საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მარიამ ქვრივიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.05.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-6302/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის მარიამ ქვრივიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-05-25
კომიტეტის სხდომის ნომერი 30

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა 2021 წლის 25 მაისი, 10:30 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) დღის წესრიგი საქართველოს პარლამენტის წევრის მარიამ ქვრივიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი.
ოქმი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N30 2021 წლის 25 მაისი, 10:30 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ლევან მგალობლიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, დავით კაჭარავა, პაატა მანჯგალაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი): 1. საქართველოს პარლამენტის წევრის მარიამ ქვრივიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის მარიამ ქვრივიშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის მარიამ ქვრივიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. დადასტურდა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2021 წლის 21 მაისის N205 ბრძანებით დაინიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს მარიამ ქვრივიშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კენჭისყრა: სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრის მარიამ ქვრივიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 6 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტის წევრს მარიამ ქვრივიშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი