საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის სალომე მუჯირის ადგილმონაცვლის ალექსანდრე რაქვიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.05.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-6413/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის სალომე მუჯირის ადგილმონაცვლის ალექსანდრე რაქვიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

📋 განხილვის ეტაპები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-05-27
კომიტეტის სხდომის ნომერი 31

📜 ტექსტი

ოქმი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N31 2021 წლის 27 მაისი, 10:30 საათი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი N8 კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული) სხდომის თავმჯდომარე: ირაკლი ქადაგიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: ლევან მგალობლიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გიორგი კახიანი, დავით კაჭარავა, პაატა მანჯგალაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის თანამშრომლები. სხდომის მდივანი: სესილი ძებნიაური - წამყვანი სპეციალისტი. დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/57; 19.05.2021) I მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2021 წლის 25 მაისს საქართველოს პარლამენტის წევრებს ირაკლი სესიაშვილის, სალომე მუჯირს და მარიამ ქვრივიშვილს ვადამდე შეუწყდათ საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. შესაბამისად საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტს წარმოუდგინა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო მასალები. ვინაიდან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი განსახილველ საკითხებთან ერთად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული იყო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შესაბამისი მასალების მოწოდებამდე, მასში ვერ იქნებოდა გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრების ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა კომიტეტის სხდომაზე დაუშვებელია, გარდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევისა, ხოლო კომიტეტის სხდომამდე დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა შესაძლებელია კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს მიმართა წინადადებით, რომ კომიტეტის 27 მაისის სხდომის დღის წესრიგს დაემატოს შემდეგი საკითხები: 1. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი სესიაშვილის ადგილმონაცვლის გელა სამხარაულის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი; 2. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის სალომე ადგილმონაცვლის ალექსანდრე რაქვიაშვილის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის საკითხი; მუჯირის წევრის 3. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლის ხათუნა კვიციანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი. კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას, ხელმოწერით დაადასტურეს დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა, კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის კორექტირებული დღის წესრიგი. დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი სესიაშვილის ადგილმონაცვლის გელა სამხარაულის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 2. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის სალომე ადგილმონაცვლის ალექსანდრე რაქვიაშვილის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; მუჯირის წევრის 3. საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლის ხათუნა კვიციანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი; 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/57; 19.05.2021) I მოსმენით განხილვა; მომხსენებელი: ირაკლი ქადაგიშვილი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი სესიაშვილის ადგილმონაცვლის გელა სამხარაულის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის 27 მაისის განკარგულებას N6/2021 - საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი სესიაშვილის ადგილმონაცვლის გელა სამხარაულის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე და თანდართულ მასალებს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი განკარგულების თანახმად პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი სესიაშვილის (პარტიულ სიაში N27) ადგილმონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს ამავე პოლიტიკური გაერთიანების პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი - გელა სამხარაული (პარტიულ სიაში N62). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს გელა სამხარაულის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის სალომე ადგილმონაცვლის ალექსანდრე რაქვიაშვილის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მუჯირის წევრის მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის 27 მაისის განკარგულებას N7/2021 - საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის სალომე მუჯირის ადგილმონაცვლის ალექსანდრე რაქვიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე და თანდართულ მასალებს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი განკარგულების თანახმად პოლიტიკური გაერთიანების - „გირჩი“ პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის სალომე მუჯირის (პარტიულ სიაში N4) ადგილმონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს ამავე პოლიტიკური გაერთიანების პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი - ალექსანდრე რაქვიაშვილი (პარტიულ სიაში N5). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს ალექსანდრე რაქვიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლის ხათუნა კვიციანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვა; მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ 2021 წლის 27 მაისის განკარგულებას N8/2021 - საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლის ხათუნა კვიციანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე და თანდართულ მასალებს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი განკარგულების თანახმად პოლიტიკური გაერთიანების - „ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიით არჩეული საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მარიამ ქვრივიშვილის (პარტიულ სიაში N8) ადგილმონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს ამავე პოლიტიკური გაერთიანების პარტიული სიით პარლამენტის წევრობის კანდიდატი - ხათუნა კვიციანი (პარტიულ სიაში N68). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ ცნობილ იქნეს ხათუნა კვიციანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/57; 19.05.2021) I მოსმენით განხილვა. მოისმინეს: ირაკლი ქადაგიშვილის მოხსენება. მომხსენებელმა პირველ რიგში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ფრაქციების შექმნის საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, კერძოდ: რეგლამენტის გარდამავალი დებულებების 228-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. საარჩევნო ბლოკში შემავალ პოლიტიკურ პარტიას ფრაქციის შექმნის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში ამ პოლიტიკური პარტიის მიერ შეყვანილი პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან 7 მაინც იქნა პარლამენტის წევრად არჩეული. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში ამჟამად არსებული კონფიგურაციის გათვალისწინებით, აგრეთვე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რომლითაც პოლიტიკური პარტიები დათანხმდნენ, რომ შევიდოდნენ პარლამენტში და საპარლამენტო საქმიანობაში სრულად მიიღებდნენ მონაწილეობას, მნიშნველოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს საპარლამენტო საქმიანობის უკეთ განხორციელების შესაძლებლობა მიეცეთ. წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიზანს წარმოადგენს სწორედ საპარლამენტო საქმიანობის უკეთ განხორციელებაში პოლიტიკური პარტიებისთვის ხელის შეწყობა. ცვლილების თანახმად, პარლამენტის იმ წევრს, რომელიც შესაბამის საარჩევნო სიაში შეყვანილ იქნა როგორც „უპარტიო“ ან რომელმაც დატოვა პარლამენტის არჩევნებში მის წარმდგენ საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტია, ან თუ საარჩევნო ბლოკში შემავალმა კონკრეტულმა პარტიამ დატოვა საარჩევნო ბლოკი, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, საარჩევნო ბლოკის ან პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრს უფლება ექნება შესაბამისი პირობების არსებობის შეთხვევაში სხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთან ერთად შექმნას ფრაქცია ან გაწევრდეს სხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში. შესაბამისად, პარლამენტის წევრებსა და პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ შესაძლებლობა, საპარლამენტო ფრაქციების ფორმირება უფრო თავისუფლად და მოქნილად განახორციელონ. ამასთანავე, როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად იქმნება შესაძლებლობა, შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არეულმა პარლამენტის არანაკლებ 4-მა წევრმა შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი უფლებები განახორციელოს. მომხსენებელმა, რეგლამენტის პროექტი პირველი მოსმენით განსახილველად წარმოადგინა იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რომელიც განხორციელდა ინიცირების შემდგომ, კერძოდ: პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228-ე მუხლს ემატება 11 და 12 პუნქტები. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, საარჩევნო ბლოკის ან პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში, გაწევრდნენ სხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში. კერძოდ, ერთი მხრივ, თუ საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი დატოვებს საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტიის წევრობას, მას უფლება აქვს გაწევრდეს სხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში და მეორე მხრივ, თუ პარლამენტის წევრი მისი წარმდგენი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი იქნა, როგორც უპარტიო კანდიდატი, წარმოდგენილი ნორმით გათვალისწინებულ გარდამავალ პერიოდში, ასეთ პარლამენტის წევრსაც ეძლევა უფლება გაწევრდეს სხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მოცემული რეგულაცია იძლევა ისეთი ინტერპრეტაციის საშუალებას, რომ პარლამენტის წევრს ზემოაღნიშნული გარემოებების შეთხვევაში აქვს უფლება მხოლოდ გაწევრდეს სხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ უკვე შექმნილ ფრაქციაში. შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული წარმოდგენილი ნორმის ფორმულირების დაზუსტება და 228-ე მუხლის 11 და 12 პუნქტებში მითითება, რომ აღნიშნული პუნქტებით განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ბლოკის ან პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ გაწევრდნენ, როგორც სხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში, ასევე აღნიშნული პირობების არსებობისას მათთან ერთად შექმნან ფრაქცია. გარდა აღნიშნულისა, ამავე პუნქტებით წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკში ან პოლიტიკურ პარტიაში შემავალ იმ პარლამენტის წევრთა უფლებას შედიოდნენ სხვა ფრაქციის შემადგენლობაში, რომლებმაც არ დატოვეს საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა ან პარტიულ სიაში წარდგენილნი იყვნენ, როგორც პარტიის წევრები. მოცემულ შემთხვევაშიც, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ნორმის ჩანაწერის დაზუსტდება და მითითება, რომ ასეთ პარლამენტის წევრებს რეგლამენტის შესაბამისად აქვთ სხვა ფრაქციის შექმნის უფლება. რეგლამენტის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228-ე მუხლს ემატება 11 პუნქტი, რომლის თანახმად 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრს უფლება აქვს გაწევრდეს სხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში, თუ იგი დატოვებს საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტიის წევრობას. თუმცა, შესაძლებელია მოხდეს ისეც, რომ საარჩევნო ბლოკი დატოვოს მასში შემავალმა რომელიმე ან რამდენიმე პარტიამ სრულად. იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრისთვის ზემოაღნიშნული უფლების მინიჭება დამოკიდებულია თუნდაც ერთი პარლამენტის წევრის მიერ, საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის დატოვებაზე, მიზანშეწონილი იქნება, რომ ანალოგიური უფლება მასზე გავრცელდეს იმ შემთხვევაშიც, თუ საარჩევნო ბლოკში შემავალი მისი წარმდგენი პარტია დატოვებს საარჩევნო ბლოკს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 228-ე ე მუხლისათვის უნდა 13 პუნქტის დამატება, რომლის მიხედვით 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იმ პარლამენტის წევრს, რომლის პარტიამაც დატოვა საარჩევნო ბლოკი, შესაძლებლობა ექნება სხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებთან ერთად შექმნას ფრაქცია ან გაწევრიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში. როგორც ირაკლი ქადაგიშვიმლა აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, განსაზღვრული ვადით, კერძოდ კი 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, დგინდება ფრაქციების შექმნის განსხვავებული პირობები. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 49-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, სავალდებულოა ახალშექმნილი ფრაქციის რეგისტრაცია. ამასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტი განსაზღვრავს ფრაქციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებს. ვინაიდან რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები ისევე, როგორც რეგლამენტის მოქმედი რედაქციის 228-ე მუხლის პირველი პუნქტი, განსაზღვრული ვადით ადგენს ფრაქციების შექმნის განსხვავებულ წესს, გარდამავალ პერიოდში ფრაქციის შექმნის შემთხვევაში, მისი რეგისტრაციისას გათვალისწინებული უნდა იქნეს აღნიშნული წესები. აქედან გამომდინარე აუცილებელია არსებობდეს ფრაქციის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესაბამისი საფუძვლების მარეგულირებელი ნორმა, შესაბამისად მიზანშეწონილია 228-ე მუხლს დაემატოს 14 პუნქტი, სადაც მითითებული იქნება ფრაქციის რეგისტრაციაზე უარის თქმის გარემოებები, რომელშიც აისახება როგორც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 50-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, ისე 228-ე მუხლის პირველი პუნქტითა და წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტით დადგენილი მოთხოვნები. რეგლამენტის პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ემატება გარდამავალი ნორმები 228¹ მუხლის სახით, რომლითაც გათვალისწინებულია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე. თავის მხრივ, პოლიტიკური ჯგუფი იქმნება ფრაქციის შექმნისათვის რეგლამენტით დადგენილი წესით და ისევე როგორც ფრაქციის შემთხვევაში, სავალდებულოა პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციაც. ანალოგიურად უნდა აისახოს 228¹ მუხლის რედაქციაში პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესაბამისი საფუძვლები. რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, დგინდება საპარლამენტო ფრაქციის შექმნის განსხვავებული პირობები, კერძოდ განსაზღვრული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ბლოკის ან პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს ეძლევათ საშუალება შექმნან ან გაწევრდნენ სხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში. წარმოდგენილი ცვლილებების მიღება, თავის მხრივ გამოიწვევს უფრო მეტი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ფრაქციის საქმიანობის წარმართვისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფრაქციის თანამდებობის პირები, მათ შორის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, რომლის ფუნქციებიც განისაზღვრება ფრაქციის დებულებით, მიზანშეწონილი იქნება 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ფრაქციის თავმჯდომარეს, ნაცვლად 15 წევრისა, ფრაქციის ყოველ 10 წევრზე ჰყავდეს არაუმეტეს ერთი მოადგილისა და შესაბამისი ცვლილება აისახოს რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულ 228-ე მუხლში. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი 228¹ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიტიკური ჯგუფის წევრს უფლება აქვს სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს პარლამენტის ბიუროს სხდომას, რომლის შემადგენლობა განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგლამენტის ინიცირებული პროექტის თანახმად არის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის თანამდებობის პირს და სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც გააჩნია ფრაქციის თავმჯდომარეს, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციის თავმჯდომარისთვის განსაზღვრული უფლებებისა. გარდა 228¹ მუხლისა, რომლითაც გათვალისწინებულია 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესი, აგრეთვე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის უფლებები, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 228¹ მუხლისათვის მე-5 და მე-6 პუნქტების დამატება, კერძოდ, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი პოლიტიკური ჯგუფი. ამასთან, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია. აგრეთვე, პარლამენტის წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ჯგუფში. ამასთანავე, პოლიტიკური ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს ფრაქციის წევრი. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მათ მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა. ამავდროულად, პარლამენტის რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, იწოდება უფრაქციო პარლამენტის წევრად. მსგავსი რეგულაციის პირობებში, პოლიტიკური ჯგუფის წევრებზე გავრცელდება უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საკითხები და შესაბამისი უფლებამოსილებები. ერთი მხრივ, პოლიტიკური ჯგუფი ისარგებლებს ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებით, ხოლო მეორე მხრივ პოლიტიკური ჯგუფის წევრზე გავრცელდება უფრაქციო პარლამენტის წევრისთვის განსაზღვრული საკითხები, რამდენადაც ისინი არ იქნებიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 228¹ მუხლისათვის მე-8 პუნქტის დამატება, რომლის მიხედვით 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, უფრაქციო პარლამენტის წევრად იწოდება ის პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში ან პოლიტიკურ ჯგუფში. კენჭისყრები: 1. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი სესიაშვილის ადგილმონაცვლის გელა სამხარაულის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის ირაკლი სესიაშვილის ადგილმონაცვლის გელა სამხარაულის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად; 2. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის სალომე მუჯირის ადგილმონაცვლის ალექსანდრე რაქვიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის სალომე მუჯირის ადგილმონაცვლის ალექსანდრე რაქვიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად; 3. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლის ხათუნა კვიციანის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი: საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის სალომე მუჯირის ადგილმონაცვლის ალექსანდრე რაქვიაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე წარედგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს პლენარულ სხდომაზე განსახილველად; 4. სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი: ვინ არის მომხრე, რომ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (07-3/57; 19.05.2021) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვას? კენჭისყრაში მონაწილეობდა კომიტეტის 5 წევრი გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (07-3/57; 19.05.2021) მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვისათვის; პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის პროექტის განხილვისას თანამომხსენებლად დაინიშნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი. ირაკლი ქადაგიშვილი კომიტეტის თავმჯდომარე სესილი ძებნიაური სხდომის მდივანი