„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 87 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 5
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
საკანონმდებლო
1.
საქართველოს
მაცნე
პარლამენტის
(www.matsne.gov.ge),
რეგლამენტში
14.12.2018,
(საქართველოს
სარეგისტრაციო
კოდი:
010190030.06.001.016054) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 2281 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი
პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ 2 პარლამენტის წევრს შეუძლია
შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი (შემდგომ − პოლიტიკური ჯგუფი).
2. პოლიტიკური ჯგუფი იქმნება ფრაქციის შექმნისთვის რეგლამენტით დადგენილი
წესით. პოლიტიკური ჯგუფი უქმდება ფრაქციის გაუქმებისთვის რეგლამენტით
დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაში 2
პარლამენტის წევრზე ნაკლები დარჩა. პარლამენტის წევრის პოლიტიკურ ჯგუფში
გაერთიანება და პოლიტიკური ჯგუფის წევრის პოლიტიკური ჯგუფიდან გასვლა ან
გარიცხვა ხდება, შესაბამისად, პარლამენტის წევრის ფრაქციაში გაერთიანებისა და
ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გასვლისთვის ან გარიცხვისთვის რეგლამენტით
დადგენილი წესებით.“
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს
მიეცემათ
შესაძლებლობა სრულად მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში და უკეთ
განახორციელონ მათზე დაკისრებული მოვალეობები. ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად
დგინდება, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე
ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულმა პარლამენტის არანაკლებ 2-მა წევრმა
შეიძლება შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი
რიგი უფლებები განახორციელოს.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის უკან პოლიტიკური პარტია დგას,
რომელიც მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში,
შესაბამისად, მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა სრულად გამოხატონ საკუთარი ამომრჩევლის
ნება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.
ამგვარად, პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მიმართულია საპარლამენტო საქმიანობის
უკეთ განხორციელებაში პოლიტიკური პარტიებისთვის ხელის შეწყობისკენ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი წესრიგდება საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტით. ამდენად, მის ახლებურად მოსაწესრიგებლად აუცილებელია ცვლილების
განხორციელება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.
ა.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებით ახლებურად მოწესრიგდება „ა.ა.ა“
ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, რაც პარლამენტის წევრებსა და პოლიტიკურ პარტიებს
საპარლამენტო საქმიანობის უკეთ განხორციელებაში შეუწყობს ხელს.
ა.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 2281 მუხლი პირველი პუნქტში და დგინდება რომ 2024 წლის არჩევნებში
არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის
წარდგენით არჩეულ არანაკლებ 2 პარლამენტის წევრს შეუძლია შექმნას საპარლამენტო
პოლიტიკური ჯგუფი,
განსხვავებით არსებული რედაქციისგან, რომელიც მსგავს
უფლებამოსილებას ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ არანაკლებ 4
პარლამენტის წევრს ანიჭებს.
ასევე, პარლამენტის რეგლამენტის პროექტით ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 2281 მუხლის მე-2 პუნქტებში და დგინდება, რომ პოლიტიკური ჯგუფი იქმნება
ფრაქციის შექმნისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით. პოლიტიკური ჯგუფი უქმდება
ფრაქციის გაუქმებისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით იმ შემთხვევაში, თუ
პოლიტიკური ჯგუფის შემადგენლობაში 2 პარლამენტის წევრზე ნაკლები დარჩა.
პარლამენტის წევრის პოლიტიკურ ჯგუფში გაერთიანება და პოლიტიკური ჯგუფის წევრის
პოლიტიკური ჯგუფიდან გასვლა ან გარიცხვა ხდება, შესაბამისად, პარლამენტის წევრის
ფრაქციაში გაერთიანებისა და ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გასვლისთვის ან გარიცხვისთვის
რეგლამენტით დადგენილი წესებით.
ა.დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემთხვევაში):
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული.
ა.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი,
ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული საკითხის არსიდან
გამომდინარე,
მიზანშეწონილია,
რომ
წარმოდგენილი
ცვლილება
ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე. პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე დარჩენილ
პლენარული სხდომების კვირათა რაოდენობიდან და მოქმედი საპარლამენტო
პროცედურებიდან გამომდინარე, თუ პარლამენტის რეგლამენტის პროექტი დაჩქარებული
წესით არ იქნება განხილული და მიღებული, მის მიღებას საქართველოს პარლამენტი
მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დიდი ალბათობით ვერ შეძლებს. თუმცა,
ამავდროულად, პარლამენტის რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი საკითხის
დროულად მოწესრიგება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ არის მიზანშეწონილი, მისი
მესამე მოსმენით მიღება 2021 წლის საშემოდგომო სესიამდე გაგრძელდეს. ამრიგად,
მიზანშეწონილია, რომ პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განხილულ და მიღებულ იქნეს
დაჩქარებული წესით.
ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პარლამენტის რეგლამენტის პროექტით
გათვალისწინებული საკითხის ახლებურად მოწესრიგების შედეგად გამოწვეული ხარჯები
დაიფარება საქართველოს პარლამენტისთვის განკუთვნილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად შესაძლოა გაიზარდოს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი იმ კუთხით, რომ თუ პარლამენტში დამატებით შეიქმნება
ჯგუფი ან ჯგუფები, ჯგუფის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით გაღებული თანხების
მიმღებ პირებს მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს კი,
თავის მხრივ, გარკვეულწილად გაზრდის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, რისი
ოდენობაც დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, თუ დამატებით რამდენი ჯგუფი შეიქმნება
პარლამენტში და როგორი იქნება მათი წარმომადგენლობა.
ბ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული
პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით
არჩეულ, არანაკლებ 2 პარლამენტის წევრს, ნაცვლად არანაკლებ 4-ისა, შეუძლია შექმნას
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, რაც პარლამენტის წევრებს პოლიტიკური ჯგუფების
უფრო თავისუფლად და მოქნილად ფორმირებაში დაეხმარება; ეს კი, თავის მხრივ, მეტი
პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას აჩენს და შესაბამისად, იზრდება ახალი
საპარლამენტო ჯგუფის შექმნისა და მათი ფუნქციონირებისთვის პარლამენტის ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების გაღების ალბათობა.
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებით გამოწვეული დამატებითი ხარჯების
ოდენობა დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, თუ დამატებით რამდენი ჯგუფი შეიქმნება
პარლამენტში და როგორი იქნება მათი წარმომადგენლობა. რამდენადაც, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 2281 მუხლის თანახმად, პოლიტიკური ჯგუფი სარგებლობს
იმავე უფლებებით, რომლებიც აქვს ფრაქციას, მათ შორის, მასზე ვრცელდება რეგლამენტის
54-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება ფრაქციის დაფინანსების წესი და გარდა ამისა,
რამდენადაც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე სარგებლობს იმავე უფლებებით,
რომლებიც აქვს ფრაქციის თავმჯდომარეს, მათ შორის, რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით, ზემოაღნიშნული ხარჯებთან
დაკავშირებით შესაძლოა აღინიშნოს, რომ პარლამენტის რეგლამენტის მე-14 მუხლის
თანახმად, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიეცემა გასამრჯელო 5540 ლარის
ოდენობით, ჯგუფისათვის პარლამენტის სასახლეში გამოყოფილი სამუშაო ფართობი და
ჯგუფის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი თანხა, განისაზღვრება ჯგუფში
გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. ჯგუფის აპარატის
თანამშრომელთა სახელფასო ფონდი განისაზღვრება ჯგუფის წარმომადგენლობის
პროპორციულად და ფრაქციის ანალოგიურად, ჯგუფის
აპარატის თანამშრომელთა
სახელფასო ფონდის განსაზღვრის თაობაზე პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს
გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით დაამტკიცებს პარლამენტის
ბიურო. ამ ეტაპზე, თითოეული ფრაქციის საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოყოფილი
თანხის, მათ შორის, ფრაქციის თანამშრომელთა სახელფასო ფონდის, ოდენობა თვის
განმავლობაში მოიცავს 9000 ლარის (საბაზისო თანხის), ფრაქციის წევრთა რაოდენობის 600
ლარზე ნამრავლის, აგრეთვე ჯანმრთელობის დაზღვევით, ტრანსპორტითა და მობილური
სატელეფონო კავშირის მომსახურებით უზრუნველყოფის თანხების ჯამს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პარლამენტის რეგლამენტის პროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებით თუ პარლამენტში დამატებით შეიქმნება
პოლიტიკური ჯგუფები, გაიზრდება იმ პირთა შემოსავალი, რომლებსაც როგორც
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეებს, პარლამენტის რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-2
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცემათ ფრაქციის თავმჯდომარის ტოლფასი
გასამრჯელო 5540 ლარის ოდენობით.
ამასთანავე, რამდენადაც გამოიყოფა თანხა ჯგუფის საქმიანობის უზრუნველსაყოფად და
განისაზღვრება
ჯგუფის აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდი ჯგუფის
წარმომადგენლობის პროპორციულად. შესაბამისად, ჯგუფის შექმნა გავლენას მოახდენს ამ
თანხების მიმღებ პირებზე, მათი ოდენობა კი დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, თუ
დამატებით რამდენი ჯგუფი
შეიქმნება პარლამენტში და როგორი იქნება მათი
წარმომადგენლობა.
ბ.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი (ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის
შეფასება:
პარლამენტის რეგლამენტის
მდგომარეობაზე.
პროექტი
არ
ახდენს
გავლენას
ბავშვის
უფლებრივ
გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება
რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
მონაწილე
პარლამენტის
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან იოსელიანი, ალექსანდრე ელისაშვილი.
ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ლევან იოსელიანი, ალექსანდრე ელისაშვილი.