„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
კომისიის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
09.10.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
1
430060000.05.001.019178) 23–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „2 “ პუნქტი:
„21. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი
ხელისუფლების ორგანები უფლებამოსილნი არიან პროფესიული საგანმანათლებლო
საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით დააფუძნონ საჯარო
სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი,
----- 2021 წელი
№----------
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი.
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონის
(ძალადაკარგულია „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 20
სექტემბრის კანონით) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, პროფესიული
განათლების სისტემის მართვის ორგანოები იყვნენ ასევე აფხაზეთისა და აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი შესაბამისი
სამინისტროები. ხოლო, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, რომელიც ძალაში შევიდა
2018 წელს, პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით საჯარო
და კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილება განესაზღვრა
მხოლოდ
საქართველოს
აღმასრულებელი
ხელისუფლების
ორგანოებსა
და
მუნიციპალიტეტებს.
აღნიშნული კანონის განმარტებითი ბარათიდან ჩანს, რომ კანონპროექტი
შემუშავებულ იქნა პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის (2013-2020 წლები)
შესაბამისად, რომლის საფუძველზეც პროფესიული განათლების რეფორმები დაიწყო.
განსახილველ საკითხთან მიმართებით მნიშვნელოვანია ზემოთ აღნიშნული
სტრატეგიით სამთავრობო პრიორიტეტები და მიდგომები, რომლის შესაბამისად,
გრძელვადიანი გეგმის შესამუშავებლად საჭიროა სისტემის დონეზე პროცესების
ინსტიტუციონალიზაცია, პროფესიული განათლების სისტემასთან ინტეგრირება, სხვადასხვა
პარტნიორებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართვა. აღნიშნული სტრატეგია
მიუთითებს, რომ საქართველოში პროფესიული განათლების მმართველობა ხორციელდება
სამთავრობო სტრუქტურების მიერ, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნება გეგმის მიხედვით
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სოციალური პირისთვის პროფესიული
განათლების პაკეტები, რაც სრულად ვერ იქნება მიღწეული ავტონომიური რესპუბლიკების
ჩართვის გარეშე, მითუმეტეს, რომ პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგია არა
მარტო ცენტრალური ხელისუფლების, არამედ მთელი ხელისუფლების წარმომადგენელთა
ჩართვის მნიშვნელობაზე მიუთითებს.
გარდა ამისა, მოქმედი კანონის 30-ე მუხლით, პროფესიული განათლების, მოკლე
ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის
დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ საქართველოს
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკების
განათლების
სფეროში
უფლებამოსილი
სამინისტროები
და
მუნიციპალიტეტები.
აღნიშნული დებულებიდან ნათლად ჩანს, რომ ავტონომიურ რესპუბლიკებს აქვთ
მინიჭებული პროფესიული პროგრამების დაფინანსების უფლებამოსილება, თუმცა
მოკლებულნი არიან პროგრამების განმახორციელებელი იურიდიული პირების შექმნის
შესაძლებლობას, რაც იწვევს გაუგებრობას და ბუნდოვანებას იმ საკითხთან დაკავშირებით,
თუ რამ განაპირობა პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით
იურიდიული პირების შექმნის უფლებამოსილების მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკების
მიმართ შეზღუდვა.
გასათვალისწინებელია კანონის მიზანიც, რომლითაც ყველასთვის თანაბრად უნდა
იქნეს ხელმისაწვდომი პროფესიული განათლება და აღნიშნული სფეროს მიმართ
სახელმწიფო ხელისუფლების მიდგომა, რომლისთვისაც პროფესიული განათლება და მისი
პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, რამდენადაც
ავტონომიურ რესპუბლიკას გააჩნია ყველა მატერიალური და ადამიანური რესურსი
უზრუნველყოს ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული,
მოქნილი და ეფექტური პროფესიული სასწავლებლების შექმნა და არსებობა,
მიზანშეწონილად ჩაითვალა წინამდებარე კანონპროექტის შემუშავება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ორგანოებს აქვთ უფლებამოსილება,
განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით მათთვის განსაზღვრული საქმიანობები,
კანონპროექტით აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი
ხელისუფლების
ორგანოებს
მიეცემა
შესაძლებლობა
დააფუძნონ
პროფესიული
საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით საჯარო და კერძო სამართლის
იურიდიული პირები.
ამდენად, კანონში ცვლილების შეტანის გარეშე შეუძლებელია შესაბამისი
უფლებამოსილების ავტონომიური რესპუბლიკებისათვის მინიჭება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
აფხაზეთისა
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკების
აღმასრულებელი
ხელისუფლების ორგანებს მისცემს შესაძლებლობას პროფესიული საგანმანათლებლო
საქმიანობის განხორციელების მიზნით საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების
შექმნით უფრო ეფექტურად, მოქნილად და მათ საჭიროებებზე ორიენტირებულად გახადოს
ხელმისაწვდომი პროფესიული განათლება ავტონომიური რესპუბლიკისა და აფხაზეთის
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 23-ე მუხლში, რომელსაც ემატება შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
“21. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი
ხელისუფლების ორგანები უფლებამოსილნი არიან პროფესიული საგანმანათლებლო
საქმიანობის განხორციელების მიზნით, სამინისტროსთან შეთანხმებით დააფუძნონ საჯარო
სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი.”.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში უნდა შევიდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად,
გამოქვეყნებისთანავე. ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებების დროულად
ამოქმედება. წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებული არ არის კანონისთვის
უკუძალის მინიჭების საკითხი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი). მასში აღინიშნება:
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის დაფინანსების წყაროა ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე
ვინაიდან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები მიიღებენ შემოსავალს
პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების შედეგად, კანონპროექტი
გავლენას იქონიებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე გაზრდის კუთხით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
ახდენს
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან საჯარო და კერძო სამართლის
იურიდიული პირების დაფუძნებასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა იქონიებს გავლენას
შესაბამისი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გაზრდის კუთხით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით;
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი არ იწვევს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. მასში
აღინიშნება:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს
დ)
კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში
აღინიშნება:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი;
კანონპროექტის ავტორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
კანონპროექტის ინიციატორია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭო.