„ირაკლი სესიაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
- საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დასკვნა
- „ირაკლი სესიაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2021-05-25
📜 ტექსტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-5787/21
17-05-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი სესიაშვილისათვის პარლამენტის
წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
2021 წლის 17 მაისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის
წევრის ირაკლი სესიაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების
ვადამდე
შეწყვეტის
საკითხი,
მის
მიერ
პარლამენტის
წევრის
სტატუსთან
შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა, რომ საქართველოს
მთავრობის ადმინისტრაციასა და ირაკლი სესიაშვილს შორის 2021 წლის 13 მაისს
გაფორმებული N82 ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, ირაკლი
სესიაშვილი დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი)
პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა კაბინეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის
მრჩევლის თანამდებობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს
კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტის წევრს ირაკლი სესიაშვილს ვადამდე შეუწყდეს
პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
ირაკლი სესიაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ
საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. ირაკლი სესიაშვილს ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პარლამენტის წევრის
უფლებამოსილება.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა