საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე მუჯირისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.05.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-6119/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე მუჯირისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-05-21
კომიტეტის სხდომის ნომერი 28

📜 ტექსტი

ოქმი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N28 2021 წლის 21 მაისი, 12:00 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ლევან მგალობლიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, დავით კაჭარავა, პაატა მანჯგალაძე. სხდომაზე მოწვეულები: არმაზ ახვლედიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე მუჯირისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 3. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 4. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 5. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 6. საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე მუჯირისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე მუჯირისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ წერილობითი განცხადების (2-5186/21; 27.04.21) საფუძველზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დაადგინა (სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით) საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე მუჯირის მიერ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 2021 წლის 27 აპრილს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს სალომე მუჯირს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ საკითხის განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კვოტების ხელახლა განსაზღვრის საჭიროება დღის წესრიგში დადგა საქართველოს პარლამენტში ახალი ფრაქციის: „ლელო“ პარტნიორობა საქართველოსათვის“ შექმნის გამო. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა შემდეგი სახით: 17 წევრიან კომიტეტებში ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 9 წევრი; ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“ – 1 წევრი; უფრაქციო პარლამენტის წევრები - 7 წევრი; 15 წევრიან კომიტეტებში ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 8 წევრი ; ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“ - 1 წევრი; უფრაქციო პარლამენტის წევრები - 6 წევრი; 13 წევრიან კომიტეტებში ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 7 წევრი; ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“ - 1 წევრი; უფრაქციო პარლამენტის წევრები - 5 წევრი; 11 წევრიან კომიტეტში ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 6 წევრი; ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“ - 1 წევრი; უფრაქციო პარლამენტის წევრები - 4 წევრი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სხდომაზე წარმოდგენილი მასალების თანახმად, კომიტეტის მიერ პირველ რიგში განისაზღვრა საპარლამენტო ფრაქციებში გაერთიანებული და უფრაქციო პარლამენტის წევრების როგორც რაოდენობრივი, ისე პროცენტული მაჩვენებელები. უმრავლესობა (56%) და ოპოზიცია (44%). აღნიშნული პროცენტული და რაოდენობრივი გადანაწილების პროპორციულად, აგრეთვე მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების საქართველოს პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრული ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობების რაოდენობის გათვალისწინებით კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 189-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები შემდეგი სახით: 1) PACE ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (5+5) ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. 2) OSCE PA– ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (3+3) ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 1 ადგილი. სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 1 ადგილი. 3) EU-GEORGIA PAC ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (10+5) ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 6 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 4 ადგილი. სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. 4) EURONEST PA – ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (10+5) ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 6 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 4 ადგილი. სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. 5) NATO PA – ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (4+4) ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 1 ადგილი. სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 2 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. 6) IPU – საპარლამენტთაშორისო კავშირი (5+5) ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. 7) PABSEC შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (5+5) ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. 8) GUAM PA – დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის − სუამის საპარლამენტო ასამბლეა (5+5) ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. 9) IAO მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (3+3) ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 2 ადგილი. სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 ადგილი; ბ) ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“ - 1 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 1 ადგილი. 10) APF ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა (3+3) ძირითადი შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 ადგილი; ბ) ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“- 1 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 1 ადგილი. სათადარიგო შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 1 ადგილი; ბ) ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“ - 1 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 1 ადგილი. 11) საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა (10+0) შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 5 ადგილი; ბ)nფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“ -1 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 4 ადგილი. 12) საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეა (10+0) შემადგენლობა: ა) ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 5 ადგილი; ბ) ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“- 1 ადგილი; გ) უფრაქციო პარლამენტის წევრი – 4 ადგილი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა და 72-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განიხილავს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაცის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში შექმნილი ახალ რეალობის, კერძოდ საპარლამენტო ფრაქციის -„ლელო“-პარტნიორობა საქართველოსათვის“ შექმნის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იქნება, რომ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვროს 10 წევრის შემადგენლობით, ხოლო ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: 1. 2. 3. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 5 წევრი; ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“- 1 წევრი; უფრაქციო პარლამენტის წევრი - 4 წევრი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან დაკავშირებით 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის საკითხს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიაში, რომელიც საქართველოს პარლამენტში შეიქმნა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 61–ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და 62–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ახალი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის - „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“ შექმნის გათვალისწინებით გაიზარდა დროებითი საგამოძიებო კომიიისის წევრთა რაოდენობა და განისაზღვრა 6 წევრით, ხოლო პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა შემდეგი სახით: 1. ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 3 წევრი; 2. ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“- 1 წევრი; 3. უფრაქციო პარლამენტის წევრი - 2 წევრი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეექვსე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე საკითხის განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ეთიკის საბჭოში, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შეიქმნა საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადით (საქართველოს პარლამენტის დადგენილება N168–IVმს-Xმპ; 04/02/2021) და მისი წევრთა ოდენობა განისაზღვრა 8 წევრით. პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები ეთიკის საბჭოში განსაზღვრა შემდეგი სახით: 1. ფრაქცია „ქართული ოცნება“ - 4 წევრი; 2. ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“- 1 წევრი; 3. უფრაქციო პარლამენტის წევრი - 3 წევრი. აზრი გამოთქვეს: არმაზ ახლვლედიანმა ფრაქციის - „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსათვის“ სახელით დასვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ იქნებოდა შესაძლებელი ფრაქციის წევრებს (მცირე რიცხოვნობის გათვალისწინებით) შესაძლებლობა ჰქონოდათ სურვილის შემთხვევაში გაწევრიანებულიყვნენ სამ კომიტეტში ან ერთსადაიმავე კომიტეტში სურვილის შემთხვევაში ყოფილიყო ერთდროულად გაწევრიანებული ფრაქციის 2 წევრი. აგრეთვე დაინტერესდა ყველა მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციაში ეყოლებოდა თუ არა მათ ფრაქციას წარმომადგენელი? ირაკლი ქადაგიშვილმა (კომიტეტის თავმჯდომარე) და გურამ მაჭარაშვილმა (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე) დამატებით დეტალურად განმარტეს საპარლამენტო სტრუქტურებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის განსაზღვრის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურები კენჭისყრები: 1. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის სალომე მუჯირისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს სალომე მუჯირს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება; კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. 2. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს კომიტეტის მიერ მომზადებული გადაწყვეტილების პროექტს საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ და გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. 3. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განისზღვრის თაობაზე (თანდართული ნუსხით) წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა: საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე (თანდართული ნუსხით). 4. ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე კომიტეტის მიერ მომზადებულ დასკვნას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. 5. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობის, აგრეთვე ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების მომზადებული პროექტს? განსაზღვრის თაობაზე კომიტეტის მიერ კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობის, აგრეთვე ფრაქციათა და უფრაქციო პარლამენტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. 6. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტი საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასამტკიცებლად. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი