„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (12)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-31
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს
სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 166-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 166. წვრილმანი ხულიგნობა
წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე
შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ
წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა
და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად
იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.
2. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 173. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის,
სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან
გათანაბრებული
პირის
კანონიერი
განკარგულებისადმი
ან
მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების
განხორციელება
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულების
დროს
სამართალდამცავი
ორგანოს
თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის
პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს
მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ
სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ
პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისთვის სამართალდამრღვევს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე
ვადით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2021 წლის 29 აპრილს მიღებულ იქნა კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს დაემატა მე2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრა, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის
ადმინისტრაციულსახდელდადებული
პირის
მიერ
ამავე
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას
1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15
დღემდე ვადით. ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრა, რომ
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულების
დროს
სამართალდამცავი
ორგანოს
თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი
განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის
სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა
გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან
ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით
ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან
ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.
ამასთან, დასაბუთებული არ ყოფილა
განხილვისა და მიღების აუცილებლობა.
კანონპროექტის დაჩქარებული წესით
კანონპროექტის განხილვა მოხდა საზოგადოების ფართო ჩართულობისა და
დისკუსიის გარეშე, რადგან სწორედ ამ მუხლებით ხდება ადმინისტრაციული წესით
სხვადასხვა აქტივისტების დაკავება და შემდგომში სასამართლოს მიერ ფაქტობრივი
გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე შაბლონური გადაწყვეტილებების
ადმინისტრაციული სახდელების შეფარდება.
წარმოდგენილი ცვლილებით, ძველი საბჭოთა ადმინისტრაციული კოდექსი კიდევ
უფრო მეტად რეპრესიული გახდა. შესაბამისად, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ
სანქციების გამკაცრება სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისკენ გადადგმული ნაბიჯია,
რაც დამაზიანებლად იმოქმედებს ადამიანის უფლებებზე.
წარმოდგენილი სანქციების ოდენობა, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო
სტანდარტებს. და როგორც ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი მიუთითებს არაერთ
დასკვნაში, „არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს
შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში
შეკრებისა და მანიფესტაციებში მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის
გამოხატვისგან.“
აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, ორივე სამართალდარღვევის განმეორებით
ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პატიმრობის მინიმალური ზღვარი დამძიმდა,
რითაც
სასამართლოს
შეუმცირდა
შესაძლებლობა
საკუთარი
დისკრეციული
უფლებამოსილების
ფარგლებში
სამართალდამრღვევის
მიმართ
გამოიყენოს
ადმინისტრაციული პატიმრობა შემოთავაზებულ მინიმალურ ზღვარზე ნაკლები ოდენობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე ხელისუფლების
მხრიდან განხორციელებული ეს ცვლილებები მიუთითებს მათ პოლიტიკურ ინტერესზე, რომ
რეპრესიული მექანიზმებისა და სანქციების გაძლიერების გზით შეაკავოს ქვეყანაში
არსებული მზარდი პროტესტი. საკუთარ მოქალაქეებზე რეპრესიული მექანიზმების
გამოყენებით ზემოქმედების პრაქტიკა ეწინააღმდეგება დემოკრატიული ქვეყნების
ტრადიციას და თანხვედრაშია იმ ავტოკრატიული მმართველობების ტრადიციებთან, სადაც
შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იქნება საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების ახლანდელი
რედაქციის შეცვლა და ბოლო ცვლილებების მიღებამდე არსებული რედაქციის აღდგენა.
ა.ბ. კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
კანონპროექტის
მიღება
გამორიცხავს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების მოქმედი რედაქციის შესაძლო
გამოყენებას რეპრესიულ მექანიზმად ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების
წინააღმდეგ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173ე მუხლებში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები პოზიტიურ გავლენას იქონიებს
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმების შესრულებაზე. სანქციების
ოდენობის შემცირება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს აღნიშნულ
მუხლებს. გარდა ამისა, მოსამართლეს მიეცემა შესაძლებლობა საკუთარი დისკრეციული
უფლებამოსილების
ფარგლებში
სამართალდამრღვევის
მიმართ
გამოიყენოს
ადმინისტრაციული პატიმრობა მინიმალური ზღვარის შეზღუდვის გარეშე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე
მუხლი განისაზღვრება შემდეგნაირად: წვრილმანი ხულიგნობა − საზოგადოებრივ
ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი
მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით ან, თუ საქმის
გარემოებებისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის
გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე
ვადით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.“.
ასევე კანონპროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
173-ე მუხლი განისაზღვრება შემდეგნაირად: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების
დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური
პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური
ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი
განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი
შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ
პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ჩადენისთვის სამართალდამრღვევს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე
ვადით.“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი
არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე
მუხლების მოქმედი რედაქცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს რეპრესიულ მექანიზმად
ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების წინააღმდეგ, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული
მუხლების ფორმულირება უნდა შეიცვალოს რაც შეიძლება მალე და დაუბრუნდეს
პირვანდელ მდგომარეობას. მოქმედი რედაქციის შესახებ თავისი ნეგატიური პოზიცია
დააფიქსირა, ამერიკის და საქართველოს პრეზიდენტმაც. საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში უკვე განხორციელებულმა
ცვლილებებმა შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას
შორის დადებულ შეთანხმებაზე, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია კანონპროექტი
განხილულ იქნეს დაჩქარებული წესით.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
აღნიშნულ ცვლილებას გავლენა უნდა მოეხდინა ერთი მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე,
ვინაიდან
კანონპროექტით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში კანონის მოქმედ რედაქციასთან შედარებით
უფრო ნაკლები ჯარიმაა გათვალისწინებული ცვლილებით, რაც შესაბამისად, გულისხმობს
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას. თუმცა, ვინაიდან მოქმედი რედაქცია სულ
რამდენიმე დღეა რაც ძალაში შევიდა და რეალურად პრაქტიკაში ფაქტობრივად არ
უმოქმედია, შესაბამისად სტატისტიკა ყოველწლიურად რამდენი პირი ჯარიმდებოდა 173-ე
მუხლის მე-2 პუნქტის და 166-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და რას შეადგენს
საშუალოდ მათ მიერ გადასახდელი ჯარიმების ოდენობა ჯამურად არ არსებობს და
რეალურად აღნიშნულ ცვლილებას გავლენა არ ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტს წესით გავლენა უნდა ჰქონოდა
სახელმწიფო ბიუჯეტზე დაზოგვის
მიმართულებით, ვინაიდან მოქმედი ვერსიით, 173-ე მუხლის მე-2 პუნქტი მინიმუმ 7 დღეს
ითვალისწინებს ადმინისტრაციული პატიმრობისთვის, ხოლო 166-ე მუხლის მე-2 პუნქტი - 5
დღეს, ახლა კი ცვლილებით შესაძლოა 1 დღეც კი შეეფარდოს სამართალდამრღვევს. თუმცა
ვინაიდან კანონის ახლა მოქმედი ვერსია სულ რამდენიმე დღეა რაც ძალაში შევიდა და
რეალურად პრაქტიკაში ფაქტობრივად არ უმოქმედია, აღნიშნული კანონპროექტი კი
ითვალისწინებს ახლა მოქმედ ვერსიამდე არსებული ვერსიის დაბრუნებას, კანონპროექტის
მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სანქციები შესაბამისობაში მოვა საერთაშორისო
სტანდარტებთან, ჯარიმის ოდენობა დაუბრუნდება ახლა მოქმედ ვერსიამდე არსებულ
ოდენობას, რაც პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს დაჯარიმებული პირების ფინანსურ
მდგომარეობაზე, ვინაიდან უფრო ნაკლები ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ მათ.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 173-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 166-ე მუხლის მე-2 პუნქტის
საფუძველზე ჯერ არ დაჯარიმებულა არავინ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი;
ასეთი არ არსებობს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი
გიორგი ვაშაძე
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
გიორგი ვაშაძე
პაატა მანჯგალაძე
თეონა აქუბარდია
ხათუნა სამნიძე