საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება: თეთრი ლაქა - კრედიტორებისათვის მოვალის მიერ გადახდილი თანხის გადახდის წესის დადგენის აუცილებლობასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
საკანონმდებლო წინადადება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-27
ბიუროს ნომერი 57
📜 ტექსტი
საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge
"ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი"
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“
კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის
მეშვეობით
№ CA0041213120317
24.05.2021
საქართველოს პარლამენტი
სათაური: საკანონმდებლო წინადადება: თეთრი ლაქა - კრედიტორებისთვის მოვალის მიერ
გადახდილი თანხის გადახდის წესის დადგენის აუცილებლობა
შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გთავაზობთ, რომ
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 821-ში განისაზღვროს
ამავე მუხლის მეორე ნაწილში მოხსენებული "დადგენილი წესი" ("2. მოვალისათვის
გადახდევინებული თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეიტანება თავის
სადეპოზიტო ანგარიშზე და შემდეგ გაიცემა დადგენილი წესით"). ამრიგად, სახეზე გვაქვს
ნორმა ("მოვალისათვის გადახდევინებული თანხა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ
შეიტანება თავის სადეპოზიტო ანგარიშზე და შემდეგ გაიცემა დადგენილი წესით"), თუმცა
აღნიშნული "და შემდეგ გაიცემა დადგენილი წესით" არ არის დადგენილი დღემდე, რაც
დაუშვებელია, ვინაიდან საკანონმდებლო დონეზე ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოვალეთაგან ამოღებული ფინანსური რესურსების კრედიტორებისთვის გადახდის
პროცედურების არარსებობა - იწვევს კრედიტორთა უფლებების ფართომასშტაბიან
დარღვევებს, აჩენს სამართლებრივი ნიჰილიზმს საზოგადოებაში, იწვევს უარყოფით
ემოციებს ადამიანებში, ქმნის ხელსაყრელ პირობებს კორუფციისთვის.
პატივისცემით,
ზურაბ ვანიშვილი
პ. #:
მობილური:
ელფოსტა: