საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (გიორგი შარვაშიძე) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-4940/21; 15.04.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.05.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-6449/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-28
ბიუროს ნომერი 58 (დილის სხდომა)

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2-6449/21 27-05-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2021 წლის 24 მაისს სხდომაზე განიხილა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (გიორგი შარვაშიძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-4940/21; 15.04.2021). კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი კანონპროექტის ინიცირებას, შემდეგი მიზეზების გამო: 1. წინადადებით არაა დასაბუთებული, რომ კანონპროექტის მიღება არ გაართულებს სტუდენტების დასაქმებას და დამსაქმებლები სამუშაოზე მისაღებად კანდიდატების შერჩევისას უპირატესობას არ მიანიჭებენ იმ კანდიდატებს, რომლებიც არ შედიან წინადადებაში მოცემულ კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით. 2. წინადადებით გათვალისწინებულია დამსაქმებლის მიერ შეღავათების დაწესება გარკვეული კატეგორიის დასაქმებულებისთვის, რომლებიც მუშაობას უთავსებენ სწავლას, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული თუ რა სახის შეღავათებზეა საუბარი. დამსაქმებლისთვის ნათლად უნდა იყოს გასაგები თუ რა ვალდებულებები ეკისრება მას კანონით. 3. კომიტეტის აზრით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით, მიზანშეუწონელია შრომით კანონმდებლობაში პერმანენტული ცვლილებების განხორციელება ფრაგმენტული მიდგომით. უმჯობესია მსგავსი წინადადებები/მოსაზრებები განხილულ იქნეს ერთიანად, სისტემური მიდგომით, სოციალური პარტნიორების მონაწილეობით. ეს შეიძლება განხორციელდეს:  სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში;  ასევე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც შექმნილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის N258 დადგენილებით დამტკიცებული სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის დებულების მე-7 მუხლის საფუძველზე. ამასთან, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნულ საკითხზე არსებული მდგომარეობის შეფასების და მასზე შესაბამისი რეაგირების საჭიროების განსაზღვრის თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge მიზნით, მათ შორის საქართველოს ჩართულობით მსჯელობის გაგრძელება. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს