საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონზე ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების (№1-5009/21; 16.04.2021) შესწავლის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.05.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-5802/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-17
ბიუროს ნომერი 54

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-5802/21 17-05-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების შესწავლის თაობაზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 19 აპრილის N48/13 გადაწყვეტილების თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების მიზნით ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადება და თანდართული მასალები. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ითვალისწინებენ იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომელებიც ლობისტად რეგისტრაციის მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ლობისტად რეგისტრაციისათვის პირმა უნდა წარადგინოს დავალების ხელშეკრულება (დავალება) ლობისტური საქმიანობის განხორციელების შესახებ. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დავალება ფორმდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ დავალება უნდა შეიცავდეს ისეთ აუცილებელ მონაცემს, როგორიცაა ინფორმაცია ხელშეკრულების საგნის შესახებ, იმ საკანონმდებლო ცვლილების მითითებით, თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge რომელსაც მიზნად წარმოდგენილი ისახავს დავალების მარწმუნებელი. ხელშეკრულება ზაალ სარაჯიშვილის (დავალება) კი მიერ „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ აუცილებელ მონაცემს არ შეიცავს. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს ლობისტად რეგისტრაციაზე უარი ეთქმება თუ: „მის მიერ განცხადებაში მითითებული მონაცემები ან წარმოდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს“. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიაჩნია, რომ „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ზაალ სარაჯიშვილს უარი უნდა ეთქვას ლობისტად რეგისტრაციაზე. აღნიშნულ საკითხზე წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტს. დანართი: „ 1 “ ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი
დანართი
პროექტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის ბიურო ადგენს: 1. „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უარი ეთქვას მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილს „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პარლამენტში ლობისტად რეგისტრაციაზე. 2. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე 3 დღის ვადაში ეცნობოს განმცხადებელს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიუროს სხდომის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა