„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის №87-IIრს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-24
ბიუროს ნომერი 55
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის
განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5
იანვრის №87-IIრს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის
პუნქტების შესაბამისად
რეგლამენტის
189-ე
მუხლის
პირველი
და მე-2
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის №87-IIრს-Xმპ დადგენილებით
გათვალისწინებული მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობაში
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედი საპარლამენტო
დელეგაციის:
ა.ა) ძირითადი შემადგენლობის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ჩიქოვანი ირაკლი (დელეგაციის ხელმძღვანელი) − ფრაქცია „ქართული ოცნება.“;
ა.ბ) სათადარიგო შემადგენლობის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. არჩილ თალაკვაძე - ფრაქცია „ქართული ოცნება.“;
ბ) ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) მუდმივმოქმედი საპარლამენტო
დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. იობაშვილი ნინო − ფრაქცია „ქართული ოცნება.“;
გ) ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის (EURONEST PA) მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციის სათადარიგო შემადგენლობის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„3. იობაშვილი ნინო − ფრაქცია „ქართული ოცნება.“;
დ) საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მუდმივმოქმედი საპარლამენტო
დელეგაციის ძირითადი შემადგენლობის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„1. კუჭავა კახაბერ (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება.“;
ე) დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის − სუამის
საპარლამენტო ასამბლეის (GUAM PA) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის
სათადარიგო შემადგენლობის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბენაშვილი გია - ფრაქცია „ქართული ოცნება.“;
პროექტი
ვ) საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის
ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კუჭავა კახაბერ (დელეგაციის ხელმძღვანელი) - ფრაქცია „ქართული ოცნება.“;
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
თბილისი,
კახაბერ კუჭავა
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობის განსაზღვრის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 5 იანვრის N87-IIრს-Xმპ დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
დადგენილების პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო
დელეგაციებისა
და
საქართველოს
პარლამენტის,
მოლდოვის
რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეის
შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის
პარლამენტის
ფრაქცია
„ქართული
ოცნების“
მიერ
წარმოდგენილი
მოთხოვნის
შესაბამისად.
ა.ა.ბ)
არსებული
პრობლემის
გადასაჭრელად
დადგენილების
მიღების
აუცილებლობა:
დადგენილების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის ცვლილებით და ფრაქცია „ქართული ოცნების“ მხრიდან საქართველოს
პარლამენტის საპარლამენტო დელეგაციებსა და საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის
რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეაში
წევრების ჩანაცვლების თაობაზე წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნით.
ა.ბ) დადგენილების მოსალოდნელი შედეგები:
დადგენილების მიღების შედეგად, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი
საპარლამენტო დელეგაციებსა და საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის
პარლამენტისა
და
უკრაინის
ვერხოვნა
რადას
საპარლამენტო
ასამბლეაში
განხორციელდება ცვლილებები საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ
გაკეთებული მოთხოვნის შესაბამისად.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
დადგენილების
მუდმივმოქმედ
პროექტი
საპარლამენტო
ითვალისწინებს
დელეგაციებში
და
საქართველოს
პარლამენტის
საქართველოს
პარლამენტის,
მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო
ასამბლეის შემადგენლობაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების ჩანაცვლებას.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება წინამდებარე დადგენილების პროექტის
მიმართ.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
დადგენილების პროექტი ძალაში შევა მიღებისთანავე. ამასთან, ამ დადგენილების
პროექტი არ ითვალისწინებს დადგენილებისათვის ან მისი ცალკეული ნორმისათვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება:
დადგენილების
პროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვა
დადგენილების
პროექტის ინიციატორის მიერ არ არის მოთხოვნილი.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
დადგენილებით გათვალისწინებული საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის
ხარჯები დაფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) დადგენილების გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
დადგენილების მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას;
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
დადგენილების პროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ
პირთათვის, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი დადგენილების პროექტით არ არის დადგენილი გადასახადი,
მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი):
დადგენილების პროექტი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის
შემოღებას არ ითვალისწინებს;
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის ზეგავლენის
შეფასება;
დადგენილების
ამოქმედება
გავლენას
არ
მოახდენს
ბავშვთა
უფლებრივ
მდგომარეობაზე.
გ)დადგენილების
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
დადგენილების
პროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება,
მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილების
პროექტი
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს;
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი აქტი არ არსებობს;
დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
ორგანიზაცია/დაწესებულება,
არასახელმწიფო
ექსპერტები,
რომლებმაც
ან/და
საერთაშორისო
მონაწილეობა
მიიღეს
დადგენილების პროექტის შემუშავების პროცესში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) დადგენილების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტი სშეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების
შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) დადგენილების პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი.
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები - ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი.