საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მომართვა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიშის (№1-5728/21; 29.04.2021) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-31
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
წერილი
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი
2-6616/21
31-05-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
კომიტეტში შემოვიდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის
თავმჯდომარის
ბატონ ირაკლი კოვზანაძის (№2-6590/21 28.05.2021) და ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ
სარჯველაძის (2-6538/21; 28.05.2021) წერილები, რომლებითაც ავტორები ითხოვენ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის ანგარიშის (№1- 5728/21; 29.04.2021) განხილვის
გადავადებას ერთი თვით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 102-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე
გთხოვთ სავალდებულო და წამყვან კომიტეტებს ანგარიშის განხილვის ვადა გაუგრძელოთ
ერთი თვით.
დანართი: 2 ფურცელი.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
2-6590/21
28-05-2021
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
ბატონო შალვა,
გთხოვთ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად
უზრუნველყოთ სავალდებულო კომიტეტზე განხილვის ვადის
გაგრძელება 1 თვით სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო
საბჭოს მიერ წარმოდგენილ სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020
წლის ანგარიშზე (№1-5728/21; 29.04.2021).
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი კოვზანაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-6538/21
28-05-2021
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და
მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ შალვა პაპუაშვილს
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
N53/6,
13.05.2021
გადაწყვეტილებით,
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ
განსახილველად გადმოეცა სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი
ანგარიში სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2020 წლის საქმიანობის შესახებ (№15728/21; 29.04.2021).
აღნიშნული საკითხის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2021
წლის 03 ივნისამდე, თუმცა, ობიექტურ მიზეზთა გამო, მითითებულ ვადაში კომიტეტი
მის განხილვას ვერ ახერხებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული ანგარიშის
განხილვის ვადის გაგრძელება 1 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge