საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 24 მაისის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილება „განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“ თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე (ჯგუფის წევრები: დავით სონღულაშვილი, მაია ბითაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ხატია წილოსანი, ლევან ქარუმიძე, ვასილ ჩიგოგიძე, თამარ ტალიაშვილი, ეკა სეფაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-27
ბიუროს ნომერი 57
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-6316/21
25-05-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ რომ, მიმდინარე წლის 24 მაისს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება „განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით“
თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე.
განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით შემსწავლელი
თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ საქართველოს პარლამენტის
წევრები: დავით სონღულაშვილი, მაია ბითაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ხატია წილოსანი, ლევან
ქარუმიძე, ვასილ ჩიგოგიძე, თამარ ტალიაშვილი, ეკა სეფაშვილი, მიხეილ დაუშვილი და ბექა
ლილუაშვილი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge