„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
19.05.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი
ნომერი
#07-3/57/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 93 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 88 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-24
ბიუროს ნომერი 55

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 228-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრს უფლება აქვს გაწევრიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში, თუ მან დატოვა საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტიის წევრობა. ამ შემთხვევაში იმავე საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის სხვა წევრს უფლება აქვს, რეგლამენტის შესაბამისად შედიოდეს სხვა ფრაქციის შემადგენლობაში. 12. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრს უფლება აქვს გაწევრიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების ან საარჩევნო ბლოკის/საარჩევნო ბლოკების მიერ შექმნილ ფრაქციაში, თუ იგი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ როგორც უპარტიო კანდიდატი იქნა წარდგენილი. ამ შემთხვევაში იმავე პოლიტიკურ პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის სხვა წევრს უფლება აქვს, რეგლამენტის შესაბამისად შედიოდეს სხვა ფრაქციის შემადგენლობაში.“ 2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2281 მუხლი: „მუხლი 2281. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის უფლებები და საქმიანობის წესი 1. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის არანაკლებ 4 წევრს შეუძლია შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი (შემდგომ − პოლიტიკური ჯგუფი). 2. პოლიტიკური ჯგუფი იქმნება ფრაქციის შექმნისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით. პოლიტიკური ჯგუფი უქმდება ფრაქციის გაუქმებისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაში პარლამენტის 4 წევრზე ნაკლები დარჩა. პარლამენტის წევრის პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრება და პოლიტიკური ჯგუფის წევრის პოლიტიკური ჯგუფიდან გასვლა ან გარიცხვა 1 ხორციელდება, შესაბამისად, პარლამენტის წევრის ფრაქციაში გაწევრებისა და ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გასვლისთვის ან გარიცხვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესებით. 3. პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა. პოლიტიკური ჯგუფის საქმიანობაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები (მათ შორის, რეგლამენტის 54-ე მუხლი), რომლებითაც წესრიგდება ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნულ ნორმა იმავდროულად კონსტიტუციური ნორმაა. პოლიტიკური ჯგუფის წევრს უფლება აქვს სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს პარლამენტის ბიუროს სხდომას. 4. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე არის პარლამენტის თანამდებობის პირი და სარგებლობს იმავე უფლებებით (მათ შორის, რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებით), რომლებიც აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციის თავმჯდომარისთვის განსაზღვრული უფლებებისა. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს არა აქვს უფლება ეკავოს პარლამენტის სხვა თანამდებობა. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს, არ იყოს კომიტეტის წევრი. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს არ შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე და მოადგილე.“. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რომლითაც პოლიტიკური პარტიები დათანხმდნენ, რომ შევიდოდნენ პარლამენტში, საპარლამენტო საქმიანობაში სრულად მიიღებდნენ მონაწილეობას და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე ურთიერთპატივისცემით შეასრულებდნენ მათ მოვალეობებს, მნიშნველოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს საპარლამენტო საქმიანობის უკეთ განხორციელების შესაძლებლობა მიეცეთ. ამრიგად, პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ემსახურება ზემოხსენებულ მიზანს და დგინდება, რომ საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრების მსურველ პარლამენტის იმ წევრს, რომელიც შესაბამის საარჩევნო სიაში შეყვანილ იქნა როგორც „უპარტიო“ ან რომელმაც დატოვა პარლამენტის არჩევნებში მის წარმდგენ საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტია, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე უფლება ექნება ნებისმიერ ფრაქციაში გაერთიანდეს და ამ მხრივ პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი მოქმედი შეზღუდვა მეათე მოწვევის პარლამენტში აღარ იარსებებს. შესაბამისად, პარლამენტის წევრებსა და პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ შესაძლებლობა, საპარლამენტო ფრაქციების ფორმირება უფრო თავისუფლად და მოქნილად განახორციელონ. ამასთანავე, პარლამენტის რეგლამენტის პროექტით იქმნება შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულმა პარლამენტის არანაკლებ 4-მა წევრმა შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი უფლებები განახორციელოს. ამგვარად, პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიმართულია საპარლამენტო საქმიანობის უკეთ განხორციელებაში პოლიტიკური პარტიებისთვის ხელის შეწყობისკენ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: 1 „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი წესრიგდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. ამდენად, მის ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია ცვლილების განხორციელება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ა.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებით ახლებურად მოწესრიგდება „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, რაც პარლამენტის წევრებსა და პოლიტიკურ პარტიებს საპარლამენტო საქმიანობის უკეთ განხორციელებაში შეუწყობს ხელს. ა.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228-ე მუხლს ემატება 11 და 12 პუნქტები, რომლებიც ითვალისწინებს შემდეგი შინაარსის ნორმებს: − 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრს უფლება აქვს გაწევრიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში, თუ მან დატოვა საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტიის წევრობა. ამ შემთხვევაში იმავე საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის სხვა წევრს უფლება აქვს, რეგლამენტის შესაბამისად შედიოდეს სხვა ფრაქციის შემადგენლობაში. − 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრს უფლება აქვს გაწევრიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების ან საარჩევნო ბლოკის/საარჩევნო ბლოკების მიერ შექმნილ ფრაქციაში, თუ იგი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ როგორც უპარტიო კანდიდატი იქნა წარდგენილი. ამ შემთხვევაში იმავე პოლიტიკურ პარტიის/საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის სხვა წევრს უფლება აქვს, რეგლამენტის შესაბამისად შედიოდეს სხვა ფრაქციის შემადგენლობაში. ამასთანავე, პარლამენტის რეგლამენტის პროექტით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ემატება 2281 მუხლი (2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის უფლებები და საქმიანობის წესი), რომელიც ითვალისწინებს შემდეგი შინაარსის ნორმებს: − 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის არანაკლებ 4 წევრს შეუძლია შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი (შემდგომ − პოლიტიკური ჯგუფი). − პოლიტიკური ჯგუფი იქმნება ფრაქციის შექმნისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით. პოლიტიკური ჯგუფი უქმდება ფრაქციის გაუქმებისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევაში, აგრეთვე იმ 2 − − შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაში პარლამენტის 4 წევრზე ნაკლები დარჩა. პარლამენტის წევრის პოლიტიკურ ჯგუფში გაწევრება და პოლიტიკური ჯგუფის წევრის პოლიტიკური ჯგუფიდან გასვლა ან გარიცხვა ხორციელდება, შესაბამისად, პარლამენტის წევრის ფრაქციაში გაწევრებისა და ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გასვლისთვის ან გარიცხვისთვის რეგლამენტით დადგენილი წესებით. პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა. პოლიტიკური ჯგუფის საქმიანობაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმები (მათ შორის, რეგლამენტის 54-ე მუხლი), რომლებითაც წესრიგდება ფრაქციის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნულ ნორმა იმავდროულად კონსტიტუციური ნორმაა. პოლიტიკური ჯგუფის წევრს უფლება აქვს სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს პარლამენტის ბიუროს სხდომას. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე არის პარლამენტის თანამდებობის პირი და სარგებლობს იმავე უფლებებით (მათ შორის, რეგლამენტის მე-14 მუხლის მე2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებით), რომლებიც აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციის თავმჯდომარისთვის განსაზღვრული უფლებებისა. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს არა აქვს უფლება ეკავოს პარლამენტის სხვა თანამდებობა. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს უფლება აქვს, არ იყოს კომიტეტის წევრი. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს არ შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე და მოადგილე. ა.დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემთხვევაში): პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: პარლამენტის რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული საკითხის არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ წარმოდგენილი ცვლილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. 3 ა.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): საქართველოს პარლამენტის 2021 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დარჩენილ პლენარული სხდომების კვირათა რაოდენობიდან და მოქმედი საპარლამენტო პროცედურებიდან გამომდინარე, თუ პარლამენტის რეგლამენტის პროექტი დაჩქარებული წესით არ იქნება განხილული და მიღებული, მის მიღებას საქართველოს პარლამენტი მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დიდი ალბათობით ვერ შეძლებს. თუმცა, ამავდროულად, პარლამენტის რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი საკითხის დროულად მოწესრიგება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ არის მიზანშეწონილი, მისი მესამე მოსმენით მიღება 2021 წლის საშემოდგომო სესიამდე გაგრძელდეს. ამრიგად, მიზანშეწონილია, რომ პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განხილულ და მიღებულ იქნეს დაჩქარებული წესით. ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პარლამენტის რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული საკითხის ახლებურად მოწესრიგების შედეგად გამოწვეული ხარჯები დაიფარება საქართველოს პარლამენტისთვის განკუთვნილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო ან/და პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად შესაძლოა გაიზარდოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი იმ კუთხით, რომ თუ პარლამენტში დამატებით შეიქმნება ფრაქცია ან ფრაქციები, ფრაქციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გაღებული თანხების მიმღებ პირებს მოუწევთ გადასახადების გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს კი, თავის მხრივ, გარკვეულწილად გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, რისი ოდენობაც დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, თუ დამატებით რამდენი ფრაქცია შეიქმნება პარლამენტში და როგორი იქნება მათი წარმომადგენლობა. აღნიშნული საკითხი ანალოგიურად რელევანტურია საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან დაკავშირებით. 4 ბ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: სახელმწიფო ან/და პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს საპარლამენტო ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ცალკეული შეზღუდვების შემცირებას, რაც პარლამენტის წევრებსა და პოლიტიკურ პარტიებს საპარლამენტო ფრაქციების უფრო თავისუფლად და მოქნილად ფორმირებაში დაეხმარება; ეს კი, თავის მხრივ, მეტი საპარლამენტო ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას აჩენს და, შესაბამისად, იზრდება ახალი საპარლამენტო ფრაქციების შექმნისა და მათი ფუნქციონირებისთვის პარლამენტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაღების ალბათობა. პარლამენტის რეგლამენტის მე-14 მუხლის თანახმად, ფრაქციის თავმჯდომარეს მიეცემა გასამრჯელო 5540 ლარის ოდენობით, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 4800 ლარის ოდენობით, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 4740 ლარის ოდენობით. ამასთანავე, პარლამენტის რეგლამენტის 54-ე მუხლის მიხედვით, ფრაქციისათვის პარლამენტის სასახლეში გამოყოფილი სამუშაო ფართობი და ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, როგორც წესი, განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად; ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი განისაზღვრება ფრაქციის წარმომადგენლობის პროპორციულად (ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის განსაზღვრის თაობაზე პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო). თითოეული ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხის, მათ შორის, ფრაქციის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის, ოდენობა თვის განმავლობაში ამ ეტაპზე მოიცავს 9000 ლარის (საბაზისო თანხის), ფრაქციის წევრთა რაოდენობის 600 ლარზე ნამრავლის, აგრეთვე ჯანმრთელობის დაზღვევით, ტრანსპორტითა და მობილური სატელეფონო კავშირის მომსახურებით უზრუნველყოფის თანხების ჯამს. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებით გამოწვეული დამატებითი ხარჯების ოდენობა დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, თუ დამატებით რამდენი ფრაქცია შეიქმნება პარლამენტში და როგორი იქნება მათი წარმომადგენლობა. აღნიშნული საკითხი ანალოგიურად რელევანტურია საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან დაკავშირებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. 5 ბ.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პარლამენტის რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებით გაიზრდება „ბ.გ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ პირთა შემოსავალი, თუ პარლამენტში დამატებით შეიქმნება ფრაქცია ან ფრაქციები; კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის მე-14 მუხლის თანახმად, ფრაქციის თავმჯდომარეს მიეცემა გასამრჯელო 5540 ლარის ოდენობით, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 4800 ლარის ოდენობით, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 4740 ლარის ოდენობით. ამასთანავე, პარლამენტის რეგლამენტის 54-ე მუხლის მიხედვით, გამოიყოფა თანხა ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად და ფრაქციის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი ფრაქციის წარმომადგენლობის პროპორციულად. შესაბამისად, ფრაქციის ან ფრაქციების შექმნა გავლენას ახდენს ამ თანხების მიმღებ პირებზე, მათი ოდენობა კი დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, თუ დამატებით რამდენი ფრაქცია შეიქმნება პარლამენტში და როგორი იქნება მათი წარმომადგენლობა. აღნიშნული საკითხი ანალოგიურად რელევანტურია საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან დაკავშირებით. ბ.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: პარლამენტის სამართალს. რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის გ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: 6 პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. 7 ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი. ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი. 8