„შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.05.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ლევან მგალობლიშვილი, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, ვასილ ჩიგოგიძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ლევან მგალობლიშვილი, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, ვასილ ჩიგოგიძე, ელგუჯა გოცირიძე
ნომერი
#07-3/62/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ერთი მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-31
ბიუროს ნომერი 60

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი საკანონმდებლო 1. „ენერგოეფექტურობის მაცნე შესახებ“ (www.matsne.gov.ge), საქართველოს 28.05.2020, კანონში (საქართველოს სარეგისტრაციო კოდი: 300280020.05.001.019858) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ახალი შენობა − შენობა, რომლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადება წარდგენილი იქნება 2022 წლის 30 ივნისის შემდეგ“; 2. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლები ამოქმედდეს 2022 წლის 30 ივნისიდან“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებს შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედებას 2021 წლის 30 ივნისამდე, მაგრამ ამ პერიოდში ვერ ესწრება მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოებში (მუნიციპალიტეტები და სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო“) სათანადო კადრების მომზადება, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ამ მოთხოვნების ადმინისტრირება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში. აღნიშნული მნიშვნელოვანწილად განაპირობა კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა. დამატებითი დრო დასჭირდა ტრენინგისა და გადამზადებისთვის სათანადო პროცესის დაწყებისთვის ტენდერის მეშვეობით შესაბამისი საკონსულტაციო კომპანიის შერჩევისა და მასთან მოლაპარაკებების წარმართვას. აღსანიშნავია, რომ ეს მხარდაჭერა ფინანსდება გერმანიის განვითარების ბანკის KFW-ს მიერ. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედების ვადა გათვალისწინებულია კანონით და შესაბამისად მათი ცვლილება მხოლოდ კანონით შესაძლებელია განხორცილდეს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედება გადაიწევს ერთი წლით - 2022 წლის 30 ივნისამდე; ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით: ახალი შენობის განმარტებაში იცვლება თარიღი და 2021 წლის ნაცვლად მიეთითება 2022 წლის 30 ივნისი. ასევე 2022 წლის 30 ივნისამდე გადავადდება შენობების და საინჟინრო-ტექნიკური სისტემების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედება; ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ იქონიებს გავლენას საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საჭიროებას. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოების (მუნიციპალიტეტები და სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო“) შესაბამისი კადრების გადამზადებისთვის შერჩეული საკონსულტაციო კომპანიის მომსახურებას ეს დაფინანსდება გერმანიის განვითარების ბანკის KFW-ს მიერ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ამ საკონსულტაციო კომპანიასთან ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების პროცესი რის შემდეგაც იგი გატანილი იქნება საქართველოს მთავრობაზე განხილვის მიზნით. ამ ეტაპზე არსებული რედაქციით საქართველოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება კომპანიის მიერ მომსახურების გაწევისას შიდა გადასახადებისაგან გათავისუფლება რაც დამკვიდრებული პრაქტიკაა საერთაშორისო დაფინანსებით განხორციელებული პროექტების შემთხვევაში და ამ მიმართებით საჭირო ღონისძიებები უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არსებული ასიგნებების ფარგლებში. უშუალოდ ამ გადამზადების გამო შრომის ანაზღაურების მომატების საკითხი არ განიხილება, რადგან ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების პროექტში არსებობის ან არ არსებობის საკითხის იდენტიფიცირება იქნება დღეს არსებული მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციული პროცესის მარტივი ნაწილი და რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევა, მითუმეტეს მომზადებულ სპეციალისტს ამ პროცესის წარმართვისთვის არ დასჭირდება. 2 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ ფინანსური ვალდებულებების აღებას. გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიხედვით, ხდება შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების გადავადება (როგორც ახალ მშენებლობაზე, ისე ძველის მნიშვნელოვან რეკონსტრუქციაზე) ერთი წლით - 2022 წლის 30 ივნისამდე. შესაბამისად, იმ პირებისთვის, რომლებიც სავარაუდოდ გეგმავდნენ ახალ მშენებლობას ან მნიშვნელოვან რეკონსტრუქციას 2021 წლის 30 ივნისიდან 2022 წლის 30 ივნისამდე პერიოდში, სავალდებულო არ იქნება ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების გათვალისწინება პროექტში და შემდეგ ამ მოთხოვნების დაცვით მშენებლობა, რითაც დაგეგმილ ხარჯებში ერთჯერადად გარკვეული ეკონომია შეიძლება მიღწეულ იქნეს. თუმცა როგორც წესი პროექტის მოცულობისა და დანიშნულების მიხედვით, შედარებით ხანგრძლივი პერიოდის ჭრილში, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებით უფრო მეტი ეკონომიური ეფექტის მიღწევაა შესაძლებელი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; წარმოდგენილი კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: 3 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ლევან მგალობლიშვილი, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, ვასილ ჩიგოგიძე, ელგუჯა გოცირიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი, ლევან მგალობლიშვილი, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, ვასილ ჩიგოგიძე, ელგუჯა გოცირიძე. 4