„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-24
ბიუროს ნომერი 55
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილი იქნეს ცვლილება:
ა) მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. თუ ჩხრეკა ან ამოღება ანონიმური შეტყობინების ან „ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
კონფიდენტის/ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის
საფუძველზე, ამ კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ან მე-5 ნაწილით დადგენილი წესით
ჩატარდა და ამოღებულ იქნა უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება, აღნიშნული
გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად შეიძლება დაედოს იმ შემთხვევაში, თუ უკანონო
საგნის, ნივთის ან ნივთიერების პირის მფლობელობაში ყოფნა, საგამოძიებო მოქმედების
ჩამტარებელი/ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციის მქონე საგამოძიებო მოქმედებაში
მონაწილე პირის ჩვენებისა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმის გარდა,
დასტურდება სხვა მტკიცებულებითაც. აღნიშნული წესი არ გამოიყენება, როცა სხვა
მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია.“.
ბ) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება ამ მუხლის მიზნებისათვის გულისხმობს
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იარაღს, ასევე საბრძოლო
მასალას, ფეთქებად ნივთიერებას, ასაფეთქებელ მოწყობილობას ან „ნარკოტიკული
საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებულ ნივთიერებას, ასევე „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ნივთიერებას, თუ მათი უკანონო ფლობა,
შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა ან ტარება იწვევს სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას.“
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის
გადაწყვეტილებიდან №2/2/1276 (საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“)
გამომდინარე,
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს
მიზნად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით
დაადგინა, რომ:
ა) „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის
მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად
ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ
პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა
დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და
ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს
სათანადო
ზომები
ჩხრეკის
სანდოობის
დამადასტურებელი
ნეიტრალური
მტკიცებულებების მოსაპოვებლად“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე
მუხლის მე-7 პუნქტს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13
მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების აღნიშნული ნორმატიული შინაარსი
ძალადაკარგულია 2021 წლის 1 ივლისიდან.
ბ) „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის
მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი
განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების
მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“,
„ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას“ ეწინააღმდეგება
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტს. საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების
აღნიშნული ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილების
სასამართლოს
ვებგვერდზე
გამოქვეყნების მომენტიდან.
გ) „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და
მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი,
რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული
ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის
მე-15 მუხლის მე-2 პუნქტს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის აღნიშნული
1
ნორმატიული შინაარსი ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილების სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ვინაიდან ზემოაღნიშნული საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსით, ამდენად, აუცილებელია შესაბამისი ცვლილების
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის ნორმები შესაბამისობაში იქნება მოყვანილი საქართველოს
კონსტიტუციასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თუ ჩხრეკა ან ამოღება ანონიმური შეტყობინების ან
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
კონფიდენტის/ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის
საფუძველზე, ამ კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ან მე-5 ნაწილით დადგენილი წესით
ჩატარდა და ამოღებულ იქნა უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება, აღნიშნული
გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად შეიძლება დაედოს იმ შემთხვევაში, თუ უკანონო
საგნის, ნივთის ან ნივთიერების პირის მფლობელობაში ყოფნა, საგამოძიებო მოქმედების
ჩამტარებელი/ოპერატიულ-სამძებრო ფუნქციის მქონე საგამოძიებო მოქმედებაში
მონაწილე პირის ჩვენებისა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმის გარდა,
დასტურდება სხვა მტკიცებულებითაც. აღნიშნული წესი არ გამოიყენება, როცა სხვა
მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია.
კანონპროექტით ასევე განიმარტება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის მე-13 მუხლის მიზნებისთვის რას გულისხმობს უკანონო საგანი, ნივთი ან
ნივთიერება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2020
წლის
25
დეკემბრის
გადაწყვეტილებით №2/2/1276 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ზემოაღნიშნული ნორმატიული შინაარსი
ძალადაკარგულია 2021 წლის 1 ივლისიდან. შესაბამისად, კანონპროექტით
2
გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილება ამოქმედდება 2021 წლის 1 ივლისიდან.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ასეთი არ არსებობს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გაღებას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა
საშემოსავლო ნაწილზე:
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ საგამოძიებო
უწყებები ვალდებულნი იქნებიან უკანონო ნივთის მფლობელობასთან დაკავშირებით
მოიპოვონ ნეიტრალური მტკიცებულება, რამაც შესაძლოა საგამოძიებო უწყებების
დანახარჯების გაზრდა გამოიწვიოს. აღნიშნული დანახარჯებს საგამოძიებო უწყებები
მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში დაფარავენ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის არ ექნება ფინანსური გავლება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
3
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა სახის
გადასახდელები.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
4
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი
იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, ნინო
იობაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
5