„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №18, 22.05.2007, მუხ. 138) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „წ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წ) ძეგლის დაზიანება – ძეგლის ან მისი ნაწილის, ან ტერიტორიის იმგვარი ცვლილება,
რომელიც აუარესებს მის ფიზიკურ მდგომარეობას, ან ხელყოფს მის მახასიათებლებს და
ამცირებს მის კულტურულ, ესთეტიკურ, სამეცნიერო ან მატერიალურ ღირებულებას;“;
ბ) „წ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ1“ ქვეპუნქტი:
„წ1) „ძეგლის დისკრიმინაციული დაზიანება – დისკრიმინაციული ნიშნით ძეგლის ან მისი
ნაწილის, ან ტერიტორიის იმგვარი ცვლილება, რომელიც აუარესებს მის ფიზიკურ
მდგომარეობას, ან ხელყოფს მის მახასიათებლებს და ამცირებს მის კულტურულ,
ესთეტიკურ, სამეცნიერო ან მატერიალურ ღირებულებას;“;
გ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჭ) ძეგლის განადგურება – ძეგლის სრულად მოსპობა, ან მასზე/მის ნაწილზე იმგვარი
ზემოქმედება, რომელიც ძეგლს სრულად უკარგავს იმ მახასიათებლებს, რომლებისთვისაც
მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი;“;
დ) „ჭ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ1“ ქვეპუნქტი:
„ჭ1) ძეგლის დისკრიმინაციული განადგურება – დისკრიმინაციული ნიშნით ძეგლის
სრულად მოსპობა, ან მასზე/მის ნაწილზე იმგვარი ზემოქმედება, რომელიც ძეგლს სრულად
უკარგავს იმ მახასიათებლებს, რომლებისთვისაც მას მიენიჭა ძეგლის სტატუსი;“.
2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“
ქვეპუნქტი:
„ნ1) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად ზრუნავს
კულტურული მემკვიდრეობის დისკრიმინაციული დაზიანებისა და განადგურებისგან
დაცვაზე;“.
3. 30-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) ან/და ძეგლზე ნებართვის მფლობელის
პასუხისმგებლობა“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ძეგლზე ამ კანონით განსაზღვრულ ნებართვის მფლობელს, რომელიც არ წარმოადგენს
იმავდროულად ძეგლის მესაკუთრეს, სამინისტრო/მუნიციპალიტეტი აძლევს წერილობით
გაფრთხილებას, რომლითაც განუსაზღვრავს ძეგლზე კონკრეტული მოქმედებების
განხორციელების პირობებს და მათი უზრუნველყოფის გონივრულ ვადას, თუ ნებართვის
მფლობელი არღვევს სამინისტროს/მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული შესაბამისი
ნებართვის პირობებს.“;
გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული გაფრთხილებით
განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ გაფრთხილებაში მითითებული პირობების
შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში დამრღვევს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება ჯარიმა და დამრღვევის მიერ
განხორციელებული საქმიანობის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
4. დაჯარიმებიდან 6 თვის ვადაში დამრღვევის მიერ გაფრთხილებაში მითითებული
პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მესაკუთრეს
(კანონიერ მოსარგებლეს)/ნებართვის მფლობელს, თუ იგი არ წარმოადგნეს იმავდროულად
ძეგლის მესაკუთრეს, ყოველ ექვს თვეში ეკისრება წინა ჯარიმით განსაზღვრული თანხის
სამმაგი ოდენობა და სამინისტრო/მუნიციპალიტეტი განუსაზღვრავს გონივრულ ვადას
შეუსაბამობის გამოსწორებისათვის.“.
4. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. პასუხისმგებლობა ძეგლის დაზიანებისა და განადგურებისთვის
კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება დისკრიმინაციული ნიშნით ან
სხვა მოტივით გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
5. 49-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის:
ა.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების განსაზღვრა, შერჩეული
მეთოდოლოგიის დასაბუთება, მოსალოდნელი შედეგების აღწერა;
ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:1000 ან
1:2000), ტოპოგრაფიული გეგმა (მასშტაბი 1:500 ან 1:200) და გენერალური გეგმა (მასშტაბი
1:500 ან 1:200);“;
ა.ბ) „ე“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სახელოვნებათმცოდნეო კვლევის შედეგები (ბიბლიოგრაფიული კვლევის ანალიზი,
ნატურაში კვლევის ანალიზი, შესწავლილი ბიბლიოგრაფიული და საარქივო მასალის
ჩამონათვალი) და რეკომენდაციები;“;
ა.გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) დასკვნა ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოებისას გამოსაყენებელი მასალის არსებულ
მასალასთან თავსებადობის შესახებ;“;
ა.დ) „ნ“-„პ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარების პროექტი 1:500; 1:200;
ო) სამუშაო პროექტი: არქიტექტურული ნაწილის განმარტებითი ბარათი, არქიტექტურული
სამუშაო ნახაზები, შაბლონები (მასშტაბი 1:100, 1:50, 1:1); კონსტრუქციული ნაწილის
განმარტებითი ბარათი, კონსტრუქციული სამუშაო ნახაზები (მასშტაბი 1:100, 1:50);
საინჟინრო ქსელ(ებ)ის
განმარტებითი ბარათი, საინჟინრო გარე და შიდა ქსელების
(ელექტროგაყვანილობა, წყალმომარაგება-კანალიზაცია, თბომომარაგება და სხვა საინჟინრო
კომუნიკაციები) სამუშაო (მასშტაბი 1:100, 1:200) ნახაზები/ სქემები;
პ) სამუშაოთა ჩატარების ორგანიზაციის პროექტი, სამუშაოთა გეგმა და დასაბუთება,
პროცესის თანმიმდევრობის ჩვენებით, სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი;“;
ბ) მე-4 და 41 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების (ფასადის სამღებრო სამუშაოები; საინჟინრო
კომუნიკაციების და სარინელის მოწყობა დამონტაჟება მზიდი კონსტრუქციული ნაწილების
ცვლილების გარეშე; ცალკეული არქიტექტურული დეტალების, მათ შორის, ღიობების,
კიბეების,
აივნების,
დეკორატიული
ელემენტების
სახეცვლილება,
ინტერიერში
ჩასატარებელი სარესტავრაციო, სამღებრო ან სარემონტო, ასევე ძეგლის გაწმენდის
სამუშაოები) პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) განმარტებითი ბარათი (პრობლემის დეტალური აღწერა და მისი გადაჭრის გზების
განსაზღვრა, შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება);
ბ) საპროექტო ობიექტის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა – მასშტაბი 1:1000 ან 1:2000;
გ) საპროექტო ობიექტის საერთო ხედების ამსახველი უახლესი ფოტომასალა;
დ) სამუშაოების ამსახველი გრაფიკული მასალა, შესაბამისი ნიშნულების ჩვენებით;
ე) ძეგლის შესაბამისი ნაწილის ანაზომები;
ვ) სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, ჩასატარებელ სამუშაოთა დასაბუთებით;
ზ) სამუშაო გეგმა, სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი;
თ) პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების ფოტომონტაჟი;
ი) ფასადისა და ინტერიერში ჩასატარებელი სარესტავრაციო, სამღებრო ან სარემონტო
სამუშაოებისას თავდაპირველ (ადრეულ) ფერთა სპექტრის ანალიზი.
41. იმგვარი მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი,
რომელიც
მზიდი
კონსტრუქციული ნაწილების ცვლილების გარეშე ითვალისწინებს: აბრებისა და შუქფარების
განთავსებას, ძეგლის სახურავის (საბურველის) საფარის (ყავარი, კრამიტი, ლორფინი და
სხვ.)
გამოცვლას,
სარინელების
შეკეთებას/გამოცვლას,
საინჟინრო
კომუნიკაციების
შეკეთებას/გამოცვლას, შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) საპროექტო ობიექტის საერთო ხედების ამსახველი უახლესი ფოტომასალა;
ბ) პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარების ფოტომონტაჟი;
გ) განმარტებითი ბარათი (შერჩეული მეთოდოლოგიის დასაბუთება);
დ) სამუშაო გეგმა, სამუშაოების ჩატარების კალენდარული გრაფიკი;
ე) აბრებისა და შუქფარების განთავსების შემთხვევაში სამუშაოების ამსახველი გრაფიკული
მასალა, შესაბამისი ნიშნულების ჩვენებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონის მოქმედ რედაქციაში, კერძოდ მე-3 მუხლში („კანონში გამოყენებული ტერმინები“)
„ძეგლის დაზიანება“ და „ძეგლის განადგურება“ სრულად არ მოიცავს ყველა იმ შესაძლო
ქმედებას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძეგლის ხელყოფა. შესაბამისად, ეს ტერმინები
უფრო ვრცელ განმარტებას და მეტ კონკრეტიზაციას საჭიროებს.
კანონში არაფერია ნათქვამი ძეგლების დისრკიმინაციული ნიშნით დაზიანებასა და
განადგურებაზე, მაშინ როდესაც დისკრიმინაციული ნიშნით კულტურული მემკვიდრეობის
ძეგლების ხელყოფა, განსაკუთრებით კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე,
სისტემატურ და მასობრივ ხასიათს ატარებს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია კანონში
შემოღებულ იქნეს დისკრიმინაციული ნიშნით ძეგლის „დაზიანებისა“ და „განადგურების“
ცნებები. მით უფრო, რომ ეს მოსაზრება ემყარება საერთაშორისოსამართლებრივ
გამოცდილებას:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განზრახ დისკრიმინაციული ხელყოფისა და
განადგურების აკრძალვა წარმოადგენს საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლით დაცულ
სიკეთეს და გვევლინება ნორმად, რომელსაც მხარს უჭერს „opinion juris“, მაშასადამე კი,
სამართლებრივად მავალდებულებელი ჩვეულება. ამ ჩვეულებითი ნორმებიდან
გამომდინარეობს ის პრინციპი, რომლის მიხედვითაც კულტურული
წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების საერთო ინტერესის ნაწილს.
მემკვიდრეობა
ძეგლის დისკრიმინაციული ხელყოფა და განადგურება, როგორც დანაშაული, არაერთხელ
იქნა დაგმობილი ყოფილი იუგოსლავიისთვის შექმნილი საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ
ტადიჩის, დერონჟიჩის, კორდიჩის, სტრუგარის, მილუტინოვიჩის, ბლაშკიჩის, ჯოკიჩისა და
სხვათა საქმეებში.
კორდიჩისა და კერკესის საქმეში სასამართლო პალატამ მიუთითა:
„ეს ქმედება (რელიგიური და საგანმანათლებლო ინსტიტუტების განადგურება ან დაზიანება,
როდესაც ჩადენილია შესაბამისი დისკრიმინაციული განზრახვით, ნიშნავს შეტევას ხალხის
რელიგიურ იდენტობაზე. როგორც ასეთი, იგი „კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული
დანაშაულის“ ცნების გამოხატულებაა, რადგან უნიკალური რელიგიური კულტურისა და მისი
თანმდევი კულტურული ობიექტების განადგურება ვნებს მთელ კაცობრიობას.“
მილუტინოვიჩის და სხვათა საქმეზე სასამართლო პალატამ კორდიჩის ზემოხსენებულ
საქმეზე დაყრდნობით განაცხადა, რომ:
„რელიგიური ქონების განადგურება ნიშნავს „ხალხის თვით რელიგიურ იდენტობაზე
თავდასხმას“ და, როგორც ასეთი, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ცნების
გამოხატულებაა“.
ასევე მუდმივმოქმედმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ალ მაჰდის
საქმეში აღნიშნა, რომ:
„დისკრიმინაციული
რელიგიური
მოტივი
განადგურებას,
დანაშაულის
სიმძიმის
რაც
ედო
საფუძვლად
შეფასების
ღირსშესანიშნაობების
თვალსაზრისით,
უდავოდ
მნიშვნელოვანია“.
გარდა ამისა, კანონის 30-ე მუხლი ადგენს ძეგლის მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის)
პასუხისმგებლობას, თუმცა არაფერია ნათქვამი იმ შემთხვევაზე, როდესაც კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მფლობელი არის სხვა სუბიექტი და არა
მესაკუთრე. შესაბამისად, ძეგლის მესაკუთრესთან (კანონიერ მოსარგებლესთან) ერთად
პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მფლობელზე,
რომელიც არ წარმოადგენს მესაკუთრეს.
კანონპროექტი მიზნად ისახავს ასევე ძეგლზე სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის
შემადგენლობის ახლებურად ჩამოყალიბებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღება აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის უფრო ეფექტიანად
დაცვისათვის, ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით ხელყოფის გამოვლენისა და მათზე
სათანადო რეაგირებისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად უფრო ზუსტდება და კონკრეტდება „ძეგლის
განადგურებისა“ და „ძეგლის დაზიანების“ ცნებები, რაც ხელს შეუწყობს ამ ქმედებების
წინააღმდეგ ბრძოლას;
ხდება
ასევე
კულტურული
მემკვიდრეობის
ძეგლების
დისკრიმინაციული ნიშნით დაზიანებისა და განადგურების გამოყოფა, რაც საბოლოო ჯამში
უფრო ეფექტიანს გახდის ამ ქმედებების გამოვლენასა და მათზე შესაბამის რეაგირებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტი აზუსტებს „ძეგლის განადგურებისა“ და „ძეგლის დაზიანების“
ტერმინებს, ცალკე გამოყოფს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფას დისკრიმანციული
ნიშნით.
ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის მექანიზმების კიდევ უფრო გამკაცრება,
კერძოდ, მესაკუთრესთან (კანონიერ მოსარგებლესთან) ერთად პასუხისმგებლობა ვრცელდება
ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მფლობელზე, რომელიც არ წარმოადგენს მესაკუთრეს.
ამასთანავე, ახლებურად განისაზღვრება უძრავი ძეგლის საპროექტო დოკუმენტაციის
შემადგენლობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. კანონისთვის უკუძალის
მინიჭების საკითხი გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის გათვალისწინებული.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს .
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის გავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისოსამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული
ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
კანონპროექტის ავტორები არიან: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო
და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო.