. „კანონიერ ქურდობასთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების დახვეწისა და ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბების მიზნით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა 2018 წელს, ხოლო კიბერდანაშაულის მარეგულირებელი ნორმების სრულყოფისათვის შესაბამისი ცვლილებები წარდგენილია საქართველოს პარლამენტისათვის. შემოთავაზებული პროექტი არის სწორედ დასახელებული ინიციატივების გაგრძელება და ემსახურება ნარკოტიკული საშუალებით უკანონო ვაჭრობის, როგორც ტრანსნაციონალური დანაშაულის შემცირებას. საქართველო, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ხშირად წარმოადგენს სატრანზიტო დერეფანს, რაც ხელშემწყობ გარემოებას წარმოადგენს, როგორც საერთაშორისო დანაშაულის ჩამდენ პირთათვის, ისე ადგილობრივ დონეზე ნარკოტიკული საშუალებით ვაჭრობისათვის. ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული ზიანი თავს იჩენს სახელმწიფო დონეზე და საჭიროებს კომპლექსურ და თანმიმდევრულ მიდგომას, რომლის ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს დასახელებული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის გამკაცრება. როგორც ცნობილია, სასჯელის მიზანს სამართლიანობის აღდგენასა და დამნაშავის რესოციალიზაციასთან ერთად წარმოდგენს ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. ნარკოტიკული საშუალების გასაღების შემთხვევაში უნდა მივიჩნიოთ, რომ დანაშაულის თავიდან აცილების უპირველეს ბერკეტს წარმოადგენს განსახილველი დანაშაულისათვის დადგენილი ადეკვატური სანქცია. სანქციის ზომაზე მსჯელობისას ყურადღება უნდა გამახვილდეს აქვს თუ არა სასჯელს შემაკავებელი ხასიათი და აღემატება თუ არა მისგან მომდინარე სახელმწიფოს ნეგატიური რეაქცია იმ სარგებელს, რომელსაც დანაშაულის ჩადენით იღებს პირი. ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სანქცია დღეისათვის ვერ ასრულებს შემაკავებელ ფუნქციას. დასახელებულის უმთავრესი მიზეზია ის ფულადი სარგებელი, რომელიც თან სდევს ნარკოტიკული საშუალების, ასევე ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებას. მაგალითისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქციით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 11 წლამდე. აღსანიშნავია, რომ დასახელებული დანაშაულის დიდი, ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენისას სასჯელის მინიმალური ზღვარი წარმოადგენს შესაბამისად 7 და 8 წელს. ნათელია, რომ იმ ეკონომიკური სარგებლის ფონზე, რომლის მიღებასთანაც დაკავშირებულია განსახილველი დანაშაული, მოცემული ზომის სანქცია ვერ ასრულებს პრევენციულ ფუნქციებს. წარმოდგენილი ცვლილებით მნიშნელოვანია ერთი მხრივ შენარჩუნდეს კანონმდებლის მიდგომა, რომელიც იმეორებს საუკეთესი ევროპულ გამოცდილებას (მაგ.: გერმანია, ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი) და ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის განსაზღვრულ სანქციას უკავშირებს მის ოდენობას, ხოლო მეორე მხრივ დანაშაულის თავიდან აცილებისათვის აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სასჯელის ზღვარის გაზრდა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოფხვრის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. როგორც აღინიშნა, ნარკოტიკული დანაშაულის გასაღების თავიდან აცილების მიზნით უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება დანაშაულით მიღებული სარგებლისა და მოსალოდნელი სასჯელის ადეკვატურობას, სასჯელის განსაზღვრის ერთადერთი გზა კი არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების განხორციელება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და ნარკოტიკული საშუალების, ასევე ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღების მარეგულირებელი კანონმდებლობის გამკაცრება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიერ შემოთავაზებული მიდგომით, მკაცრდება ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური, ფსიქოტროპული და ძლიერმოქმედი ნივთიერებების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სანქცია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილება გულისხმობს სასჯელის გამკაცრებას ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის. კერძოდ, ნაცვლად მოქმედი რედაქციით განსაზღვრული ექვსიდან თერთმეტ წლამდე დადგენილი სანქციისა, აღნიშნული დანაშაული დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. სანქცია იმატებს დასახელებული დანაშაულის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჩადენისთვისაც. კერძოდ, დიდი ოდენობის შემთხვევაში სასჯელის შუალედი გაიზრდება 7-14 წლით თავისუფლებით აღკვეთიდან თორმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი მოიმატებს მხოლოდ სასჯელის მინიმალური ზღვარი და ნაცვლად რვა წლისა, გახდება თოთხმეტი წელი. აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შენახვას, რაც ცვლილების შემდეგ კვლავ ექცევა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის რეგულირების სფეროში. რაც შეეხება დასახელებული საშუალებების გასაღებას, აღნიშნული გათვალისწინებული იქნება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რომლითაც დადგინდება, რომ ამ მუხლის მე-4, ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლს, იცვლება დასახელებული მუხლის სტრუქტურა და მსგავსად 2015 წელს 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებებისა, გასაღება გამოეყოფა 261-ე მუხლის პირველ ნაწილს, სადაც დარჩება მხოლოდ ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნა. ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღება დასჯადი გახდება 261-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად პროექტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. გასაღებისათვის პროექტით დადგენილი დამამძიმებელი გარემოებები სრულად იმეორებს მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულ გარემოებებს, მათ შორის გასაღებას დიდი, ან განსაკუთრებით დიდი ოდენობით. დასახელებული ქმედებებისათვის განსაზღვრული სასჯელის ზომა კი პროექტის თანახმად ხდება შესაბამისად - თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე და ათიდან თოთხმეტ წლამდე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ვინაიდან, მკაცრდება სასჯელები. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ამ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის გამოვლენა, მათზე რეაგირება და დანიშნული სასჯელის აღსრულება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურის, საქართველოს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის მოქმედი რედაქციით შესაძლებელია ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგისა და ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება. შემოთავაზებული პროექტით დასახელებული ნივთიერებების გასაღებისათვის სასჯელის სახედ და ზომად განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთა. გამომდინარე აღნიშნულიდან, შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის კლება. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: ცვლილების თანახმად, იზრდება სანქცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. დასახელებული მუხლები სასჯელის ერთადერთ სახედ ითვალისწინებენ თავისუფლების აღკვეთას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რამდენადაც ერთ თავისუფლებააღკვეთილ პირზე საშუალოდ წელიწადში იხარჯება 12045 ლარი. აღნიშნულ ხარჯებს იუსტიციის სამინისტრო გაიღებს მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. საქმის განხილვა შესაბამისი უწყებების მიერ (შსს, პროკურატურა, საერთო სასამართლოები) განხორციელდება მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონის მოქმედი რედაქციით ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგისა და ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის შესაძლებელია სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება. შემოთავაზებული პროექტით დასახელებული ნივთიერებების გასაღებისათვის სასჯელის სახედ განისაზღვრება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, პირებს, რომლებიც 261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჩაიდენენ კანონის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდეგ, ამ მუხლით გათვალისწინებული ნივთიერებების გასაღებისათვის სასჯელის ძირითად სახედ არ დაენიშნებათ ჯარიმა. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში ან სხვა სახის და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს, ამასთან, პროექტის თანახმად ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგისა და ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის უქმდება ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, −მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.