საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2020 წლის ანგარიშის (№1-5165/21;20.04.2021) და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის (№1-3487/21;22.03.2021) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (323 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (313 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (209 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (214 KB)
📄 წერილი (68 KB)
📄 დანართი (88 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-31
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-6592/21
28-05-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვის საფუძველზე (წერილი N2-6537/21, 28-052021), გთხოვთ, უზრუნველყოთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში
მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის 2020
წლის ანგარიშის (№1-5165/21;20.04.2021) და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ
კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველის სამსახურის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშის (№1-3487/21;22.03.2021)
სავალდებულო კომიტეტებისთვის განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელება.
დანართი : 1 ფურცელი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-6537/21
28-05-2021
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ დავით სონღულაშვილს
საქართველოს პარლამენტის ბიუროს N53/13, 13.05.2021 და N38/5, 29.03.2021
გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ
საზოგადოებრივი დამცველის 2020 წლის ანგარიში (№1-5165/21; 20.04.2021) და
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმიანობის
2020 წლის ანგარიში (№1-3487/21; 22.03.2021).
აღნიშნული საკითხების სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია,
შესაბამისად, 2021 წლის 03 ივნისამდე და 2021 წლის 04 ივნისამდე, თუმცა, ობიექტურ
მიზეზთა გამო, მითითებულ ვადაში კომიტეტი მათ განხილვას ვერ ახერხებს.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
გთხოვთ
უზრუნველყოთ
ანგარიშების განხილვის ვადის გაგრძელება 1 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დასახელებული