საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა რადიო გაერთიანების საინიციატივო ჯგუფის (შპს „რადიო ჰოლდინგი ფორტუნა“, „მაუწყებელთა ალიანსი“, შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“, შპს „ჯეო მედია“, შპს „რადიოტელეცენტრი პლუსი“, შპს „ევროპა პლიუსი თბილისი“, შპს „სტარ ფმ“, შპს „სისტემა გამა“, შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსი“, შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“) მიერ წარმოდგენილი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-4569/21; 08.04.2021) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-05-31
ბიუროს ნომერი 60
📜 ტექსტი
წერილი
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
2-6649/21
31-05-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტს დაევალა რადიო გაერთიანების საინიციატივო ჯგუფის (შპს „რადიო
ჰოლდინგი ფორტუნა“, „მაუწყებელთა ალიანსი“, შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღა“,
შპს „ჯეო მედია“, შპს „რადიოტელეცენტრი პლუსი“, შპს „ევროპა პლიუსი თბილისი“, შპს
„სტარ ფმ“, შპს „სისტემა გამა“, შპს „რადიო ჯორჯიან თაიმსი“, შპს „სამაუწყებლო კომპანია
ჰერეთი“) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განხილვა „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტთან დაკავშირებით (№1-4569/21; 08.04.2021).
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
საკანონმდებლო წინადადების სრულყოფილად მომზადებისა და საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვის მიზნით, მოგმართავთ თხოვნით,
დადგენილი განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
დავით სონღულაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge