საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა (№6823-რს, 14.07.2020) და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№6833-რს, 14.07.2020) გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.05.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-6184/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-05-14
კომიტეტის სხდომის ნომერი 30

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა 2021 წლის 14 მაისი, 10:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (N6823-რს, 14.07.2020) გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სასამართლო დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შემოწმება
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N30 2021 წლის 14 მაისი, 10:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (N6823-რს, 14.07.2020) გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სასამართლო დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შემოწმება. 2021 წლის 14 მაისის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა სხდომის დღის წესრიგი. სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, სავალან მირზოევის უფლებამონაცვლე - ირაკლი მეძმარიაშვილი, დავით სერგეენკო, ისკო დასენი, ზაურ დარგალის უფლებამონაცვლე - რატი იონათამიშვილი, ანა ბუჩუკური. კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში შეისწავლა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობა. კომიტეტმა მოისმინა: უწყებების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 2021 წლის პირველ იანვრამდე შესასრულებელი ვალდებულებებისა და ამავე წლის 1 აპრილამდე დასამტკიცებელი უწყებრივი სამოქმედო გეგმების თაობაზე. სხდომაზე ინფორმაციები წარმოადგინეს: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა. კომიტეტის შეფასება: წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე, კომიტეტმა დაადგინა, რომ 2021 წლის 7 აპრილის საკომიტეტო სხდომის შემდგომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით განსაზღვრული ორგანოების/დაწესებულებების მიერ უწყებრივი სამოქმედო გეგმების დამტკიცების ვალდებულების მიმართულებით პროგრესია. თუმცა ამავე დროს, კომიტეტზე აღინიშნა, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უწყებრივი სამოქმედო გეგმის დაუმტკიცებლობას გააჩნია გონივრული ახსნა და საფუძველი. კერძოდ, 2021 წლის 16 მარტის საკანონმდებლო ცვლილებით (N335-IVმს-Xმპ) განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაცია და ცალკე სამინისტროდ დაფუძნდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მიუხედავად ამისა, სამინისტრომ დაადასტურა 2021 წლის 31 მაისამდე სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესაძლებლობა. ასევე, კომიტეტზე, ყურადღბა გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ხანგრძლივად გაჭიანურდა ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ იმპლემენტაციისათვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა. რაც, მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესმა შეაფერხა, თუმცა კომიტეტს მიაჩნია, რომ საჭიროა, დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე მიმდინარე რეორგანიზაციით გამოწვეული ეფექტის მინიმუმამდე შემცირება და აღნიშნული გამოწვევის დაძლევის მიზნით, კომიტეტი მზად არის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართოს სამუშაო შეხვედრა და არსებული განუჭვრეტადობის ფონზე განისაზღვროს ვალდებულებების შესრულებისათვის ახალი ვადა. კომიტეტზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ 14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა და კომიტეტი მოუწოდებს ყველა პასუხისმგებელ ორგანოს მაქსიმალურად მიმართოს ძალისხმევა, რათა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გადამავალი დებულებით გათვალისწინებული 2021 წლის პირველ იანვრამდე და პირველ აპრილამდე შესასრულებელი ვალდებულებების აღსრულების პროცესი საბოლოოდ დაასრულოს 14 ივნისამდე. ასევე, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტირებისათვის განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების პარალელურად, კომიტეტს მიაჩნია, რომ გამოკვეთილი გამოწვევების დაძლევის მიზნით, აღმასრულებელი დაწესებულებების მიმართ გაიცეს რეკომენდაციები, რომლებიც ასახული იქნება კომიტეტის დასკვნაში. (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის სრული აუდიო ჩანაწერი) სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია