საქართველოს პარლამენტის წევრის, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის გივი მიქანაძის მიერ წარმოდგენილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში 2021 წლის 10-11 მაისს ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.05.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გივი მიქანაძე
ნომერი
#2-5847/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-24
ბიუროს ნომერი 55

📜 ტექსტი

წერილი
საქართველოს პარლამენტის წევრი 2-5847/21 17-05-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს ასლი: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს მოგახსენებთ, რომ 2021 წლის 10-11 მაისს მივლინებით ვიმყოფებოდი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 188-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ჩემი ვიზიტის ანგარიშს. პატივისცემით, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრის, ფრაქცია „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის პირველი მოადგილეს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის ანგარიში ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში განხორციელებული მივლინების თაობაზე მ.წ. 10‐11 მაისს მონაწილეობა მივიღე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, ქ‐ნ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტში თანმხლები დელეგაციის ფარგლებში. თანმხლებ დელეგაციაში შედიოდნენ: გივი მიქანაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი), თეა წულუკიანი (საქართველოს კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი), ვახტანგ მახარობლიშვილი (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე) და ნათია სურმავა (საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი). ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, პარლამენტის თავმჯდომარე ტალატ ქსჰაფერის და პირველ ვიცე‐პრემიერ არტან გრუბისთან. ვიზიტის მსვლელობისას გაიმართა მოლაპარაკებები ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კუთხით. ხელი მოეწერა შეთანხმებებს ორი ქვეყნის მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან პრეზიდენტისა და თანმხლები დელეგაციის შეხვედრის დროს, პარლამენტის თავმჯდომარეს გადავეცი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილი, რომლითაც შეთავაზებულია საქართველოში მოწვევა და სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის ეწვევა საქართველოს მ.წ. შემოდგომაზე და მზაობა გამოთქვა მემორანდუმის გაფორმებაზე, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის ინტენსიურობასა და გაღრმავებას. მოგვიანებით, გაიმართა ჩემი შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტში, პარლამენტის წევრ ნიკოლა მიცევსკისთან, რომელიც არის ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე. ნიკოლა მიცევსკის პარლამენტი პირველივე სესიაზე დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელად. შეხვედრის დროს გაზიარებულ იქნა ინფორმაცია ორი ქვეყნის პარლამენტებში მიმდინარე საქმიანობის შესახებ, აგრეთვე, პარლამენტის ღიაობისა და საზოგადოების ჩართულობის კუთხით. შეხვედრის მსვლელობისას ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარისა და თანმხლები დელეგაციის საქართველოში ვიზიტის სასურველ პერიოდად ნიკოლა მიცევსკიმ დაასახელა სექტემბრის პირველი ნახევარი. შევთანხმდით, რომ უახლოეს დღეებში გავუგზავნი მემორანდუმის სამუშაო ტექსტს და მხარეები გამოვყოფთ თანამშრომლებს ამ ტექსტზე მუშაობისას საკონტაქტოდ. შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ინტენსიური კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა. გივი მიქანაძე ფრაქცია „ქართული ოცნება“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი