„საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.05.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი.
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი
ნომერი
#07-3/53/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-24
ბიუროს ნომერი 55

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს შესაბამისად პარლამენტის რეგლამენტის 190-ე მუხლის პირველი პუნქტის საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებით შექმნილ საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: ა) აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის: ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით: „1. თალაკვაძე არჩილ (ხელმძღვანელი)“; ა.ბ) 37-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე პუნქტი: „38. კუჭავა კახაბერ“; ბ) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის: ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით: „1. ხელაშვილი გიორგი (ხელმძღვანელი)“; ბ.ბ) 38-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე პუნქტი: „39. კუჭავა კახაბერ“; გ) ისრაელის სახელმწიფოს პარლმანეტთან მეგობრობის ჯგუფის: გ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით: „1. მიქანაძე გივი (ხელმძღვანელი)“; გ.ბ) 27-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 28-ე პუნქტი: „28. კუჭავა კახაბერ“; დ) უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის: დ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაციით: „1. თალაკვაძე არჩილ (ხელმძღვანელი)“; დ.ბ) 38-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე პუნქტი: „39. კუჭავა კახაბერ“; პროექტი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 18 თებერვლის №241-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ: ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი: დადგენილების პროექტის შემუშავების თავმჯდომარის ცვლილების შემდგომ, ხელმძღვანელის შეცვლის აუცილებლობა. მიზეზია საქართველოს პარლამენტის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებში ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა: დადგენილების მიღება განპირობებულია პარლამენტის თავმჯდომარის ცვლილებით, რის შედეგადაც დღის წესრიგში დადგა რამდენიმე ქვეყანასთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელის შეცვლის აუცილებლობა. ა.ბ) დადგენილების მოსალოდნელი შედეგები: დადგენილების მიღების შედეგად საქართველოს პარლამენტში არსებული აზერბაიჯანის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის მეგობრობის ჯგუფებებს უხელმძღვანელებენ დადგენილებით გათვალისწინებული პარლამენტის წევრები, ხოლო კახაბერ კუჭავა დარჩება შესაბამისი მეგობრობის ჯგუფის წევრად. ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი: დადგენილების პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში არსებული აზერბაიჯანის, უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და ისრაელის მეგობრობის ჯგუფებს ეყოლებათ ახალი ხელმძღვანელები, ხოლო კახაბერ კუჭავა დარჩება შესაბამისი მეგობრობის ჯგუფის წევრად. ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში: დადგენილების პროექტი არ უკავშირდება სამთავრობო პროგრამას ან შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმას. ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: დადგენილების პროექტი ძალაში შევა მიღებისთანავე. ამასთანავე, დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს დადგენილებისათვის ან მისი ცალკეული ნორმისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება: დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დადგენილების პროექტის ინიციატორის მიერ არ არის მოთხოვნილი. ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) : ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: დადგენილების მიღებასთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი. ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: დადგენილების მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე; ბ.გ) დადგენილების გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: მეგობრობის ჯგუფების წევრთა მივლინებასთან დაკავშირებული ხარჯები დაფინანსდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: დადგენილების მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს; ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: დადგენილების პროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: დადგენილების პროექტი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახადის (ფულადი შენატანის) შემოღებას არ ითვალისწინებს; ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის ზეგავლენის შეფასება; დადგენილების ამოქმედება გავლენას არ მოახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) დადგენილების მიმართება ევროკავშირის სამართალთან: დადგენილების პროექტი შეესაბამება ევროკავშირის სამართალს; გ.ბ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: დადგენილების მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: დადგენილების პროექტი ხელშეკრულებებს; შეესაბამება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი აქტი არ არსებობს; დ) დადგენილების მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დადგენილების პროექტის შემუშავების პროცესში: ასეთი არ არსებობს; დ.ბ) დადგენილების შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს; დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) დადგენილების პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი. ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ხელაშვილი.