„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-24
ბიუროს ნომერი 55
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 116-ე მუხლი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 116. სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან
ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად
გადაცემა ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის
1.სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან
სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –
გამოიწვევს:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას;
ბ) 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1
წლით შეჩერებას.
11. (ამოღებულია – 27.11.2013, №1644).
12. მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის
დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
2. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების შეჩერების პერიოდში იმავე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
ჩადენა −
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ
პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.
3. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით
ჩადენა 1 წლის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
41. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების შეჩერების პერიოდში ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას
15 დღის ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით
გაზრდას.
42. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა,
როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა
დარღვევისათვის, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
43. იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი ამ
მუხლის 42 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, იმავე ქმედების
განმეორებით ჩადენა მისი პირველად ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში −
გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას
15 დღის ვადით.
5. (ამოღებულია – 30.11.2018, №3774).
51. სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით
ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.
52. მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში,
ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული
ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება –
გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.
6. (ამოღებულია – 30.11.2018, №3774).
7. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების,
ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი
დაზიანება და მას ახლავს ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, −
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა:
ა) როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ
აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
ბ) როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის –
გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 3 წლით
გაზრდას და 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის
განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას
15 დღემდე ვადით.
შენიშვნა:
1. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა
უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია
სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო
საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და
გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ
უფლებამოსილ პირთან.
2. პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა
უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია:
სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი, რომლის მიმართაც არსებობს საკმაო
საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია; თუ დამრღვევი სადავოდ
არ ხდის ალკოჰოლის მიღების ფაქტს და ამას ადასტურებს ოქმზე ხელმოწერით, ადგილზე
შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილზევე შეამოწმოს
იგი; თუ შემოწმების შედეგად დასტურდება მძღოლის მიერ ალკოჰოლის მიღების ფაქტი,
შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აისახება
ალკოჰოლური სიმთვრალის შედეგები.
3. უფლებამოსილი პირის მიერ ალკოჰოლური, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული
სიმთვრალის ფაქტების დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
4. ამ მუხლის მე-3–41 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების
ჩადენისას პირი მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაიშვება მისთვის დაკისრებული
ჯარიმის გადახდის შემდეგ.
41. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
ჩადენისას სამართალდამრღვევს მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით საქმის
განმხილველი ორგანოსთვის მიმართვის უფლება წარმოეშობა ადმინისტრაციული სახდელის
დადებიდან არაუადრეს 6 თვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმის განმხილველი
ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში აღნიშნულ პირს მართვის უფლება აღუდგება ერთერთი შემდეგი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემდეგ;
ბ) 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემთხვევაში.
5. (ამოღებულია – 30.11.2018, №3774).
6. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას
დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა
არ გაასაჩივრა სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის
განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება
შეცვალოს 1500 ლარის ოდენობის ჯარიმით.
7. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი
ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის
ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
8. (ამოღებულია – 27.11.2013, №1644).
9. ამ მუხლის 41 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების
ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.
10. ამ მუხლით გათვალისწინებულ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად
მიიჩნევა მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა. თუ
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, მძღოლი
უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის
სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და
სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით. თუ სამედიცინო
დაწესებულებას არ აქვს სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის შესაძლებლობა, მის
დასადგენად აღებული სისხლი ეგზავნება სათანადო საექსპერტო დაწესებულებას. ამ
შემთხვევაში სისხლის აღების, შენახვისა და სათანადო საექსპერტო დაწესებულებისათვის
გადაგზავნის წესები და ვადები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. მათივე ბრძანებით განისაზღვრება
იმ სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ კლინიკურლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლში ეთანოლის შემცველობის დადგენის უფლება,
აგრეთვე იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომელთაც აქვთ მხოლოდ სისხლის აღების
უფლება. თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლს არ დაუდგინდა
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი განთავისუფლდება ადმინისტრაციული
სახდელისაგან. მძღოლს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
11. თუ ამ მუხლის 12 და 52 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე
სამართალდარღვევის ჩადენისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ არის ამ კოდექსის
მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კანონიერ წარმომადგენელს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა
განპირობებულია, იმ გარემოებით, რომ შემცირდეს ავტოტრანსპორტის მართვისას მომხდარი
უბედური შემთხვევების რაოდენობა, რაც უმეტესად
გამოწვეულია სატრანსპორტო
საშუალების მართვით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის
მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემის გამო ასეთ
მდგომარეობაში მყოფი პირისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ამჟამად მოქმედი 116-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის
დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება იწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების 6 თვით შეჩერებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ამჟამად მოქმედი 116-ე
მუხლის 12 ნაწილის თანახმად, მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში,
ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური
სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება იწვევს მძღოლის დაჯარიმებას
150 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ამჟამად მოქმედი 116-ე
მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ პირისათვის, რომელსაც დადებული აქვს
ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური
სიმთვრალის მდგომარეობაში და შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლება,
იმავე
სამართალდარღვევის
განმეორებით
ჩადენის
შემთხვევაში
გათვალისწინებულია დაჯარიმება 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდა.
ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ამჟამად მოქმედი
116-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა
წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის იწვევს
დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის, მე-4 ნაწილის თანახმად, კი
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში იწვევს დაჯარიმებას 1500
ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამჟამად მოქმედი 116-ე
მუხლის მე-41 ნაწილის თანახმად, იმ პირის მიერ, რომელსაც დადებული აქვს ამ მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, ამავე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული სამართალდარღვევის კვლავ ჩადენა, იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის
ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 2 წლით
გაზრდას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამჟამად მოქმედი 116-ე
მუხლის 42 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური
სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად
შემოწმებისათვის თავის არიდება, როდესაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის
განმახორციელებელ პირს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს
უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის
ოდენობით. ამავე მუხლის, 43 ნაწილის თანახმად კი, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა
მისი პირველად ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში იწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის
ოდენობით.
გარდა ამისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამჟამად
მოქმედი 116-ე მუხლის 51 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად
გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის
მდგომარეობაში მყოფი პირისათვის იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
ხოლო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ამჟამად მოქმედი
116-ე მუხლის 52 ნაწილის თანახმად, მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული
სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად
შემოწმებისათვის თავის არიდება იწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით
დაწესებული
ზემოაღნიშნული სახდელების მიუხედავად, კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევების ჩადენის შემთხვევების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება,
კერძოდ კი 2021 წლის I კვარტალის - წინაწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
გამოვლენილი.1
სამართალდარღვევების
ჩადენის
უკვე
4
676
შემთხვევა
იქნა
ზემოაღნიშნული
სტატისტიკური
მონაცემებიდან
ნათელია,
რომ
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ამჟამად მოქმედი ჯარიმის ზომები
ვერ უზრუნველყოფს ამ სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენციას.
აღნიშნული სამართალდარღვევები, თავიანთი ხასიათითა და ბუნებით მომეტებული
საშიშროების შემცველ სამართალდარღვევებს წარმოადგენენ და შესაძლებელია გამოიწვიონ
როგორც ადამიანის სხეულის დაზიანება, ასევე მისი სიცოცხლის მოსპობაც, შესაბამისად
სახელმწიფომ უნდა შექმნას უფრო ეფექტიანი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ამ
სამართალდარღვევების ჩადენის პრევენციას მოახდენს.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2021 წლის I კვარტალის - წინაწარი მონაცემების
თანახმად, საქართველოში 1247
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა დაფიქსირებული,
რომელთა შედეგადაც დაიღუპა 94 პირი და დაშავდა 1613 მოქალაქე. 2
2020 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, კი საქართველოში 4999 საგზაოსატრანსპორტო შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთა შედეგადაც დაიღუპა 450 პირი და
დაშავდა 6640 მოქალაქე.3
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
ვინაიდან
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 116- ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები
მძიმე სამართალდარღვევებს წარმოადგენენ და ამჟამად მოქმედი ჯარიმის ზომები ვერ
უზრუნველყოფენ ამ სამართალდარღვევათა ჩადენის პრევენციას, მიზანშეწონილია, ამ
სამართალდარღვევების სიმძიმის გათვალისწინებით პროპორციული პასუხსიმგებლობის
ზომები იქნეს დადგენილი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან, ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისთვის, როგორიცაა
სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური
სიმთვრალის მდგომარეობაში,
პასუხისმგებლობის ზომა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსით განისაზღვრება, აუცილებელია, შესაბამისი ცვლილება შევიდეს საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
1
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
166-ე
მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ სტატისტიკური მონაცემები იხ:
https://info.police.ge/uploads/609287496ca1d.pdf, ბოლოს ნანახია: 17.05.2021.
2
საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის სტატისტიკური მონაცემები იხ:
https://info.police.ge/uploads/60925a4e3fd12.pdf, ბოლოს ნანახია: 17.05.2021.
3
საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობის სტატისტიკური მონაცემები იხ:
https://info.police.ge/uploads/60376cde98bc7.pdf, ბოლოს ნანახია: 17.05.2021.
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების მძიმე ხასიათის
გათვალისწინებით, უზრუნველყოფილ იქნება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების
განსაზღვრა ამ სამართალდარღვევების ჩამდენის მიმართ.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 116-ე მუხლში, კერძოდ, იცვლება საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ ქვეპუნქტი და
სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან
სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის,
პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით
შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა.
იცვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის
12 ნაწილი, რომლის თანახმადაც მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის
მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს
მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-2
ნაწილში განხორციელებული ცვლილების თანახმად, დგინდება, რომ ამავე მუხლის პირველი
ნაწილის საფუძველზე, მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სატრანსპორტო საშუალების
მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების
მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის
დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს, მძღოლის დაჯარიმებას 2000
ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას, ნაცვლად
მძღოლის დაჯარიმებისა 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდისა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3
ნაწილის ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა
წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის
გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა. ხოლო, ამავე
მუხლის მე-4 ნაწილში განხორცილებული ცვლილების თანახმად, ამავე სამართალდარღვევის
განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის
ოდენობით, ნაცვლად 1500 ლარისა.
კანონპროექტით, ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 116-ე
მუხლის 41 ნაწილში და ის პირი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მართვის
უფლების შეჩერების პერიოდში, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემდეგ, კვლავ
ჩაიდენს სამართალდარღვევას და განახორციელებს სატრანსპორტო საშუალების მართვას
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვასას
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის
დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებას, დაჯარიმდება 3000 ლარით, შეეფარდება
ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღის ვადით და გაეზრდება მართვის უფლების შეჩერების
ვადა 1 წლით, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმებისა 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 2 წლით გაზრდისა.
ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება
ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექისს 116-ე მუხლის 42 ნაწილი და ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა, როდესაც
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს არ აქვს
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა
დარღვევისათვის, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა.
ამავე მუხლის, 43 ნაწილის ცვლილების თანახმად კი, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა
მისი პირველად ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის
ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით, ნაცვლად მხოლოდ ჯარიმისა,
1500 ლარის ოდენობით.
ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 51 ნაწილის ცვლილების
თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით
ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის
გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა.
ხოლო, ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექისს 116-ე მუხლის 52 ნაწილის
ცვლილების მიხედვით კი, მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის
მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის
არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა.
გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექისს 116-ე მუხლის შენიშვნის 41
ნაწილის ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ალკოჰოლური
სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად
შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, ადმინისტრაციული სახდელდადებულ პირს,
მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა მიეცემა, სახდელის დადებიდან
არაუადრეს 6 თვისა, ნაცვლად მოქმედი რედაქციის თანახმად განსაზღვრული 3 თვისა. ხოლო,
მართვის უფლების აღდგენის ერთ-ერთ წინაპირობად განისაზღვრება 2000 ლარის ოდენობის
ჯარიმის გადახდა, ნაცვლად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე, 1000 ლარის
ოდენობის ჯარიმის გადახდის შემთხვევისა.
ამასთან, ადმინისტრაციულ სამართადარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შენიშვნის 41
ნაწილში განხორცილებული ცვლილების თანახმად, პირს რომელსაც სატრანსპორტო
საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისათვის შეჩერებული აქვს
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და განმეორებით განახორციელებს
სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან
სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებას, აღარ მიეცემა
მართვის უფლების ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი
არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას. შესაბამისი უწყებები (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო)
კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას განახორციელებენ
მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
ვინაიდან კანონპროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების
ჩადენისთვის იცვლება ჯარიმის ოდენობა, კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გაზრდის მიმართულებით. სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე გავლენის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ
ვინაიდან კანონპროექტით შესაბამისი სამართალდარღვევების ჩადენისთვის ჯარიმის ზომები
იზრდება, აღნიშნულმა შესაძლოა ამ სამართალდარღვევების ჩადენის შემცირება გამოიწვიოს.
სახელმწიფო
ბიუჯეტში
შემოსავლის
ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
სამართალდარღვევების რაოდენობაზე.
ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებას, რომლის
თანახმადაც პირს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში,
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში აღარ მიეცემა მართვის უფლების
ვადამდე აღდგენის შესაძლებლობა ჯარიმის გადახდის გზით, სავარაუდოდ გავლენა ექნება
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შემცირების კუთხით, რამდენადაც ზემოაღნიშნული
პირების
მიერ
ბიუჯეტში
პოტენციურად
მისამართი
თანხები
შემცირდება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
ვინაიდან კანონპროექტის მიხედვით იცვლება და საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის
განმეორებით ჩადენისთვის წესდება ადმინისტრაციული პატიმრობა, აღნიშნულმა შესაძლოა
პირის შესაბამის დაწესებულებაში ყოფნასთან დაკავშირებული დამატებითი ფინანსური
სახსრების გაღება გამოიწვიოს. კანონპროექტის მიღების შედეგად გამოწვეულ ხარჯებს
შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო) მათთვის
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში დაფარავენ. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე გავლენის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ ვინაიდან
კანონპროექტით შესაბამისი სამართალდარღვევების ჩადენისთვის პროპორციული სახდელის
ზომები დგინდება, აღნიშნულმა შესაძლოა ამ სამართალდარღვევების ჩადენის შემცირება
გამოიწვიოს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევებს ჩაიდენენ;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლით
განსაზღვრული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას
გათვალისწინებულია ამ სამართალდარღვევების სიმძიმე და მათი ჩადენის შემთხვევათა
მზარდი მაჩვენებელი.
ბ1 ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს ზეგავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია /დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
დანიაში, სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის
მდგომარეობაში, გათვალისწინებულია მაღალი საჯარიმო სანქციები და პატიმრობა.
სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში
სამართალდამრღვევს, უჩერდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეკისრება
ვალდებულება,
საკუთარი
სახსრებით
გაიაროს
მართვის
უფლების
და
ალკოდამოკიდებულების კურსები. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევის სისხლში
ალკოჰოლის შემცველობა ძალიან მაღალია, კანონმდებლობა ითვალისწინებს გაცილებით
მაღალ სანქციებს და პატიმრობას.
შვედეთში, სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის
მდგომარეობაში, რაც გულისხმობს სისხლში 0,16 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის
შემცველობას, გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
ჩამორთმევა. ხოლო, სისხლში 0,1–0,499 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის
შემცველობის შემთხვევაში, სანქციის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა. სისხლში 0,5
პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა, მიიჩნევა მძიმე დარღვევად და
ითვალისწინებს პატიმრობას ორ წლამდე ვადით. იმ შემთხვევაში, კი თუ სატრანსპორტო
საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვამ გამოიწვია სხვა ადამიანის
ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, გათვალისწინებულია თავისუფლების
აღკვეთა რვა წლამდე ვადით.
საფრანგეთში, სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის
მდგომარეობაში, რაც გულისხმობს
სისხლში 0,5-დან 0,8 პრომილემდე ეთანოლის
შემცველობას, დაწესებულია ჯარიმები 135 ევროდან 750 ევრომდე ოდენობით.
ბელგიაში, სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის
მდგომარეობაში, რაც გულისხმობს
სისხლში 0,5-დან 0,8 პრომილემდე ეთანოლის
შემცველობას, დაწესებულია ჯარიმა 125 ევროს ოდენობით, ამასთან დამატებით პირი
შესაძლოა დაექვემდებაროს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და დაჯარიმდეს 2
500 ევროს ოდენობით. სისხლში 0,5-დან 0,8 პრომილეზე მეტი ეთანოლის შემცველობის
შემთხვევაში,
დაწესებული ჯარიმის ოდენობამ შესაძლოა შეადგინოს 10 000 ევრო,
გამოყენებული იქნეს პატიმრობა და პირს შეუჩერდეს სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლება 5 წლის ვადით.
გერმანიაში, სისხლში 0.5-1.09 პრომილემდე ეთანოლის შემცველობის შემთხვევაში
გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ევროს ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის
უფლების შეჩერება ერთი თვის ვადით. აღნიშული ქმედების განმეორებით ჩადენის
შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა 1000 ევროს ოდენობით და სატრანსპორტო
საშუალების მართვის უფლების შეჩერება სამი თვის ვადით. მსგავსი ქმედების კვლავ ჩადენის
შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა იზრდება 1500 ევრომდე. ასევე, გერმანიაში სისხლში 1.1-1.59
ან 1-6 პრომილემდე ეთანოლის შემცველობის შემთხვევაში, გათვალისწინებულია
სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ვადით
ან მართვის უფლების სამუდამოდ ჩამორთმევა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასში, სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის
ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, გათვალისწინებულია პატიმრობა 180 დღემდე
ან/და 2000 დოლარის ოდენობით ჯარიმა. სამართალდამრღვევს მართვის უფლება უჩერდება
1 წლის ვადით.
ხუთი წლის განმავლობაში, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში,
სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში,
გათვალისწინებულია პატიმრობა 1 წლამდე ვადით ან/და ჯარიმა 4000 დოლარის ოდენობით.
მართვის უფლების შეჩერება 1 წლის ვადით.
ხუთი წლის განმავლობაში, სამართალდარღვევის მესამედ ჩადენის შემთხვევაში,
სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში,
გათვალისწინებულია 2-დან 10 წლამდე პატიმრობა ან/და ჯარიმა 10 000 დოლარის
ოდენობით. მართვის უფლების შეჩერება 1 წლის ვადით.
კალიფორნიის შტატში, სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური
სიმთვრალის მდგომარეობაში, გათვალისწინებულია პატიმრობა 96 საათიდან 6 თვემდე
ვადით, ჯარიმა 390-1000 დოლარამდე ოდენობით. მართვის უფლების შეჩერება 6 თვის
ვადით.
ათი წლის განმავლობაში, სამართალდარღვევის განმეორებით
ჩადენის შემთხვევაში,
სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში,
გათვალისწინებულია პატიმრობა 90 დღიდან 1 წლამდე ვადით, ჯარიმა 390 – 1000
დოლარამდე ოდენობით, მართვის უფლების შეჩერება 2 წლის ვადით.
ათი წლის განმავლობაში, სამართალდარღვევის მესამედ
ჩადენის შემთხვევაში,
სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში,
გათვალისწინებულია პატიმრობა 120 დღიდან 1 წლამდე ვადით, ჯარიმა 390 – 1000
დოლარამდე ოდენობით, მართვის უფლების შეჩერება 3 წლის ვადით.
ათი წლის განმავლობაში, სამართალდარღვევის მეოთხედ ჩადენის შემთხვევაში,
სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში,
გათვალისწინებულია პატიმრობა 180 დღიდან 1 წლამდე ვადით, ჯარიმა 390 – 1000
დოლარამდე ოდენობით, მართვის უფლების შეჩერება 4 წლის ვადით.
ილინოისის შტატში, სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის
მდგომარეობაში, გათვალისწინებულია პატიმრობა 1 წლამდე ვადით და ჯარიმა 2500
დოლარის ოდენობით.
ხუთი წლის განმავლობაში, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში,
სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში,
გათვალისწინებულია 5 დღიანი პატიმრობა ან 240 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო
შრომა.
ხუთი წლის განმავლობაში, სამართალდარღვევის მესამედ ან მეოთხედ ჩადენის შემთხვევაში,
სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში,
გათვალისწინებულია 3-დან 7 წლამდე პატიმრობა და ჯარიმა 25 000 დოლარის ოდენობით.
ჯარიმის ოდენობა იზრდება, სისხლში 0,16 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის
შემცველობის შემთხვევაში.
სამართალდარღვევის მეხუთედ
ჩადენის შემთხვევაში,
სატრანსპორტო საშუალების
მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, იგი მიიჩნევა მძიმე კატეგორიის
დანაშაულად და გათვალისწინებულია 4-დან 15 წლამდე პატიმრობა და 25 000 დოლარის
ოდენობით ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა იზრდება, სისხლში 0,16 პრომილეზე მეტი ოდენობით
ეთანოლის შემცველობის შემთხვევაში.
სამართალდარღვევის მეექვსედ ჩადენის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების
მართვისათვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, გათვალისწინებულია 6-დან 30
წლამდე პატიმრობა და ჯარიმა 25 000 დოლარის ოდენობით. ჯარიმის ოდენობა იზრდება,
სისხლში 0,16 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობის შემთხვევაში.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან იოსელიანი;
ალექსანდრე ელისაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორები არიან, საქართველოს პარლამენტის წევრები:
იოსელიანი; ალექსანდრე ელისაშვილი.
ლევან