საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების (№1-5487/21; 26.04.2021) შესწავლის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.05.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-5798/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-17
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-5798/21 17-05-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების შესწავლის თაობაზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 28 აპრილის N50/3 გადაწყვეტილების თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების განხორციელების მიზნით ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადება და თანდართული მასალები. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ლობისტად რეგისტრაციისათვის პირმა უნდა წარადგინოს განცხადება ლობისტად რეგისტრაციის შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მისი სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა, ნორმატიული აქტი (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტები), ნორმატიული აქტის პროექტი (მისგან გამომდინარე ნორმატიული აქტების პროექტები), რომლის მიღებით ან, შესაბამისად, შეცვლით ან უარყოფით დაინტერესებულია განმცხადებელი, აგრეთვე მისი საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომრები. ბესიკ ქარცივაძის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ შეიცავს მონაცემებს მისი სამუშაო ადგილის, თანამდებობისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ. შესაბამისად, წარმოდგენილი განცხადება ლობისტად რეგისტრაციის შესახებ თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge არ აკმაყოფილებს „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს ლობისტად რეგისტრაციაზე უარი ეთქმება თუ: „მის მიერ განცხადებაში მითითებული მონაცემები ან წარმოდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს“. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიაჩნია, რომ „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბესიკ ქარცივაძეს უარი უნდა ეთქვას ლობისტად რეგისტრაციაზე. აღნიშნულ საკითხზე წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტს. დანართი: „ 1 “ ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი
დანართი
პროექტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის ბიურო ადგენს: 1. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უარი ეთქვას მოქალაქე ბესიკ ქარცივაძეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პარლამენტში ლობისტად რეგისტრაციაზე. 2. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე 3 დღის ვადაში ეცნობოს განმცხადებელს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბიუროს სხდომის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა