„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-31
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48,
31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
430-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1.
საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება, გარდა ამ კოდექსის 423-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, განიხილება ზეპირი
მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და
ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს
ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ
დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
ბ) მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
3. თუ გამოირკვევა, რომ საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა საფუძვლიანია, მაშინ
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, გარდა ამ კოდექის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სასამართლო გააუქმებს თავისი განჩინებით,
რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. ამ კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში საქმის წარმოების განახლებისას განჩინებით სრულად ან ნაწილობრივ გააუქმებს
გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ან ამ კოდექსის 431-ე მუხლით დადგენილი წესით საქმის
განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული
განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.“
2. 431-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 431. საქმის განხილვა
გადაწყვეტილების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების ასევე საქმის განხილვის დასრულებამდე
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემდეგ საქმე, რომელზედაც ეს
გადაწყვეტილება იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული საქმეთა განხილვის
შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2018 წლის 7 დეკემბერს
ნაწილობრივ დააკმაყოფილა №765 კონსტიტუციური სარჩელი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე
დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასამართლომ
არაკონსტიტუციურად ცნო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის
პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქმის ზეპირი
მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს
გადაწყვეტილების გაუქმება;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის
ნორმატიული შინაარსი, რომელის საფუძველზეც შესაძლებელია სასამართლოს
კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საფუძვლით, გაუქმების შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციასთან
შესაბამისობაში
მოსაყვანად,
კოდექსის
საკონსტიტუციო
სასამართლოს
430-ე
აღნიშნული
მუხლის
ცვლილება
გადაწყვეტილების
მიზანშეწონილია
სამოტივაციო
ნაწილის
შესაბამისად.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს
უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. ამ
კონსტიტუციური დებულებით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება, ხოლო
ამავე მუხლის მე-3 პუნქტით რეგლამენტირებულია დაცვის უფლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედი რედაქცია საქმის
წარმოების განახლების შესაძლებლობას იძლევა იმ პირობებში, როდესაც მხარისათვის ცნობილი
ხდება ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, სასამართლოში საქმის განხილვის
დროს რომ ყოფილიყო წარდგენილი, გამოიწვევდა მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების
გამოტანას. აღსანიშნავია, რომ ასეთ გარემოების შესაფასებელი სხდომა სასამართლოში
შესაძლებელია წარიმართოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ საქმის განმხილველი მოსამართლე არ
გადაწყვეტს ზეპირი მოსმენის ჩატარებას.
საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა, სამართლიანი სასამართლოს უფლების უმნიშვნელოვანეს
უფლებრივ კომპონენტს წარმოადგენს. საქმის ზეპირი მოსმენა ითვალისწინებს რა მხარეთა
უშუალო მონაწილეობას საქმის განხილვაში, რაც ნიშნავს მათ შესაძლებლობას, წარადგინონ
მტკიცებულებები, გამოთქვან მოსაზრებები, დაიცვან თავი პირადად ან დამცველის მეშვეობით,
სწორედ ამ გზით წარმოადგენს მნიშვნელოვან გარანტიას პროცესის შეჯიბრებითობის, დაცვის
უფლებით ადეკვატურად სარგებლობისთვის, ამასთან, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს
მხარეთა შესაძლებლობას, უკეთ დაიცვან საკუთარი ინტერესები, გავლენა მოახდინონ საქმის
გადაწყვეტაზე, ხელი შეუწყონ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.1
ასევე ხაზგასასმელია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლის მესამე ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია ყოველთვის არ არსებობდეს საქმის წარმოების
განახლების შემთხვევაში ეჭვქვეშ დამდგარი სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი
შედეგების სრულად გაუქმების საჭიროება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის
პირველი პუნქტი იცავს პირის უფლებას, არ მოხდეს კანონიერ ძალაში შესული
გადაწყვეტილების გადახედვა იმ ნაწილში, რომელზეც გავლენას არ ახდენს ახლად აღმოჩენილი
გარემოება. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, განმცხადებლის უფლების დაცვა სრულად
უზრუნველყოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მხოლოდ ნაწილობრივმა
გაუქმებამ.2
შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლი
ჩამოყალიბდეს იმგვარი რედაქციით, რომ გამოირიცხოს საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს
№2/8/765
გადაწყვეტილებით
ნორმის
არაკონსტიტუციურად
ცნობილი
ნორმატიული შინაარსი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის
მიღების
აუცილებლობა
გამოწვეულია
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილების „საქართველოს მოქალაქე
დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ სამოტივაციო ნაწილის შესაბამისად
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციასთან
შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის გარდა, სხვა საშუალებით შეუძლებელია ძირითადი უფლებების დაცვის
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის რეალიზება.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განუხორციელებლობის შემთხვევაში შეუძლებელი
გახდება საქართველოს ტერიტორიაზე კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული
1
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-61
2
იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილება
საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,II-57;
სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და მისი აუცილებელი კომპონენტის, დაცვის უფლებით
სარგებლობის სრულყოფილი რეალიზება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018
წლის 7 დეკემბრის №2/8/765 გადაწყვეტილებიდან „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 403-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების საქართველოს კონსტიტუციასთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
შემოთავაზებული კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსის 430-ე და 431-ე მუხლებში. ცვლილების შედეგად სასამართლოს აღიჭურვება
დისკრეციით ახლად აღმოჩენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობისას, მხარეთა
ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, თავისი განჩინებით სრულად ან ნაწილობრივ
გააუქმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში
დატოვოს იგი. ამასთანავე, ასეთი საფუძვლის არსებობისას საქმის წარმოების განახლების
შესახებ განცხადება განიხილება ზეპირი მოსმენით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
რადგან საკანონმდებლო ცვლილება ხელს უწყობს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და
თავისუფლებების
რეალიზებას,
მიზანშეწონილია
კანონპროექტი
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან. საჭიროების შემთხვევაში ხარჯები დაფინანსდება სასამართლოში არსებული
ადამიანური და ფინანსური რესურსით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომლებსაც შეეხება აღნიშნული კანონპროექტი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება რაიმე გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დაწესება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროეტის გავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა
და
შეთანხმებებს.
კანონპროექტის
ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
მომზადება
არ
არის
დაკავშირებული
ასეთ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი და დავით მათიკაშვილი, რატი
იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, ალუდა
ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი.