საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (№ 2519-IIს, 29.06.2018) გარდამავალი დებულებებითა და სამოქმედო გეგმით აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-6789/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-03-09
კომიტეტის სხდომის ნომერი 17

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომ 2021 წლის 9 მარტი, 11:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (2519-IIს, 13.06.2018) გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შემოწმება.
ოქმი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი N17 2021 წლის 9 მარტი, 11:00 საათი ქ. თბილისი, საქართველოს პარლამენტი პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის (N2519-IIს; 13.06.2018) გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შემოწმება. 2021 წლის 9 მარტის სხდომაზე დადასტურდა სხდომის ჩატარებისთვის საჭირო კვორუმი. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს წარმოდგენილი სხდომის დღის წესრიგი. სხდომას თავმჯდომარეობდა - მიხეილ სარჯველაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ალუდა ღუდუშაური, ანა ბუჩუკური, ელისო ბოლქვაძე, ისკო დასენის უფლებამონაცვლე - ირაკლი მეზურნიშვილი, ზაურ დარგალი. კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად მოისმინა ინფორმაციები, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისთვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი მოხსენებებიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნება სამომავლო გეგმებზე მუშაობა და იმ სივრცეების განსაზღვრა, სადაც პარლამენტის დახმარება იქნება საჭირო შემდგომი ნაბიჯების გაბედულად გადასადგმელად. „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის გარდამავალი დებულებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ განსაზღვრული დავალების შესრულების შესახებ ინფორმაცია კომიტეტს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ წარმოუდგინა. მომხსებებელმა აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იმისათვის, რომ სოციალური საკითხების დაგეგმვის, ორგანიზებისა და მოგვარების ნაწილში პირველი ნაბიჯები გადაიდგას. მისივე განმარტებით, ამის საჭიროება დიდხანია იდგა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც განათლების სამინისტროს აქვს მონიტორინგის სისტემა, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სტატისტიკის მოძიება და სწორედ ახლა, იწყება ეტაპი, როდესაც ამ ბავშვების უფლებაზე უნდა იზრუნოს განათლების სიტემამ. ასევე, ისაუბრა სკოლის სივრცეში მოსწავლეთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, რეფერირების ის მექანიზმი, რომელიც არსებობს, კიდევ უფრო ქმედითი უნდა გახდეს იმ კუთხით, რომ უწყებათა შორის თანამშრომლობა აეწყოს და განათლების უფლებასთან ერთად, ბავშვის ნებისმიერი უფლება იყოს დაცული. მინისტრის პირველმა მოადგილემ. დეტალურად ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გადადგა კანონის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესასრულებლად. „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის გარდამავალი დებულებით, საქართველოს უსტიციის სამინისტროს მიმართ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაცია კომიტეტს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან სარაჯიშვილმა გააცნო. მისი ინფორმაციით, აღნიშნული კანონი ვრცელდება 3 სტრუქტურულ ერთეულზე: აღსრულების ეროვნულ ბიუროზე, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა თითოეული სტრუქტურული ერთეულის მიერ გადადგმული ნაბიჯებზე და განხორციელებულ ღონისძიებებზე. „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის გარდამავალი დებულებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართ განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე მოადგილემ, მზია გიორგობიანმა წარმოადგინა. ინფორმაცია, მინისტრის მისი განმარტებით, კანონით სამინისტროსადმი პირდაპირი ვალდებულებები და უფლებამოსილებები არ არის განსაზღვრული, თუმცა კანონის აღსრულების მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო წარმოადგენს ე. წ. დამხმარე სახელმწიფო უწყებას მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობასა და კოორდინირებასთან მიმართებაში, საჭიროებებიდან გამომდინარე. მისი განმარტებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონი იმისათვის, რომ მაქსიმალურად დიდი მოცვა მოხდეს, საჭიროა ინფორმაციის სწორი, დროული გავრცელება, რაშიც მუნიციპალიტეტების როლი მნიშვნელოვანია. მან ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების კოორდინირებული მუშაობით განხორციელებულ ღონისძიებებზე, მიღწეულ შედეგებზე და არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე მოხსენება მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ წარმოუდგინა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო არის სოციალური მუშაობის მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი უწყება, მან ყურადღება გაამახვილა 2020 წელს განხორციელებულ ინსტიტუციური ცვლილებაზე, რომლის ფარგლებშიც სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდი მანდატიდან სოციალური მუშაობა გადატანილ იქნა ცალკე, ზრუნვის სააგენტოში, რომელიც პასუხისმგებელია ზოგადად მეურვეობა-მზრუნველობის მანდატზე საქართველოში. მისივე განმარტებით, ყოველივე ზემოაღნიშნულის განმახორციელებელი პროფესიონალები არიან სწორედ სოციალური მუშაკები. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ძირითადი გამოწვევები, რომელიც სოციალურ მუშაკთა გაძლიერება-განვითარების მიმართულებით იყო სწორედ ინსტიტუციური მექანიზმების სისუსტე იყო და ვინაიდან ცალკე ზრუნვის სააგენტო არსებობს, უკვე შესაძლებელია დაიწყოს მუშაობა მათ პროფესიულ გაძლიერება-განვითარებაზე, დაიხვეწოს ის მეთოდოლოგიები, რაც იმოქმედებს მათი მუშაობის ხარისხზე, ასევე დეტალურად ისაუბრა ისაუბრა სამინისტროს მიერ თანმიმდევრულად განხორციელებულ თითოეულ ღონისძიებაზე. უწყებების წარმომადგენლების გამოსვლების შემდეგ დისკუსია, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრებები, დასვეს შეკითხვები. სხდომის შეჯამებისას კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხელ სარჯველაძემ განაცხადა, რომ დროა მუშაობა შემდეგ ეტაპზე გადავიდეს, როცა უწყებები კიდევ მეტ ხედვებს მოაწვდიან კომიტეტს, თუ როგორ შეიძლება მათ მიერ დასახელებული რიგი პრობლემების დაძლევა, და კომიტეტის რეკომენდაცია იქნება, რომ წარმოდგენილ ანგარიშებში ვალდებულებებთან მიმართებაში, ნათლად ჩანდეს დაწესებულებების ხედვა, როგორ და რა ვადაში იგეგმება კონკრეტული ვალდებულებების შესრულებას, ამ ეტაპზე რამდენია პროცენტული მაჩვენებლი ვალდებულებების შესრულების და იყოს მეტი ჩართულობა. სხდომის თავმჯდომარე: მიხეილ სარჯველაძე სხდომის მდივანი: მაკა ლაშხია