„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 91 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-24
ბიუროს ნომერი 55
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 06/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“
ქვეპუნქტი:
„ჩ) ამტკიცებს ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის
ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის, საქართველოს კვოტით, წევრობის
კანდიდატთა შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესს.“.
2. საქართველო პარლამენტის რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2082 მუხლი:
„მუხლი 2082. ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის
ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის, საქართველოს კვოტით, წევრობის
კანდიდატთა წარდგენა
1. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს
წარუდგენს, „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის
აღკვეთის“ ევროპული კონვენციით დაარსებული, ევროპის საბჭოს წამებისა და
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული
კომიტეტის, საქართველოს კვოტით, წევრობის 3 კანდიდატს შემდგომი განხილვისა და
შერჩევისთვის.
2. ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის
აღკვეთის ევროპული კომიტეტის, საქართველოს კვოტით, წევრობის კანდიდატთა
შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესს, საკონკურსო კომისიისა და საპრეტენზიო
კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის:
„წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის“ 1987
წლის ევროპული კონვენცია (შემდგომ - კონვენცია) ძალაშია 1989 წლიდან და
რატიფიცირებულია ევროპის საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოს მიერ. საქართველოს მხრიდან
კონვენციის რატიფიცირება განხორციელდა 2000 წელს.
კონვენციის პირველი მუხლით, დაარსდა წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი
მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტი (შემდგომ - კომიტეტი), რომელიც
ვიზიტების საშუალებით ამოწმებს კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებში პატიმრობისა და
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს, რათა შეაფასოს თუ როგორ ეპყრობიან
თავისუფლებააღკვეთილ პირებს. კომიტეტის დელეგაციები სარგებლობენ შეუზღუდავი
შესვლისა და გადაადგილების უფლებით ხსენებულ დაწესებულებებში. ისინი პირადად
ესაუბრებიან თავისუფლებააღკვეთილ პირებს და ასევე უფლებამოსილნი არიან
დაუკავშირდნენ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კი შეუძლია ინფორმაციის მათთვის მიწოდება.
თითოეული ვიზიტის შემდეგ კომიტეტი შესაბამის სახელმწიფოს უგზავნის დეტალურ
ანგარიშს, რაც მოიცავს კომიტეტის მიერ მოპოვებულ მონაცემებს, რეკომენდაციებს,
შენიშვნებსა და მოთხოვნებს გარკვეული ინფორმაციის მიწოდებაზე. კომიტეტი ასევე
მოითხოვს დეტალურ პასუხს ანგარიშში დასმულ საკითხებზე. დელეგაცია, შედგება
კომიტეტის რამდენიმე წევრისაგან. დელეგაციას თან ახლავს კომიტეტის სამდივნოს
თანამშრომლები და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ექსპერტები და თარჯიმნები.
კომიტეტის წევრთა რაოდენობა თანაბარია კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების
ოდენობის. ამასთან, კომიტეტის ორი წევრი არ შეიძლება იყოს ერთი და იგივე
სახელმწიფოს მოქალაქე. კომიტეტის წევრების არჩევა ხდება 4 (ოთხი) წლის ვადით.
კონვენციით დადგენილია ის ძირითადი კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს
კანდიდატი, კომიტეტის წევრის შერჩევისას. კერძოდ, იგი უნდა იყოს მაღალი მორალური
თვისებების მქონე პირი, რომელიც ცნობილია თავისი კომპეტენტურობით ადამიანის
უფლებათა დარგში ან აქვს კონვენციით მოცემულ სფეროში მუშაობის პროფესიული
გამოცდილება. კომიტეტის წევრებს ირჩევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ხმათა
აბსოლუტური უმრავლესობით ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ასამბლეის მიერ
შედგენილ კანდიდატთა სიიდან. საკონსულტაციო ასამბლეაში კონვენციის ხელმომწერი
სახელმწიფოთა თითოეული ეროვნული დელეგაცია წარადგენს სამ კანდიდატს.
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში
განხორციელებული
ცვლილებები
განამტკიცებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის
ვალდებულებას, წარადგინოს კომიტეტის წევრობის 3 კანდიდატი და ქმნის
სამართლებრივ საფუძველს, რათა ხსენებული კანდიდატების შერჩევა განხორციელდეს
გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებზე დამყარებული კონკურსის გზით, რომლის
ჩატარების წესსაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლების გადასაჭრელად პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების
აუცილებლობა:
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის, კონვენციის მე-5
მუხლით დადგენილი, სამი კანდიდატის წარდგენის ვალდებულებიდან და კომიტეტის
წევრის თანამდებობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა უნდა
ჩაატაროს გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებზე დამყარებული კონკურსი,
რომლითაც შეირჩევა კომიტეტის წევრობის სამი საუკეთესო კანდიდატი. ხსენებულის
განსახორციელებლად კი, აუცილებელია საქართველოს რეგლამენტს დაემატოს ის
დებულებები, რომელიც აღნიშნული კონკურსის ჩატარების სამართლებრივ საფუძველს
შექმნის.
ა.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი ცვლილებების საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ასახვით,
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილი გახდება, კომიტეტის
წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევად, დაამტკიცოს კონკურსის წესი, რომელიც
უზრუნველყოფს კანდიდატთა შერჩევას იმ ძირითად კრიტერიუმების გათვალისწინებით,
რაც კონვენციით არის დადგენილი.
ა.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტით ცვლილებები შედის მე-18 მუხლში, რომელიც პარლამენტის
თავმჯდომარის უფლებამოსილებებს და უფლებამოსილების ფარგლებს შეეხება. კერძოდ,
მე-2 პუნქტს „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ ემატება „ჩ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც,
პარლამენტის თავმჯდომარე დაამტკიცებს ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან
დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის, საქართველოს
კვოტით, წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კონკურსის ჩატარების წესს.
ამასთან, საქართველო პარლამენტის რეგლამენტს დაემატება 2082 მუხლი, რომელიც
პირდაპირ მიუთითებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს
დელეგაციის ვალდებულებაზე, ევროპის საბჭოს წარუდგინოს კომიტეტის წევრობის 3
კანდიდატი შემდგომი განხილვისა და შერჩევისთვის. ამასთან, ამავე მუხლით
პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებაში, კონკურსის წესის დამტკიცებასთან
ერთად, შევა საკონკურსო კომისიისა და კონკურსის პროცედურებთან, ეტაპებსა და
შედეგებთან დაკავშირებით საჩივრების განმხილველი საპრეტენზიო კომისიის
შემადგენლობის დამტკიცება.
ა.დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან, და
შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის ეს პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის
პროექტზე.
ა.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი,
ხოლო უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
რეგლამენტის პროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია
საკანონმდებლო ცვლილებების დროულად ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით
გათვალისწინებული არ არის რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3
წელი):
ბ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო
გამოყოფას.
ბიუჯეტიდან ხარჯების
ბ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
გავლენა სახელმწიფო
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ან/და
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან
სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და
ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი
ან სხვა სახის გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და
სხვა სახის გადასახდელები.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება;
რეგლამენტის პროექტი არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან
გ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართლს.
გ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის
შემთხვევაში,
რომელსაც
უკავშირდება
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის მომზადება უკავშირდება „წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი
მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის“ 1987 წლის ევროპულ კონვენციას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
პარლამენტის
რეგლამენტის
სამართლებრივი აქტიდან.
დ) პარლამენტის
კონსულტაციები:
პროექტის
რეგლამენტის
პროექტის
არ
გამომდინარეობს
მომზადების
ევროკავშირის
პროცესში
მიღებული
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის
(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: გივი მიქანაძე
ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
ფრაქცია „ქართული ოცნება“