საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 24 მაისის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის ზოგადი განათლების სისტემაზე გავლენის შეფასების მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებისა და ჯგუფის შემადგელობის ფორმირების თაობაზე (ჯგუფის წევრები: შალვა პაპუაშვილი, გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი)
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-05-24
კომიტეტის სხდომის ნომერი 20
📜 ტექსტი
ოქმი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომის
ოქმი N20
2021 წლის 24 მაისი, 12:30 საათი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N239
(C კორპუსი, II სართული)
სხდომას უძღვებოდა: შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტის განათლებისა
და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე.
სხდომას
ესწრებოდნენ
კომიტეტის
წევრები:
გიორგი
ამილახვარი,
თამარ
ტალიაშვილი, მარიამ ლაშხი, ვლადიმერ კახაძე, მაია მენაღარიშვილი, ბექა
დავითულიანი, გივი მიქანაძე, დავით ზილფიმიანი, ვახტანგ მეგრელიშვილი.
სხდომის მდივანი: ოთარ ბეჟიტაშვილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
აპარატის მთავარი სპეციალისტი.
სხდომაზე დამსწრე სხვა პირები:
შინაგან
საქმეთა
სამინისტრო:
ლანა
ცანავა
-
იურიდიული
დეპარტამენტის
დირექტორი.
ფინანსთა სამინისტრო: გიორგი კაკაურიძე - მინისტრის პირველი მოადგილე.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: ეკატერინე დგებუაძე - მინისტრის
პირველი მოადგილე; მარიამ ტაბატაძე - ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი.
სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მან დაადასტურა
კომიტეტში კვორუმის არსებობა და დეპუტატებს გააცნო დღის წესრიგი.
დღის წესრიგი
1.
საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07–2/107; 25.07.2017)
განხილვა II მოსმენით;
მომხსენებელი:
ლანა
ცანავა
-
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი;
2.
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შექმნის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
თავმჯდომარე;
3.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (1-5729/21;
29.04.2021);
მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი
მოადგილე;
4.
COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის ზოგადი განათლების სისტემაზე
გავლენის შესწავლისა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით თემატური
მოკვლევის ჯგუფის შექმნისა და მომხსენებლის არჩევის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: შალვა პაპუაშვილი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის
თავმჯდომარე.
კომიტეტმა მოისმინა:
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ლანა
ცანავამ II მოსმენით განსახილველად წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე“ (07-2/107; 25.07.2017).
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე გამოთქვეს მოსაზრება, რომ გარდა შინაგან საქმეთა
სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულებისა ანალოგიური პრობლემა აწუხებთ
ავტორიზაციის პროცესის დაწყებამადე სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და
ინსტიტუტების კურსდამთავრებულებს, ამიტომ აუცილებელია განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ კომპლექსურად გადაჭრას საკითხი და წარმოადგინოს
შესაბამისი კანონპროექტი ან შექმნას სამუშაო ჯგუფი პრობლემის მოგვარების
მიზნით.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი
დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/107; 25.07.2017) და
პარლამენტის
პლენარულ
სხდომაზე
მეორე
მოსმენით
განხილვისათვის
მომზადებულად ცნო.
კენჭისყრის შედეგი:
მომხრე - 9;
წინააღმდეგი - 1.
კომიტეტმა მოისმინა:
კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კომიტეტს წარუდგინა სკოლამდელი
და ზოგადი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს, პროფესიული
განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს და უმაღლესი განათლების და
მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხი. მან კომიტეტის
წევრებს
გააცნო
სკოლამდელი
საბჭოების
და
თავმჯდომარედ
დებულებები.
შალვა
პაპუაშვილმა
კომიტეტს
ზოგადი
განათლების
სამეცნიერო-საკონსულტაციო
წარუდგინა
ქალბატონი
თამარ
ტალიაშვილი,
საბჭოს
პროფესიული
განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ - ქალბატონი
მარიამ ლაშხი, ხოლო უმაღლესი განათლების და მეცნიერების სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ - ბატონი გიორგი ამილახვარი.
სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება საბჭოების შემადგენლობასთან დაკავშირებით.
აღინიშნა,
რომ
შესაძლოა
სამომავლოდ
მოხდეს
სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოების შემადგენლობაში ცვლილების შეტანა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა სკოლამდელი და ზოგადი განათლების სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს, პროფესიული განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოს და უმაღლესი განათლების და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოს შექმნას, მათი დებულებებისა და შემადგენლობის დამტკიცებას.
კენჭისყრის შედეგი:
მომხრე - 9;
წინააღმდეგი - 1.
კომიტეტმა მოისმინა:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ
კომიტეტს გააცნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი
საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა
(1-5729/21; 29.04.2021).
სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
განხორციელების
თაობაზე.
აღინიშნა,
რომ
ცალკეული
ბიუჯეტის
პროგრამების
დაგეგმვისას
გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაჩვენებელი, რათა
ცალკეული პროგრამების შესრულებას არ შეექმნას პრობლემები. გარდა ამისა,
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეთხოვა დროულად უზრუნველყოს
წარჩინებულ მოსწავლეებზე მედლების გაცემა.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა
ცნობად
მიიღო
საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
მიერ
წარმოდგენილი საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3
თვის მიმოხილვა (1-5729/21; 29.04.2021).
კომიტეტმა მოისმინა:
კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კომიტეტს წარუდგინა „COVID 19-ით
გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგადი განათლების სისტემაზე საქართველოში“
შესწავლისა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით თემატური მოკვლევის
ჯგუფის შექმნისა და მომხსენებლის არჩევის საკითხი.
სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ თემატურ მოკვლევასთან ერთად ერთიანი
ეროვნული გამოცდები იქნება ერთ-ერთი საზომი COVID 19-ით გამოწვეული
პანდემიის გავლენის შეფასებისათვის. ასევე გამოითქვა მოსაზრება მოკვლევის
ჯგუფში წევრობასთან დაკავშირებით.
კომიტეტმა გადაწყვიტა:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ,,COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგადი
განათლების სისტემაზე საქართველოში“ შესწავლისა და შესაბამისი ღონისძიებების
დაგეგმვის მიზნით თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნას და მომხსენებლად აირჩია
კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ხოლო ჯგუფის წევრებად: შალვა
პაპუაშვილი, გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი.
კენჭისყრის შედეგი:
მომხრე - 9;
წინააღმდეგი - 1.
სხდომის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი
სხდომის მდივანი - ოთარ ბეჟიტაშვილი