„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-31
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში
(www.matsne.gov.ge, 27/12/2019, 300280000.05.001.019734)
შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„8. ეს კანონი არ ვრცელდება ბუნებრივი გაზის ან სხვა ნახშირწყალბადების ძებნაძიებაზე, მოპოვებასა და დამუშავებაზე, ავტოგაზგასამართი სადგურების
მეშვეობით ბუნებრივი გაზის რეალიზაციაზე, დამტენი პუნქტების/სადგურების
მეშვეობით ელექტროტრანსპორტის დატენვის მიზნით ელექტროენერგიის
რეალიზაციაზე,
აგრეთვე გაზის პროდუქტების წარმოებასა და მათთან
დაკავშირებულ ნებისმიერ ურთიერთობაზე, გარდა იმ საქმიანობისა, რომელიც
უკავშირდება გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებში ბუნებრივი
გაზის გადამუშავებას.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ე) საბალანსო ელექტროენერგია − ელექტროენერგია, რომელიც აუცილებელია
ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებისთვის, რეალურ დროში ფაქტობრივ და
ორმხრივი ხელშეკრულებით ან/და ორგანიზებულ ბაზრებზე ნავაჭრ მოცულობებს შორის
სხვაობის დაფარვისთვის;“;
ბ) „ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ვ) დაბალანსების ჯგუფი - ელექტროენერგეტიკის ან ბუნებრივი გაზის ბაზრის ერთი ან
ერთზე მეტი მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ფორმირებულია კომისიის
სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დაბალანსების ჯგუფის მოდელის შესაბამისად და
რომლის უბალანსობაზე პასუხისმგებლობა, დაბალანსების ჯგუფის წევრების თანხმობით,
დაკისრებული აქვს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს;“;
გ) „ზ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ზ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი - პირი, რომელიც კომისიის სამართლებრივი
აქტით დადგენილი წესის შესაბამისად პასუხისმგებელია დაბალანსების ჯგუფის
უბალანსობაზე;“;
დ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ტ) მომხმარებელი − ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის საბოლოო მომხმარებელი,
სასმელი წყლის მომხმარებელი;“;
ე) ,,ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,ფ ) პირდაპირი ხაზი :
ფ.ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში − ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც აკავშირებს
ელექტროენერგიის წარმოების იზოლირებულ ადგილს იზოლირებულ მომხმარებელთან,
ან
ელექტროენერგიის
მწარმოებლისა
და
ელექტროენერგიის
მიმწოდებლის
დამაკავშირებელი ხაზი, რომლითაც ხორციელდება მათი საკუთარი საქმიანობის
ადგილის, შვილობილი კომპანიებისა და საბოლოომომხმარებლების ელექტროენერგიით
პირდაპირი და უშუალო მომარაგება;
ფ.ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში − მილსადენი, რომელიც აკავშირებს ბუნებრივი გაზის
წარმოების იზოლირებულ ადგილს იზოლირებულ მომხმარებელთან, ან ბუნებრივი გაზის
მწარმოებლისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის დამაკავშირებელი მილსადენი,
რომლითაც ხორციელდება მათი საკუთარი საქმიანობის ადგილის, შვილობილი
კომპანიებისა და საბოლოო მომხმარებლების ბუნებრივი გაზით პირდაპირი და უშუალო
მომარაგება;“;
ვ) ,,ჰ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,ჰ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი − ელექტროენერგიისა და დამხმარე
მომსახურების ყიდვა-გაყიდვისთვის ამ კანონით, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის
კონცეფციით, ელექტროენერგიის ბაზრის წესებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით
განსაზღვრული პირობების შესაბამისად ორგანიზებული ბაზარი ან/და ორმხრივი
ხელშეკრულებების ბაზარი;“;
ზ) ,,ჰ8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,ჰ8) ელექტროენერგეტიკული საწარმო − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი,
გარდა საბოლოო მომხმარებლისა, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოების,
გადაცემის, განაწილების ან მიწოდების საქმიანობიდან ერთ-ერთს მაინც ან/და არის
ელექტროენერგიის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების მესაკუთრე ან
ელექტროენერგიის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ვაჭრობს
ელექტროენერგიით, ახორციელებს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებას ან
ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას და
პასუხისმგებელია აღნიშნულ საქმიანობებთან დაკავშირებული კომერციული, ტექნიკური
ან/და მოვლა -პატრონობის ფუნქციების განხორციელებაზე;“;
თ) „ჰ9“ პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ი) „ჰ13“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ჰ13) საბოლოო მომხმარებელი − მომხმარებელი, რომელიც საკუთარი მოხმარებისთვის
ყიდულობს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს, აგრეთვე, ავტოგაზგასამართი
სადგური და ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტი/სადგური;“;
კ) „ჰ17“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ჰ17) ჰორიზონტალურად ინტეგრირებული ბუნებრივი გაზის საწარმო − ბუნებრივი გაზის
საწარმო, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის, განაწილების,
მიწოდების, შენახვის, ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ან ბუნებრივი გაზის ბაზრის
ოპერირების ფუნქციებიდან სულ მცირე ერთს მაინც იმგვარად, რომ არ არის
ვერტიკალურად ინტეგრირებული ბუნებრივი გაზის საწარმო და ამავდროულად
ახორციელებს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელიც არ უკავშირდება ბუნებრივ გაზს;“;
ლ) „ჰ23“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ჰ23) მსხვილი მომხმარებელი − საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, რომელსაც
აქვს საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის უფლება და რომლის კრიტერიუმებსა და
სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს კომისია;“;
მ) „ჰ31“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ჰ31) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური − საბოლოო მომხმარებლის ან საბოლოო
მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული, ელექტროენერგიის
წარმოების ობიექტი, რომელიც იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს, უკავშირდება
ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს და რომლის დადგმული სიმძლავრე არ
აღემატება 100 კილოვატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისიის მიერ
განსაზღვრულია უფრო მაღალი ზედა ზღვარი. ამასთანავე, ასეთ შემთხვევაშიც ზედა
ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს;”;
ნ) „ჰ35“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ჰ35) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი − ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურა,
რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტსა და მომხმარებელს და რომლის საპროექტო
ან/და მუშა წნევა არ აღემატება 1.2 მეგაპასკალს, აგრეთვე ბუნებრივი გაზის
გამანაწილებელი სისტემის მიწოდების ყველა პუნქტში არსებული აღრიცხვისა და
რეგულირების სადგურები, ელექტრონული საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემები
და
სხვა
ინფრასტრუქტურა,
რომელიც
აუცილებელია
ბუნებრივი
გაზის
განაწილებისთვის;“;
ო) „ჰ36“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ჰ36) ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარი − ამ კანონით, ბუნებრივი გაზის ბაზრის
მოდელის კონცეფციით, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებითა და სხვა სამართლებრივი
აქტებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ორგანიზებული ბაზარი ბუნებრივი
გაზის ყიდვა-გაყიდვისთვის ან/და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი;“;
პ) „ჰ46“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ჰ46) ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელი − ინფრასტრუქტურა , რომლის საპროექტო წნევა
აღემატება 1.2 მეგაპასკალს, აგრეთვე ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის მიწოდების
ყველა წერტილში არსებული საზომი და მარეგულირებელი სადგურები, ჩამკეტი კვანძები,
საკომპრესორო სადგურები, ელექტრონული საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემები
და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ბუნებრივი გაზის გადაცემისთვის და
ქსელის გაზის შესანახად, გარდა „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისა;“;
ჟ) ,,ჰ47“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,, ჰ47) ბუნებრივი გაზის საწარმო − ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარდა
საბოლოო მომხმარებლისა, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის წარმოების,
გადაცემის, განაწილების, მიწოდების ან შენახვის საქმიანობიდან ერთ-ერთს მაინც ან/და
არის ბუნებრივი გაზის გადამცემი ან/და გამანაწილებელი ქსელების მესაკუთრე ან
ბუნებრივი გაზის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, ვაჭრობს
ბუნებრივი გაზით, მათ შორის, გათხევადებული ბუნებრივი გაზით ან ახორციელებს
ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირებას ან ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების
პლატფორმის ადმინისტრირებას და პასუხისმგებელია აღნიშნულ საქმიანობებთან
დაკავშირებული კომერციული, ტექნიკური ან/და მოვლა-პატრონობის ფუნქციების
განხორციელებაზე;“;
რ) „ჰ48“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ჰ48) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი − მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას
ან/და ბუნებრივ გაზს ყიდულობს არასაყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის;“;
ს) „ჰ54“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ჰ54) დაცული მომხმარებელი − ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული
საყოფაცხოვრებო მომხმარებელი და მცირე საწარმო, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ან
გადამცემ ქსელთან მიერთებული ძირითადი სოციალური დანიშნულების დაწესებულება
და ცენტრალური გათბობის ის დანადგარი, რომელიც არის ზემოაღნიშნული
მომხმარებლების გათბობის წყარო, მიერთებულია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ან
გადამცემ ქსელთან და შეუძლებელია მათი გადართვა სხვა სახის საწვავზე;“;
ტ) „ჰ60“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
“ჰ60) მცირე საწარმო − ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის საბოლოო
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი, გარდა ავტოგაზგასამართი სადგურისა და
ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტის/სადგურისა, რომლის დასაქმებულთა რიცხვი,
წლიური ბრუნვა, ბუღალტრული ბალანსი ან/და სხვა მაჩვენებელი არ აღემატება
საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ოდენობას. საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით, ამ კანონის მიზნებისთვის მცირე საწარმოს კატეგორიაში
შესაძლებელია გაყვანილ იქნეს აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციაც, იმავე
გადაწყვეტილებით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან შესაბამისობის შემთხვევაში;“;
უ) ,,ჰ89“პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ90 - ,,ჰ95“ პუნქტები:
„ჰ90) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმა
- ორმხრივი ხელშეკრულებების
პლატფორმის ადმინისტრატორის მიერ ორგანიზებული პლატფორმა, რომლის მეშვეობით
ხორციელდება ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ბაზრის
მონაწილეებს შორის ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე, ბაზრის წესების
შესაბამისად;
ჰ91) დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი - ელექტროენერგიის
დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ან/და ბუნებრივი გაზის
დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი;
ჰ92) ელექტროენერგიის
ორგანიზებული
ბაზარი − ელექტროენერგიის
სტანდარტიზებული პროდუქტებისა და დამხმარე მომსახურების ყიდვაგაყიდვისთვის ელექტროენერგიის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ოპერატორის
მიერ ორგანიზებული ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი, მათ შორის,
ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარი, ელექტროენერგიის დღიური ბაზარი,
ან/და ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარი;
ჰ93) ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი - ელექტროენერგიის
საბითუმო ბაზარი, სადაც ელექტროენერგიისა და დამხმარე მომსახურების ყიდვაგაყიდვა ხორციელდება ბაზრის მონაწილეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების
გზით, ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე ან ელექტროენერგიის ორმხრივი
ხელშეკრულებების პლატფორმის მეშვეობით;
ჰ94) ბუნებრივი გაზის ორგანიზებული ბაზარი − ბუნებრივი გაზის ყიდვაგაყიდვისთვის ბუნებრივი გაზის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ოპერატორის მიერ
ორგანიზებული ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარი;
ჰ95) ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი - ბუნებრივი გაზის
საბითუმო ბაზარი, სადაც ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ბაზრის
მონაწილეებს
შორის
პირდაპირი
მოლაპარაკების
გზით,
ორმხრივი
ხელშეკრულების საფუძველზე ან ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების
პლატფორმის მეშვეობით.“.
3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) ,,ა.ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.ზ“ და „ა.თ“
ქვეპუნქტები:
,,ა.ზ)
ელექტროენერგიის
ადმინისტრირება;
ორმხრივი
ხელშეკრულებების
პლატფორმის
ა.თ) ელექტროენერგიის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერირება;“;
ბ) ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ.ი“ და „ბ.კ“
ქვეპუნქტები:
,,ბ.ი)
ბუნებრივი
ადმინისტრირება;
გაზის
ორმხრივი
ხელშეკრულებების
პლატფორმის
ბ.კ) ბუნებრივი გაზის დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერირება.“.
4. მე-11 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“
ქვეპუნქტი:
„დ) დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელსაც ამ კანონის 82-ე
მუხლის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით მიენიჭა დახურული გამანაწილებელი
სისტემის ოპერატორის სტატუსი.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„4. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და ენერგეტიკული საწარმო , რომელიც
ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის
მიწოდების,
ტრეიდერის
ან
ორმხრივი
ხელშეკრულებების
პლატფორმის
ადმინისტრირების საქმიანობა, რომელიც არ საჭიროებს ლიცენზიას, ვალდებულია
განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე ამ კანონის 102-ე მუხლის შესაბამისად.“.
5. მე-13 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების გარდა, ენერგეტიკული ან
წყალმომარაგების საქმიანობის სფეროში ლიცენზიის მაძიებელმა სალიცენზიო
განაცხადთან ერთად კომისიას უნდა წარუდგინოს:
ა) კონკრეტული ენერგეტიკული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო
ელექტროენერგეტიკული
ან
ბუნებრივი
გაზის
მოწყობილობების
ან
წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების
მფლობელობის (ამ მოწყობილობებითა და საშუალებებით სარგებლობის)
დამადასტურებელი
დოკუმენტები;
საჭიროების
შემთხვევაში,
კომისია
უფლებამოსილია, ლიცენზიის მაძიებელს მოსთხოვოს დროებითი მფლობელობის
უფლების გახანგრძლივება კომისიის მიერ განსაზღვრული მინიმალური ვადით;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ელექტროენერგეტიკული ან
ბუნებრივი
გაზის
მოწყობილობების
ექსპლუატაციაში
მიღების
დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ ასეთი დოკუმენტების მოპოვება
სავალდებულოა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით, ან /და აღნიშნული
მოწყობილობების ამ კანონის 97-ე მუხლით გათვალისწინებულ ტექნიკურ
მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო ამ
პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული წყალმომარაგების საქმიანობის
განსახორციელებლად საჭირო საშუალებებისთვის - საქართველოში მოქმედ
ტექნიკურ
რეგლამენტებთან/სტანდარტებთან
მათი
შესაბამისობის
დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც უნდა შეიცავდეს შემდეგ
ინფორმაციას:
ბ.ა) სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემებში სასმელი წყლის მოპოვებასა და
დამუშავებაში მონაწილე ყველა ხილვადი შენობა-ნაგებობის (სათავე, გამწმენდი
ნაგებობები და საქლორატოროები) ან/და მოწყობილობა-დანადგარის არსებული
მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობის
თაობაზე;
ბ.ბ) სასმელი წყლის წყალმომარაგების მილსადენებისთვის – მათი არსებული
მდგომარეობის გათვალისწინებით, მომხმარებლებისთვის სასმელი წყლის
უსაფრთხო (სასმელი წყლის ხარისხი), უწყვეტი (24-საათიანი მომარაგება) და
საიმედო მიწოდების შესაძლებლობის თაობაზე;
ბ.გ) წყალარინების სისტემებისთვის – ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის
არსებული
მდგომარეობის
ტექნიკურ
რეგლამენტებთან/სტანდარტებთან
შესაბამისობის თაობაზე.
გ)
კონკრეტული
ენერგეტიკული
ან
წყალმომარაგების
საქმიანობის
განსახორციელებლად, ხოლო ენერგეტიკული საქმიანობის შემთხვევაში - ასევე
ბაზრის მონაწილეებისთვის დაკავშირებული მომსახურების გასაწევად საჭირო
საშუალებების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ასეთი
საშუალებებით ან/და დაკავშირებული საოპერაციო ან მოვლა-პატრონობის
მომსახურებით მესამე პირების მეშვეობით სარგებლობის დამადასტურებელი
დოკუმენტები. წყალმომარაგების საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლის მიერ ამ
პუნქტის „ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წყალმომარაგების
საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების მესამე პირების
მეშვეობით სარგებლობის შემთხვევაში, მესამე პირი უნდა იყოს წყალმომარაგების
ლიცენზიატი;
დ) მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისად,
ენერგეტიკული საწარმოს
მფლობელობაში არსებული ელექტრული ან ბუნებრივი გაზის ქსელის
ცალხაზოვანი სქემა და გეგმა, ხოლო წყალმომარაგების საქმიანობის შემთხვევაში მოთხოვნილი ლიცენზიის შესაბამისი სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის
ან/და წყალარინების სისტემის სქემა და მისი მუშაობის ტექნოლოგიური
აღწერილობა კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით;
ე ) ელექტრულ ან ბუნებრივი გაზის ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა, თუ,
მოთხოვნილი
ლიცენზიის
შესაბამისად,
ენერგეტიკული
საქმიანობის
განხორციელება საჭიროებს მოწყობილობების ელექტრულ ან ბუნებრივი გაზის
ქსელთან მიერთებას, ხოლო არსებული მიერთების შემთხვევაში - ინფორმაცია
მიერთების წერტილის ტექნიკური პარამეტრების (მონაცემების) შესახებ,
რომლებიც დასტურდება შესაბამისი ქსელის ოპერატორის მიერ;
ვ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილება, თუ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასეთი
გადაწყვეტილება
სავალდებულოა
კონკრეტული
ენერგეტიკული
ან
წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად;
ზ) საოპერაციო აქტივების ჩამონათვალი მათი ღირებულებების მითითებით და
ლიცენზიის მაძიებელი ენერგეტიკული და წყალმომარაგების საწარმოს აუდიტის
ანგარიში საწარმოს ფინანსური ანგარიშგების შესახებ;
თ) ლიცენზიის მაძიებლის ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც ადასტურებს,
რომ ლიცენზიის მაძიებელ ენერგეტიკულ ან წყალმომარაგების საწარმოს აქვს
შესაბამისი კვალიფიკაციისა და კომპეტენციის ადამიანური რესურსი კონკრეტულ
ენერგეტიკულ
ან
წყალმომარაგების
საქმიანობასთან
დაკავშირებული
პროფესიული ფუნქციების შესასრულებლად, ან აღნიშნული ფუნქციების მესამე
პირების მეშვეობით შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები.“;
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„3. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადაცემისა და განაწილების ლიცენზიები,
აგრეთვე წყალმომარაგების ლიცენზია შესაბამის ლიცენზიატებს ანიჭებს ექსკლუზიურ
უფლებას, განახორციელონ საქმიანობა ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ,
ადმინისტრაციულ ან კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა არეალში. აღნიშნული
საქმიანობისთვის ერთ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან კომისიის მიერ განსაზღვრულ
სხვა არეალში გაიცემა მხოლოდ ერთი შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.“.
7. 161 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ბ) საოპერაციო აქტივების ჩამონათვალი მათი ღირებულების მითითებით და
აუდიტის ანგარიში საწარმოს ფინანსური ანგარიშგების შესახებ;“.
8. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
,,21. კომისია უფლებამოსილია სხდომები ჩაატაროს დისტანციურად, კომუნიკაციის
ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, რა დროსაც უზრუნველყოფილი
იქნება დაინტერესებული პირებისათვის ადმინისტრაციულ
ელექტრონული საშუალებით მონაწილეობის შესაძლებლობა.“.
წარმოებაში
9. 29-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) ,,ა.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,ა.ლ) განსაზღვრავს რეგულირებული საწარმოების, აგრეთვე, საბითუმო ბაზრის სხვა
მონაწილეების ანგარიშგების წესს;“;
ა.ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ბ.გ) ბაზრის ოპერატორების მიერ გაწეული მომსახურებების შესაბამის
საფასურებსა და მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიებს, ამ კანონით
განსაზღვრული პირობების შესაბამისად არსებული საჭიროების შემთხვევაში.
კომისია უფლებამოსილია, ბაზრის სხვადასხვა სეგმენტებისთვის შეიმუშაოს
საფასურების განსხვავებული მეთოდოლოგიები;“;
ა.გ) „თ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„თ.ა) გადასინჯავს, ამტკიცებს და ცვლილებები შეაქვს ელექტროენერგიისა და
ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებზე და, ამ კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე ბუნებრივი გაზის საცავზე და
გათხევადებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობებზე მესამე პირის სამართლიანი და
არადისკრიმინაციული დაშვების წესებში და ზედამხედველობს მათ შესრულებას;“;
ა.დ) „თ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„თ.ვ) გადასინჯავს და ამტკიცებს შესაბამისი სისტემების ოპერატორების მიერ
მომზადებულ ქსელის წესებს, ცვლილებები შეაქვს მათში ამ ოპერატორებთან
კონსულტაციის შემდეგ;“;
ა.ე) „ი.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ი.ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესებს,
ხოლო ორგანიზებული ბაზრის შესაბამისი სეგმენტებისათვის გადასინჯავს და
ამტკიცებს ბაზრის ოპერატორების მიერ მომზადებულ ბაზრის წესებს,
ცვლილებები შეაქვს მათში ამ ოპერატორებთან კონსულტაციის შემდეგ, აგრეთვე
ადგენს ბაზრის ოპერატორების მიერ გამოსაყენებელ საფასურებს და
ზედამხედველობს მათ საქმიანობებს;“;
ა.ვ) „ნ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ნ.დ) იღებს გადაწყვეტილებას დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტულ
გარემოსთან თავსებადობის თაობაზე და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით
განსაზღვრავს კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კომისიისთვის წარდგენისა
და კომისიის მიერ მისი განხილვის წესს;“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 1 და 42 პუნქტები:
„41. ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში
არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრისთვის კვლევების
ჩატარების, დაკავშირებული აქტუალური საკითხების თაობაზე საზოგადოებრივი
ცნობიერების ამაღლების, შესაბამის სფეროებში დასაქმებულ და ასევე სხვა
დაინტერესებულ
პირთა
პროფესიული
განვითარებისა
და
კვალიფიკაციის
ამაღლებისათვის
სპეციალური
სასწავლო
კურსების
ჩატარების/პროგრამების
განხორციელების მიზნით, კომისია უფლებამოსილია, დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა და
დააფუძნოს სასწავლო-კვლევითი ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
42. სასწავლო-კვლევითი ცენტრის ფუნქციონირების მიზნით კომისია უფლებამოსილია
კომისიის ბიუჯეტიდან გამოყოს შესაბამისი თანხები, მოიპოვოს გრანტები და
დაფინანსების სხვა წყაროები, აგრეთვე კომისიის ბიუჯეტიდან დააფინანსოს სასწავლოკვლევითი ცენტრის ხელშეწყობის პროგრამები/პროექტები.“.
10. 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„გ) დაადგინოს გადაცემის, განაწილების, წყალმომარაგებისა და ამ კანონის მე-9
მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების დროებითი ტარიფები და
განსაზღვროს სათანადო საკომპენსაციო ზომები, თუ საბოლოო ტარიფები
განსხვავებული იქნება დროებითი ტარიფებისგან;“.
11. 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„2. ელექტროენერგიის მწარმოებელი, რომელიც 100-კილოვატიანი ან მეტი
ნომინალური სიმძლავრის მქონე ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის
ოპერირებას ახორციელებს, ვალდებულია შეინახოს და საქართველოს მიერ
ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად სათანადო სახელმწიფო
ორგანოებისთვის, სისტემის ოპერატორებისა და კომპეტენტური საერთაშორისო
ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ელექტროენერგიის წარმოების
თითოეული
ობიექტის
საათობრივი მონაცემები,
რომლებიც საჭიროა
სადისპეტჩერო საოპერაციო გადაწყვეტილებებისა და ელექტროენერგიის
ორგანიზებულ ბაზრებზე, ურთიერთდამაკავშირებლების აუქციონებსა და
ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრებზე მონაწილეთა მიერ ელექტროენერგიის
ყიდვა-გაყიდვასთან, მათ შორის, ფასის შეთავაზებასთან დაკავშირებული
ქმედებების გადასამოწმებლად.“;
12. 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„4. ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების პერიოდში
წარმოებული
ელექტროენერგიის
ყიდვა-გაყიდვა
რეგულირდება
ელექტროენერგიის ბაზრის წესებით.“.
13. 38-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1.
მიკროსიმძლავრის
ელექტროსადგურის
მფლობელი/მოსარგებლე
საბოლოო
მომხმარებელი ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია მიკროსიმძლავრის
ელექტროსადგური მიაერთოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან და ამ
ელექტროსადგურის მიერ წარმოებული, კომისიის სამართლებრივი აქტის შესაბამისად
განსაზღვრული ჭარბი ელექტროენერგია მიაწოდოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ
ქსელში, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და მიწოდების წესებით
დადგენილი პირობების შესაბამისად.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„2. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და ელექტროენერგიის
გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგიის შესყიდვის უფლება აქვს
ნებისმიერ მიმწოდებელს, ელექტროენერგიის მიწოდების წესების შესაბამისად, ხოლო
ამავე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში და პირობებით, ჭარბ ელექტროენერგიას
ყიდულობს უნივერსალური მომსახურების ის მიმწოდებელი, რომლის მომსახურების
არეალშიც მდებარეობს აღნიშნული ელექტროსადგური, ან/და ელექტროენერგიის სხვა
მიმწოდებელი, რომელსაც, ამ კანონით დადგენილი წესით, დაკისრებული აქვს საჯარო
მომსახურების ვალდებულება. საბოლოო მომხმარებლის ან საბოლოო მომხმარებელთა
ჯგუფის მიერ ჭარბი ელექტროენერგიით სარგებლობის პირობებს, მათ შორის,
მიკროსიმძლავრის
ელექტროსადგურის
მიერ
წარმოებული
ელექტროენერგიის
მოხმარებულ
ელექტროენერგიასთან
გაქვითვის
პირობებს,
აგრეთვე,
ჭარბი
ელექტროენერგიის შესყიდვის საფასურს, განსაზღვრავს კომისია.“.
14. მე-60 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„3. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებს შეიმუშავებს გადამცემი სისტემის
ოპერატორი, ხოლო გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია,კომისიას ცვლილებები
შეაქვს აღნიშნულ წესებში გადამცემი სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით, ან
თავისი ინიციატივით - გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის
შემდეგ.
გადამცემი
სისტემის
ოპერატორი
უზრუნველყოფს
ყველა
დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის გავლას და ელექტროენერგიის
გადამცემი ქსელის წესების შემუშავების პროცესში მათ სათანადო მონაწილეობას.
ელექტროენერგიის ქსელის წესების პროექტის ენერგეტიკული გაერთიანების
კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით გადამცემი სისტემის
ოპერატორი უფლებამოსილია რეკომენდაციისთვის მიმართოს ენერგეტიკული
გაერთიანების სამდივნოს. გადამცემი სისტემის ოპერატორი მოქმედებს ამ კანონის
97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებისა და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.
15. 61-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„4. გადამცემი სისტემის ოპერატორი გადამცემი ქსელის ელექტრული და
ფიზიკური მახასიათებლების საფუძველზე შეიმუშავებს ელექტროენერგიის
გადამცემი ქსელის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობისა და გადაცემის
საიმედოობის ზღვრის გაანგარიშების მეთოდოლოგიას, რომელსაც გადასინჯავს
და ამტკიცებს კომისია. კომისიას ცვლილებები შეაქვს აღნიშნულ წესებში
გადამცემი სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით, ან თავისი ინიციატივით გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ.
ამ პუნქტის
მიზნებიდან გამომდინარე, კომისია თანამშრომლობს მეზობელი ქვეყნების
შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებთან ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად.“.
16. 62-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„3. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განაწილებისა და
გამოყენების წესებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს
გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხოლო გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია.
კომისიას ცვლილებები შეაქვს აღნიშნულ წესებში გადამცემი სისტემის
ოპერატორის შუამდგომლობით, ან თავისი ინიციატივით - გადამცემი სისტემის
ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. ამ წესებს ენერგეტიკული გაერთიანების
წევრ ქვეყანასთან გადამცემი ქსელის ფიზიკური დაკავშირების შემთხვევაში
ენერგეტიკული გაერთიანების რეგიონულ დონეზე არსებული ჰარმონიზებული
წესებისა
და
შესაბამისი
ეროვნული
მარეგულირებელი
ორგანოების
ინსტრუქციების შესაბამისად შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი და
რეგიონის შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობით,
გადასინჯავს, ამტკიცებს და ცვლილებები შეაქვს კომისიას. რეგიონულ დონეზე
ელექტროენერგიის
ტრანსსასაზღვრო
სიმძლავრის
განაწილებაზე
ზედამხედველობა
ხორციელდება
კოორდინირებული
აუქციონის
განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ
გადაწყვეტილების შესაბამისად.“.
17. 63-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„3. ელექტროენერგიის ბაზრის ცალკეული მონაწილეების ხელშეკრულებებს შორის
არჩევანის გაკეთება (ხელშეკრულებების შეზღუდვა) დასაშვებია მხოლოდ
საგანგებო სიტუაციების დროს, როდესაც გადამცემი სისტემის ოპერატორი
ვალდებულია იმოქმედოს დაჩქარებულად და შეუძლებელია რედისპეტჩირება ან
გადადინების საპირისპირო მიმართულებით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა.
ყველა ასეთი ზომა მიღებული უნდა იქნეს არადისკრიმინაციულად.
ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს, რომლებზედაც განაწილებული იყო
ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრე, ხელშეკრულებების
შეზღუდვის შემთხვევაში მიეცემათ კომპენსაცია ელექტროენერგიის გადამცემი
ქსელის წესების შესაბამისად, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან
შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.“.
18. 68-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„3. ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებს შეიმუშავებს გადამცემი სისტემის
ოპერატორი, ხოლო გადასინჯავს და ამტკიცებს კომისიას. კომისიას ცვლილებები
შეაქვს აღნიშნულ წესებში გადამცემი სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით, ან
თავისი ინიციატივით - გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის
შემდეგ.
გადამცემი
სისტემის
ოპერატორი
უზრუნველყოფს
ყველა
დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის გავლას და ბუნებრივი გაზის გადამცემი
ქსელის წესების შემუშავების პროცესში მათ სათანადო მონაწილეობას. ბუნებრივი
გაზის გადამცემი ქსელის წესების პროექტის ენერგეტიკული გაერთიანების
კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით გადამცემი სისტემის
ოპერატორი უფლებამოსილია რეკომენდაციისთვის მიმართოს ენერგეტიკული
გაერთიანების სამდივნოს. გადამცემი სისტემის ოპერატორი მოქმედებს ამ კანონის
97-ე მუხლით გათვალისწინებული ტექნიკური წესებისა და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.
19. მე-80 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი გამანაწილებელი ქსელის წესების
შესაბამისად უზრუნველყოფს გამანაწილებელ ქსელთან ელექტროენერგიის ან
ბუნებრივი გაზის მოწყობილობების მიერთებას. გამანაწილებელ ქსელთან
მიერთების საფასურს ადგენს კომისია თავის მიერ მიღებული მეთოდოლოგიის
შესაბამისად
განხორციელებული
გაანგარიშების
შედეგად.
ამასთანავე,
განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების წასახალისებლად კომისია
უფლებამოსილია ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტების/სადგურების
გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის დაადგინოს განსხვავებული პირობები.“.
20. 87-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,, 4. შეთანხმებული დაშვების შემთხვევაში კომისია იღებს ყველა საჭირო ზომას,
რათა ურთიერთდაკავშირებული სისტემის ტერიტორიის ფარგლებში ან
ფარგლების გარეთ არსებულ ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და საბოლოო
მომხმარებლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეთანხმდნენ ბუნებრივი გაზის
შენახვის მიზნით შენახვის ობიექტებსა და მილსადენზე დაშვებაზე, თუ
აღნიშნული ტექნიკურად ან /და ეკონომიკურად აუცილებელია მომხმარებლის
ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით სისტემაზე ეფექტიანი დაშვებისა და
დამხმარე მომსახურების ხელმისაწვდომობის ორგანიზების უზრუნველსაყოფად.
მხარეები ვალდებული არიან ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის
საცავსა და მილსადენზე, აგრეთვე სხვა დამხმარე მომსახურებაზე დაშვებასთან
დაკავშირებული მოლაპარაკებები აწარმოონ კეთილსინდისიერად.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„6. რეგულირებული დაშვების შემთხვევაში კომისია იღებს ყველა საჭირო ზომას,
რათა ურთიერთდაკავშირებული სისტემის ტერიტორიის ფარგლებში ან
ფარგლების გარეთ არსებულ ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და საბოლოო
მომხმარებლებს ჰქონდეთ ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით ბუნებრივი გაზის
საცავსა და მილსადენზე დაშვების, აგრეთვე დამხმარე მომსახურებაზე დაშვების
უფლება, გამოქვეყნებულ ტარიფებზე ან /და ბუნებრივი გაზის შენახვის მიზნით
ბუნებრივი გაზის საცავისა და მილსადენის გამოყენების სხვა პირობებსა და
ვალდებულებებზე დაყრდნობით, თუ აღნიშნული ტექნიკურად ან /და
ეკონომიკურად აუცილებელია მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების
მიზნით სისტემაზე ეფექტიანი დაშვებისა და დამხმარე მომსახურების
ხელმისაწვდომობის
ორგანიზების
უზრუნველსაყოფად.
ტარიფების
გაანგარიშებისას ან მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიის დადგენისას კომისია
უზრუნველყოფს სისტემით მოსარგებლეებთან კონსულტაციას. საბოლოო
მომხმარებლის დაშვების უფლება ხორციელდება მისი შესაძლებლობით, დადოს
მიწოდების ხელშეკრულება იმ კონკურენტულ ბუნებრივი გაზის საწარმოსთან,
რომელიც არ არის სისტემის მესაკუთრე ან /და ოპერატორი ან დაკავშირებული
საწარმო.“;
21. 89-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„3. ბუნებრივი გაზის საცავის წესებს შეიმუშავებს ბუნებრივი გაზის საცავის
სისტემის ოპერატორი, ხოლო გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია. კომისიას
ცვლილებები შეაქვს აღნიშნულ წესებში ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის
ოპერატორის შუამდგომლობით, ან თავისი ინიციატივით - ბუნებრივი გაზის
საცავის სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. ბუნებრივი გაზის
საცავის სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან
კონსულტაციას და მათ სათანადო მონაწილეობას ბუნებრივი გაზის საცავის
წესების შემუშავების პროცესში.“.
22. 95-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„3. გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესებს შეიმუშავებს გათხევადებული
ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი, ხოლო გადასინჯავს და ამტკიცებს
კომისია. კომისიას ცვლილებები შეაქვს აღნიშნულ წესებში გათხევადებული
ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით, ან თავისი
ინიციატივით - გათხევადებული ბუნებრივი გაზის საცავის სისტემის
ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. გათხევადებული ბუნებრივი გაზის
სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებულ პირთან
კონსულტაციას და მათ სათანადო მონაწილეობას გათხევადებული ბუნებრივი
გაზის წესების შემუშავების პროცესში.“.
23. 101-ე მუხლის:
ა) პირველი-მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1. საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის
მიწოდება ხორციელდება ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
2. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება, გარდა ამ კანონით
პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა, ხორციელდება არარეგულირებული,
საბაზრო ფასით, მიმწოდებელსა და საბოლოო მომხმარებელს შორის
გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულების საფუძველზე.“;
ბ) მე-4-მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„4. მიმწოდებელი ელექტროენერგიას ან ბუნებრივ გაზს ყიდულობს ორმხრივი
ხელშეკრულების საფუძველზე ან ორგანიზებულ ენერგეტიკულ ბაზარზე.
ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ამ
კანონის XXXდა XXXI თავების შესაბამისად.
5. მიმწოდებელს, რომელსაც დაეკისრა საჯარო მომსახურების ვალდებულება ამ
კანონის XXVII თავის შესაბამისად, უფლება აქვს, ივაჭროს ელექტროენერგიით ან
ბუნებრივი გაზით ამ მუხლის მე-4 პუნქტის, შესაბამისი ბაზრის მოდელის
კონცეფციისა და კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვით, თუ
საჯარო მომსახურების სახით მიწოდების საქმიანობისთვის და სხვა სახის
მიწოდების ან /და ვაჭრობის საქმიანობისთვის განცალკევებულად აწარმოებს
საბუღალტრო აღრიცხვას.“.
24. 102-ე მუხლის:
ა) პირველი-მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური და ენერგეტიკული საწარმო, რომელიც
ახორციელებს მიწოდების, ვაჭრობის, ან/და ორმხრივი ხელშეკრულებების
პლატფორმის ადმინისტრირების საქმიანობას ან სურს ასეთი საქმიანობის
განხორციელება, აღნიშნულის შესახებ ამ კანონის მოთხოვნათა
ატყობინებს კომისიას, კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით.
დაცვით
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ენერგეტიკული საწარმო
კომისიას წერილობით ატყობინებს საქმიანობის დაწყებიდან არაუგვიანეს 5
სამუშაო დღისა. საქმიანობის დაწყება გულისხმობს ელექტროენერგიის
გამომუშავებას (გარდა ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებული
შემთხვევისა), მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის
მიწოდებას მასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ორგანიზებულ
ბაზარზე ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის დაწყებას ან
ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების
პლატფორმის ადმინისტრირებას. კომისიისთვის წარდგენილ შეტყობინებას თან
უნდა დაერთოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, საწარმოს სარეგისტრაციო
მონაცემები, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები, მცირე სიმძლავრის
ელექტროსადგურის შემთხვევაში – აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ
გაცემული, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი
და
სხვა
სახის
საკონტაქტო
ინფორმაცია,
ამასთანავე,
ინფორმაცია
განხორციელებული ან დაგეგმილი გამომუშავების, მიწოდებისა და ვაჭრობის
საქმიანობის შესახებ, საქმიანობის სავარაუდო წლიური ბრუნვა და კომისიის
შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა მონაცემები და
დოკუმენტაცია.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ზღუდავს კომისიის უფლებამოსილებას,
განახორციელოს ენერგეტიკული საწარმოს საქმიანობის ზედამხედველობა,
მიმართოს კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს, თუ არსებობს ეჭვი მიმწოდებლის,
ტრეიდერის,
ან/და
ორმხრივი
ხელშეკრულებების
პლატფორმის
ადმინისტრატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან
შესაბამისობის შესახებ, ან /და საჭიროების შემთხვევაში ენერგეტიკულ საწარმოს
დააკისროს ჯარიმა ამ კანონის 153-ე მუხლის შესაბამისად.“;
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,6. კომისია აწარმოებს საქართველოში საქმიანობის განმახორციელებელი მცირე
სიმძლავრის ელექტროსადგურების, მიმწოდებლების, ტრეიდერებისა და
ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორების რეესტრს,
რომელიც საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად ქვეყნდება კომისიის
ვებგვერდზე.“.
25. 104-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1. კომისია ამტკიცებს მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს,
რომლებიც განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე
საწარმოებისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის უწყვეტი და საიმედო
მიწოდების პირობებს.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„2. მიმწოდებელი ვალდებულია, საყოფაცხოვრებო მომხმარებელთან ან/და მცირე
საწარმოსთან
მიწოდების
ხელშეკრულება
გააფორმოს
კომისიის
მიერ
დამტკიცებული მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების
შესაბამისად. სტანდარტული პირობებით ხელშეკრულება გაფორმებულად
ითვლება კომისიის მიერ დადგენილი წესით მიწოდების ხელშეკრულების
სტანდარტულ პირობებთან მიერთებით.“;
26. 105-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„2. მიმწოდებელი, რომელიც ემსახურება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და
მცირე საწარმოებს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
ღონისძიებების
გარდა,
ინდივიდუალური
მომსახურების
პუნქტთან
დაკავშირებით უზრუნველყოფს:
ა) მომსახურების ცენტრების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფს საბოლოო
მომხმარებლებისთვის როგორც ტელეფონისა და ელექტრონული ფოსტის
მეშვეობით, ისე პირადად ინფორმაციის მიწოდებას, მათი მოთხოვნისა და
პრეტენზიის განხილვასა და გადაწყვეტას;
ბ) საბოლოო მომხმარებლების დაცვის მიზნით პრეტენზიის განმხილველი
კომისიის შექმნას;
გ) მომსახურების ცენტრის სამუშაო საათების განსაზღვრას საბოლოო
მომხმარებელთა საჭიროების მიხედვით და იმ პირობით, რომ აღნიშნული ცენტრი
სულ მცირე კვირაში ერთხელ საღამოს 20 საათამდე იმუშავებს. მომსახურების
ცენტრში საბოლოო მომხმარებლის ჩაწერა შესაძლებელი უნდა იყოს ტელეფონის ან
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;
დ ) გადამცემი ან/და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებისთვის ინფორმაციის
მიწოდებას ან/და დახმარების გაწევას იმ პრეტენზიებთან მიმართებით, რომლებიც
ეხება გადაცემასთან ან/და განაწილებასთან დაკავშირებული მომსახურების
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საკითხებს.“.
27. 106-ე მუხლის პირველი-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1.კომისია უზრუნველყოფს საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის
შეცვლის ეფექტიანი და მარტივი პროცედურის დანერგვას, რაც საბოლოო
მომხმარებელს საშუალებას მისცემს, შეცვალოს მიმწოდებელი არსებული
მიმწოდებლისთვის შეტყობინების გაგზავნიდან არაუმეტეს 3 კვირის ვადაში.
2. მიმწოდებლის შეცვლის წესებს ამტკიცებს კომისია. მიმწოდებლის შეცვლის
წესები განსაზღვრავს მიმწოდებლის შეცვლის პირობებს, მათ შორის:
ა) მიმწოდებლის შეცვლის პროცედურას;
ბ) ახალი მიმწოდებლის მიერ შესასრულებელ პირობებს;
გ) იმ მიმწოდებლის მოვალეობებს,
ხელშეკრულებაც წყდება;
რომელთან
დადებული
მიწოდების
დ) იმ სისტემის ოპერატორის მოვალეობებს, რომლის ქსელთანაც მიერთებულია
საბოლოო მომხმარებლის მოწყობილობა;
ე) ახალი მიმწოდებლის უფლებებს ახალი საბოლოო მომხმარებლისთვის
მიწოდების მიზნით გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებზე დაშვებასა და
აღნიშნული სისტემებით სარგებლობასთან დაკავშირებით;
ვ) საბოლოო მომხმარებლის დავალიანების დაფარვის წესს.
3. მიმწოდებლის შეცვლის წესების შესაბამისად, საბოლოო მომხმარებლის მიერ
მიმწოდებლის შეცვლა უფასოა. მიმწოდებლის შეცვლა ხორციელდება საბოლოო
მომხმარებლის მოთხოვნით.
4. მიმწოდებელს, რომელთან დადებულ მიწოდების ხელშეკრულებასაც წყვეტს
საბოლოო მომხმარებელი, არ აქვს უფლება, მომხმარებელს დაუდგინოს
ხელშეკრულების შეწყვეტის დამატებითი პირობები, და ვალდებულია
ხელშეკრულების შეწყვეტამდე უზრუნველყოს საბოლოო მომხმარებლისთვის
ენერგიის მიწოდება.“.
28. 108-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და მცირე საწარმოებს უფლება აქვთ, ამ
კანონით დადგენილი წესით მიიღონ ელექტროენერგია უნივერსალური
მომსახურების მიმწოდებლისგან.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„4. ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია
მის მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დაადგინოს
ელექტროენერგიის ტარიფი იმ საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელსაც
ემსახურება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი. კომისიამ უნდა
უზრუნველყოს, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ტარიფის
რეგულირება განხორციელდეს
მხოლოდ საჭიროების ფარგლებში
და
საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოსთვის უნივერსალური
მომსახურების გაწევის მიზნით.“.
29. 109-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1.საყოფაცხოვრებო
მომხმარებლებს,
მცირე
საწარმოებსა
და
იმ
თბოელექტროსადგურებს, რომლებიც გარანტირებული სიმძლავრის წყაროა,
უფლება აქვთ, ამ კანონით დადგენილი წესით მიიღონ ბუნებრივი გაზი საჯარო
მომსახურების მიმწოდებლისგან.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„5. ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, კომისია უფლებამოსილია
მის მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დაადგინოს ბუნებრივი
გაზის ფასი იმ საბოლოო მომხმარებლისთვის, რომელსაც ემსახურება საჯარო
მომსახურების მიმწოდებელი. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ საბოლოო
მომხმარებლისთვის ფასის რეგულირება განხორციელდეს მხოლოდ საჭიროების
ფარგლებში და ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების
მიზნით.“.
30. 111-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,3. საბოლოო მომხმარებელი უფლებამოსილია, ამ კანონის 101-ე და 106-ე
მუხლების შესაბამისად თავისუფლად აირჩიოს და შეცვალოს მიმწოდებელი.
საბოლოო
მომხმარებელი
უფლებამოსილია
უსასყიდლოდ
მიიღოს
ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების შესახებ ყველა საჭირო
ინფორმაცია და აღრიცხვის მონაცემები, ხელშეკრულებისა და საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე, საფასურის გარეშე ხელმისაწვდომი გახადოს
ნებისმიერი რეგისტრირებული მიმწოდებლისთვის. აღრიცხვის მონაცემების
მართვაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია აღნიშნული მონაცემები მიაწოდოს
შესაბამის ენერგეტიკულ საწარმოს. მონაცემების ფორმატი და მასზე
მიმწოდებლისა და მომხმარებლის წვდომის წესი განისაზღვრება მიწოდების
წესებით.
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 1 პუნქტი:
,,41. მსხვილი მომხმარებელი, რომელსაც სურს საბითუმო ბაზარზე ვაჭრობა,
ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია კომისიის მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად.“.
31. 112-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„მუხლი 112. მოწყვლადი მომხმარებლის დაცვა
მოწყვლადი მომხმარებლის დაცვის მიზნით სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის
ორგანოები კომისიასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის
საფუძველზე შეიმუშავებენ სპეციალურ პროგრამებს/ღონისძიებებს/შეღავათებს
ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზზე ან/და წყალმომარაგებაზე მოთხოვნის
დაკმაყოფილების
ან/და
ხელმისაწვდომობის
გაზრდის
ხელშეწყობის
უზრუნველსაყოფად
და
განსაზღვრავენ
აღნიშნული
პროგრამებით/ღონისძიებებით/შეღავათებით მოსარგებლე შესაბამის მოწყვლად
მომხმარებლებს.“.
32. 114-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1. ყველა საბოლოო მომხმარებელს უფლება აქვს, თავისუფლად აირჩიოს და
შეიცვალოს მიმწოდებელი.
2. ენერგეტიკული ბაზრის გახსნისას უბალანსობის თავიდან ასაცილებლად
დასაშვებია მიწოდების ხელშეკრულების დადება ენერგეტიკული გაერთიანების
სხვა ხელშემკვრელი მხარის სისტემაში არსებულ საბოლოო მომხმარებელთან, თუ
იგი ორივე სისტემისთვის საბოლოო მომხმარებლად ითვლება.“.
33. 117-ე მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის
"ე" ქვეპუნქტი:
„ე) "ბაზრის ერთი ან მეტი მონაწილისთვის
მონაწილეობის დროებით აკრძალვას.".
ენერგეტიკულ
ბაზრებზე
34. 119-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„2. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ კომისია იღებს
გადაწყვეტილებას მოსალოდნელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან
თავსებადობის თაობაზე.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„5. იმ რეგულირებული საწარმოების კონცენტრაციის რეგისტრაციისათვის,
რომელთაც ეკისრებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
შეტყობინების ვალდებულება, აუცილებელია მოსალოდნელი კონცენტრაციის
კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის
თაობაზე კომისიის დადებითი
დასკვნა. კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემა საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ
რეგულირებული საწარმოების შერწყმის რეგისტრაციაზე უარის თქმის
საფუძველია.“.
35. 120-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„3. ელექტროენერგიის საბითუმო ორგანიზებული ბაზრის სეგმენტები
ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად განისაზღვრება.“.
36. 120-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,1. ელექტროენერგიის ბაზარი მოიცავს ელექტროენერგიის საცალო და საბითუმო
- მათ შორის, ორგანიზებულ ან/და ორმხრივი ხელშეკრულებების - ბაზრებს.“.
37. 120-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1201 მუხლი:
„მუხლი 1201. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი.
ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი
1. ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა
ხორციელდება ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე, ბაზრის
მონაწილეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გზით ან/და ელექტროენერგიის
ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მეშვეობით.
2. ბაზრის
მონაწილეები
ვალდებული
არიან,
გაფორმებული
ორმხრივი
ხელშეკრულებების შესახებ ანგარიშგება განახორციელონ კომისიის მიერ
დამტკიცებული რეგულირებული საწარმოს ანგარიშგების წესების შესაბამისად.
3. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას
უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის
ადმინისტრატორი.
4. ელექტროენერგიის
ორმხრივი
ხელშეკრულებების
პლატფორმის
ადმინისტრატორი:
ა)
უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების
პლატფორმის ადმინისტრირებას ამ კანონითა და ელექტროენერგიის ბაზრის
წესებით განსაზღვრული წესითა და პირობებით;
ბ) აღრიცხავს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულების პლატფორმაზე
ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის განაცხადების მონაცემებს;
გ) არეგისტრირებს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის
მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს;
დ) კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად, კომისიას
წარუდგენს ანგარიშგებას განხორციელებული საქმიანობის თაობაზე;
ე) ასრულებს სხვა უფლებამოსილებებს ელექტროენერგიის ბაზრის წესების
შესაბამისად.
5.ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორს
უფლება არ აქვს, ამავდროულად განახორციელოს
სხვა ელექტროენერგეტიკული
საქმიანობა, გარდა ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებისა.“.
38. 121-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„5. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურებების
შესაბამის საფასურებს განსაზღვრავს კომისია დადგენილი მეთოდოლოგიის
შესაბამისად.“.
39. 123-ე მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) ბაზარზე ვაჭრობის
შემთხევაში;“;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასეთის არსებობის
ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:
„ო) ორმხრივი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის წესი და
პროცედურა.“.
40. 124-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„2. ელექტროენერგიის ბაზრის ყველა მონაწილეს, მათ შორის, მწარმოებელს,
ტრეიდერს, მიმწოდებელს, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის
მიმწოდებლის ჩათვლით, და მსხვილ მომხმარებელს, უფლება აქვთ, ამ კანონისა და
ელექტროენერგიის ბაზრის წესების დაცვით იყიდონ/გაყიდონ ელექტროენერგიის
ორგანიზებულ ბაზარსა და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე.“.
41. 125-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„4. დაბალანსების თითოეული ჯგუფისათვის საანგარიშსწორებო აღრიცხვის
წერტილების რეესტრს აწარმოებს გადამცემი სისტემის ოპერატორი.“.
42. 126-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„3. ბუნებრივი გაზის საბითუმო ორგანიზებული ბაზრის სეგმენტები ბუნებრივი
გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით განისაზღვრება.“.
43. 127-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1271 მუხლი:
„მუხლი 1271. ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი. ბუნებრივი
გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი
1. ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა
ხორციელდება ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე,
ბაზრის მონაწილეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გზით ან/და
ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მეშვეობით.
2. ბაზრის მონაწილეები ვალდებული არიან, გაფორმებული ორმხრივი
ხელშეკრულებების შესახებ ანგარიშგება განახორციელონ კომისიის მიერ
დამტკიცებული რეგულირებული საწარმოს ანგარიშგების წესების შესაბამისად.
3. ბუნებრივი
გაზის
ორმხრივი
ხელშეკრულებების
პლატფორმის
ადმინისტრირებას
უზრუნველყოფს
ბუნებრივი
გაზის
ორმხრივი
ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი.
4. ბუნებრივი
გაზის
ორმხრივი
ხელშეკრულებების
პლატფორმის
ადმინისტრატორი:
ა) უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის
ადმინისტრირებას ამ კანონითა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით
განსაზღვრული წესითა და პირობებით;
ბ) აღრიცხავს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულების პლატფორმაზე
ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის განაცხადების მონაცემებს;
გ) არეგისტრირებს ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის
მონაწილეებს და აწარმოებს შესაბამის რეესტრს;
დ) კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტის შესაბამისად, კომისიას
წარუდგენს ანგარიშგებას განხორციელებული საქმიანობის თაობაზე;
ე) ასრულებს სხვა უფლებამოსილებებს ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების
შესაბამისად.
5. ბუნებრივი
გაზის
ორმხრივი
ხელშეკრულებების
პლატფორმის
ადმინისტრატორს უფლება არ აქვს, ამავდროულად განახორციელოს
ბუნებრივი გაზის
სხვა საქმიანობა, გარდა ბუნებრივი გაზის ბაზრის
ოპერირებისა.“.
44. 129-ე მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) ბაზარზე ვაჭრობის
შემთხევაში;“;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასეთის არსებობის
ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) ორმხრივი ხელშეკრულებებით ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის წესი და
პროცედურა.“.
45. 130-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„2. ბუნებრივი გაზის ბაზრის ყველა მონაწილეს, მათ შორის, მწარმოებელს, ტრეიდერს,
მიმწოდებელს, საჯარო მომსახურების სახით ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის ჩათვლით,
და მსხვილ მომხმარებელს, უფლება აქვთ, ამ კანონითა და ბუნებრივი გაზის ბაზრის
წესების დაცვით იყიდონ/გაყიდონ ბუნებრივი გაზი ორგანიზებულ ბაზარსა და ორმხრივი
ხელშეკრულებების ბაზარზე.“.
46. 131-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
,,დ) ბუნებრივი გაზის საწარმოს, გადამცემი სისტემის ოპერატორის ან საბოლოო
მომხმარებლის წინაშე არსებული ეკონომიკური და ფინანსური სირთულის
ხარისხი;“.
47. 134-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„4. თუ ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისა
და საიმედოობისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას
შორის ბალანსის უზრუნველყოფისთვის, საჭიროა ელექტროენერგიის წარმოების
გარანტირებული სიმძლავრე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია
სამინისტროს მიერ შესაბამისი წინადადების წარდგენის შემთხვევაში
ელექტროენერგიის ერთ ან რამდენიმე მწარმოებელს დააკისროს ვალდებულება,
შეინარჩუნოს ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული სიმძლავრე,
რომელიც შესაძლებელია ეფექტიანად იქნეს გამოყენებული სისტემის
დაბალანსების მიზნით, მათ შორის, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიის ან
სხვა, განსაზღვრული ტიპის საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში. ამგვარი
ვალდებულების დაკისრება უნდა განხორციელდეს საჯარო მომსახურების
ვალდებულებისთვის ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი კრიტერიუმებისა და
იმავე მუხლით გათვალისწინებულ კონსულტაციებთან დაკავშირებული
მოთხოვნების დაცვით. ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული
სიმძლავრის
შენარჩუნების
ვალდებულების
დაკისრების
თაობაზე
გადაწყვეტილება, მათ შორის, კონკურენციის ან/და სახელმწიფო დახმარების
მარეგულირებელ წესებთან შესაბამისობა, უნდა იყოს დასაბუთებული.
ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული სიმძლავრის შენარჩუნების წესებს
ადგენს საქართველოს მთავრობა. ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული
სიმძლავრის დისპეტჩერიზაციას ახორციელებს გადამცემი სისტემის ის
ოპერატორი, რომლის ქსელთან ელექტროენერგიის წარმოების შესაბამისი ობიექტი
ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების დაცვითაა მიერთებული.
ელექტროენერგიის წარმოების გარანტირებული სიმძლავრის განაწილების შემდეგ
წარმოებული ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ამ კანონითა და
მის საფუძველზე მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით
დადგენილი წესით. გარანტირებული სიმძლავრის საფასურს ან /და
გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფს
განსაზღვრავს კომისია თავის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის
შესაბამისად.“.
48. 136-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„1. ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება
გამოცხადდეს, თუ ელექტროენერგიის წარმოება, გადაცემა, განაწილება, მიწოდება
ან/და ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ფერხდება მოულოდნელი გარემოებების
ან შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმოს კონტროლის მიღმა არსებული
გარემოებების გამო, რომლებითაც საფრთხე ექმნება ელექტროენერგეტიკული
სისტემის ერთიან უსაფრთხოებასა და საიმედოობას ან საბოლოო მომხმარებლების
მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მათთვის ელექტროენერგიის მიწოდება.“.
49. 149-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ე) პირის მიერ ერთზე მეტი სალიცენზიო საქმიანობის ან/და სალიცენზიო
საქმიანობასთან ერთად სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების
შემთხვევაში შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, ფინანსური
შედეგებისა
და
საკუთარი
კაპიტალის
ბუღალტრული
აღრიცხვის
განცალკევებულად წარმოების წესებს.“;
ბ) მე- 3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
50. 153-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით განსაზღვრულ, ბაზარზე
მანიპულაციის, ბაზარზე მანიპულაციის მცდელობის ან/და შიდა ინფორმაციის
გამოყენებით ვაჭრობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია რეგულირებულ
საწარმოს დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს
შესაბამისი საწარმოს წინა წლის წლიური ბრუნვის 6%-ს.
51. 160-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად:
ა) ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში
ელექტროენერგიის განაწილების თითოეულმა ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს და
კომისიას წარუდგინოს განცალკევების გეგმა, დეტალური ზომების, ქმედებების და
მისი პრაქტიკაში განხორციელების ვადის ჩათვლით;
ბ) ამ კანონის 162-ე პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცებიდან 4 თვის ვადაში
ბუნებრივი გაზის განაწილების თითოეულმა ლიცენზიატმა უნდა მოამზადოს და
კომისიას წარუდგინოს განცალკევების გეგმა, დეტალური ზომების ქმედებების და
მისი პრაქტიკაში განხორციელების ვადის ჩათვლით.“.
52. 161-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები:
„11. თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი, რომელიც ამ კანონის 73-ე მუხლის
მე-11 პუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის
განცალკევებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნებისგან, ამ მუხლის
პირველი პუნქტის საფუძველზე მიმართვას კომისიას ავტორიზაციის მიზნით, მაგრამ ვერ
დააკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებსა და მოთხოვნებს,
კომისია იღებს ზომებს ბუნებრივი გაზის მომხმარებლების სათანადო ხარისხით
მომსახურების უზრუნველყოფისთვის.
12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით, კომისია
უზრუნველყოფს დროებითი ღონისძიებების შემუშავებას, მათ შორის, სატარიფო
მეთოდოლოგიაში სათანადო ცვლილებების განხორციელებას, რათა ხელი შეუწყოს
შესაბამისი აქტივების ოპერირებას ისეთი ლიცენზიატების მიერ, რომლებიც
უზრუნველყოფენ მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევას კანონმდებლობით
დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“.
53. 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
54. 165-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1651 მუხლი:
„მუხლი 1651. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მოსარგებლე
საბოლოო
მომხმარებლის
სასისტემო
მომსახურების
საფასურისგან
გათავისუფლების დროებითი წესი
1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მოსარგებლე საბოლოო
მომხმარებელი 2026 წლის 1 ივლისამდე კომისიის მიერ დადგენილი წესით
თავისუფლდება
სასისტემო
მომსახურების
საფასურის
გადახდის
ვალდებულებისგან, გამანაწილებელი ქსელიდან მიღებულ და კომისიის მიერ
განსაზღვრული პირობებით გაქვითულ ელექტროენერგიის მოცულობასთან
მიმართებით.
2. კომისია
ყოველწლიურად
აფასებს
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
მიკროსიმძლავრის
ელექტროსადგურის
მფლობელი/მოსარგებლე საბოლოო მომხმარებლის სასისტემო მომსახურების
საფასურის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების ზეგავლენას
ტარიფებზე და უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს
წინადადება ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის შემცირების თაობაზე.“.
55. 166-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2-მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„2. ბაზრის გახსნის ან/და შესაბამისი ბაზრის მოდელის კონცეფციის სათანადო
ეტაპის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია
ეტაპობრივად განსაზღვროს ის სავალდებულო კრიტერიუმები და ვადები,
რომლებთან შესაბამისობის შემთხვევაში საბოლოო მომხმარებელი სავალდებულო
წესით აირჩევს მიმწოდებელს.
3. განაწილების ლიცენზიების მფლობელების მომხმარებლად (აბონენტად)
რეგისტრირებული მომხმარებლები, რომლებსაც განაწილების სისტემის
ოპერატორის განცალკევების დასრულებისას არ ექნებათ ამ კანონით
გათვალისწინებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებები მიმწოდებელთან,
ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურებას მიიღებენ უნივერსალური
მიმწოდებლისგან ან ამ კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე
სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული, საჯარო მომსახურების ვალდებულების
განმახორციელებელი სხვა ენერგეტიკული საწარმოებისგან, ხოლო ბუნებრივი
გაზის მიწოდების მომსახურებას − შესაბამისი საჯარო მომსახურების
მიმწოდებლისგან, კომისიის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. ამასთანავე,
აღნიშნული არ ზღუდავს ამ მომხმარებლების უფლებას, თავიანთი სურვილის
შემთხვევაში შემდგომ აირჩიონ მათთვის მისაღები მიმწოდებელი საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი მიზნად ისახავს დამტენი პუნქტების/სადგურების
მეშვეობით ელექტროტრანსპორტის დატენვის მიზნით ელექტროენერგიის
რეალიზაციის
საქმიანობის
„ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების“
შესახებ
საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მოქმედების სფეროდან გამორიცხვას.
ამგვარი დაზუსტება აუცილებელია კანონში არსებული ორაზროვნების
აღმოსაფხვრელად და იმისათვის, რომ ამ სფეროში მოღვაწე საწარმოებისათვის
უზრუნველყოფილ იქნას საქმიანობის დაუბრკოლებელი განხორციელება.
კანონპროექტით სწორდება კანონში არსებული ხარვეზები და უზუსტობები,
ასევე, განისაზღვრება ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრისა და ორმხრივი
ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის მარეგულირებელი ნორმები.
კანონპროექტით
საქართველოს
მარეგულირებელ
ეროვნულ
ენერგეტიკისა
კომისიას
(შემდგომში
და
-
წყალმომარაგების
კომისია)
ეკისრება
ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის
მარეგულირებელი წესებისა და პირობების დადგენის ვალდებულება. ამასთან,
კანონპროექტით განისაზღვრა, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის
ყიდვა-გაყიდვა ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ხორციელდება ბაზრის
მონაწილეებს შორის პირდაპირი
ხელშეკრულებების პლატფორმის
მოლაპარაკების გზით ან/და
მეშვეობით. კანონპროექტის
ორმხრივი
თანახმად,
ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის პლატფორმის ადმინისტრირება
განისაზღვრა ენერგეტიკული საქმიანობის ახალ სახედ.
კანონპროექტით ზუსტდება ტერმინის - „მცირე საწარმოს“ - განმარტება და
მისი მნიშვნელობიდან გამოირიცხება ავტოგაზგასამართი სადგური და
ელექტროტრანსპორტის დამტენი პუნქტი/სადგური. ამასთანავე, დგინდება, რომ
იმ
შემთხვევაში,
თუ
საქართველოს
მთავრობა
მიიღებს
შესაბამის
გადაწყვეტილებას, კანონის მიზნებისათვის მცირე საწარმოდ, შესაძლოა, მიჩნეულ
იქნეს საბიუჯეტო ორგანიზაციებიც.
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის მთლიანი ტექსტიდან ტერმინის ,,კვალიფიციური
მომხმარებლის“
ამოღებას.
აღნიშნული
განპირობებულია
ტერმინების - ,,საბოლოო მომხმარებლისა“ და ,,კვალიფიციური მომხმარებლის“
მსგავსებით, ვინაიდან ყველა საბოლოო მომხმარებელი, თავისთავად, გულისხმობს
მომხმარებელს, რომელსაც უფლება აქვს, თავისუფლად აირჩიოს მიმწოდებელი.
კანონპროექტს
ემატება
ელექტროენერგიისა
და
ბუნებრივი
გაზის
ორგანიზებული ბაზრისა და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის განმარტება.
ასევე ზუსტდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის განმარტებებიც.
კანონპროექტი აზუსტებს წყალმომარაგების
საქმიანობის
სფეროში
ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოსადგენ დოკუმენტებს. კანონის მოქმედი
რედაქციით
განსაზღვრული
დოკუმენტების
სია
არასრულყოფილია
და,
შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით დაზუსტებულია ის დოკუმენტები
და ინფორმაცია, რომელიც საჭიროა აღნიშნულ
სფეროში ლიცენზიის
მოსაპოვებლად.
კანონპროექტი
ითვალისწინებს
კომისიისათვის
სხდომების
დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით
ჩატარების
უფლების
მინიჭებას.
საქართველოში
ახალი
კორონავირუსის
გავრცელების აღკვეთის მიზნით, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის
ექპერტების
რეკომენდაციების
თანახმად,
მიზანშეწონილია
შემცირდეს
მოქალაქეთა მობილობა და დახურულ სივრცეებში თავშეყრა. აღნიშნულიდან
გამომდინარე, ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება, როგორც კომისიის
წევრებისა და აპარატის თანამშრომლების, ასევე დაინტერესებული პირებისთვის
კომისიის
სხდომებში
დისტანციურად,
ელექტრონული
საშუალებების
გამოყენებით მონაწილოების მიღება, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების
პრევენციას.
კანონპროექტი ითვალისწინებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის
გადაცემისა
და
განაწილების
ლიცენზიების,
აგრეთვე,
წყალმომარაგების
ლიცენზიის მოქმედების არეალთან დაკავშირებით არსებული უზუსტობის
აღმოფხვრას. კერძოდ, ვინაიდან ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის
გადაცემისა და განაწილების, ისევე, როგორც წყალმომარაგების საქმიანობა
წარმოადგენს მონოპოლიურ საქმიანობას და სწორედ ამიტომ, მიზანშეუწონელია,
ერთ არეალში არსებობდეს ერთზე მეტი ლიცენზიატი, კანონის მოქმედი რედაქცია
შეიცავს
გარკვეულ
ითვალისწინებს
ორაზროვნებას
მხოლოდ
ერთი
და
აღნიშნული
ლიცენზიის
გაცემას
საქმიანობებისთვის
ერთ
გეოგრაფიულ,
ადმინისტრაციულ ან სხვა არეალში. თავის მხრივ, ტერმინი „სხვა არეალი“
ბუნდოვანია და წარმოადგენს ფართო ინტერპრეტაციის საგანს. სწორედ ამიტომ,
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს „სხვა არეალის“ შინაარსის
კომისიის მიერ განსაზღვრას.
ელექტროენერგეტიკის,
ბუნებრივი
გაზისა
და
წყალმომარაგების
სექტორებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრისთვის
კვლევების ჩატარების, დაკავშირებული აქტუალური საკითხების თაობაზე
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, შესაბამის სფეროებში დასაქმებულ და
ასევე
სხვა
დაინტერესებულ
კვალიფიკაციის
პირთა
ამაღლებისათვის
პროფესიული
სპეციალური
განვითარებისა
სასწავლო
და
კურსების
ჩატარების/პროგრამების
განხორციელების
მიზნით,
კანონპროექტი
ითვალისწინებს კომისიისათვის სასწავლო-კვლევითი ცენტრის დაფუძნების
უფლებამოსილების მინიჭებას. კანონპროექტით აგრეთვე დაკონკრეტდა კომისიის
უფლებამოსილებები სხვადასხვა
წესები,
გადამცემი
ქსელის
ნორმატიული აქტების (მათ შორის, ბაზრის
წესები,
ბუნებრივი
გაზის
საცავის
წესები,
გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესები) დამტკიცებასთან დაკავშირებით.
კანონპროექტით
ელექტროსადგურის
აგრეთვე
მარეგულირებელი
ზუსტდება
ნორმები
და
მიკროსიმძლავრის
განისაზღვრება,
რომ
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და ელექტროენერგიის
გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგიის შესყიდვის
უფლება აქვს ნებისმიერ მიმწოდებელს, ელექტროენერგიის მიწოდების წესების
შესაბამისად,
ხოლო
კომისიის
სამართლებრივი
აქტით
განსაზღვრულ
შემთხვევებში, ჭარბ ელექტროენერგიას ყიდულობს უნივერსალური მომსახურების
ის მიმწოდებელი, რომლის მომსახურების არეალშიც მდებარეობს აღნიშნული
ელექტროსადგური, ან/და ამავე აქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის სხვა
მიმწოდებელი, რომელსაც, კანონით დადგენილი წესით, დაკისრებული აქვს
საჯარო მომსახურების ვალდებულება.
კანონპროექტი ითვალისწინებს დახურული გამანაწილებელი სისტემის
ოპერატორის ავტორიზაციის პროცესის დაზუსტებას. კანონის მოქმედი რედაქციის
თანახმად,
დახურული
გამანაწილებელი
სისტემის
ოპერატორი
არ
არის
გათავისუფლებული ლიცენზირების ვალდებულებისაგან და იგი გამანაწილებელი
სისტემის ოპერატორების მსგავსად ვალდებულია, ჯერ გაიაროს ლიცენზირების
სავალდებულო პროცედურა, ხოლო შემდგომ მიმართოს კომისიას დახურული
გამანაწილებელი სისტემის სტატუსის მისანიჭებლად. ცვლილების მიზანია
დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაციის პროცესის
გამარტივება და მისი გათავისუფლება ლიცენზირების ვალდებულებისაგან.
ბაზრის გამჭვირვალობისა და ეფექტიანი მონიტორინგის უზრუნველყოფის
მიზნებისთვის,
კანონპროექტით
მსხვილ
მომხმარებელს,
რომელსაც
სურს
საბითუმო ბაზარზე ვაჭრობა, ეკისრება კომისიაში რეგისტრაციის გავლის
ვალდებულება. ამასთან, ცვლილების თანახმად, კომისიას ენიჭება უფლება,
განსაზღვროს ანგარიშგების წესი ასეთი მომხმარებლებისთვის.
კანონპროექტი
ასევე
ითვალისწინებს,
ენერგეტიკული
ბაზრის
მონიტორინგის წესებით განსაზღვრულ, ბაზარზე მანიპულაციის, ბაზარზე
მანიპულაციის მცდელობის ან/და შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის
შემთხვევაში კომისიის მიერ ჯარიმის დაკისრების უფლებას. ამასთან, ჯარიმის
ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი საწარმოს წინა წლის წლიური
ბრუნვის 6%-ს.
კანონპროექტით დაზუსტდა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის
ოპერატორების მიერ კომისიაში განცალკევების გეგმის წარმოდგენის ვადები.
კანონის 160-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ბუნებრივი
გაზის
გამანაწილებელი
სისტემის
ოპერატორის
დამოუკიდებლობისა
და
განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2021
წლის 31 დეკემბრისა. ამასთანავე, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
თანახმად, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დამტკიცებიდან 9 თვის ვადაში,
ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის თითოეულმა ოპერატორმა უნდა
მოამზადოს და კომისიას წარუდგინოს განცალკევების გეგმა, ხოლო ბუნებრივი
გაზის ბაზრის წესები, თავის მხრივ, კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა.“
ქვეპუნქტის თანახმად, კომისიის მიერ უნდა დამტკიცდეს ბუნებრივი გაზის
ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცებიდან (რომელიც დღეის მდგომარეობით
არ არის დამტკიცებული) ოთხი თვის ვადაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, კანონპროექტი ითვალისწინებს ბუნებრივი გაზის ლიცენზიატების
მიერ კომისიაში განცალკევების გეგმის წარდგენას ბუნებრივი გაზის ბაზრის
კონცეფციის მიღებიდან 4 თვის ვადაში.
ვინაიდან ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობას ახორციელებს
არაერთი
მცირე
დაკმაყოფილდეს
ზომის
ლიცენზიატი, რომელთა მიერაც,
ავტორიზაციისთვის
კანონით
შესაძლოა, ვერ
დადგენილი
მოთხოვნები,
მომხმარებელთა სათანადო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კანონპროექტი
ითვალისწინებს
კომისიის
უფლებამოსილებას,
შეიმუშაოს
სხვადასხვა
მექანიზმები, რომლებიც მოტივაციას მისცემს ბუნებრივი გაზის განაწილების
მცირე ზომის ლიცენზიატებს, ქსელი გადასცენ იმ პირებს, რომლებსაც შეუძლიათ
მომხმარებელთა უწყვეტი და საიმედო მომარაგება.
განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების წასახალისებლად,
კანონპროექტი ითვალისწინებს კომისიის მიერ შესაბამისი წესის დადგენას,
რომლითაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მოსარგებლე
საბოლოო მომხმარებელი 2026 წლის 1 ივლისამდე გათავისუფლდება სასისტემო
მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან, გამანაწილებელი
ქსელიდან მიღებულ და კომისიის მიერ განსაზღვრული პირობებით გაქვითულ
ელექტროენერგიის მოცულობასთან მიმართებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
პროექტით შემოთავაზებული რეგულაციების დანერგვა შესაძლებელია
მხოლოდ წარმოდგენილ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად დაზუსტდება კანონის მოქმედი
რედაქციით გათვალისწინებული საკითხები, აგრეთვე, აღმოიფხვრება არსებული
უზუსტობები.
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ელექტროტრანსპორტის დატენვის
სფეროში
მოღვაწე
საწარმოებისათვის
საქმიანობის
დაუბრკოლებელი
განხორციელებას. ამასთანავე, გასწორდება საბითუმო ბაზრის რეგულირებასთან
დაკავშირებული
ხარვეზები
და
ნათლად
ჩამოყალიბდება
ორმხრივი
ხელშეკრულებების ბაზარზე ვაჭრობის განმსაზღვრელი პრინციპები.
კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება წყალმომარაგების სექტორში
ლიცენზირების
პროცედურები,
დაზუსტდება
სალიცენზიო
არეალის
განსაზღვრასთან
დაკავშირებული
საკითხები
დადგინდება
კომისიის
და
უფლებამოსილება, შეიმუშაოს სხვადასხვა მექანიზმები, რომლებიც მოტივაციას
მისცემს ბუნებრივი გაზის განაწილების მცირე ზომის ლიცენზიატებს, ქსელი
გადასცენ იმ პირებს, რომლებსაც შეუძლიათ მომხმარებელთა უწყვეტი და საიმედო
მომარაგება. ამასთანავე, კომისიას, მიეცემა საშუალება, დააფუძნოს სასწავლოკვლევითი ცენტრი და ამგვარად ხელი შეუწყოს ენერგეტიკისა წყალმომარაგების
სექტორებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის
გზების მოძიებას, აგრეთვე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და
შესაბამის სფეროებში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიულ
განვითარებას.
კანონი აგრეთვე გაამარტივებს დახურული გამანაწილებელი სისტემის
ოპერატორის ავტორიზაციის პროცესს და დააზუსტებს ბუნებრივი გაზის
სექტორში
რეფორმის
განხორციელების
მიზნით
შესასრულებელი
ვალდებულებების ვადებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით:
კანონის
მოქმედების
სფეროდან
გამოირიცხება
დამტენი
პუნქტების/სადგურების მეშვეობით ელექტროტრანსპორტის დატენვის მიზნით
ელექტროენერგიის რეალიზაციის საქმიანობა.
განისაზღვრება ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრისა და ორმხრივი
ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის მარეგულირებელი ნორმები
და განისაზღვრება, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა
ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ხორციელდება ბაზრის მონაწილეებს
შორის პირდაპირი მოლაპარაკების გზით ან/და ორმხრივი ხელშეკრულებების
პლატფორმის მეშვეობით. კანონპროექტის თანახმად, ელექტროენერგიის ან/და
ბუნებრივი გაზის პლატფორმის ადმინისტრირება განისაზღვრა ენერგეტიკული
საქმიანობის ახალ სახედ.
ზუსტდება წყალმომარაგების საქმიანობის სფეროში ლიცენზიის მაძიებლის
მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები და აღმოიფხვრება ელექტროენერგიისა და
ბუნებრივი
გაზის
წყალმომარაგების
გადაცემისა
და
განაწილების
ლიცენზიის
მოქმედების
ლიცენზიების,
არეალთან
აგრეთვე,
დაკავშირებული
ბუნდოვანება.
კომისიას
ენიჭება
უფლებამოსილება,
რაც
სასწავლო-კვლევითი
ხელს
შეუწყობს
ცენტრის
ენერგეტიკისა
დაფუძნების
წყალმომარაგების
სექტორებში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მათი გადაჭრის
გზების მოძიებას, აგრეთვე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და
შესაბამის სფეროებში დასაქმებულ და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიულ
განვითარებას.
ზუსტდება კომისიის უფლებამოსილებები სხვადასხვა
ნორმატიული
აქტების (მათ შორის, ბაზრის წესები, გადამცემი ქსელის წესები, ბუნებრივი გაზის
საცავის წესები, გათხევადებული ბუნებრივი გაზის წესები) დამტკიცებასთან და
მათში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.
ზუსტდება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მარეგულირებელი
ნორმები და განისაზღვრება, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ
წარმოებულ და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებულ ჭარბ
ელექტროენერგიას ყიდულობს უნივერსალური მომსახურების ის მიმწოდებელი,
რომლის მომსახურების არეალშიც მდებარეობს აღნიშნული ელექტროსადგური,
ან/და ამავე წესებით განსაზღვრული ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებელი,
რომელსაც,
კანონით
დადგენილი
წესით,
დაკისრებული
აქვს
საჯარო
მომსახურების ვალდებულება.
მარტივდება
დახურული
გამანაწილებელი
სისტემის
ოპერატორის
ავტორიზაციის პროცესი.
გათვალისწინებულია ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით
განსაზღვრულ, ბაზარზე მანიპულაციის, ბაზარზე მანიპულაციის მცდელობის
ან/და შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის შემთხვევაში კომისიის მიერ
ჯარიმის დაკისრების უფლება. ამასთან, ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს
შესაბამისი საწარმოს წინა წლის წლიური ბრუნვის 6%-ს.
ზუსტდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების
მიერ კომისიაში განცალკევების გეგმის წარმოდგენის ვადები და კომისიას ეძლევა
შესაძლებლობა, შეიმუშაოს სხვადასხვა მექანიზმები, რომლებიც მოტივაციას
მისცემს ბუნებრივი გაზის განაწილების მცირე ზომის ლიცენზიატებს, ქსელი
გადასცენ იმ პირებს, რომლებსაც შეუძლიათ მომხმარებელთა უწყვეტი და საიმედო
მომარაგება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ცვლილებები
ძალაში
შევა
გამოქვეყნებისთანავე, უკუძალის მექანიზმს წარმოდგენილი კანონპროექტი არ
ითვალისწინებს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
ვინაიდან, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება ევროდირექტივების
იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. შემოთავაზებული კანონის პროექტი
ითვალისწინებს, ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით განსაზღვრულ,
ბაზარზე მანიპულაციის, ბაზარზე მანიპულაციის მცდელობის ან/და შიდა
ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია
რეგულირებულ საწარმოს დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს შესაბამისი საწარმოს წინა წლის წლიური ბრუნვის 6%-ს.
აღნიშნული
გავლენას
იქონიებს
სახელმწიფო
ბიუჯეტზე.
ოდენობა
დამოკიდებული იქნება დაჯარიმებული კომპანიების რაოდენობაზე და შესაბამისი
კომპანიების წლიურ ბრუნვაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს საქართველოს
სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების
გამოყოფის საჭიროებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს
მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მოსარგებლე საბოლოო
მომხმარებელი 2026 წლის 1 ივლისამდე კომისიის მიერ დადგენილი წესით
თავისუფლდება
სასისტემო
მომსახურების
საფასურის
გადახდის
ვალდებულებისგან, გამანაწილებელი ქსელიდან მიღებულ და კომისიის მიერ
განსაზღვრული პირობებით გაქვითულ ელექტროენერგიის მოცულობასთან
მიმართებით. კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს იმ პირთათვის
ვიზეც ვრცელდება მოქმედი რეგულაცია, ხოლო უარყოფით გავლენას მოახდენს
სასისტემო მომსახურის საფასურის მიმღებ პირებზე, ოდენობა დამოკიდებულია
ელექტროენერგიის წარმოების მოცულობაზე.
კანონპროექტი ითვალისწინებს კვლევითი ცენტრის შექმნის შესაძლებლობას.
სატრენინგო მომსახურეობის ნაწილში ხარჯები დაიფარება გადახდილი სწავლის
საფასურიდან, ხოლო ადმინისტრაციული, ასევე, მატერიალურ-ტექნიკური
საშუალების ხარჯები, დაიფარება კომისიის ბიუჯეტიდან.
ვინაიდან, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება ევროდირექტივების
იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. შემოთავაზებული კანონის პროექტი
ითვალისწინებს, ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით განსაზღვრულ,
ბაზარზე მანიპულაციის, ბაზარზე მანიპულაციის მცდელობის ან/და შიდა
ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია
რეგულირებულ საწარმოს დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს შესაბამისი საწარმოს წინა წლის წლიური ბრუნვის 6%-ს.
აღნიშნული ერთის მხრივ იქონიებს იმ პირებზე რომლებიც დაჯარიმდებიან და
მეორეს მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტზე. ოდენობა დამოკიდებული იქნება
დაჯარიმებული კომპანიების რაოდენობაზე და შესაბამისი კომპანიების წლიურ
ბრუნვაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
ვინაიდან, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება ევროდირექტივების
იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. შემოთავაზებული კანონის პროექტი
ითვალისწინებს ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით განსაზღვრულ,
ბაზარზე მანიპულაციის, ბაზარზე მანიპულაციის მცდელობის ან/და შიდა
ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია
რეგულირებულ საწარმოს დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს შესაბამისი საწარმოს წინა წლის წლიური ბრუნვის 6%-ს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებებზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
წარმოდგენილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული დამატებითი ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები გავლილ იქნა საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან,
აგრეთვე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში რეგულირებული
საქმიანობების განმახორციელებელ საწარმოებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი,
ლევან მგალობლიშვილი, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, ვასილ ჩიგოგიძე, ნინო
წილოსანი, ელგუჯა გოცირიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ისკო დასენი,
ლევან მგალობლიშვილი, გოჩა ენუქიძე, ბეჟან წაქაძე, ვასილ ჩიგოგიძე, ნინო
წილოსანი, ელგუჯა გოცირიძე.