„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
25.05.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, ტარიელ ნაკაიძე
ნომერი
#07-3/60/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
I მოსმენა

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-31
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 15. პენსიის გაცემის წესი 1. პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე. 2. პენსია გაიცემა ნებისმიერ ადგილას, პენსიონერის სურვილის მიხედვით. 3. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა, მისი ადგილზე მიტანის ჩათვლით, წარმოებს არა უგვიანეს მომდევნო თვის დასრულებისა. 4. პენსიის გაცემის ორგანიზება ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით. 5. პენსიონერს უფლება აქვს თავად აირჩიოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება. 6. პენსიონერს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს კანონში „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოში, პენსიის გაცემის ექსკლუზიურ უფლებას “ლიბერთი ბანკი” ფლობს, მას არ ჰყავს კონკურენტი, შესაბამისად ბაზარზე პირობებს სწორედ “ლიბერთი ბანკი” ადგენს. “ლიბერთი ბანკში” საპენსიო სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 30.65 პროცენტს შეადგენს. დღესდღეობით ქვეყანაში დაახლოებით 800 000 პენსიონერია, რომელთა თითქმის ნახევარი საპენსიო სესხით სარგებლობს. „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მაგალითად, სხვა მოქალაქეებისათვის გაცემული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც სხვადასხვა ბანკში 15%-დან იწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყველაზე ძვირ სესხს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი პენსიონერები იღებენ. რომ არა „ლიბერთი ბანკის“ ექსკლუზიური უფლება საპენსიო მომსახურებაზე, თავისუფალი კონკურენციის პირობებში საქართველოში საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი არსებულზე გაცილებით ნაკლები იქნებოდა. ამ პრობლემის გამომწვევ მთავარ მიზეზს პენსიის გაცემის უფლების ერთი საბანკო დაწესებულების მიერ მონოპოლიზება წარმოადგენს. თუკი ერთ ბანკს აღარ ექნება საპენსიო მომსახურების ექსკლუზიური უფლება, კონკურენციის პირობებში, ავტომატურად დაიწევს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთიც. პენსიები უნდა ირიცხებოდეს სხვა ბანკებშიც და პენსიონერს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ალტერნატივით ისარგებლოს. ბანკი, რომელსაც ექსკლუზივი აქვს, ყოველთვის შეეცდება, რომ მაღალი შემოსავალი და მაღალი მოგება მიიღოს თუნდაც პენსიონერების ხარჯზე, იმ ადამიანების ხარჯზე, რომლებიც ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან და ისედაც მიზერულ პენსიას, დანაკლისით იღებენ. სწორედ ასე იქცევა „ლიბერთი ბანკიც“. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს თავად გადაწყვიტოს რომელ ბანკში დაერიცხება ხელფასი და ამ ბანკის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, მას შეუძლია გადავიდეს სხვა ბანკში, სადაც იქნება მისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები, მათ შორის, უფრო დაბალი განაკვეთი სახელფასო ავანსზე. პენსიონერსაც უნდა ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება და სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ დროს შეცვალოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება. მსგავსი კონკურენციის პირობებში, ავტომატურად დაიწევს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იქნება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლში ცვლილებები შეტანა და მისი ახლებურად ჩამოყალიბება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან პენსიის გაცემა მონოპოლიზებულია ერთი საბანკო დაწესებულების მიერ და „ლიბერთი ბანკს“ ექსკლუზივი აქვს ამასთან დაკავშირებით, აღნიშნული საბანკო დაწესებულება ცდილობს პენსიონერების ხარჯზე მაღალი მოგების მიღებას, ამიტომ საპენსიო სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მაღალია. რომ არა „ლიბერთი ბანკის“ ექსკლუზიური უფლება საპენსიო მომსახურებაზე, თავისუფალი კონკურენციის პირობებში საქართველოში საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი არსებულზე გაცილებით ნაკლები იქნებოდა. შესაბამისად, აუცილებელია მოისპოს მონოპოლია პენსიის გაცემაზე, ჩვენ მიერ წარმოდგენილი ცვლილებებით შესაძლებელი იქნება აღნიშნული პრობლემის გადაჭრა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტი უზრუნველყოფს პენსიის გაცემაზე მონოპოლიის გაუქმებას. საპენსიო მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლების არარსებობისა და თავისუფალი კონკურენციის პირობებში, საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი ავტომატურად დაიკლებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით საქართველოს კანონის „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ მე-15 მუხლი განისაზღვრება შემდეგნაირად: მუხლი 15. პენსიის გაცემის წესი 1. პენსია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე. 2. პენსია გაიცემა ნებისმიერ ადგილას, პენსიონერის სურვილის მიხედვით. 3. მიმდინარე თვის პენსიის გაცემა, მისი ადგილზე მიტანის ჩათვლით, წარმოებს არა უგვიანეს მომდევნო თვის დასრულებისა. 4. პენსიის გაცემის ორგანიზება ხდება მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი წესითა და პირობებით. 5. პენსიონერს უფლება აქვს თავად აირჩიოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება. 6. პენსიონერს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს პენსიის გამცემი საბანკო დაწესებულება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდგომ, შესაბამის სტრუქტურებსა და ორგანიზაციებს (საბანკო დაწესებულებებს) დასჭირდებათ გონივრული დრო კანონის გასაცნობად და მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად, აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორების მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ მოითხოვება ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შესაძლოა ჰქონდეს ამ ცვლილებას გავლენა კომერციული ბანკების მიერ ბიუჯეტში გადასახდელი შესაბამისი გადასახადების ცვლილების კუთხით იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტის მიღების მიზანი იქნება მიღწეული, შეიცვლება პენსიონრებისთვის საპენსიო სესხის პროცენტები და შესაბამისად, გავლენას იქონიებს ბანკების მოგებაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ვალდებულებების აღებას. ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საპენსიო მომსახურებაზე „ლიბერთი ბანკს“ მონოპოლია აღარ ექნება, თავისუფალი კონკურენციის პირობებში საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი დაიკლებს, რაც პენსიონერებზე პირდაპირ ზეგავლენას იქონიებს, საპენსიო სესხზე ნაკლებ პროცენტს გადაიხდიან და შესაბამისად შემოსავალი გაეზრდებათ, ამის პარალელურად „ლიბერთი ბანკი“ იძულებული იქნება თავისუფალი კონკურენციის პირობებში უსამართლოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთი დაწიოს საპენსიო სესხზე, რაც მათ მოგებას შეამცირებს, თუმცა პენსიონერებს ფულის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს. ასევე, სხვა ბანკებს შესაძლოა გაეზარდოს შემოსავალი იმ შემთხვევაში, თუ პენსიონრები ისარგებლებენ მათი მომსახურებით პენსიის გადატანის შემდეგ. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; ასეთი არ არსებობს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი: გიორგი ვაშაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვაშაძე პაატა მანჯგალაძე თეონა აქუბარდია ხათუნა სამნიძე ტარიელ ნაკაიძე