სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
- სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის თაობაზე" ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ინიციირებული ვარიანტი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61
📜 ტექსტი
ანგარიში
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
2020 წლის
საქმიანობის ანგარიში
1
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
თბილისი
2021
წელი
2
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სარჩევი
გენერალური აუდიტორის მიმართვა........................................................................... 4
2020 წლის ძირითადი შედეგები................................................................................... 6
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მისია, ღირებულებები
და სტრატეგიული მიზნები............................................................................................ 9
1. დამოუკიდებლობისა და მანდატის გაძლიერება................................................... 10
2. აუდიტორული საქმიანობა...................................................................................... 12
2.1 ძირითადი შედეგები......................................................................................... 13
2.2 რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობ ა.............................................. 43
2.3 აუდიტის ხარისხის კონტროლი და უზრუნველყოფა....................................... 46
3. ძირითადი პარტნიორების ჩართულობა................................................................ 47
3.1 თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთ
ან......................................... 48
3.2 თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან.......................................... 48
3.3 თანამშრომლობა სამართალდამცავ ორგანოებთან...................................... 49
3.4 საზოგადოებასთან ურთიერთობა.................................................................... 49
3.5 საერთაშორისო თანამშრომლობა.................................................................. 51
4. შიდა მმართველობა და ორგანიზაციული კულტურა............................................ 54
4.1 ეთიკური გარემოს გაუმჯობესება..................................................................... 55
4.2 შიდა ინფორმაციული სისტემები და უსაფრთხოებ ა....................................... 55
5. თანამშრომელთა პროფესიული განვითარება...................................................... 56
6. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობისა და
ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა........................................................................ 61
7. სამსახურის ფინანსები............................................................................................ 64
8. მომავლის ხედვა და არსებული გამოწვევები........................................................ 66
დანართები..................................................................................................................68
დანართი N1. 2020 წელს ჩატარებული აუდიტების სია........................................ 70
დ
ანართი N2. სამართალდამცავ ორგანოებში 2020 წელს გადაგზავნილი
ანგარიშების ჩამონათვალი.................................................................................... 72
დ
ანართი N3. დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის 2020 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე.............. 74
3
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
გენერალური აუდიტორის მიმართვა
წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს, რომელიც სამსახურის ხუთწლიანი განვითარების სტრატეგიის მესამე წლის შედეგებს მოიცავს.
2020 წელს გავრცელებულმა კორონავირუსის პანდემიამ ახალი გამოწვევები შექმნა და მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია აუდიტის სამსახურის მანდატით განსაზღვრული საქმიანობის პროცესზეც. შედეგად, შეფერხდა როგორც საჯარო უწყებებთან სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია, ასევე აუდიტების ჩასატარებლად საჭირო დოკუმენტაციაზე დროული და სრულყოფილი წვდომა. ამავდროულად,
პანდემია შეეხო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს, რამაც ასევე ნაწილობრივ
შეანელა აუდიტორული პროცედურების განხორციელება.
მიუხედავად იმისა, რომ პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა ასახვა ჰპოვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებაზე, სამსახურმა შეძლო მოეხდინა სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება, რათა მაქსიმალურად შეერბილებინა მის წინაშე არსებული რთული გამოწვევების ეფექტი.
აუდიტის სამსახურმა გასულ წელთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით გაზარდა ნაერთი ბიუჯეტის
დაფარვის მაჩვენებელი და 89% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლით, სამსახური კიდევ უფრო დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებით (PEFA) დადგენილ ინდიკატორებს.
აუდიტის სამსახურმა 2018 წლიდან დანერგა აუდიტის ახალი მიმართულება − უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი. აღნიშნული აუდიტის მიზანია საჯარო სექტორში არსებული სისტემური ხასიათის
ნაკლოვანებების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. 2020 წელს მიმდინარეობდა
აღნიშნული სახეობის ორი აუდიტი, რომელთაგან სამსახურმა ერთი აუდიტის ანგარიში უკვე გამოაქვეყნა, ხოლო მეორე დასრულების ეტაპზეა.
საანგარიშგებო პერიოდში სამსახურმა ჩაატარა 11 ეფექტიანობის აუდიტი. 2020 წელს ჩატარებულ აუდიტებში ეფექტიანობის აუდიტების წილმა 18% შეადგინა.
აუდიტის სამსახურის ძირითადი პროდუქტია აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციები და მათი
შესრულებით მოტანილი სარგებელი, რომელიც გამოიხატება საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებასა და მოქალაქეებისთვის ღირებულების შექმნაში. 2020 წლის აუდიტების ფარგლებში გაიცა 900მდე რეკომენდაცია. 2019 წელთან შედარებით რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი 42%-დან
47%-მდე გაიზარდა.
რეკომენდაციების რაოდენობის ზრდასთან ერთად სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათი მართვის ეფექტიანი მექანიზმების არსებობას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური
მუდმივად მუშაობს ამ მიმართულებით შიდა პროცესების ეფექტიანობის ამაღლებაზე. შედეგების გაუმჯობესებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების უკეთესი მონიტორინგის მიზნით, 2019 წელს
სამსახურმა შექმნა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა. სისტემას
მონიტორინგის პროცესი სრულად გადაჰყავს ელექტრონულ სივრცეში. შედეგად, სისტემა უზრუნველყოფს აუდიტის ობიექტებთან პროაქტიულ კომუნიკაციას, პროცესების ავტომატიზაციასა და მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვას.
2020 წელს დაიწყო სისტემის საპილოტე რეჟიმში დანერგვა იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ასევე შემუშავდა სისტემის მოხმარების ინსტრუქცია როგორც აუდიტის სამსახურის, ისე აუდი-
4
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ტის ობიექტის მხარისათვის. 2021-2022 წლებში აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება იქნება აღნიშნული სისტემის დანერგვა და პრაქტიკაში ამოქმედება.
რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობა. ამ მხრივ აღსანიშნავია აუდიტის ანგარიშების განხილვის პროცესი პარლამენტში. დარგობრივი უწყებების მონაწილეობით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა აუდიტის ანგარიშების განმხილველმა აუდიტის ჯგუფმა 2020 წელს განიხილა 21 აუდიტის ანგარიში, მათ
შორის: 11 − ფინანსური, 3 − შესაბამისობის და 7 − ეფექტიანობის აუდიტი.
აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობას განაგრძობენ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები. 2020
წელს მესამედ განხორციელდა მსოფლიო ბანკის (WB) მიერ დაფინანსებული პროექტის შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) ეფექტიანობის აუდიტი. ასევე, სხვა ქვეყნების
უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან ერთად სამსახური მონაწილეობდა ორ საერთაშორისო პარალელურ აუდიტში: წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) და ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის ეფექტიანობის აუდიტები.
საანგარიშგებო წელს, USAID-ის ხელშეწყობით, აუდიტის სამსახურმა აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურთან (GAO) თანამშრომლობით დაიწყო ახალი პროექტი − ეფექტიანობის აუდიტის მიგნებების ზეგავლენის განსაზღვრის პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ კონტროლს ახორციელებს მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი კერძო აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთი. 2019-2020 წლებში Deloitte-ის, ხოლო უკვე 2021 წელს − PwC-ის მიერ ჩატარებული ფინანსური აუდიტის ფარგლებში
სამსახური იღებს უპირობო დასკვნას.
აუდიტორული საქმიანობის პარალელურად, სამსახური თავის გამოცდილებასა და რესურსს აქტიურად იყენებს საჯარო სექტორში პრევენციული მექანიზმების დანერგვის მიმართულებით, რომელსაც
წარმატებით ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფუნქციისა და დასახული სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანი ფაქტორია მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მოზიდვა, შენარჩუნება და მათი განვითარების ხელშეწყობა. 2020 წელს წარმატებით გაგრძელდა აუდიტის სამსახურის
ინიციატივით შექმნილი სტაჟირების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა, პერსპექტიული
კადრების მოზიდვას, მათ პროფესიულ განვითარებასა და ამ გზით სამსახურის საქმიანობის გაძლიერებას.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული 18 აუდიტორ-სტაჟიორი დასაქმდა აუდიტის სამსახურში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინფორმაციული
ტექნოლოგიების გაუმჯობესებასა და ინტეგრირებას აუდიტის პროცესში. 2018 წლიდან დღემდე, სამსახურმა შეისყიდა და დანერგა უსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის არაერთი
სისტემა და შეიმუშავა რიგი IT უსაფრთხოების პოლიტიკა, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიურ გამოწვევებს და უზრუნველყოფენ სამსახურის ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გამართულ ფუნქციონირებას.
სამსახური აქტიურად აგრძელებს მუშაობას სტრატეგიით განსაზღვრული ყველა მიზნის დროულად და
ეფექტიანად მისაღწევად.
ერეკლე მექვაბიშვილი
გენერალური აუდიტორი
5
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
2020 წლის ძირითადი შედეგები
1. დამოუკიდებლობისა და მანდატის გაძლიერება
• 2018 წლიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ კონტროლს ახორციელებს მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი კერძო აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთი. 20192020 წლებში Deloitte-ის, ხოლო უკვე 2021 წელს − PwC-ის მიერ ჩატარებული ფინანსური
აუდიტის ფარგლებში სამსახური იღებს უპირობო დასკვნას.
2. აუდიტორული საქმიანობა
• ჩატარდა 60 აუდიტი, მათ შორის 11 − ფინანსური, 37 − შესაბამისობის, 1 − უწყებათაშორისი შესაბამისობისა და 11 ეფექტიანობის აუდიტი;
• ჩატარებული 11 ფინანსური აუდიტიდან პირობითი მოსაზრება გაიცა 6 შემთხვევაში,
ხოლო მოსაზრებების 45% (5 მოსაზრება) იყო უარყოფითი;
• ეფექტიანობის აუდიტების წილმა მთლიან აუდიტორულ საქმიანობაში 18% შეადგინა;
• ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი გაიზარდა 2 პროცენტული პუნქტით და 89% შეადგინა;
• სამსახურმა ჩაატარა 1 უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი − საჯარო სექტორში
ინვენტარიზაციის პროცესის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის ფარგლებში თემატურად
დაიფარა 9 საბიუჯეტო ორგანიზაცია;
• 2020 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მსოფლიო ბანკის (WB) პროექტის ეფექტიანობის აუდიტი;
• პოლონეთის, უკრაინის, სერბეთისა და სხვა ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან ერთად სამსახური მონაწილეობდა 2 საერთაშორისო პარალელურ აუდიტში:
წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) ეფექტიანობის აუდიტი და ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის ეფექტიანობის აუდიტი;
• 2020 წელს დაიწყო რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული
სისტემის1 საპილოტე რეჟიმში დანერგვა იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ასევე შემუშავდა სისტემის მოხმარების ინსტრუქცია, როგორც აუდიტის სამსახურის,
ისე აუდიტის ობიექტის მხარისათვის;
• სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა 28 აუდიტის შესაბამისი მასალა.
1
https://aris.sao.ge
6
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
3. ძირითადი პარტნიორების ჩართულობა
თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან
• პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა აუდიტის ანგარიშების განმხილველმა აუდიტის ჯგუფმა განიხილა 21 აუდიტის ანგარიში, მათ შორის: 11 − ფინანსური, 3 − შესაბამისობისა და 7 ეფექტიანობის აუდიტი.
ჩართულობა და გამჭვირვალობა
• 2020 წელს სამსახურის მიერ მიღებული 44 მომართვიდან, 47% გათვალისწინებულ იქნა
2020-2021 წლების აუდიტორული საქმიანობის გეგმებში;
• განახლდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ვებგვერდები,2 რის შედეგად კიდევ უფრო გამარტივდა გამოქვეყნებული ინფორმაციების მოძიება/ანალიზი;
• დამტკიცდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომუნიკაციის სტრატეგია.
საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
• USAID-ის ხელშეწყობით სამსახურმა აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურთან (GAO) თანამშრომლობით დაიწყო ახალი პროექტი, ეფექტიანობის აუდიტის
მიგნებების ზეგავლენის განსაზღვრის პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით;
• სამსახურმა გაიმარჯვა საუდის არაბეთის სამეფოს გენერალური აუდიტის სასამართლოს
მიერ დაფუძნებული ფონდის − „საუდის ფონდი უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების გაუმჯობესებული შესაძლებლობები“ საგრანტო კონკურსში. მიღებული გრანტი,
100,000 აშშ დოლარის ოდენობით, 2021-2022 წლებში მოხმარდება სამსახურის IT
ინფრასტრუქტურის გაძლიერებას;
• 2020 წელს სამსახურის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს INTOSAI-ის, EUROSAI-ისა და ASOSAI-ის 20-მდე საერთაშორისო ონლაინ შეხვედრასა და ვებინარში;
• სამსახური გაწევრიანდა დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ინიციატივით შექმნილ EUROSAI-ის სამუშაო ჯგუფში COVID-19 პანდემიის
რეაგირების აუდიტთან დაკავშირებით;
• აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიმდინარეობდა პროექტები
სხვადასხვა მიმართულებით, დონორი ორგანიზაციების GIZ, EU, WB, USAID მხარდაჭერით.
2
https://www.sao.ge/ka/
https://monitoring.sao.ge/
7
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
4. შიდა მმართველობა და ორგანიზაციული კულტურა
• განახლდა ფინანსური და შესაბამისობის აუდიტების აუდიტის მართვის სისტემის (AMS)
სახელმძღვანელოები და სხვადასხვა სამუშაო დოკუმენტი;
• 2020 წელს სამსახურმა ჩაატარა 2018-2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის
მიზნობრივი ჩარჩოს შუალედური შეფასება და დაიწყო მუშაობა სტრატეგიის განახლების მიმართულებით;
• სამსახურში შეიქმნა მუდმივმოქმედი ეთიკის კომისია, ასევე დაიწყო მუშაობა ეთიკის სახელმძღვანელოს შემუშავებაზე.
5. თანამშრომელთა პროფესიული განვითარება
• 2020 წელს შეფასების საფუძველზე დაწინაურდა 49 თანამშრომელი. თანამშრომელთა
შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, სამსახურმა შეიმუშავა პროფესიული საჯარო მოხელის განვითარების 2020 წლის გეგმა, რაც ემსახურება თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და შესაძლებლობების გაძლიერებას;
• სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაცია აიმაღლა სამსახურის 120-ზე მეტმა თანამშრომელმა;
• 2020 წელს წარმატებით გაგრძელდა აუდიტის სამსახურის ინიციატივით შექმნილი სტაჟირების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში შერჩეული 18 აუდიტორ-სტაჟიორი დასაქმდა აუდიტის სამსახურში;
• სამსახურის 93 თანამშრომელი ფლობს სსიპ - საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სერტიფიკატს, 43 თანამშრომელი − ACCA-ის, 6 თანამშრომელი − IT მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებულ, 2 თანამშრომელი − CFA-სა და CFM-ის სერტიფიკატებს;
• 2020 წელს სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ჩაატარა 20-მდე ტრენინგკურსი, რომელსაც დაესწრო 727 მსმენელი. საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამა გაიარა 62-მა პირმა;
• სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ორგანიზებით, „მუნიციპალური განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებული სასწავლო კურსი გაიარა მუნიციპალიტეტების 130-ზე მეტმა წარმომადგენელმა.
8
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მისია,
ღირებულებები და სტრატეგიული მიზნები
მისია
ხედვა
დამოუკიდებელი და ხარისხიანი
აუდიტორული საქმიანობით
შევქმნათ ღირებულება და
სარგებელი საზოგადოებისთვის,
პარლამენტისა და
მთავრობისთვის.
აღვასრულოთ
ჩვენი მოვალეობა
კეთილსინდისიერად და
ხარისხიანად.
ღირებულებები
დამოუკიდებლობა
ჩვენი საქმიანობა
ეფუძნება
მიუკერძოებლობის
და ობიექტურობის
პრინციპებს.
პროფესიონ
ალიზმი
ჩვენი თანამშრომლები საქმიანობას წარმართავენ
მაღალი პროფესიული სტანდარტების,
კეთილსინდისიერებისა და ეთიკის
შესაბამისად.
ობიექტურობა
ჩვენი საქმიანობა
ემყარება
სამართლიანობის,
სანდოობისა და
ნეიტრალიტეტის
პრინციპებს.
გამჭვირვალობა
ჩვენ ვართ ანგარიშვალდებულნი
საზოგადოების
წინაშე და უზრუნველვყოფთ შესაბამისი ინფორმაციის
საჯაროობას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
სტრატეგიული მიზნები
მიზანი 1:
დამოუკიდებლობისა და მანდატის
გაძლიერება
მიზანი 2:
მაღალხარისხიანი
აუდიტორული საქმიანობის შედეგად
საჯარო ფინანსების
მართვის თვისობრივი გაუმჯობესება
მიზანი 3:
ძირითადი
პარტნიორების
ჩართულობის
გაძლიერება
მიზანი 4:
მმართველობის
სისტემის
გაძლიერებით
ეფექტიანობის
ამაღლება
მიზანი 5:
თანამშრომელთა
პროფესიული
განვითარება
9
1.
დამოუკიდებლობისა და მანდატის
გაძლიერება
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციისთვის დამოუკიდებლობა უმთავრესი ღირებულებაა, რომლის განმტკიცებაზე ზრუნვა მუდმივი პროცესია.
დამოუკიდებლობის გარანტიები დიდ გავლენას
ახდენს უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობაზე, მათ რეპუტაციასა და ნდობაზე.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონისათვის „ორგანული კანონის“ სტატუსის მინიჭებამ კიდევ უფრო გააძლიერა სამსახურის
დამოუკიდებლობის გარანტიები და დაუახლოვა
საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე, ამ მხრივ
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური კონტროლის
განხორციელება მსოფლიოს ოთხი უმსხვილესი
კერძო აუდიტორული კომპანიის მიერ. შედეგად,
2019-2020 წლებში Deloitte-ის, ხოლო უკვე 2021
წელს − PwC-ის მიერ ჩატარებული ფინანსური
აუდიტის ფარგლებში სამსახური იღებს უპირობო
დასკვნას.
დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განაგრძობს აქტიურ კონსულტაციებს საქართველოს პარლამენტთან აუდიტორული
მანდატის საერთაშორისო სტანდარტებთან შემდგომი დაახლოების მიზნით. ამ კუთხით, აღსანიშნავია, ევროკავშირის ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშვალდებულების
(EGFA) დოკუმენტის ფარგლებში ქვეყნის მიერ
გაცხადებული ვალდებულება, შემოსავლების აუდიტის მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მანდატის გაძლიერების შესახებ.
11
2.
აუდიტორული საქმიანობა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
2.1 ძირითადი შედეგები
2020 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 60 აუდიტი (იხ. დანართი N1) და ჯამურად
დაფარა 13.8 მლრდ ლარზე მეტი. შედეგად, 2019
წელთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი
დაფარვის მაჩვენებელი და 89% შეადგინა. ჩატარდა 11 − ფინანსური, 38 − შესაბამისობისა და 11
− ეფექტიანობის აუდიტი.
საანგარიშო პერიოდში ჩატარებული 38 შესაბამისობის აუდიტიდან ერთი უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი იყო. აუდიტის აღნიშნული
მიმართულება სახელმწიფო აუდიტის სამსახურში
დაინერგა 2018 წელს და ამ პერიოდში ჩატარდა
3 აუდიტი. უწყებათაშორისი აუდიტის ფარგლებში თემატურად იფარება ათეულობით საბიუჯეტო
ორგანიზაცია, განსხვავებით ტრადიციული შესაბამისობის აუდიტისა, რომელიც კონცენტრირებულია ერთ უწყებაზე. აღნიშნული სახეობის აუდიტი
ამცირებს ჩატარებული აუდიტების რაოდენობას,
მაგრამ მნიშვნელოვნად ზრდის აუდიტის შედეგად მოტანილ სარგებელსა და დაფარული ორგანიზაციების რიცხვს როგორც ცენტრალურ, ასევე
მუნიციპალურ დონეზე.
დიაგრამა 1. ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი
დაფარვის მაჩვენებელი (მლნ ლარი, %)
13,893; 89%
14,000
12,000
11,001; 85%
12,003; 87%
10,000
8,000
6,000
4,000
2,000
0
2018 წელი
2019 წელი
2020 წელი
დიაგრამა 2. ჩატარებული აუდიტების რაოდენობა
სახეობებისა და წლების მიხედვით3
60
53
37
37
40
25
20
0
12
0
2018 წელი
16
15
11
11
2
1
2019 წელი
2020 წელი
ფინანსური
ეფექტიანობა
შესაბამისობა
უწყებათაშორისი შესაბამისობა
3
ფინანსური აუდიტების რაოდენობის შემცირება გამოიწვია, ერთი მხრივ, მთავრობის სტრუქტურაში განხორციელებულმა
ცვლილებებმა (სამინისტროების გაერთიანებამ), ხოლო, მეორე მხრივ, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების
შემთხვევაში ინდივიდუალური უწყებების ფინანსური აუდიტების ნაცვლად, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ბიუჯეტის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის განხორციელებამ.
13
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტები
შესაბამისობის აუდიტების შედეგად გამოვლენილი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში სისტემურია და
საერთოა საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობისათვის. ამასთანავე, მსგავსი ნაკლოვანებების აღმოფხვრა ზოგჯერ სცდება ინდივიდუალური უწყების უფლებამოსილებას. სწორედ ამიტომ,
უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტის მიზანია
საჯარო სექტორში არსებული სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების გამოვლენა და შესაბამისი
რეკომენდაციების გაცემა. სამსახურმა 2020 წელს
ჩაატარა საჯარო სექტორში ინვენტარიზაციის პროცესის უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი.
ქვემოთ მოცემულია აღნიშნული აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი ზოგიერთი მნიშვნელოვანი მიგნება და მათ აღმოსაფხვრელად გაცემული
რეკომენდაციები.
საჯარო სექტორში ინვენტარიზაციის
პროცესის შესაბამისობის აუდიტი
საჯარო სექტორში ინვენტარიზაციის პროცესი
სისტემური ტიპის ნაკლოვანებებით ხასიათდება, რაზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა
და კერძო აუდიტორული კომპანიების მიერ ჩატარებული აუდიტის ანგარიშებიც მიუთითებს.
კერძოდ, 2019 წელს აუდიტის სამსახურის მიერ
ჩატარებულ 10 სამინისტროს ფინანსურ აუდიტსა
და კერძო აუდიტორული კომპანიების მიერ ჩატარებულ სახელმწიფო საწარმოების 32 ფინანსური აუდიტიდან 8-ში, პირობითი ან უარყოფითი
მოსაზრების ერთ-ერთ საფუძვლად მოყვანილია
ინვენტარიზაციის პროცესთან დაკავშირებული
ხარვეზები. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო
აუდიტის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია,
უწყებათაშორისი აუდიტის ფარგლებში შეესწავლა აღნიშნული საკითხი.
მიგნება 1: სახელმწიფო კომპანიებში ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესზე საზედამხედველო
კონტროლი არ არის ეფექტიანი.
რეკომენდაცია: სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტების მხრიდან კომპანიებზე კონტროლის
გაძლიერების, აქტივების და ვალდებულებების
ეფექტიანი მართვისა და გამოყენებისათვის, მი-
14
ზანშეწონილია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით, საჯარო
სექტორის ერთეულებისათვის დადგინდეს ინვენტარიზაციის ჩატარების ერთიანი წესი და განისაზღვროს ზემდგომი ორგანოსათვის ინფორმაციის
წარდგენის პერიოდულობა. მიზანშეწონილია, იმ
ორგანიზაციებმა, რომლებიც ფლობენ სპეციფიკურ აქტივებს, შეიმუშაონ ინვენტარიზაციის შიდა
ინსტრუქციები, სადაც გაწერილი იქნება ინვენტარიზაციის ჩატარების ტექნიკური საკითხები.
მიგნება 2: ორგანიზაციების ნაწილში საინვენტარო აღწერები საერთოდ არ ტარდება, ნაწილში
კი ტარდება მანუალურად და არ არის გამოყენებული ელექტრონული საშუალებები.
რეკომენდაცია: საჯარო სექტორში ინვენტარიზაციის ჩატარების ერთიანი პრაქტიკის დამკვიდრების, ინვენტარიზაციის პროცესის გამარტივების,
შრომითი დანახარჯის, შეცდომის ან თაღლითობით გამოწვეული უზუსტობის რისკის შესამცირებლად, მიზანშეწონილია ფინანსთა სამინისტრომ
საჯარო სექტორში დანერგოს საინვენტარო აღწერის ელექტრონული საშუალებები.
მიგნება 3: ფინანსური აქტივების და ვალდებულებების ინვენტარიზაციისას არ ხორციელდება ანაზღაურების შესაძლებლობისა და ზუსტი ნაშთის დადგენა.
რეკომენდაცია: ფინანსური აქტივების და ვალდებულებების სამართლიანი წარდგენისა და დებიტორული დავალიანებების ანაზღაურების პროცესის დროულად წარმართვის მიზნით, ყოველი
საანგარიშგებო წლის დასრულებისას, ორგანიზაციებმა მოქმედი კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, შეაფასონ აქტივების
ამოღების და ვალდებულებების დაფარვის ალბათობა და იმსჯელონ ჩამოწერის ან ფინანსურ
ანგარიშგებაში მათი ასახვის შესახებ.
მიგნება 4: საბიუჯეტო ორგანიზაციებში ინვენტარიზაციის პროცესში ნორმატიული დოკუმენტით დადგენილი ფორმები ვერ პასუხობს ინვენტარიზაციით
მისაღწევ მთავარ მიზნებს, კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს აქტივების მდგომარეობის, გამოყენების,
შენახვისა და გაუფასურების საკითხების შეფასებას,
დოკუმენტირებას და საჭიროებს დახვეწას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
რეკომენდაცია: საბიუჯეტო ორგანიზაციებში
ინვენტარიზაციის პროცესის გამარტივებისა და
ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით,
ფინანსთა სამინისტრომ განაახლოს შესაბამისი
ნორმატიული აქტები, მათ შორის, საინვენტარიზაციო კომისიის მიერ არაფინანსური აქტივების, ფინანსური აქტივების და ვალდებულებების
საინვენტარიზაციო აღწერის და ჩამოწერის ფორმები.
ფინანსური და შესაბამისობის აუდიტების შედეგები
მიგნება 5: ორგანიზაციებში სათანადოდ არ ხორციელდება გამოუყენებელი და ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი აქტივების იდენტიფიცირება და ზემდგომ ორგანოსთან ერთად შემდგომი
განკარგვის ღონისძიებების გატარება, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს მისაღებ შემოსავლებზე.
შესაბამისობის აუდიტის მიზანია დაადგინოს
აუდიტის ობიექტის საქმიანობის შესაბამისობა
კანონმდებლობასთან, მარეგულირებელ ნორმებთან, სახელშეკრულებო მოთხოვნებთან და
ორგანიზაციულ პოლიტიკასთან მიმართებით.
რეკომენდაცია: ორგანიზაციებმა, მათ მფლობელობაში არსებული არაფინანსური აქტივების
ეფექტიანი განკარგვისა და დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, უზრუნველყონ გამოუყენებელი და ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი
აქტივების იდენტიფიცირება და ზემდგომ ორგანოსთან ერთად იმსჯელონ მათი შემდგომი განკარგვის (გაყიდვა, გადაცემა, ჩამოწერა) ღონისძიებების შესახებ.
ფინანსური აუდიტის ფარგლებში, სახელმწიფო
აუდიტის სამსახური ამოწმებს და აფასებს საჯარო დაწესებულების ანგარიშსა და ანგარიშგებას,
ასევე შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციონირებას. აუდიტის შედეგების საფუძველზე
სამსახური გასცემს დასკვნას ორგანიზაციის ფინანსური ანგარიშგების სისრულესა და სიზუსტეზე.
2020 წელს აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 11 ფინანსური და 37 შესაბამისობის აუდიტი, რაც ამ
წელს განხორციელებული აუდიტების საერთო
რაოდენობის 80%-ს შეადგენს. ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების
ჯამურმა მოცულობამ 35 მლნ ლარი შეადგინა.
აღნიშნული, ძირითადად, არის საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევები და არ მოიცავს აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებებით
იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს.
დარღვევის კატეგორია
შესყიდვების მართვა4
აქტივების მართვა5
საბიუჯეტო რესურსების მართვა6
10,045 ათასი
10,521 ათასი
14,411 ათასი
სულ: 34,978 ათასი
4
მომწოდებლისათვის საჯარიმო სანქციის ან პირგასამტეხლოს დაუკისრებლობა; მომწოდებლის მიერ საჯარიმო სანქციის
ან პირგასამტეხლოს გადაუხდელობა; დოკუმენტური დასაბუთების გარეშე ანაზღაურებული სამუშაოები; მომწოდებლის
მიერ შეუსრულებელი ან ნაწილობრივ დასრულებული სამუშაოები; სატენდერო დოკუმენტაციაში შემზღუდავი პირობების
არსებობის შედეგად არაეკონომიურად გახარჯული თანხები.
5
იჯარით გაცემულ სახელმწიფო ქონებაზე გადაუხდელი საიჯარო ქირა; ბუნებრივი რესურსების სარგებლობიდან ბიუჯეტში
მიუმართავი სახსრები; სახელმწიფო ქონების პრივატიზება საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად; საიჯარო ქირის გარეშე
სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონება.
6
ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებზე საბაზრო ღირებულებაზე მეტი ოდენობით თანხების ანაზღაურება; შესყიდული
საქონლის/მომსახურების გამოუყენებლობა; საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო
ნორმების შეუსაბამოდ გაწეული ხარჯები.
15
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
აუდიტის სამსახურმა გააანალიზა გასული წლის
ფინანსური და შესაბამისობის აუდიტების ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები და გამოკვეთა ისეთი სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები,
რომლებიც მნიშვნელოვანი და აქტუალურია.
ფინანსური აუდიტის შედეგები
საჯარო სექტორში ფინანსური აღრიცხვა
ანგარიშგება მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით
ხასიათდება. ამ სფეროში არსებულ სისტემურ
გამოწვევებზე მიუთითებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ აუდიტებში გაცემული
მოსაზრებების7 სტატისტიკა, რომელიც აფასებს
საჯარო უწყების მიერ წარმოებული ფინანსური
ანგარიშგების სისრულესა და სიზუსტეს. 2020
წელს სამსახურის მიერ ჩატარებული 11 ფინანსური აუდიტიდან, პირობითი მოსაზრება გაიცა 6
შემთხვევაში, ხოლო მოსაზრებების 45% (5 მოსაზრება) იყო უარყოფითი.
დიაგრამა 3. 2020 წელს ჩატარებული 11 ფინანსური აუდიტის განაწილება გაცემული მოსაზრების
ტიპების მიხედვით
45%
პირობითი
მოსაზრება
7
55%
უარყოფითი
მოსაზრება
ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით 2018-2020 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული 52 აუდიტიდან, 51-ში
გაცემულია პირობითი ან უარყოფითი მოსაზრება. მხოლოდ 1 აუდიტის შემთხვევაში გამოითქვა
უპირობო მოსაზრება, ანუ აუდიტის ფარგლებში
არ გამოვლენილა არსებითი უზუსტობები.
დიაგრამა 4. 2018-2020 წლებში ფინანსური აუდიტის ფარგლებში გაცემული მოსაზრების ტიპების
სტატისტიკა
20
18
15
10
8
5
0
7 7
6
0
1
5
0
0 0 0
უპირობო
მოსაზრება
პირობითი
მოსაზრება
2018
უარყოფითი
მოსაზრება
2019
მოსაზრების
გამოთქმაზე
უარი
2020
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ერთ
ერთი პრიორიტეტია სახელმწიფო სახსრების
მართვის, აღრიცხვისა და ანგარიშგების კუთხით
არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება. აღნიშნული მიზნით, 2009 წლიდან დაიწყო საჯარო
სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმა,
რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) სრულად დანერგვას 2020
ფინანსური აუდიტში გამოთქვამენ ოთხი ტიპის მოსაზრებას:
• უპირობო მოსაზრება − აუდიტის ფარგლებში არ გამოვლენილა არსებითი უზუსტობები;
• პირობითი მოსაზრება − აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი უზუსტობები ფინანსური ანგარიშგებისთვის არსებითია,
მაგრამ არა ყოვლისმომცველი;
• უარყოფითი მოსაზრება − აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი უზუსტობები ფინანსური ანგარიშგებისთვის არსებითიცაა
და ყოვლისმომცველიც;
• უარი მოსაზრების გამოთქმაზე − აუდიტორებს არ შეუძლიათ საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულების
მოპოვება, რომელთაც დაეყრდნობა მათი მოსაზრება.
16
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
წლისათვის. მიუხედავად რეფორმის ფარგლებში
განხორციელებული მრავალი აქტივობისა, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ფინანსური ინფორმაციის
აღრიცხვა-ანგარიშგების კუთხით ისევ შეინიშნება
სისტემური ხარვეზები. არსებული ნაკლოვანებების მთავარი გამომწვევი მიზეზებიდან აღსანიშნავია:
• ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება ნაკლებად პრიორიტეტულია საჯარო
სექტორში;
• საჯარო სექტორისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა პერსონალის კვალიფიკაცია, მათ შორის, აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) მიმართულებით;
• აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემის გაუმჯობესება დაკავშირებულია ფინანსურ რესურსებთან.
აუდიტის ანგარიშებში წარმოდგენილია ხარისხობრივად და რაოდენობრივად არსებითი უზუსტობები. გამოვლენილი დარღვევები შეიძლევა დაჯგუფდეს 4 სისტემურ საკითხად:
•
•
•
•
აქტივების მართვა;
მოთხოვნები და ვალდებულებები;
აღრიცხვა-ანგარიშგება;
ზოგადი კონტროლის მექანიზმები.
აქტივების მართვასთან დაკავშირებული
ნაკლოვანებები
ფინანსური აუდიტების ფარგლებში აქტივების მართვის კუთხით გამოვლენილი ნაკლოვანებების
მაგალითებია:
• ფინანსურ ანგარიშგებაში აღურიცხავი ან ნულოვანი ღირებულებით აღრიცხული აქტივები;
• აქტივები, რომლებსაც არ ფლობს ან არ განკარგავს ორგანიზაცია, გამოუსადეგარია მოხმარებისთვის და აღრიცხულია ფინანსურ ანგარიშგებაში;
• აქტივები, რომლებიც აღრიცხულია არასწორი
კლასიფიკაციით ან არასწორი ღირებულებით;
• ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესთან დაკავშირებული ნაკლოვანებები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის ფინანსური აუდიტი
სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხულია 16.5 მლნ ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლები, რომლებზეც უწყება ფაქტობრივ
კონტროლს არ ფლობს და საკუთრების უფლება
რეგისტრირებულია დევნილ და ეკომიგრანტ ბენეფიციარებზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის ფინანსური აუდიტი
არ არის შეფასებული და აღრიცხული ბალანსში
შესაბამის ანგარიშებზე სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის სხვადასხვა დროს სარგებლობაში გადაცემული და რეგისტრირებული
ქონება (მიწა − 335 ათასი კვ.მ და შენობა-ნაგებობები − 2,833 კვ.მ). ასევე, არ არის შეფასებული
და აღრიცხული სსიპ − საქართველოს თეატრის,
მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო
მუზეუმი – ხელოვნების სასახლის შენობა, რომელიც სსიპ-ს გადაეცა 1988 წელს და 2007 წლიდან
მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
სტატუსი და სსიპ − დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შენობა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის ფინანსური აუდიტი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის აღრიცხული მის შვილობილ
შპს-ებში განხორციელებული ქონებრივი შენატანები, ჯამურად, 192 მლნ ლარის ოდენობით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019
წლის ფინანსური აუდიტი
სამინისტროში რიგ შემთხვევებში პირველად დოკუმენტაციაში მითითებული და ბუღალტრულ ჩანაწერებში აღრიცხული აქტივის ღირებულებები
განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, შპს
„საქართველოს მელიორაციიდან“ მიღებული ინ-
17
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
ფორმაციით, კომპანიის კაპიტალში განხორციელებული შენატანები შეადგენს 899.8 მლნ ლარს, რაც
45.7 მლნ ლარით ნაკლებია სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ თანხასთან შედარებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატის 2019 წლის ფინანსური აუდიტი
თბილისის მერიის 2019 წლის ბიუჯეტის
შესრულების ანგარიშის ფინანსური აუდიტი
მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების
მიერ შესყიდული 30-ზე მეტი დასახელების ნერგი,
ჯამური ღირებულებით − 4.4 მლნ ლარი, აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს, თუმცა აღრიცხულია როგორც ხარჯი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
2019 წლის ფინანსური აუდიტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების
2019 წლის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი
სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ბალანსზე აღრიცხულია შენობა-ნაგებობები,
მიწა და დაუმთავრებელი მშენებლობები, ღირებულებით − 10 მლნ ლარი, რომლებიც არ არის
მათ ფაქტობრივ სარგებლობაში.
ფინანსურ ანგარიშგებაში არაფინანსური აქტივების ჯამური ნაშთი არასწორადაა შემცირებული
1.6 მლნ ლარით, ხოლო წმინდა ღირებულების
ნაშთი 334 ათასი ლარით ნაკლები ოდენობითაა
წარმოდგენილი.
სამინისტროში ნაშთად ირიცხება 3.1 მლნ ლარის
ღირებულების ქონება, რომელიც ვერ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
2019 წლის ფინანსური აუდიტი
სამინისტროში ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მნიშვნელოვანი ნაწილი არ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმს. მაგალითად, ბალანსიდან არ არის ჩამოწერილი
საბინაო ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით სამხედრო
მოსამსახურეების საკუთრებაშია; ასევე ბალანსზე
ასახულია ისეთი მიწები, რომლებსაც სამინისტრო არ ფლობს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების
2019 წლის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი
ფინანსურ ანგარიშგებაში 1,849 ერთეული სასოფლო-სამეურნეო/არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის აღურიცხველობის შედეგად, არაფინანსური
აქტივების ნაშთი არანაკლებ 449 მლნ ლარით
ნაკლები ოდენობით არის წარმოდგენილი.
18
მოთხოვნებთან და ვალდებულებებთან
დაკავშირებული ნაკლოვანებები
მოთხოვნებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები მოიცავს ისეთი ტიპის
დარღვევებს, როგორებიცაა:
• მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლებიც
არ აკმაყოფილებენ ფინანსურ ანგარიშგებაში
აღიარების კრიტერიუმებს;
• მოთხოვნები და ვალდებულებები, რომლებიც
აღრიცხულია არასწორი კლასიფიკაციით ან
არასწორი ღირებულებით;
• მოთხოვნები და ვალდებულებები, რომელთა
არსებობასა და სისწორეზე რწმუნება ვერ იქნა
მიღებული.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის ფინანსური აუდიტი
სამინისტროში ვერ დადასტურდა 30 მლნ ლარის დებიტორული დავალიანების არსებობა და
სისწორე. ასევე, ფინანსურ ანგარიშგებაში აღ-
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
რიცხულია 2004-2010 წლებში წარმოქმნილი
4.4 მლნ ლარის კრედიტორული დავალიანება,
რომლის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას სამინისტრო არ ფლობს ან არ არის
იდენტიფიცირებადი კონკრეტული კრედიტორების დონეზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის ფინანსური აუდიტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტს კრედიტორულ დავალიანებებში აღრიცხული აქვს 5.9 მლნ
ლარის მოცულობის ისეთი ვადაგადაცილებული
ვალდებულებები, რომლებიც წარმოშობილია
2004-2015 წლებში და მათზე 2019 წელს ბრუნვა
არ განხორციელებულა. წარმოშობის თარიღის
გათვალისწინებით, დავალიანებების მნიშვნელოვანი ნაწილი ხანდაზმულია.
საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019
წლის ფინანსური აუდიტი
სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხულია 2004-2009 წლებში სხვადასხვა იურიდიულ
პირზე გაცემული სესხების შედეგად წარმოქმნილი 11.2 მლნ ლარის ისეთი დებიტორული დავალიანებები, რომელთა ამოღების ალბათობა
მცირეა. ასევე, სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია 1996-2009 წლებში წარმოშობილი და ლიკვიდირებული ორგანიზაციების ბალანსებიდან გადმოსული ვადაგადაცილებული
კრედიტორული დავალიანებები − 5.5 მლნ ლარის ოდენობით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის ფინანსური აუდიტი
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე
რიცხული დებიტორული დავალიანებები, შესაბამისად, 1.7 მლნ ლარისა და 2.4 მლნ ლარის
ოდენობით, დებიტორის ლიკვიდაციისა და ხანდაზმულობის გათვალისწინებით, ექვემდებარება ბალანსიდან ჩამოწერას.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
2019 წლის ფინანსური აუდიტი
სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს საგადასახადო
აღრიცხვის ბარათებზე ირიცხება ძველი პერიოდიდან მომდინარე გაურკვეველი ნაშთები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვერ მიიღო
რწმუნება ბალანსზე არსებული 4.7 მლნ ლარის
საგადასახადო მოთხოვნებისა და 818 ათასი ლარის საგადასახადო ვალდებულებების სისრულესა და სიზუსტეზე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
2019 წლის ფინანსური აუდიტი
სამინისტროს ბალანსზე აღრიცხული მთლიანი დებიტორული დავალიანების, დაახლოებით,
55% (თანხით − 239 მლნ ლარი) ისეთი დავალიანებებია, რომლებზეც მათი წარმოქმნიდან (19962010 წლები) არ განხორციელებულა ოპერაციები.
შესაბამისად, ხანდაზმულობიდან გამომდინარე,
მათი დაფარვის ალბათობა მცირეა.
აღრიცხვა-ანგარიშგებასთან დაკავშირებული
ნაკლოვანებები
ფინანსური აუდიტების ფარგლებში გამოვლენილი სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების
მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებით არსებულ
ხარვეზებს, რაც, ძირითადად, გამოწვეულია იმ
ფაქტით, რომ სამინისტროების უმრავლესობაში
არ არის შემუშავებული და დანერგილი აღრიცხვის ინსტრუქციით მოთხოვნილი სააღრიცხვო
პოლიტიკა. ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა
ფინანსური აღრიცხვის საინფორმაციო სისტემების შესყიდვა და მათი სწორი მოხმარება (რადგან
ზოგიერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში აღრიცხვა
წარმოებს MS Excel-ის საშუალებით). ეს უკანასკნელი იწვევს მთელ რიგ უზუსტობას აქტივებზე
დარიცხული ცვეთის გაანგარიშებაში, ნაშთებისა
და ოპერაციების არასწორ კლასიფიკაციასა და/
ან დროში გამიჯვნაში და უზუსტობებს − სააღრიცხვო მონაცემებში.
19
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის ფინანსური აუდიტი
ფინანსური ანგარიშგების კონსოლიდაციისას,
სამინისტროს მიერ არასრულადაა ელიმინირებული სისტემაში შემავალ ერთეულებს შორის
ოპერაციები. კერძოდ, შიდა ჯგუფური ოპერაციების თანხა შეადგენდა 101.7 მლნ ლარს, საიდანაც
ელიმინირებულია მხოლოდ 62.9 მლნ ლარი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის ფინანსური აუდიტი
სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების კონსოლიდაციისას არასრულად არის ელიმინირებული კონტროლირებად ორგანიზაციებს შორის
განხორციელებული ოპერაციებით წარმოქმნილი
შემოსავლები და ხარჯები. შედეგად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გაზრდილია
შემოსავალი და ხარჯი − 25.4 მლნ ლარის ოდენობით.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2019 წლის ფინანსური აუდიტი
სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური
ანგარიშგება არ მოიცავს ყველა კონტროლირებად ერთეულს, რაც ეწინააღმდეგება აღრიცხვის
ინსტრუქციის მოთხოვნებს.
აქტივებს ცვეთა არ ერიცხება იმის გამო, რომ მარეგულირებელი ნორმებით და სამინისტროს ინიციატივით ამორტიზაციის კოეფიციენტი არ არის
დადგენილი. აღნიშნული საკითხი დამახასიათებელი პრობლემაა ძალოვანი უწყებებისთვის.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
2019 წლის ფინანსური აუდიტი
სამინისტროს მიერ თანხობრივად აღრიცხულია ისეთი აქტივები, რომლებიც განბაჟებული
არ არის, ხოლო ქვედანაყოფები ასეთ აქტივებს
აღრიცხავენ მხოლოდ რაოდენობრივად. მაგალითად, 2019 წელს 3.7 მლნ ლარის ღირებულების განუბაჟებელი აქტივები თანხობრივად აღრიცხული არ არის.
ასევე, სამხედრო სისტემებს დაერიცხა 1.9 მლნ
ლარის ოდენობით ცვეთა, თუმცა სამინისტროს
არ აქვს შემუშავებული და დამტკიცებული აღნიშნული კატეგორიის ქონებაზე ცვეთის ნორმა.
ზოგადი კონტროლის მექანიზმებებთან
დაკავშირებული ნაკლოვანებები
ფინანსური აუდიტების ფარგლებში მნიშვნელოვანი ხარვეზებია იდენტიფიცირებული ეფექტიანი კონტროლის გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით. კერძოდ, გამოვლენილია ისეთი
სისტემური ნაკლოვანებები, როგორებიცაა:
ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ასახული ინფორმაცია სასამართლოში მიმდინარე დავების
შესახებ, რომელთა სავარაუდო თანხა შეადგენს
16.5 მლნ ლარს.
• დეტალური პროცესების და პროცედურების
არარსებობა;
• IT და ეფექტიანი მონიტორინგის სისტემების
არქონა ან/და გაუმართაობა;
• ხარვეზები ფინანსური ოპერაციების სათანადო
დოკუმენტირებასა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომუნიკაციაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის ფინანსური აუდიტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
2019 წლის ფინანსური აუდიტი
სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში
„გრძელვადიანი მცირეფასიანი აქტივების“ მუხლი
გაზრდილად არის წარმოდგენილი 2.3 მლნ ლარის ოდენობით. ასევე, სამინისტროს სისტემაში
ბალანსზე რიცხულ სპეციფიკური დანიშნულების
სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის საწყობსა და
სხვა დანაყოფებზე, სადაც მიმდინარეობს ფასეულობების მიღება, შენახვა და განაწილება, მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან არ არის
20
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
გაფორმებული ხელშეკრულება სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობაზე, რაც წარმოშობს აქტივების დაცულობასთან დაკავშირებულ რისკებს.
ასევე, სამინისტროში სრულყოფილად არ ფუნქციონირებს შიდა აუდიტის სამსახური.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის ფინანსური აუდიტი
სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ არის ფორმალიზებული რისკების შეფასების საფუძველზე სამედიცინო დაწესებულებების შერჩევის წესი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის ფინანსური აუდიტი
სამინისტროს სახელმწიფო რეზერვის სისტემაში დასაგროვებელ მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ არის განსაზღვრული
ნომენკლატურა და მატერიალური რეზერვების
სახელმწიფო პოლიტიკა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
2019 წლის ფინანსური აუდიტი
სამინისტროს არ აქვს შემუშავებული კონტროლის მექანიზმები შემოსავლების მიღებასთან
დაკავშირებით. ასევე სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ არ არის
შემუშავებული წარმოების პროცესების სტრატეგია, რომლის მიხედვით უნდა შეფასდეს შეკვეთების პრიორიტეტულობა და განისაზღვროს შესრულების ვადები.
შესაბამისობის აუდიტის შედეგები
2020 წელს ჩატარებული შესაბამისობის აუდიტების ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი ნაკლოვანებები შესაძლებელია დაჯგუფდეს 4 ძირითადი სისტემური
მიმართულებით:
შესყიდვების მართვასთან დაკავშირებული
ნაკლოვანებები
შესყიდვების მართვის პროცესში ნაკლოვანებები
ვლინდება შესყიდვების თითქმის ყველა ეტაპზე
და მოიცავს ხარვეზებს როგორც საწყის − საჭიროებების იდენტიფიცირებისა და ბაზრის კვლევის, ასევე სატენდერო პროცედურების განხორციელების ეტაპებზე. აღნიშნული ნაკლოვანებები
წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური, არაპროდუქტიული და არაეფექტიანი განკარგვის რისკებს.
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის
სახელმწიფო პროგრამის შესაბამისობის
აუდიტი
შესასყიდი მედიკამენტების მოცულობის განსაზღვრისას არ იყო გათვალისწინებული ბენეფიციართა მიმართვიანობა და შეძენილი მედიკამენტების რაოდენობა მაღალი იყო მის ხარჯვასთან
შედარებით. აღნიშნულმა გამოიწვია არაოპტიმალური მარაგების შექმნა და გაზარდა საბიუჯეტო
სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკი.
2018 წლის ბოლოს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს ნაშთად ერიცხებოდა 5.6 მლნ
ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქტი. პროგრამის ამოქმედებისას განხორციელებული საკომუნიკაციო აქტივობები ნაკლებად იყო
კონცენტრირებული სამიზნე ჯგუფების მოზიდვისკენ და არ იყო ეფექტიანი საშუალება ბენეფიციართა ინფორმირებულობისა და პროგრამაში
ჩართვისთვის. შედეგად, დაბალი იყო მედიკამენტებზე მიმართვიანობა და პროგრამის ფაქტობრივ მოსარგებლეთა რაოდენობამ პოტენციურ
ბენეფიციართა მხოლოდ 9% შეადგინა.
შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო
კლინიკის“ შესაბამისობის აუდიტი
კლინიკის დირექტორმა, როგორც სატენდერო
კომისიის თავმჯდომარემ, 12 შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიუხედავად,
არ მიმართა თვითაცილებას და მონაწილეობა
მიიღო საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების განხილვასა და შერჩე-
21
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
ვა-შეფასების პროცესში. მათ შორის, ოთხ ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდნენ ისეთი
კომპანიები, რომელთა დირექტორებსა და კლინიკის დირექტორს შორის არსებობდა ინტერესთა
კონფლიქტი.
ა(ა)იპ − საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 2017-2019 წლების
საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
ფედერაციის მიერ სხვადასხვა სახის საქონლისა
და მომსახურების შესყიდვისას, მიმწოდებელი
კომპანიების შერჩევა რიგ შემთხვევებში ხდებოდა
ბაზრის კვლევის და შესაბამისად, ალტერნატიული შეთავაზებების განხილვის/შეფასების გარეშე.
ხშირად შეკრებებში მონაწილე სპორტსმენების
მიერ ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მომსახურების მიღება შესაბამისი უფლებამოსილი
პირის მიერ დადასტურებული არ არის.
შპს „მთის კურორტების განვითარების
კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი
კომპანიამ ბაზრის კვლევის გარეშე მიმწოდებელთან გააფორმა 122.6 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება, სადაც არ იყო განსაზღვრული რამდენიმე მნიშვნელოვანი მომსახურების
დეტალური სპეციფიკაცია. შესაბამისად, კომპანია მომსახურების მიღება-ჩაბარების ეტაპზე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა მიღებული მომსახურების სისრულესა და ხარისხზე.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ვერ შეძლო
მოეპოვებინა მტკიცებულებები გაწეული ხარჯების
ეკონომიურობასთან დაკავშირებით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების შესაბამისობის აუდიტი
ქ. თბილისის მერიის მიერ ავტოსატრანსპორტო
საშუალებების შესყიდვისას, სატენდერო დოკუმენტაციაში კონკრეტული მარკისა და მოდელის
სპეციფიკაციების უცვლელად მითითების გამო,
შეიზღუდა ტენდერში მონაწილეობის მსურველ
პრეტენდენტთა რაოდენობა. ავტომობილების
შესყიდვისას სხვა ალტერნატივებისა და შესადარისი დაშვებების პირობებში, შესაძლებელი
22
იქნებოდა მსგავსი ფუნქციებისა და მონაცემების
მქონე ავტომობილების ნაკლებ ფასად შესყიდვა.
ა(ა)იპ - თბილისის განვითარების ფონდის 2018-2019 წლების საქმიანობის
შესაბამისობის აუდიტი
თბილისის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს
სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის დროს მიმწოდებლისთვის თანხების ზედმეტად ანაზღაურების რისკების გამოვლენას. ორგანიზაციამ 2018-2019 წლებში 82.7 მლნ ლარის
ღირებულების სამუშაოები აანაზღაურა ისეთი
ექსპერტიზის აქტების საფუძველზე, სადაც სათანადოდ არ იყო შესწავლილი შემსრულებლების
ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი
დოკუმენტები.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა
და სპორტის პრიორიტეტისთვის“ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის
კანონიერების შესაბამისობის აუდიტი
„კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა
და სპორტის პრიორიტეტისთვის“ გამოყოფილი
საბიუჯეტო სახსრებიდან 1.1 მლნ ლარი გახარჯულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების უგულებელყოფით. ამასთანავე, სახელმწიფო შესყიდვების
განხორციელებისას, რიგ შემთხვევებში, ვერ იქნა
უზრუნველყოფილი ბაზრის კვლევის ჩატარება,
კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და მომსახურების ტენდერის საშუალებით შესყიდვა, რითაც
მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის
„ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური
კომუნალური სერვისების განვითარების
პრიორიტეტისათვის“ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების
შესაბამისობის აუდიტი
ა(ა)იპ − საქალაქო ინფრასტრუქტურისა და
კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პრო-
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ცესში მოქმედი რეგულაციების გაუთვალისწინებლობამ, ბაზრის კვლევის ჩაუტარებლობის
პირობებში, განაპირობა 1.2 მლნ ლარის ღირებულების შესყიდვებში კონკურენციის შეზღუდვა.
ამასთანავე, სამუშაოს ფაქტობრივად შესრულების დოკუმენტურად დადასტურების გარეშე მიმწოდებელს აუნაზღაურდა 310.2 ათასი ლარი,
ხოლო მოქმედი რეგულაციებით გათვალისწინებულ საბაზრო ფასებთან შედარებით, მიმწოდებელზე გადახდილია არანაკლებ 41.7 ათასი
ლარით მეტი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 20182019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
მუნიციპალიტეტმა არ ჩაატარა ბაზრის კვლევა
და 261.6 ათასი ლარის საწვავი გამარტივებული
შესყიდვის საშუალებით შეისყიდა სახელმწიფო
შესყიდვების კანონმდებლობის შეუსაბამოდ, გაზრდილი ღირებულებით. ჩატარებული აუდიტორული პროცედურებით დადგინდა, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილი ფასი,
უმრავლეს შემთხვევაში, მეტი იყო ვიდრე ბენზინგასამართი კომპანიების მიერ სხვა მუნიციპალიტეტისათვის შეთავაზებული ფასები.
ვანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტში გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული
შესყიდვის საშუალებით განხორციელდა 15 შესყიდვა, საერთო ღირებულებით − 2.4 მლნ ლარი,
მათ შორის, 6 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულია სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები. მუნიციპალიტეტმა ვერც ერთი პროექტი ვერ
მიიღო დაგეგმილ ვადაში და პროექტები ჩაიბარა
მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებით, 32-დან 203
დღემდე დაგვიანებით.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 20182019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. სამუშაოების უმეტესობა, კერძოდ, 6.3 მლნ ლარის პრო-
ექტები, განსაზღვრულ ვადებში არ დასრულდა,
ხოლო 3.2 მლნ ლარის პროექტები შესრულებულია უხარისხოდ. გარდა ამისა, ზოგიერთი პროექტის განხორციელება გონივრულ ვადაში არ დაწყებულა, ასევე სრულად არ არის გამოყენებული
სხვადასხვა დროს შეძენილი აქტივები.
ხაშურის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
2018-2019 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის გაფორმებული
141 ხელშეკრულებიდან, მიწოდების ვადები დაირღვა 52 ხელშეკრულების შემთხვევაში. წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტმა შესყიდვის პროცესი
აწარმოა და ხელშეკრულების პირობები განსაზღვრა არასათანადოდ, რამაც ვერ უზრუნველყო
მნიშვნელოვანი პარამეტრის – მიწოდების ვადების დარღვევის პრევენცია.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ოთხი სოფლის
წყალმომარაგების სამუშაოები აწარმოა უხარისხო პროექტით. შედეგად, 2017 წელს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტი 7 თვეში დასრულების ნაცვლად, გაჭიანურდა 2 წლითა და 6
თვით. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა
ამ პროექტზე დახარჯა 7.9 მლნ ლარი, მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების საკითხი კვლავ მოუგვარებელია.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
2018-2019 წლებში ახალციხის მერიამ გზების შეკეთების სამუშაოების შესყიდვისთვის დახარჯა
717.9 ათასი ლარი. მოცემული შესყიდვისთვის
გამოცხადებული ტენდერები წარიმართა უკონკურენტოდ, ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით.
აღნიშნული განაპირობა იმ გარემოებამ, რომ
სატენდერო პირობები მოიცავდა მოთხოვნებს,
რომლებიც უზრუნველყოფდა კონკრეტული მიმ-
23
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
წოდებლის გამარჯვებას. გარდა ამისა, არ იყო
ჩატარებული შესაბამისი ბაზრის კვლევა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები რეალური
გათვლების გარეშე 115.8 ათასი ლარით იყო გაზრდილი. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა
საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მიერ სამშენებლო
სამუშაოების შესყიდვის პროცესის არასათანადო
მართვის გამო, რიგ შემთხვევაში ტენდერები არ
შედგა. გადაუდებელი აუცილებლობის მიზეზით,
მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის
ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით, ხელშეკრულებები − საერთო ღირებულებით 1.3 მლნ
ლარი, გააფორმა ისეთ მიმწოდებლებთან, რომელთაც არ გააჩნდათ შესაბამისი რესურსი და
სამუშაოების წარმართვის შესაძლებლობა. შედეგად, სამუშაოები ვერ განხორციელდა ხელშეკრულების შესაბამისად და ობიექტები დაუსრულებელია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 20182019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 2018-2019
წლებში მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებით გამოვლინდა, რომ
მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ზოგიერთი
პროექტის შესრულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. შედეგად, 38 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 8.0 მლნ ლარის
ღირებულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებს
აღენიშნება სხვადასხვა ხარვეზი და მათი მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
გარდა ამისა, უხარისხო საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის შედეგად, მერიამ 197.5 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი გასწია წყლის
სისტემის რეაბილიტაციაზე, რომელიც საერთოდ არ ფუნქციონირებს, ხოლო 184.1 ათასი
ლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურას აღენიშნება დაზიანებები.
24
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 20182019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
მუნიციპალიტეტში დაზიანებულია და უხარისხოდ
არის შესრულებული 4 ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული 1.5 მლნ ლარამდე
ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები.
მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია სათანადო ღონისძიებები ხარვეზების გამოსასწორებლად.
დმანისის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
დმანისის მუნიციპალიტეტში 2018-2019 წლებში
მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან 3 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ
890.3 ათასი ლარის ღირებულების ობიექტებს
აღენიშნება სხვადასხვა ხარვეზი და მათი მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სამგზავრო
ავტობუსების შესყიდვის დროს, სათანადოდ არ
ჩაატარა ბაზრის კვლევა, შედეგად, შეუძლებელი
იყო ბაზარზე ობიექტური ფასის დადგენა. ასევე
შემსყიდველმა სატენდერო დოკუმენტაცია მოარგო ერთ პრეტენდენტს და ერთსა და იმავე დღეს
გამოცხადებულ 4 შესყიდვის ფარგლებში, მერიას სატრანსპორტო საშუალებები მიაწოდა 410.8
ათას ლარიანი ფასნამატით.
ხულოს მუნიციპალიტეტის 2019-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
ხულოს მუნიციპალიტეტში 1.5 მლნ ლარის მზა ბეტონის სახელმწიფო შესყიდვების შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული მოთხოვნები
დაუსაბუთებელია, რაც ზღუდავს კონკურენციას და
წარმოშობს შესყიდვის კონკრეტულ პრეტენდენტებზე მისადაგებისა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად განკარგვის რისკებს. ამასთანავე,
მუნიციპალიტეტმა ვერ გამოიყენა შესყიდული სამუ-
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
შაოების ხარისხის უზრუნველსაყოფად დანერგილი
კონტროლის მექანიზმები. შესაბამისად, გზების მოწყობა რიგ შემთხვევაში განხორციელდა მოთხოვნილთან შედარებით დაბალი მარკის მზა ბეტონით,
რისთვისაც გადახდილია 95.6 ათასი ლარი.
მარტვილის მუნიციპალიტეტის 20182019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებულმა საჯარიმო
სანქციების მოცულობამ, რომელიც არ შეესაბამება გავრცელებულ მიღებულ პრაქტიკას, ვერ განაპირობა მისი ინტერესების სათანადო დაცვა და
მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების დარღვევის თავიდან აცილება. ამასთანავე,
მუნიციპალიტეტისათვის ფორმალურ ხასიათს ატარებდა სამუშაოების მიწოდების გეგმა-გრაფიკის
მოთხოვნაც და შემდეგ მისი დაცვის პირობაც, რაც
გავლენას ახდენდა სამუშაოების დროულად დასრულებაზე და ვერ უზრუნველყოფდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის პრევენციას.
სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლის მიზნით
გეგმა-გრაფიკის დაცულობის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი საჯარიმო სანქციების სახით მიიღებდა 60.5 ათას ლარზე მეტს.
თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხევის გაწმენდის სამუშაოების შესყიდვის ფარგლებში, სატენდერო კომისიამ არასამართლიანად დისკვალიფიკაცია მიანიჭა დაბალი
ფასის სატენდერო წინადადების მქონე კომპანიას. კომისიამ არც სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოს გადაწყვეტილება შეასრულა და არ გადახედა მიღებულ
გადაწყვეტილებას. შედეგად, მუნიციპალიტეტმა
დაკარგა შესაძლებლობა შესყიდვის ფარგლებში
მიეღო 37.8 ათასი ლარის ეკონომია.
შუახევის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო ინფრასტ-
რუქტურული პროექტების შესრულების პროცესში
არსებული ხარვეზების დროული გამოვლენა და
სათანადო რეაგირება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა მიიღო არასწორად დაგეგმილი, გამოუყენებელი და უხარისხოდ შესრულებული 6.6 მლნ
ლარის სახელშეკრულებო ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები. სამშენებლო ნორმების არასწორად გამოყენებისა და შესრულებულ
სამუშაოთა ანგარიშში (ფორმა N2) ფიქტიური მონაცემების შეტანის შედეგად, ბიუჯეტიდან ზედმეტად ანაზღაურებულია 21.9 ათასი ლარი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შედეგად მოხდა ყველაზე დაბალი
ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიცირება,
რის გამოც მუნიციპალიტეტმა სანიაღვრე არხების
მოსაწყობად, ჯამში − სამივე ხელშეკრულების ფარგლებში, გადაიხადა 17.8 ათასი ლარით მეტი.
აქტივების მართვასთან დაკავშირებული
ნაკლოვანებები
აქტივების მართვის კუთხით გამოვლინდა ისეთი
სისტემური ხასიათის დარღვევები, როგორებიცაა, არსებული ხარვეზების შედეგად ბიუჯეტში მიუმართავი სახსრები, აქტივების არაეფექტიანად
გამოყენება და ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცედურებთან დაკავშირებული ნაკლოვანებები და სხვ.
სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული
სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ სახელმწიფო
ქონების გადაცემის 2017-2018 წლების
შესაბამისობის აუდიტი
ქალაქ თბილისსა და დაბა გუდაურში განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა საცხოვრებელი და
სასტუმრო კომპლექსების მშენებლობისათვის
განკუთვნილ მიწის ნაკვეთებზე, ასევე კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე.
შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი
25
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
შინაარსის აქტივების გადაცემა პირდაპირი
მიყიდვის ფორმით არ არის მიზანშეწონილი.
იდენტიფიცირებულია 5 შემთხვევა, როდესაც
ზემოაღნიშნული შინაარსის ქონების რეალიზაცია მოხდა პირდაპირი მიყიდვის გზით. მათ
შორის, ორ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთების გადაცემა განხორციელდა შეფასებით ღირებულებაზე, ჯამურად, 1.3 მლნ ლარით ნაკლებ ფასად,
რაც ეწინააღმდეგება სახელმწიფო ქონების
ეფექტიანად განკარგვის, გამჭვირვალობისა
და საჯაროობის პრინციპებს. ქონების ადგილმდებარეობისა და დადგენილი ვალდებულებების შინაარსიდან გამომდინარე, პრივატიზების
პროცესის გასაჯაროება განაპირობებდა საპრივატიზებო ობიექტთან დაკავშირებით ფართო
დაინტერესებას. შესაბამისად, მიზანშეწონილი
იყო აქტივების აუქციონის საფუძველზე რეალიზაცია, რაც უზრუნველყოფდა კონკურენტუნარიან გარემოს და შექმნიდა ქონების ეფექტიანად
რეალიზაციის წინაპირობას.
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
ახალციხის მუნიციპალიტეტი საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწას იჯარით გასცემდა პირდაპირი განკარგვის
წესით. შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტს ქონება იჯარით გაცემული ჰქონდა
ისე, რომ არ იყო შეფასებული გასაქირავებელი
ფართის საბაზრო ღირებულება და არ იყო განსაზღვრული საწყისი საიჯარო ქირის ოდენობა.
აღნიშნულმა განაპირობა აღნიშნულ უძრავ ქონებაზე არასაბაზრო გარიგების ფასის ჩამოყალიბება, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო
232 ათას ლარზე მეტი შემოსავალი.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
ასევე, ინვესტორების მიერ ვალდებულებების
არასრულად შესრულების მიუხედავად, სააგენტო ხშირ შემთხვევაში არ ატარებს საკმარის და
ადეკვატურ ღონისძიებებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. სააგენტოს მხრიდან პასიური ქმედება
გარკვეულ შემთხვევებში ხანგრძლივი პერიოდის
განმავლობაში გაგრძელდა, რაც მიუთითებს შესაბამისი კონტროლის მექანიზმების სისუსტეებზე. ამასთანავე, არ ტარდება საკმარისი ქმედითი
ღონისძიებები ვალდებულებების შესრულების
შესახებ მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რაც
ზრდის სახელმწიფო ქონების არამართლზომიერად გამოყენების რისკს.
სსიპ – მუნიციპალური განვითარების ფონდმა,
დაბა ახალდაბაში მოსახლეობისთვის სასმელად
ვარგისი წყლის მიწოდების მიზნით, 743.2 ათას
ლარად შეისყიდა წყლის სათავე ნაგებობებისა
და საქლორატოროს მოწყობის სამუშაოები, რომელიც მუნიციპალიტეტს სამართავად გადაეცა.
საქლორატოროსა და წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაციის მიუხედავად, ახალდაბის
მოსახლეობას სასმელად ვარგისი წყალი არ მიეწოდება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 20182019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
მუნიციპალური ქონების იჯარით გაცემის ხელშეკრულებებით სათანადოდ არ არის დაცული
ქონების მესაკუთრის ინტერესები. ამასთანავე,
მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იჯარით
გაცემული ქონების სათანადო ადმინისტრირება
და ვერ მიიღო 27 ათასი ლარის კუთვნილი შემოსავალი.
მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული 1.3
მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულებულია უხარისხოდ და
დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია
სათანადო ღონისძიებები ხარვეზების გამოსასწორებლად.
26
ქარელის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქონების
ნაწილი არაუფლებამოსილი პირების მიერ უკანონოდ გამოიყენება კომერციული საქმიანობისათვის.
რამდენადაც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის მდგომარეობა შემოწმდა შერჩევით, მაღალია რისკი, რომ არაუფლებამოსილი პირები იყენებდნენ მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებულ სხვა ობიექტებსაც.
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
მუნიციპალიტეტს შესყიდული და გამოუყენებელი
აქვს 109.1 ათასი ლარის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, საერთო
ღირებულებით − 4.6 მლნ ლარი, არ განხორციელებულა. შედეგად, პროექტების შესაძენად გადახდილი თანხა არაეფექტიანი ხარჯია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 20182019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
მუნიციპალიტეტში ქონების განკარგვის პროცესი
ხასიათდება სისტემური ნაკლოვანებით: შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე, ქონების ნაწილს
იყენებენ არაუფლებამოსილი პირები და იჯარას
მუნიციპალიტეტს არ უხდიან. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ქონებიდან სარგებელს მუნიციპალიტეტის ნაცვლად, იღებს სხვადასხვა არაუფლებამოსილი პირი.
ადიგენის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს
დაწესებული საწვავის მიზნობრივ ხარჯვასა და
სპეციალური ტექნიკის განკარგვაზე, რამაც საწვავის/ტექნიკის არაუფლებამოსილი პირების მიერ
ან/და არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენება გამოიწვია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
საკანონმდებლო და აღმასრულებელი
ხელისუფლების უწყებებისა და დაწესებულებების სარგებლობაში არსებული
სახელმწიფო უძრავი ქონების გამოყენების შესაბამისობის აუდიტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა
და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − დევნილთა საარსებო წყაროების მხარდამჭერი პროგრამებისა და
პროექტების სააგენტოს სარგებლობაში რიცხულ
4,202 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე მიმაგრებული 402 კვ.მ
ფართის შენობაში ყოველგვარი სამართლებრივი
საფუძვლის გარეშე, უკანონოდ ფუნქციონირებდა
კერძო სამართლის იურიდიული პირი.
გარდა აღნიშნულისა, ადგილი ჰქონდა შემთხვევას, როდესაც სააგენტოს მიერ სახელმწიფო სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის სრულად
გამოუყენებლობის პირობებში, 57 ათასი ლარის
საბიუჯეტო სახსრები მოხმარდა კერძო სამართლის სუბიექტის მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობას, რის გამოც არასათანადო კონტროლისა და
მოქმედი კანონმდებლობის პრინციპების დარღვევის შედეგად, არაეფექტიანად იქნა გამოყენებული სახელმწიფო რესურსი.
საბიუჯეტო რესურსის მართვასთან დაკავშირებული
ნაკლოვანებები
ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი
საბიუჯეტო რესურსების მართვის ხარვეზები მოიცავს
საჯარო უწყებების მიერ ბიუჯეტის არარაციონალურად და არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევებს.
ა(ა)იპ − საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
სპორტული ღონისძიების ალტერნატიული დაფინანსების არსებობის პირობებში ფედერაციამ
გამოიყენა საბიუჯეტო სახსრები, რამაც მის ბიუჯეტში წარმოშვა დამატებით 903.5 ათასი ლარი.
აღნიშნული რესურსი ფედერაციამ დახარჯა სამთავრობო კომისიისა და სამინისტროს ნებართვის გარეშე.
27
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო
კლინიკის“ შესაბამისობის აუდიტი
კლინიკას არ აქვს 24 მლნ ლარის ღირებულების
დებიტორების სრულყოფილი რეესტრი და მისაღებ
თანხებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი
ინფორმაცია. რიგ შემთხვევებში შეუძლებელია დებიტორების იდენტიფიკაცია, რაც შეუძლებელს ხდის
აქტივების ეფექტიან მართვას. აღნიშნული მიუთითებს ორგანიზაციაში არსებულ ფინანსური მართვის
მნიშვნელოვან ნაკლოვანებაზე და ზრდის მნიშვნელოვანი ოდენობით თანხის დანაკარგის რისკებს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების შესაბამისობის აუდიტი
ქ. თბილისის მერიამ აღმასრულებელი ორგანოებში დასაქმებულთა დაშვებისა და ნამუშევარი
დროის აღრიცხვის სისტემების შეძენასა და მომსახურებაში გადაიხადა 226 ათას ლარზე მეტი. მიუხედავად ამისა, 2017-2018 წლებში მერიასა და
გამგეობებში არ არსებობდა დასაქმებულთა დასწრებისა და მათი ნამუშევარი დროის აღრიცხვის
კონტროლის სრულყოფილი სისტემა.
ქედის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
მერიის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმღები კომისიის მიერ მიღება-ჩაბარების აქტებით
არ არის შეფასებული შესრულებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან და ტექნიკურ
პირობებთან შესაბამისობა. ფარული სამუშაოს
აქტების წარმოდგენის გარეშე ანაზღაურებულია
1.3 მლნ ლარი. ასევე, არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოების პირობებში, ბიუჯეტიდან
გადახდილია სრული სახელშეკრულებო ღირებულება, 456 ათასი ლარის ოდენობით.
თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა
და მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად, მუ-
28
ნიციპალიტეტმა 291.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის მოწყობაში
არაეფექტიანად დახარჯა საბიუჯეტო სახსრები
და პროექტის განხორციელებით დასახულ მიზანს
ვერ მიაღწია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის 20182019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
მუნიციპალიტეტის მიერ 133.9 ათასი ლარი გადახდილია სოციალური სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში, სადაც უნდა განთავსებულიყო
8 ბენეფიციარი ოჯახი, რომელსაც მერია უფინანსებდა საცხოვრებელი ბინის ქირის თანხას. მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ხარჯების მიუხედავად,
სოციალური სახლი არ არის მოყვანილი საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში. მერიას ისევ
უწევს ქირის გადახდა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა 133.9 ათასი ლარი დახარჯა არაეფექტიანად და ვერ მიაღწია პროგრამით განსაზღვრულ
შედეგს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს პროგრამებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის
შესაბამისობის აუდიტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2018-2019 წლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ამბულატორიული
დახმარების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირების კომპონენტში, 44.4 ათასი ლარის
მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ პირს, აღებული
ვალდებულებები სრულად და კეთილსინდისიერად არ შეუსრულებია. აღნიშნული წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან გამოყენებას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ორგანიზაციული და პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის
სახელმწიფო პროგრამის შესაბამისობის
აუდიტი
ცალკეულ შემთხვევებში, ბენეფიციარებზე მედიკამენტის გაცემისას ჩამოყალიბებულია არასაკმარისი კონტროლის მექანიზმი. შედეგად, გაცემული მედიკამენტების კომბინაცია და დოზები
არ შეესაბამება დაავადებათა მართვის გაიდლაინებსა და მინისტრის ბრძანებით დამკიცებულ
„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში დაავადებათა ჩამონათვალისა და მედიკამენტების გაცემის წესით დადგენილ მოთხოვნებს.
შეუთავსებელი მედიკამენტების კომბინაციაში ან/
და მაქსიმალური დოზებით მიღებამ შესაძლოა
გამოიწვიოს უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები. ასევე, ცალკეულ შემთხვევაში სააგენტოში
დანერგილმა კონტროლის მექანიზმმა ვერ უზრუნველყო მედიკამენტების ვადების ეფექტიანი
კონტროლი.
სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის
მიერ გრანტების გაცემის და სახელშეკრულებო პირობების შესრულების შესაბამისობის აუდიტი
გამოყენებითი საგრანტო კვლევების კონკურსის
ადმინისტრირებისას არ არის გათვალისწინებული პატენტის ერთადერთი მარეგისტრირებელი
ორგანოს − საქპატენტის დასკვნები, კონცეფციის
პატენტუნარიანობასთან დაკავშირებით. შედეგად, დადგენილი ნორმების მოთხოვნათა უგულებელყოფით დაფინანსდა 2.1 მლნ ლარის ღირებულების საგრანტო პროექტი.
ასევე, ტექნიკური ექსპერტიზის სამუშაო ჯგუფისა და ფონდის ხელმძღვანელობის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების შედეგად, 2017-2018
წლებში, დაზუსტების უფლების გარეშე, საგრანტო
კონკურსიდან მოიხსნა 1.1 მლნ ლარის ღირებულების შვიდი სამეცნიერო პროექტი. სხვა ანალოგიურ შემთხვევებში, ფონდმა საშუალება მისცა
კონკურსანტებს დაეზუსტებინათ ხარვეზის მქონე
დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. აღნიშნულის შედეგად, მონაწილეები აღმოჩნდნენ არათანაბარ
პირობებში.
შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო
კლინიკის“ შესაბამისობის აუდიტი
2015-2017 წლებში კლინიკის მიერ საყოველთაო
ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ცალკეული სამედიცინო შემთხვევა არ
სრულდებოდა კანონმდებლობის მოთხოვნების
სრული დაცვით და გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით, რის შედეგად სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტომ ორგანიზაციას
არ აუნაზღაურა პაციენტებისთვის გაწეული მომსახურების ღირებულება. არასათანადო მენეჯმენტის გამო, კლინიკამ დაკარგა 786.6 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა.
შპს „მთის კურორტების განვითარების
კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი
კომპანიამ გუდაურის ერთ-ერთი საბაგიროს ფარეხის მშენებლობა 2017 წელს განახორციელა
კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვისა და პროექტის სავალდებულო ექსპერტიზის გარეშე. მშენებლობაში გადახდილია 317
ათასი ლარი. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამ თვეში შენობა გახდა ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი, რამაც განაპირობა
განმეორებითი შესყიდვა, დაზიანებული შენობის
რეკონსტრუქციის მიზნით.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 20182019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის წყალმომარაგების კუთხით არასაკმარისია. სოფლების მოსახლეობის
უმეტეს ნაწილს წყალი არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით. სასმელი წყალი არ იწმინდება და
მისი ხარისხი არ მოწმდება.
29
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
ხაშურის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
მუნიციპალიტეტში არსებობს მოსახლეობის წყალმომარაგების მნიშვნელოვანი პრობლემები:
მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სასმელი წყალი
არ მიეწოდება ან მიეწოდება შეფერხებით; მიწოდებული წყალი არ იწმინდება და მისი ხარისხი
არ მოწმდება. პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს და მუნიციპალიტეტის მიერ გატარებული
ღონისძიებები პრობლემის აღმოსაფხვრელად
არასაკმარისია.
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა ვერ წარმოადგინეს შესაფერისი
და საკმარისი მტკიცებულებები ზოგიერთი საშტატო ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები რამდენად
ეფუძნება დაწესებულებების რეალურ საჭიროებებს და მათი საქმიანობა რამდენად შეესაბამება
ყოველდღიურ დატვირთვას.
დმანისის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
ადმინისტრაციული ერთეულების უმეტესობაში
მერიას კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს
ორგანიზებული მოსახლეობისათვის წყლის მიწოდება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ
ფუნქციონირებს შესაბამისი ლიცენზირებული
ორგანიზაცია ხარისხიანი და სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების უზრუნველყოფისათვის; მოსახლეობის წყალმომარაგება ხორციელდება შეფერხებით, წყლის სისტემები არ არის
აღჭურვილი გამწმენდი და წყლის დაქლორვის
საშუალებებით; არ მოწმდება წყლის ხარისხი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის
აუდიტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის
წყალმომარაგება, ძირითადად, ხორციელდება
შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო წყლით. მუნიციპალიტეტში მცხოვრები
მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი მიეწოდება გრაფიკით. ადმინისტრაციული ერთეულების
უმრავლესობაში წყლის სისტემებს ემსახურება
არაუფლებამოსილი ორგანიზაცია. პრობლემა
ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია
საკითხის გადასაწყვეტად.
30
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2018-2019
წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს არ შეუსწავლია ორგანიზაციაში
არსებული პროცესები და შიდა კონტროლის
სისტემები, არ გამოუვლენია სისტემური ხასიათის
რისკები და მათი აღმოფხვრის მიზნით არ გაუცია
შესაბამისი რეკომენდაციები. ამასთანავე, შიდა
აუდიტის სამსახურის საქმიანობა სათანადოდ
ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის წინაშე
არსებული ამოცანების ეფექტიანად შესრულებასა და დასახული მიზნების მიღწევას, რისკების
მართვასა და შიდა კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 20182019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის
მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო ფაქტობრივად
შესრულებული სამუშაოების მოცულობების დადგენა. კერძოდ, ფარული სამუშაოების აქტების
შესწავლით დგინდება, რომ 7 ხელშეკრულების
ფარგლებში, ზოგიერთ შემთხვევაში ექსპერტიზამ დაადასტურა და მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა
ისეთი სამუშაოები, რომლებიც წარმოდგენის
თარიღისათვის შეუსრულებელი იყო. საჯარიმო
სანქციის შემცირების მიზნით, მიმწოდებლები
ფორმალურად წარმოადგენდნენ წერილობით
შეტყობინებას სამუშაოების დასრულების თაობაზე, რეალურად კი აგრძელებდნენ განფასებული
სამუშაოების შესრულებას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ეფექტიანობის აუდიტის შედეგები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრიორიტეტული მიმართულებაა ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია საჯარო
უწყებების მიერ განხორციელებული ღონისძიებებით მიღწეული შედეგებისა და ამ პროცესში საბიუჯეტო რესურსის გამოყენების ეკონომიურობის,
ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შესაფასებლად. ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულება ხელს უწყობს
საჯარო მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას.
სამსახურის სტრატეგიული მიზანია ეფექტიანობის აუდიტების წილის ზრდა მთლიან აუდიტორულ საქმიანობაში, თუმცა 2020 წელს პანდემიამ
მნიშვნელოვნად შეაფერხა აუდიტების ჩატარებასთან დაკავშირებული პროცესები. შედეგად, საანგარიშო პერიოდში სამსახურმა დაასრულა 11
ეფექტიანობის აუდიტი, რაც ჩატარებული აუდიტების 18%-ს შეადგენს.
2020 წელს ჩატარებული ეფექტიანობის აუდიტების
ფარგლებში გამოვლენილი ძირითადი შედეგებია:
ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის ეფექტიანობის აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა ქვეყანაში ტუბერკულოზის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი,
რომელიც მოიცავს 2016-2019 წლების პერიოდს.
აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა, რამდენად გამართულად ფუნქციონირებს ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციული
მექანიზმები და რამდენად ეფექტიანია მოქმედი
დამხმარე მექანიზმები ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის მკურნალობისათვის.
აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა:
მიგნება 1: ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პირების ადრეული
აღმოჩენა და მკურნალობაში ჩართვა დაავადების
გავრცელების რისკის შემცირების აუცილებელი
წინაპირობაა. საქართველოში ეპიდზედამხედვე-
ლობის მექანიზმის აღსრულება გამართულად არ
ფუნქციონირებს. ჩატარებული ეპიდკვლევების
დიდი ნაწილი დაგვიანებით ხორციელდება.
რეკომენდებულ 4 დღეზე უფრო მეტ დროში ჩატარებული ეპიდკვლევები წლების მიხედვით
49%
42%
43%
24%
43%
25%
23%
12%
13%
25%
16%
12%
7%
8%
6%
8%
2016
2017
2018
2019
> 4 დღეზე
10-15 დღე
4-10 დღე
> 15 დღეზე
მიზეზი: დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს
არ აქვს კონტროლის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც განხორციელდება ჩატარებული
ეპიდკვლევის დროულობის კონტროლი. ასევე
ჩატარებული ეპიდკვლევების ერთიანი ბაზა არ
არის სათანადო კონტაქტების პროაქტიული მიდევნებისთვის/კონტროლისათვის.
რეკომენდაცია: ეპიდემიოლოგიური კვლევების
პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარებისა და გამოკვლეული კონტაქტების მიდევნებისთვის, ფთიზიატრთან გამოცხადების შესახებ
ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მიზნით,
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს ერთიანი სათანადო ბაზის წარმოება და
საჭირო კონტროლის მექანიზმების შემუშავება,
რომელიც წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით შეამოწმებს ეპიდკვლევების მიმდინარეობას და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს სათანადო ზომებს.
მიგნება 2: არანებაყოფლობითი იზოლაცია, როგორც საფრთხის თავიდან არიდებისთვის საჭირო უკანასკნელი მეთოდი, მიღებული პრაქტიკაა
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და აღიარებულია ჯანმოს მიერ. აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა
2016-2019 წლებში რეზისტენტული ტუბერკულო-
31
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
ზის მქონე პაციენტები და გამოავლინა, რომ ამ
წლებში არ გამოიყენებოდა არანებაყოფლობითი
იზოლაცია, როგორც საფრთხისგან თავის აცილების კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი გზა.
რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზის მქონე
პაციენტები, რომელთა მიმართ შესაძლოა კანონით განსაზღვრული არანებაყოფლობითი იზოლაციის მექანიზმი გამოეყენებინათ
17
10
2
2016
2017
2018
4
2019
მიზეზი: ქვეყანაში არ არსებობს არანებაყოფლობითი
იზოლაციის, როგორც საფრთხიდან თავის არიდების
უკანასკნელი მეთოდის აღსრულების მექანიზმი.
რეკომენდაცია: საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ
ჩართულ მხარეებთან ერთად შეიმუშაოს არანებაყოფლობითი იზოლაციის, როგორც საფრთხიდან
თავის არიდების უკანასკნელი მეთოდის აღსრულების მექანიზმი.
ტყის ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის,
მზადყოფნის) ეფექტიანობის აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ტყის
ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების
მართვის (პრევენციის, მზადყოფნის) ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც 2017-2019 წლების პერიოდს მოიცავს.
აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა:
მიგნება 1: სხვა ფაქტორებთან ერთად, ტყის ხანძრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი
მიზეზი ტყის რესურსებით უკანონო სარგებლობაა,
რადგან უკანონო ჭრის შედეგად დატოვებული ნა-
32
რჩენები გარკვეულ პერიოდში ხმება და ადვილად
აალებად/წვად მასალად იქცევა. ბოლო წლებში კი
მნიშვნელოვნად შემცირდა ადგილზე, უშუალოდ
ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების გამოვლენის მაჩვენებელი. შესაბამისად, გამოუვლენელი რჩება ტყის უკანონო
ჭრის მრავალი ფაქტი, რამაც შესაძლოა ტყის ხანძრები და მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვიოს.
მიზეზი: 2019 წლამდე, სსიპ − ეროვნულ სატყეო
სააგენტოში საქმიანობდნენ ე.წ. „ტყის მცველები“, რომლებიც ქმნიდნენ მნიშვნელოვან რგოლს,
ერთი მხრივ, ტყის უკანონო სარგებლობის პრევენციაში, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილზე აქრობდნენ მცირე ხანძრებს ან დროულად ავლენდნენ
ინციდენტს, რისი მეშვეობითაც ამცირებდნენ მცირე ხანძრების დიდ მასშტაბში გადაზრდის რისკებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლამდე
ტყის ფიზიკურ დაცვას ორი სახელმწიფო სტრუქტურა (სსიპ − სატყეო სააგენტო და სსდ ზედამხედველობის დეპარტამენტი) ახორციელებდა.
2019 წლის 25 იანვრიდან სააგენტოს აღნიშნული
ფუნქცია ჩამოშორდა, რის გამოც ტყის მცველის
პოზიცია გაუქმდა და მის ხარჯზე გაიზარდა სსდ
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობა. შედეგად, სატყეო სააგენტოში შტატები მნიშვნელოვნად შემცირდა იმ თანამშრომელთა ხარჯზე, რომლებსაც შესაძლებლობა
ჰქონდათ უშუალოდ ტყეში აღეკვეთათ უკანონო
ჭრის ფაქტები, ამასთანავე დროულად აღმოეჩინათ ტყის ხანძრები და მათი ლოკალიზება-ლიკვიდაცია მოეხდინათ.
რეკომენდაცია: ტყის ხანძრების პრევენციის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია სამინისტრომ სააგენტოსთან ერთად იმსჯელოს ტყის მცველების სისტემის საჭიროებაზე, მათ ოპტიმალურ
რაოდენობასა და რეგიონულ განაწილებაზე. აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია, სააგენტომ
გამოიყენოს საერთაშორისო კარგი პრაქტიკა.
მიგნება 2: სატყეო სააგენტოს მართვის ქვეშ არის 42
სატყეო უბანი, საიდანაც 32 უბნისთვის (76%) არ არსებობს შემუშავებული ტყის მართვის გეგმები, სადაც
უნდა აისახოს ტყის ფონდის აღრიცხვის, ხანძარსაშიშ კლასებად დაყოფისა და ხანძარსაწინააღმდეგო
ღონისძიების დაგეგმვის შედეგები. სააგენტოს მიერ
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
არ გატარებულა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ
შორის: ხელოვნური ხანძარსაწინააღმდეგო წყალსაცავების და ვერტმფრენის ასაფრენი მოედნების
მოწყობა, რაც ძალიან აქტუალურია მასშტაბური
ტყის ხანძრების დროული ლიკვიდაციისთვის.
მიზეზი: შეფერხებებით ხორციელდება ტყის ფონდის ინვენტარიზაცია, არ არის დადგენილი ხანძარსაწინააღმდეგო წყალსაცავების, ვერტმფრენის ასაფრენი მოედნების, მინერალიზებული
ზოლებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების
მოწყობის სტანდარტები და კრიტერიუმები, რომელთა შემუშავება და დამტკიცება უნდა მოხდეს
ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, განსაკუთრებით კი საგანგებო სიტუაციების სამსახურთან
აქტიური თანამშრომლობით.
რეკომენდაცია: ტყის ხანძრების პრევენციული ღონისძიებების სრულყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია
ტყის მართვის ორგანოებმა უზრუნველყონ:
• შესაბამისი გეგმების (ტყის მართვისა და მენეჯმენტის გეგმები) დროული შემუშავება და
გამოვლენილი რისკიანი ზონებისთვის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების შედგენის
ორგანიზება;
• საგანგებო სიტუაციების სამსახურთან და სხვა
დაინტერესებულ უწყებებთან კოორდინაციით,
ტყის ხანძრების პრევენციული ღონისძიებების
(მინერალიზებული ზოლებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების მოწყობის და სხვ.)
შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა და აღნიშნულ პროცესში რელევანტური ასპექტების
გათვალისწინება − ხანძარსაშიში კლასი, რეგიონის მახასიათებელი, რელიეფი, მომეტებული
ხანძრის საფრთხის შემცველი ზონის და სხვ.
მიგნება 3: სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა მცირეა.
ამასთანავე, მეხანძრე-მაშველების არსებული რესურსები არათანაბრად არის განაწილებული რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. ასევე
არათანაბრად არის განაწილებული ის სახანძრო
სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია ტყის ხანძრებისთვის. მაგალითად, აჭარის რეგიონში, სადაც ხანძრების რაოდენობა შედარებით ნაკლებია, სახანძრო მანქანები
მეტია, ვიდრე კახეთის რეგიონში, სადაც ხანძრების
რაოდენობა თითქმის 3-ჯერ აღემატება აჭარის რეგიონის ინციდენტებს.
მიზეზი: აღნიშნული ნაკლოვანებების ერთ-ერთი
ძირითადი მიზეზია რესურსების განაწილების
კრიტერიუმების არარსებობა.
რეკომენდაცია: მზადყოფნის ღონისძიებების
ეფექტიანობისთვის, მნიშვნელოვანია სამსახურმა უზრუნველყოს:
• რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით მეხანძრე-მაშველებისა და სახანძრო
ავტოპარკის ოპტიმალური განაწილების კრიტერიუმების შემუშავება და დანერგვა.
ხე-ტყის კომერციული და სოციალური
მართვის ეფექტიანობის აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საქართველოში ხე-ტყის კომერციული და სოციალური
მართვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, რაც უკავშირდება ხე-ტყის უკანონო ჭრების საკითხების შესწავლას, ლიცენზიების გაცემას, ლიცენზიის პირობების ჩამოყალიბებას და სალიცენზიო
ფართობის სახელმწიფო კონტროლს.
აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა:
მიგნება 1: სსიპ − ეროვნულ სატყეო სააგენტოს
აღარ აქვს უკანონო ჭრების გამოვლენისა და
მათზე რეაგირების უფლებამოსილება, ხოლო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მრავალფუნქციური დატვირთვისაა და საკადრო რესურსის სიმცირის გამო, აკონტროლებს
მხოლოდ ტყეში შესასვლელ/გამოსასვლელ გზებს, რომელთა შორის მანძილი, დაახლოებით, 30
კმ-ია. შედეგად, არ არის უზრუნველყოფილი ტყის
სრულყოფილი კონტროლი.
მიზეზი: არსებული ადამიანური და ტექნიკური
ინფრასტრუქტურით სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისგან დაცვა.
რეკომენდაცია: ხე-ტყის რესურსებზე უკანონოდ
მოპოვების შემთხვევების მინიმიზაციისა და ტყის
მდგრადი განვითარების პრინციპების უზრუნველ-
33
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
საყოფად, მნიშვნელოვანია შეფასდეს არსებული
კონტროლის სისტემის ნაკლოვანებები, შემუშავდეს რისკზე დაფუძნებული უკანონო ჭრების წინააღმდეგ მიმართული ახალი მიდგომები და განხორციელდეს მისი სათანადოდ აღსრულება. ხე-ტყის
უკანონო მოპოვების ფაქტების შემცირების მიზნით,
მნიშვნელოვანია შესაბამისმა უწყებებმა იმსჯელონ:
რების მიზნით ტყის აღდგენის საკომპენსაციო
ღონისძიებების განხორციელებას.
პროფესიული განათლების სისტემის
ეფექტიანობის აუდიტი
უმუშევრობა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, ხოლო ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობის
ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას შრომის ბაზრის
მოთხოვნასა და სამუშაო ძალის მიწოდებას შორის
შეუსაბამობის შემცირება ქმნის. ამ მიმართულებით
აღსანიშნავია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები პროფესიული განათლების
ნაწილში, რადგან იგი ხელს უწყობს დასაქმების
დონის ზრდას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა პროფესიული განათლების სისტემის ეფექტიანობა.
• უკანონო ტყითსარგებლობისგან დაცვის ღონისძიებების განხორციელებაზე ტყის ყველა უბანზე,
შესაბამისი რაოდენობის პერსონალის განაწილების საჭიროებაზე;
• სტრატეგიულ ლოკაციებზე შესაბამისი ტექნიკური
ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობაზე, უკანონო ჭრის ფაქტების გამოვლენის ხელშესაწყობად;
• აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით
შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტებში ცვლილების განხორციელებაზე.
მიგნება 1: პროფესიული კოლეჯები გარკვეული
რაოდენობით სტუდენტებს ისეთ სპეციალობებზე
იღებენ, რაზე მოთხოვნაც პროფესიული განათლების მქონე პირების დამსაქმებლებს ნაკლებად
გააჩნიათ და ამ მიმართულებით დაუსაქმებელია
უმაღლესი განათლების მქონე პირების მნიშვნელოვანი ნაწილიც. აღნიშნულის საპირისპიროდ
არსებობს მიმართულებები, რომლებიც მოთხოვნადია ბაზარზე, თუმცა პროფესიული სასწავლებლები ნაკლებად სთავაზობენ ამ პროგრამებს.
მიგნება 2: ლიცენზიანტების მიერ სათანადოდ არ
სრულდება სალიცენზიო პირობები, რის შედეგად
2017-2019 წლებში გარემოს მიადგა 5.2 მლნ ლარის ოდენობის ზიანი.
მიზეზი: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სხვადასხვა ქმედების მიუხედავად, არსებულმა მონიტორინგის სისტემამ სრულად ვერ უზრუნველყო
ლიცენზიანტების მიერ ტყისთვის მიყენებული ზიანის მინიმუმამდე შემცირება.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული სპეციალობით მუშაობს სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მიერ გამოკითხული კურსდამთავრებულების მხოლოდ 35%. ამასთანავე,
კონკრეტული პროფესიების მიხედვით დასაქმების მაჩვენებელი განსხვავდება და ხშირ შემთხვევაში ჩამორჩება 35%-ს.
რეკომენდაცია: ლიცენზიანტების მიერ ტყის რესურსებზე მიყენებული ზიანის რისკის შესამცირებლად, მნიშვნელოვანია, სამინისტრომ იმსჯელოს
შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტში ცვლილების
შეტანაზე, რაც უზრუნველყოფს ზიანის გამოსწო-
50%
60%
63%
67%
69%
71%
73%
75%
75%
50%
40%
37%
33%
31%
29%
27%
25%
25%
სოციალური
მეცნიერებები
ინჟინერია
აგრარული
მეცნიერებანი
ინფორმაციის
და კომუნიკაციის
ტექნოლოგიები
ჯანდაცვა
მიმართულებათაშორისი დარგები
ან სპეციალობები
ბიზნესის
ადმინისტრირება
მომსახურებები
ხელოვნება
პროფესიულ სასწავლებელში მიღებული ცოდნით დასაქმებულთა პროცენტული განაწილება პროფესიების მიხედვით
დასაქმებულია პროფესიით
34
არ არის დასაქმებული თავისი პროფესიით
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
მიზეზი: პროფესიული სასწავლებლები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ სასწავლო პრიორიტეტებს. აღნიშნულ პროცესში მათთვის ხელმისაწვდომია ზოგადი კვლევები, თუმცა აღნიშნული
კვლევები საკმარისად დეტალიზებული და რეგიონულ ჭრილში არ არის წარმოდგენილი, ხოლო
პროფესიული სასწავლებლები არ არიან აღჭურვილი კვლევის ჩატარების უნარებითა და მექანიზმებით.
მიზეზი: სამინისტროს, ერთი მხრივ, არ აქვს შემუშავებული ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გასაწევი დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია, მეორე მხრივ, სამინისტროს მიერ
წარმოქმნილი ეკონომიების კონტროლი დაწესებულებებისთვის განკარგვაზე თანხმობის გაცემაში გამოიხატება. არ ხორციელდება წარმოქმნილი ეკონომიების ანალიზი საგანმანათლებლო
პროგრამებისა და დაწესებულებების მიხედვით.
რეკომენდაცია: სასწავლო პროგრამების შრომის
ბაზართან თავსებადობის მიზნით, სამინისტრომ
უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ადგილობრივი შრომის
ბაზრის კვლევების ჩატარების მიმართულებით
კვალიფიკაციის ამაღლება; აგრეთვე დაადგინოს
კრიტერიუმები, რა ტიპის და მასშტაბის კვლევა/
მსჯელობა იქნება მისაღები პრიორიტეტული
პროგრამის დასაბუთებულობის უზრუნველსაყოფად (აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული მოთხოვნის დასაბუთებისთვის).
რეკომენდაცია: დაფინანსების სამართლიანი და
თანაბარი განაწილების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ დაფინანსების თითოეული კომპონენტისთვის შეიმუშაოს შესაბამისი მეთოდოლოგია, სადაც გათვალისწინებულ იქნება შემდეგი
ფაქტორები:
მიგნება 2: პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი მოდელის მიმართულებით გამოვლინდა სხვადასხვა ნაკლოვანება და გაუმჯობესების
პოტენციალი. პროგრამული დაფინანსების ნაწილში − დაფინანსების საფუძველია სასწავლებლის
სამინისტროსთვის მიმართვა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის წარდგენა, თუმცა არ კეთდება
ანალიზი, რამდენ სტუდენტს იღებს ყოველწლიურად დაწესებულება, ასრულებენ თუ არა სწავლას
სტუდენტები და ა.შ. პროგრამული დაფინანსება
არ არის დაკავშირებული სასწავლებლის წარმატებასთან. ამასთანავე, არ არის საკმარისად
დასაბუთებული მსგავსი ტიპის დაწესებულებებში
პერსონალის ანაზღაურებას და რაოდენობაში
არსებული განსხვავების რაციონალური მიზეზები
და დაფინანსების გაცემის მიზანშეწონილობა.
ვაუჩერული დაფინანსების ნაწილში − იმ პირობებში, როდესაც უცნობია პროფესიულ სასწავლებლებში დარჩენილი ეკონომიის წილობრივი
და რაოდენობრივი მაჩვენებლები, არ არის განსაზღვრული რამდენად ადეკვატურია მოდულის
ვაუჩერის ღირებულება.
• პროგრამული დაფინანსების პროდუქტიულობის უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს მეთოდოლოგია და კრიტერიუმები (სტუდენტთა
კონტინგენტი, სასწავლებლის პროფილი, თანამშრომელთა რაოდენობრივი სიდიდე და
სხვ.), რომელთა საფუძველზეც სასწავლებლებს მიეცემათ თანაბარი განვითარების შესაძლებლობა;
• ვაუჩერული დაფინანსებისთვის განისაზღვროს
ვაუჩერული დაფინანსების ნაწილში წარმოქმნილი ეკონომიით სარგებლობის წესი და
დაინერგოს კონტროლის მექანიზმები, წარმოქმნილი ეკონომიების შესწავლისა და ანალიზისთვის.
საზღვარგარეთ განათლების მიღების
ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა
ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, რამდენად უზრუნველყოფს სისტემაში არსებული მექანიზმები საზღვარგარეთ განათლების მიღების
ხელშეწყობასა და მიღებული ცოდნის ქვეყანაში
რეალიზებას. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ის
ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს
სისტემის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე. აუდიტის შედეგად გამოვლინდა პრობლემები
და ნაკლოვანებები პროცესის თითქმის ყველა
ეტაპზე.
35
განათლების მიღების ხელშეწყობასა და მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზებას.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა ის ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენს
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
სისტემის პროდუქტიულობასა და ეფექტიანობაზე. აუდიტის შედეგად გამოვლინდა
პრობლემები და ნაკლოვანებები პროცესის თითქმის ყველა ეტაპზე.
კონკურსის
გამოცხადება
აპლიკაციების
ფორმალური
გადარჩევა
აპლიკაციების
შინაარსობრივი
შეფასება
გასაუბრება
ხელშეკრულების
გაფორმება
მონიტორინგი
აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა:
აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა:
თანხების განსაზღვრის მეთოდოლოგია. 2016
წლიდან არ განხორციელებულა ზღვრული ოდეეფუძნება სისტემურ კვლევას, ამასთანავე, სამინისტრო
არ მონაწილეობს
ამ
ნობის კორექტირება
სხვადასხვა
ეკონომიკური
მიმართულებების
ფორმირებაში.
აღნიშნული
ზრდის
რისკს,
რომ
ცენტრის
მიერ
ფაქტორის
გათვალისწინებით.
მიგნება 1: ცენტრის მიერ დასაფინანსებელი
პრიორიტეტული
მიმართულებები
არ ეფუძნება
დაფინანსდება
ქვეყნისთვის
ნაკლებად
პრიორიტეტული მიმართულებები,
სისტემურ კვლევას, ამასთანავე, სამინისტრო არ რეკომენდაცია: ბენეფიციარებისათვის საზღვამონაწილეობს ამ მიმართულებების ფორმირება- რგარეთ საცხოვრებლად საჭირო თანხების
ში. აღნიშნული ზრდის რისკს, რომ ცენტრის მიერ პროდუქტიულად გამოყენების უზრუნველსაყოდაფინანსდება ქვეყნისთვის ნაკლებად პრიორი- ფად, შემუშავდეს ასანაზღაურებელი თანხების
ტეტული მიმართულებები, რაც ეწინააღმდეგება განსაზღვრის მეთოდოლოგია, რომელიც დიმათზე მიმართული დაფინანსების საბოლოო მიზ- ფერენცირებული იქნება ცალკეული ქვეყნის მინებს და ხელს უშლის პროგრამის ეფექტიანად გა- ხედვით. ამასთანავე, საცხოვრებელი ხარჯების
ანაზღაურების ზღვრული ოდენობები დაეფუძნოს
ნხორციელებას.
შესაბამის კალკულაციებს და ეკონომიკური პამიზეზი: განათლების სისტემაში არ არსებობს რამეტრების მკვეთრი ცვლილების პირობებში,
ერთიანი პოლიტიკა პრიორიტეტულ მიმართულე- გათვალისწინებულ იქნეს მათი პერიოდული კობებთან დაკავშირებით.
რექტირების შესაძლებლობა.
მიგნება 1: ცენტრის მიერ დასაფინანსებელი პრიორიტეტული მიმართულებები არ
რეკომენდაცია:
რესურსების
პროდუქტიული
და ეფექტიანი გამოყენების მიზნით, შესაბამისი
კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე, უზრუნველყოფილ იქნეს იმ მიმართულებებისა და დარგების იდენტიფიცირება, სადაც არსებობს კვალიფიციური კადრების საჭიროება, თანხვედრაშია
ქვეყნის მიზნებთან და გათვალისწინებულ იქნეს
ისინი პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისას.
მიგნება 2: მნიშვნელოვნად განსხვავებულია ერთსა და იმავე ქვეყანასა და პერიოდში, სხვადასხვა სტუდენტზე საყოფაცხოვრებო ხარჯების
ასანაზღაურებლად
გაცემული
დაფინანსება.
საკონკურსო კომისია თითოეული ქვეყნისთვის
ამტკიცებს თანხის ზღვრულ ოდენობას, თუმცა არ
არსებობს კალკულაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მიზეზი: ცენტრს არ აქვს შემუშავებული სტუდენტთა საზღვარგარეთ საჭირო საყოფაცხოვრებო
36
მიგნება 3: ცენტრის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარების 30%-ის მიერ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზება არ ხდება, რაც
ეწინააღმდეგება პროგრამის ძირითად მიზანს და
მიუთითებს პროგრამისა და გამოყოფილი ფინანსური რესურსების არაეფექტიანად მართვაზე.
მიზეზი: ცენტრისა და სამინისტროს მიერ არ არის
დანერგილი შეფასებისა და მონიტორინგის საკმარისი მექანიზმები. კერძოდ, ცენტრს ეფექტიანობის შეფასების მიზნით არ ჩაუტარებია სათანადო
კვლევა და ანალიზი. ამასთანავე, სამინისტროს
არ შეუსწავლია ცენტრის საქმიანობა გამოყოფილი ფინანსური რესურსების პროდუქტიული და
ეფექტიანი ხარჯვისა და დასახული მიზნების მიღწევის შესაფასებლად. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლისა და ქვეყანაში დაბრუნების
დასადგენად, ცენტრი არ მიმართავს შესაბამის
სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციას ან/და
ინფორმაციის მოძიებას, მონიტორინგის სხვა მექანიზმების გამოყენებით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
რეკომენდაცია: პროგრამის ძირითადი მიზნების
მიღწევის შესაფასებლად, მიღებულ იქნეს ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან
და უზრუნველყოს გრანტის მიმღებთა მხრიდან
ვალდებულების შესრულების პერიოდული მონიტორინგი. ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე
განხორციელდეს ხელშეკრულების დარღვევის
ფაქტების იდენტიფიცირება, შეფასდეს მათი თანხვედრა ცენტრის მიზნებთან და მოხდეს შესაბამისი რეაგირება. შეფასდეს პროგრამის მიზნების
მიღწევის მაჩვენებლები, რათა დაიგეგმოს და
გატარდეს შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები სახელმწიფო რესურსების ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენების მიზნით.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტი, რომელმაც მოიცვა სქემით გათვალისწინებული მასწავლებლის კვალიფიკაციის
ამაღლებისა და კარიერული წინსვლისთვის განხორციელებული ღონისძიებების პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის საკითხები.
მიგნება 1: სქემის ფარგლებში, 2020 წლიდან
პროფესიული უნარების დამადასტურებელ გამოცდაში გადასალახავი მინიმალური ზღვარი არ
არის განსაზღვრული. ამასთანავე, მიუხედავად
მასწავლებლების მიერ გამოცდაზე მიღებული დაბალი შედეგებისა, იზრდება იმ მასწავლებლების
რიცხვი, რომლებმაც მომდევნო კარიერულ საფეხურზე გადაინაცვლეს.
მიზეზი: მასწავლებლის კვალიფიკაციის დადასტურება
ხორციელდება
საერთაშორისო
პრაქტიკასთან შედარებით დაბალი საგამოცდო
კომპეტენციის ზღვრის საფუძველზე. 2020 წლიდან პროფესიული უნარების დამადასტურებელი
გამოცდის ბარიერი მტკიცდება სქემისგან დამოუკიდებლად, მინისტრის ბრძანებით. სქემაში
განხორციელებული ცვლილებების საფუძვლად,
მასწავლებლებს მინიმალური ბარიერის გადალახვის შემთხვევაშიც ეძლევა საშუალება სტატუსი დამატებითი აქტივობების განხორციელების
გზით აიმაღლონ.
რეკომენდაცია: მასწავლებლის კვალიფიკაციის
დადასტურების პროცესის გაუმჯობესების მიზნით,
ყველა საფეხურზე მკაფიოდ გაიწეროს პედაგოგის მიერ პროფესიული უნარების გამოცდის ფარგლებში, კომპეტენციის დამადასტურებელი მინიმალური ზღვარი.
მიგნება 2: 2020 წლიდან უწყვეტი პროფესიული
განვითარებისთვის განისაზღვრა ტრენინგების
გასავლელად სავალდებულო საათების რაოდენობა, თუმცა არ არის იდენტიფიცირებული
დარგებისა და კარიერული საფეხურების მიხედვით სავალდებულო და არჩევითი ტრენინგმოდულები, ასევე არ არის შემუშავებული
მასწავლებელთა გადამზადების ეტაპობრივი და
თანმიმდევრული გეგმა. 2017-2019 წლებში ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში მონაწილეობა არ ჰქონდა მიღებული მასწავლებლების
1/3-ს. არსებული რესურსის პირობებში შესაძლებელი იყო 5 წლის განმავლობაში ორი პრიორიტეტული მიმართულებით მასწავლებელთა
სრული კონტინგენტის გადამზადება, რაც ხელს
შეუწყობდა ფინანსური რესურსის პროდუქტიულ
ხარჯვას.
მიზეზი: ცენტრს არ აქვს შემუშავებული ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს თანაბარ მიდგომასა და უწყვეტი განვითარებისთვის საჭირო
მინიმალური სტანდარტის დაწესებას. საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, მასწავლებლებისთვის ტრენინგების გავლა 2020 წლამდე
არ იყო სავალდებულო. პრაქტიკოსსა და უფროს
მასწავლებლებს მომდევნო კარიერულ საფეხურზე გადასასვლელად საკმარისი კრედიტქულების
დაგროვება იმ შემთხვევაშიც შეეძლოთ, თუ ისინი
არ გაივლიდნენ საგნობრივი მეთოდიკის ან პროფესიული უნარების ტრენინგებს.
რეკომენდაცია: მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების და ტრენინგებზე მიმართული ფინანსური რესურსის პროდუქტიულად
ხარჯვის მიზნით:
• მასწავლებლის სტანდარტის მოთხოვნების
გათვალისწინებით, ტრენინგების გასავლელად
სქემით დადგენილი წლიური სავალდებულო
საათების ფარგლებში, შეფასდეს და შესაბამისად გაიწეროს ცალკეული დარგისა და კარი-
37
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
ერული საფეხურის მიხედვით სავალდებულო
და არჩევითი ტრენინგმოდულები;
• განისაზღვროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს თანმიმდევრულად, პრიორიტეტული
მიმართულებების მიხედვით, კონკრეტულ ვადებში მასწავლებელთა სრული კონტინგენტის
გადამზადებას.
შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP)
ეფექტიანობის აუდიტი
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საავტომობილო
გზების დეპარტამენტი ახორციელებს „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტს (SRAMP)“, რომლის ეფექტიანობის აუდიტიც
ჩაატარა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. აუდიტის ანგარიშის საფუძველზე მსოფლიო ბანკი
იღებს რწმუნებას, რომ პროექტი ხორციელდება
ბანკის წესების, პროცედურებისა და სახელმძღვანელოების მოთხოვნების შესაბამისად.
აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა:
მიგნება: ზედამხედველის ყოველთვიური ანგარიშების თანახმად, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზაზე სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა წინასწარ დამტკიცებული
საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე. შესაბამისად, კონტრაქტორებისთვის მშენებლობის ოფიციალური სახელმძღვანელო მითითებები არ იყო
ხელმისაწვდომი. შედეგად, ვერ მოხერხდა სარეაბილიტაციო პროცესის ხარისხის ეფექტიანი კონტროლი და ზედამხედველის მიერ სამუშაოების
მიმდინარეობის პროცესის შეფასება.
მიზეზი: საპროექტო დოკუმენტაციის დამტკიცების
პროცესში არ არის დანერგილი საკმარისი კონტროლის მექანიზმები.
რეკომენდაცია: მშენებლობის პროცესში შეუსაბამობების შემცირებისა და მაღალი ხარისხის საგზაო სტანდარტების შესანარჩუნებლად, გზების
დეპარტამენტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს
საპროექტო დოკუმენტაციის დამტკიცების პროცესის ხარისხზე. კერძოდ, გზების მშენებლობა უნდა
განხორციელდეს წინასწარ შეთანხმებული საპ-
38
როექტო დოკუმენტების პარამეტრებისა და ინდიკატორების გათვალისწინებით.
თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ − სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებების მართვის ეფექტიანობის აუდიტი
საქართველოში საბავშვო ბაღების საქმიანობის
განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2014-2019 წლებში სახელმწიფომ
მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები
განახორციელა სკოლამდელი აღზრდის სისტემის ძირეული ცვლილებისთვის. სამსახურმა ჩაატარა თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და ფოთის
მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის
ეფექტიანობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა:
მიგნება 1: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და
ფოთის მუნიციპალიტეტებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, არ გაუტარებიათ სათანადო ღონისძიებები, რათა ბაღების
საქმიანობა ყოფილიყო დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისი. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში შესაბამისი ორგანოების მხრიდან
სათანადო ღონისძიებების განუხორციელებლობის გამო, წინსვლა არ არის ბაღების ავტორიზაციის კუთხითაც. ბაღების ავტორიზაციის პროცესი,
რომელიც 2018 წლის 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, 2020 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო, თუმცა მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ
მოხერხდა და ვადა კიდევ ერთხელ, 2021 წლის
31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
მიზეზი: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არ არსებობს ერთიანი ხედვა, როდის უნდა
უზრუნველყონ მერიებმა საბავშვო ბაღების სტანდარტებთან შესაბამისობა. პასუხისმგებელი
ორგანოების საქმიანობა ბაღების განახლებულ
სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, არ არის თანმიმდევრული. მენეჯმენტი ძირითადად მიმართულია ყოველდღიური ამოცანების
გადაჭრისკენ და არ ახორციელებს ისეთ აქტივო-
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ბებს, რაც არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას გრძელვადიანად შეუწყობს ხელს.
რეკომენდაცია: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა მუნიციპალიტეტის საკანონმდებლო
და აღმასრულებელ ორგანოებთან კონსულტაციების საფუძველზე შექმნას დროში გაწერილი
ერთიანი სტრატეგია, რათა იცოდნენ, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას საბავშვო
ბაღების საქმიანობის სტანდარტების დაკმაყოფილების პროცესში. აუცილებელია სამოქმედო გეგმა იყოს თანმიმდევრული და ითვალისწინებდეს
ეტაპობრივად განსახორციელებელ კონკრეტულ
ქმედებებს, რათა შესაძლებელი იყოს მისი შესრულების შეფასება. აღნიშნული ხელს შეუწყობს
ავტორიზაციის პროცესის სათანადოდ წარმართვას და საბავშვო ბაღების მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.
მიგნება 2: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის და
ფოთის მუნიციპალიტეტებში არსებული ინფრასტრუქტურული რესურსი ვერ აკმაყოფილებს სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მიუხედავად
იმისა, რომ ინფრასტრუქტურის შესაძლებლობების
გასაზრდელად 2014-2019 წლებში ახალი ბაღების
მშენებლობაზე მიმართულია 44 მლნ ლარი, ხოლო
არსებული ბაღების რეაბილიტაციაზე − 5.6 მლნ
ლარი, არსებული ინფრასტრუქტურა არ შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ შენობები სრულად არ არის აღჭურვილი კანონმდებლობით განსაზღვრული სახანძრო უსაფრთხოების
სისტემით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
შენობაში ბავშვების კონცენტრაციის დროს. შესაბამისად, 2014-2019 წლებში მუნიციპალიტეტების
მხრიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები არასაკმარისია და ვერ
უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას.
მიზეზი: მენეჯმენტის მხრიდან სტანდარტების მიმართ დამოკიდებულება არ არის სათანადო. სტანდარტების მოთხოვნებს არც ახალი შენობების
მშენებლობის დროს ითვალისწინებენ. აღნიშნული კი იწვევს არსებული ინფრასტრუქტურის შეუსაბამობას დადგენილ ნორმებთან.
რეკომენდაცია: თბილისის, ქუთაისის, რუსთავის
და ფოთის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულებებმა, შესაბამის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებთან
კონსულტაციის საფუძველზე, შეიმუშაონ საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარების
სტრატეგია. დოკუმენტში ასახული უნდა იყოს იმ
აქტივობებისა და ღონისძიებების გრძელვადიანი გეგმა, რომლითაც უზრუნველყოფენ როგორც არსებული სიტუაციის გაუმჯობესებას, ასევე
საჯარო ბაღებზე მოსახლეობის მხრიდან მზარდ
მოთხოვნასთან შესაბამისობას. ამასთანავე, პასუხისმგებელმა პირებმა შეისწავლონ საბავშვო
ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის
მდგომარეობა და მის მოსაწესრიგებლად გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები. აღნიშნული ხელს
შეუწყობს საბავშვო ბაღების რეფორმირების
პროცესის წარმართვას ისე, რომ მაქსიმალურად
სწრაფად იქნეს დაკმაყოფილებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების
სტანდარტები.
საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობის აუდიტი
საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების
ეფექტიანი მართვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა
ქმედითი ინსტიტუციების არსებობისა და საჯარო
მმართველობის ეფექტიანი განხორციელებისათვის. საქართველოში საჯარო სექტორი ერთ-ერთი
მსხვილი დამსაქმებელია, რომელიც დაქირავებით დასაქმებულების 34%-ს8 შეადგენს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების
მართვის ეფექტიანობის აუდიტი. აუდიტმა შეისწავლა:
• საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების
აღრიცხვა;
• ადამიანური რესურსების დაგეგმვა და დაკომპლექტება შერჩეულ სამინისტროებში;9
• სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ განხორციელებული აქტივობები.
8
დასაქმებულთა მთლიან რაოდენობას გამოკლებული თვითდასაქმებულები.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრო.
9
39
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
საჯარო სექტორსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობა
286,600
271,900
283,800
299,800
299,700
53,109
51,242
46,708
44,714
49,385
2015
2016
2017
2018
2019
საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა:
მიგნება 1: მონაცემები საჯარო სექტორში დასაქმებულთა შესახებ ფრაგმენტულია და ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ხერხდება დასაქმებულთა როგორც აბსოლუტური რაოდენობის, ისე
მათი კატეგორიების (საჯარო სექტორი, სახელმწიფო სამსახური, საჯარო სამსახური) სათანადო
სიზუსტით იდენტიფიცირება. არასრულყოფილმა
მონაცემებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა
იქონიოს მთავრობის მხრიდან ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, როგორიც არის, საჯარო დაწესებულებების გაერთიანება, ოპტიმიზაცია ან/და ლიკვიდაცია.
მიზეზი: სტატისტიკური მონაცემების არაერთგვაროვნებას განაპირობებს მონაცემების წარმოებაში მონაწილე სხვადასხვა უწყების განსხვავებული
მიზნები ინფორმაციის შეგროვებისა და წარდგენისას, ასევე დასაქმებულთა დათვლის განსხვავებული მეთოდოლოგია.
რეკომენდაცია: სსიპ − საჯარო სამსახურის ბიურომ უზრუნველყოს საჯარო სექტორში დასაქმებულთა შესახებ სათანადო ხარისხის ინფორმაციის
წარმოება იმ ორგანიზაციებთან კოორდინაციით,
რომლებიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში
აღრიცხავენ სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობას (ფინანსთა სამინისტრო, სსიპ − სტატისტიკის ეროვნული სამსახური);
აღნიშნული შესაძლოა მოიცავდეს მონაცემთა
შეგროვების არსებული პროცესის ფარგლებში
40
საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობა
ინფორმაციის დამატებით დეტალიზაციას და იმ
ჭრილში წარდგენას, რომელიც აუცილებელია საჯარო სექტორის ქვეკატეგორიების, ასევე თითოეულ მათგანში შემავალი დასაქმებულების აბსოლუტური რაოდენობის დასაზუსტებლად.
მიგნება 2: შესწავლილ სამინისტროებში ორგანიზაციული განვითარების სტრატეგია მომზადებული არ არის, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი წყარო უნდა იყოს ადამიანური რესურსების
მართვის (HR) ერთეულისთვის ინფორმაციის
მისაღებად, სამუშაო ძალის საჭიროებების შესახებ, მისი რაოდენობისა და უნარ-ჩვევების განსაზღვრის თვალსაზრისით. ამასთანავე, HR
ერთეულებს არ აქვთ განსაზღვრული საკუთარი
სტრატეგია. შედეგად, დოკუმენტირებული სახით
არ არის იდენტიფიცირებული ადამიანური რესურსების მართვის ძირითადი მიმართულებები/გამოწვევები, ხოლო მათთან მიმართებით არ არის
განსაზღვრული როგორც სამიზნე, ისე საბაზისო
მაჩვენებლები (მაგალითად, ვაკანსიების შევსების, გადინების არსებული და მიზნობრივი მაჩვენებელი და ა.შ.).
მიზეზი: სამინისტროებში სამუშაო ძალის დაგეგმვის პროცესი არ არის სისტემატიზებული და
დოკუმენტირებული უკეთესი პრაქტიკით განსაზღვრული საფეხურების მიხედვით.
რეკომენდაცია: სამინისტროებმა უზრუნველყონ
ორგანიზაციული სტრატეგიებისა და ადამიანური
რესურსების მართვის სტრატეგიების შემუშავება, სამუშაო ძალის ორგანიზაციის მიზნებსა და
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ამოცანებთან დაკავშირების გზით. ამასთანავე,
უზრუნველყონ იმ მიზნობრივი მაჩვენებლების
განსაზღვრა, რომელთა საფუძველზე განხორციელდება ადამიანური რესურსების საშუალოვადიანი დაგეგმვის ეტაპები.
მიგნება 3: სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროს
მიერ ცენტრალური საჯარო დაწესებულებების
ინსტიტუციური ანალიზის შედეგების მიხედვით,
ბიუროს მიერ რეკომენდებულ პრაქტიკის ნაწილს სამინისტროები არ იყენებენ, ხოლო ბიურო არ უწევს სათანადო მონიტორინგს გაცემული
რეკომენდაციების შესრულებას.
მიზეზი: სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ
მომზადებული სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და რეკომენდებული პრინციპების დაბალი მიმღებლობა საჯარო სექტორის მხრიდან, ასევე აღნიშნული პრაქტიკის სარეკომენდაციო ხასიათი.
რეკომენდაცია: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურომ მის მიერ გამოცემული სახელმძღვანელოებით განსაზღვრული მნიშვნელოვანი პრინციპების
შესრულების მიზნით, განახორციელოს მათი შესრულების სრულფასოვანი მონიტორინგი და სამინისტროების მხრიდან არსებითი და სისტემური
პრინციპების დაუცველობის შემთხვევაში საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს პრაქტიკული ზომები.
სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტების ეფექტიანობის აუდიტი
ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით, საგრანტო დაფინანსებით,
არაერთი პროექტი ხორციელდება, რომლის
ადმინისტრირებასაც საკუთარი კომპეტენციის
ფარგლებში უზრუნველყოფენ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციები. 2017-2019 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა ეკონომიკის,
სოფლის მეურნეობის და განათლების სფეროს
ხელშემწყობი სხვადასხვა პროგრამები.
დაგეგმილი სახელმწიფო პროგრამები კონკრეტულ
შედეგზეა ორიენტირებული, შესაბამისად, გამოყოფილი რესურსები უნდა იყოს საკმარისი დასახული
მიზნების მისაღწევად. საბიუჯეტო ასიგნებების მიზნობრივი და ეფექტური განკარგვის შესაფასებლად,
მნიშვნელოვანია ეფექტიანობის ინდიკატორების
განსაზღვრა, რაც შესაძლებელს გახდის გაანალიზდეს, დახარჯული რესურსით მიღწეული შედეგი და
შეფასდეს პროგრამის ეფექტიანობა.
სოციალურ-ეკონომიკური ზრდის სტიმულირების მიზნით, 2017-2019 წლებში ჯამურად დაახლოებით 600 მლნ ლარამდე დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აღნიშნული ფაქტორების
გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა
განხორციელებულიყო სახელმწიფოს მიერ 20172019 წლებში გაცემული გრანტების ეფექტიანობის აუდიტი, რომელიც მოიცავდა გრანტების დაგეგმვის, გაცემის, მონიტორინგისა და შედეგების
შეფასების პროცესების შესწავლას.
აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა:
მიგნება 1: შემოწმებული ობიექტების უმრავლესობაში გრანტის გაცემის მიზნები ზოგადი ხასიათისაა, არ ხდება ან არასათანადოდ არის განსაზღვრული შედეგების შეფასების ინდიკატორები.
აღნიშნული არ იძლევა შესაძლებლობას, გაანალიზდეს კონკრეტულად რა მოცულობით და ხარისხით შეუწყო ხელი 2017-2019 წლებში გრანტის სახით დახარჯულმა საბიუჯეტო სახსრებმა
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული
2017-2020 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.
რეკომენდაცია: საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვისა და მიღწეული შედეგების მაქსიმალურად უზრუნველყოფისათვის, ორგანიზაციებმა მკაფიოდ განსაზღვრონ მიზნები, მათ
მისაღწევად საჭირო აქტივობები და შედეგების
გაზომვის შესაფერისი ინდიკატორები, რაც იძლევა საშუალებას, შეფასდეს პროდუქტიულობა და
მიღწეული შედეგის ეფექტიანობა. საბიუჯეტო
სახსრების ეკონომიურად, ეფექტიანად, გამჭვირვალედ ხარჯვის და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, პროექტის ბიუჯეტი
და პირობები განისაზღვროს საჭიროებების და
საბაზრო ფასების გათვალისწინებით, ხოლო ნებისმიერი ცვლილება განხორციელდეს მხოლოდ
სათანადო დასაბუთებისა და შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
41
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
მიგნება 2: რიგ შემთხვევებში გრანტების გამცემი
ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული საგრანტო პირობები და დაფინანსების სქემა არ არის
მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული. პრეტენდენტთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცესში
არასათანადოდაა გათვალისწინებული გამჭვირვალობისა და თანასწორობის პრინციპები, რამაც
შესაძლოა გრანტის ხელმისაწვდომობა შეზღუდოს.
რეკომენდაცია: სახელმწიფოს მხრიდან დახმარებების გაცემის პროცესში გამჭვირვალობისა და
სამართლიანობის პრინციპების დასაცავად, საგრანტო პირობები ნათლად და ცალსახად უნდა
იყოს ჩამოყალიბებული, რათა არ იძლეოდეს
სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას
და ყველა დაინტერესებულ კონკურსანტს ჰქონდეს თანაბარ პირობებში მონაწილეობის საშუალება.
გრანტის გაცემის ეტაპზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ობიექტურობისა და ბენეფიციართა ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად,
დაინერგოს კონტროლის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს პრეტენდენტთა შერჩევას წინასწარ
მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული ისეთი
კრიტერიუმებით, რომლებიც უზრუნველყოფს
ობიექტური და გამჭვირვალე გადაწყვეტილების
მიღების შესაძლებლობას.
მიგნება 3: რიგ შემთხვევებში გამოვლინდა გრანტის დაგეგმვის, ათვისებისა და მიზნობრივად
ხარჯვის მონიტორინგის პროცესის სხვადასხვა
ხასიათის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რაც
გაცემული გრანტების ათვისებისა და მიზნობრივად ხარჯვის კონტროლის მექანიზმების სისუსტეზე მიუთითებს და აფერხებს დასახული მიზნების
სრულყოფილად მიღწევის შესაძლებლობას.
რეკომენდაცია: სახელმწიფო გრანტით მისაღწევი მიზნებისა და ამოცანების ეფექტიანად შესრულებისთვის, მნიშვნელოვანია, ორგანიზაციებმა
დანერგონ გაცემული გრანტების ათვისებისა და
მიზნობრივად ხარჯვის მონიტორინგის გამართული სისტემა და მონიტორინგის შედეგებზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები, რომელთაც უნდა
უზრუნველყონ ბენეფიციართა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების
42
დროული და სრულყოფილი კონტროლი, რაც
გრანტის გამჭვირვალე, ეკონომიური, ეფექტიანი
და პროდუქტიული გამოყენების წინაპირობაა.
საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური და ეფექტიანი ხარჯვის უზრუნველსაყოფად, სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ უზრუნველყოს სათანადო კონტროლი,
რათა ბენეფიციარებმა შესყიდვები განახორციელონ კონკურსის წესით, კონკურენტუნარიან გარემოში დადგენილი წესების შესაბამისად.
დაფინანსებული სესხებით ოპტიმალური ეფექტის
მისაღწევად და საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით, სსიპ − აწარმოე საქართველომ უზრუნველყოს სათანადო კონტროლისა და
რეაგირების მექანიზმების დანერგვა, რომელიც
გამოავლენს არამიზნობრივად ათვისებულ სასესხო თანხებს, სააგენტოს მიერ დასაფინანსებელი
თანხის ზრდის შემთხვევებს და შეაფასებს სესხის
ათვისების შემდგომ ბენეფიციართა შედეგებს.
ასევე, ზემოაღნიშნული მიზნებისათვის, მიზანშეწონილია, განისაზღვროს დაფინანსებული სესხების ათვისების გონივრული ვადები და მათი ხარჯვა განხორციელდეს სესხისთვის გამოყოფილი
ცალკე ანგარიშიდან, რაც გაამარტივებს მონიტორინგის პროცესს და გააძლიერებს კონტროლის
მექანიზმს.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის
ეფექტიანობის აუდიტი
საქართველოში ტურიზმი ეკონომიკის პრიორიტეტული სფეროა და მის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა როგორც ეროვნულ, ისე
რეგიონულ დონეზე. უკანასკნელ წლებში ტურიზმის განვითარების დინამიკა არსებითად შეიცვალა. ტურიზმი დიდ გავლენას ახდენს საზოგადოების სტაბილურ განვითარებასა და მატერიალური
მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რისთვისაც აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს შესაბამისი
პირობები. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა
ჩაატარა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი, სადაც გაანალიზებულია ტურიზმის
მიმართულებით არსებული ინფრასტრუქტურული
მდგომარეობა და შეფასებულია მცირე და საშუა-
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ლო ტურისტული ბიზნესის ფარგლებში გაცემული
სესხების მიზნობრიობა და ეფექტიანობა.
აუდიტის შედეგად გამოვლენილი მთავარი პრობლემების მოკლე აღწერა:
მიგნება 1: „ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი ტურისტული ინფრასტრუქტურა
პრაქტიკულად უფუნქციო და მიტოვებულია. ობიექტს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია.
ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, ვიზიტორი
ვერ სარგებლობს შექმნილი ინფრასტრუქტურით,
ხოლო ქონება მოუვლელობით ზიანდება და ღირებულებას კარგავს.
მიზეზი: სამინისტრომ პროექტები განახორციელა
ყველა გარემოებისა და ზეგავლენის შეფასების
გარეშე, დაუსაბუთებლად. აღნიშნული მიუთითებს, რომ სამინისტროს არ აქვს ჩამოყალიბებული
მიდგომები და კონცეფცია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით.
რეკომენდაცია: ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების
განვითარების მიზნით, მუნიციპალიტეტებთან
კოორდინაციით, პროექტები დაგეგმოს და განახორციელოს ყველა გარემოებისა და ზეგავლენის დეტალური ანალიზის შემდგომ, შესაბამისი
სტრატეგიისა და განვითარების გეგმის მიხედვით. ასევე, პროექტის განხორციელების შემდეგ
უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო წესით მოწყობილი საკურორტო-სარეკრეაციო ადგილების
მოვლა-შენახვისა და ადმინისტრირების შესაძლებლობები.
მიგნება 2: „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში“ გამოვლინდა
მნიშვნელოვანი ხარვეზები ბენეფიციართა შერჩევის მიმართულებით. კერძოდ, ბენეფიციართა
ნაწილისთვის სესხის გაცემის მიზანი არ ყოფილა
ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერა და იგი რეალურად განხორციელდა გადახდისუუნარობის
რისკის ქვეშ მყოფი მოვალეებისთვის სესხის წნეხის შესამსუბუქებლად. ასევე ბენეფიციარებს არ
აქვთ ტურიზმის სექტორში საქმიანობის ვალდებულება. მნიშვნელოვანია ასევე ბენეფიციარების
მხრიდან სესხის თანხების არასწორი მენეჯმენტი.
აღნიშნული გარემოებებითა და პანდემიით გამოწვეული კრიზისის გათვალისწინებით, შესაძლოა
ბენეფიციარების ნაწილი კვლავ აღმოჩნდეს რეფინანსირების განხორციელებამდე არსებულ
მდგომარეობაში, ხოლო მცირე და საშუალო
ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვამ მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღოს.
მიზეზი: სათანადო კონტროლის მექანიზმების
არარსებობა.
რეკომენდაცია: „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის“ საბოლოო შედეგის, ტურიზმის სექტორში სამეწარმეო
აქტიურობის ზრდის მისაღწევად, სპეციალურად
შექმნილმა მსესხებელთა რეესტრის შემდგენმა
კომისიამ თითოეულ შემთხვევაში დეტალურად
გამოიკვლიოს პრობლემის წარმოშობის მიზეზები და მხოლოდ სათანადო კრიტერიუმებისა და
მიზნობრიობის დაკმაყოფილებისას გასცეს დადებითი რეკომენდაცია. ამასთანავე, ფინანსთა და
ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშაოს ეფექტიანი
მონიტორინგის სისტემა, რაც ბენეფიციართა ტურიზმის სექტორში საქმიანობის ვალდებულებას
უზრუნველყოფს, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება
ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების უკან დაბრუნება.
2.2 რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის უმთავრესი
ფუნქციაა საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესება და მოქალაქეებისთვის ღირებულების
შექმნა. აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად
სამსახურის ძირითადი პროდუქტია აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციები და მათი შესრულებით მოტანილი სარგებელი. სამსახური
ორიენტირებულია, ერთი მხრივ, შიდა პროცესების გაუმჯობესებით ხარისხიანი და ქმედითი
რეკომენდაციების მომზადებაზე, ხოლო, მეორე
მხრივ, პარლამენტთან და საბიუჯეტო ორგანიზაციებთან ეფექტიანი კომუნიკაციითა და თანამშრომლობით, რეკომენდაციების დროულ შესრულებაზე.
43
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
დიაგრამა 5. 2017-2020 წლებში გაცემული რეკომენდაციების რაოდენობა10
1000
908
800
დიაგრამა 6. 2017-2020 წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა
9%
849
707
47%
28%
600
400
256
16%
200
0
შესრულებული
2017 წელი
2018 წელი
2019 წელი 2020 წელი
ნაწილობროვ შესრულებული
მიმდინარე
შეუსრულებელი
დიაგრამა 7. 2020 წელს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა11
დიაგრამა 8. 2017-2019 წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა
3%
12%
21%
11%
9%
58%
19%
67%
შესრულებული
შესრულებული
ნაწილობროვ შესრულებული
ნაწილობროვ შესრულებული
მიმდინარე
მიმდინარე
შეუსრულებელი
შეუსრულებელი
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში აუდიტორული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით
განხორციელებული არაერთი აქტივობის შედეგად, გაიზარდა გაცემული რეკომენდაციების რაოდენობა. სამსახურის მიერ ჩატარებული ანალიზით, ბოლო 4 წლის
განმავლობაში გაიცა 2,720 რეკომენდაცია, საიდანაც
31% ეკუთვნის 2020 წლის აუდიტებს. გასულ წელთან
შედარებით გაიზარდა რეკომენდაციების შესრულების
მაჩვენებელი და 47% შეადგინა. გარდა სრულად გათვალისწინებული რეკომენდაციებისა, ნაწილობრივ იქნა
შესრულებული რეკომენდაციების 16%. აღსანიშნავია
ის გარემოება, რომ რეკომენდაციების თითქმის მესამედი ახალი გაცემულია და უწყებების მიერ მათი შესრულებისთვის მოთხოვნილი ვადა ჯერ არ დასრულებულა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური გასცემს ორი
ტიპის რეკომენდაციას: სტანდარტულს და მნიშვნელოვანს. მნიშვნელოვანია რეკომენდაციები,
რომელთა შესრულებასაც შესაძლოა დიდი ზეგავლენა ჰქონდეს საჯარო სექტორში მიმდინარე
პროცესებსა და სახელმწიფო ბიუჯეტზე. ამ ტიპის
რეკომენდაციები ეხება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს. მათი შეუსრულებლობით
სახელმწიფო ბიუჯეტმა შესაძლოა დაკარგოს
მნიშვნელოვანი შემოსავლები, გაიზარდოს კორუფციისა და თაღლითობის რისკი, მოხდეს საბიუჯეტო რესურსებისა და სახელმწიფო ქონების
არამიზნობრივი განკარგვა და სხვ.
10
2020 წლის მაჩვენებელი მოიცავს 2020 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმით განსაზღვრული იმ აუდიტების
რეკომენდაციებსაც, რომლებიც დამტკიცდა 2021 წლის დასაწყისში.
11
მაჩვენებელი მოიცავს 2020 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმით განსაზღვრული იმ აუდიტების რეკომენდაციებსაც,
რომლებიც დამტკიცდა 2021 წლის დასაწყისში.
44
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
დიაგრამა 9. 2017-2020 წლებში გაცემული მნიშვნელოვანი რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობა
8%
35%
43%
შედარებით მაღალია შესაბამისობის აუდიტების
ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების რაოდენობა და 42%-ს აღწევს. ფინანსური
აუდიტების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შემთხვევაში შესრულების მაჩვენებელი
59%-ს შეადგენს.
დიაგრამა 11. 2017-2020 წლებში გაცემული
რეკომენდაციების შესრულება აუდიტის სახეობების მიხედვით
60%
43%
30%
1%
16%
20%
26%
12%
0%
ფინანსური
შესაბამისობა ეფექტიანობა
52%
50%
40%
28%
42%
70%
20%
4%
დიაგრამა 10. 2017-2020 წლებში გაცემული სტანდარტული და მნიშვნელოვანი რეკომენდაციის
შესრულების მდგომარეობა
8%
40%
10%
60%
შეუსრულებელი
59%
მიმდინარე
67%
80%
ნაწილობროვ შესრულებული
15%
შესრულებული
16%
15%
ფინანსური
შესაბამისობა
43%
35%
30%
15% 16%
20%
22%
8%
10%
10%
შესრულებული
მიმდინარე
ნაწილობროვ
შესრულებული
შეუსრულებელი
0%
შესრულებული ნაწილობრივ მიმდინარე
შესრულებული
მნიშვნელოვანი
შეუსრულებელი
სტანდარტული
მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულება
საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან მეტ ძალისხმევას მოითხოვს. მათი შესრულების მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 26%-დან 35%მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი ეფექტიანობის აუდიტისას გაიცემა, ეფექტიანობის აუდიტების რაოდენობა კი ბოლო წლებში მზარდი ტენდენციით
გამოირჩევა. შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება გაცემული მნიშვნელოვანი ტიპის რეკომენდაციების რაოდენობაც. ეფექტიანობის აუდიტების ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების
მხოლოდ 30%-ია სრულად შესრულებული.
13
რეკომენდაციების რაოდენობის ზრდასთან ერთად
სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათი მართვის ეფექტიანი მექანიზმის არსებობას. აქედან
გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური
მუდმივად მუშაობს ამ მიმართულებით შიდა პროცესების ეფექტიანობის ამაღლებაზე. შედეგების
გაუმჯობესებისა და გაცემული რეკომენდაციების
შესრულების უკეთესი მონიტორინგის მიზნით, 2019
წელს სამსახურმა შექმნა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.13
სისტემას რეკომენდაციების გაცემის, შესრულებისა
და მონიტორინგის პროცესი სრულად გადაჰყავს
ელექტრონულ სივრცეში. შედეგად, სისტემა უზრუნველყოფს აუდიტის ობიექტებთან პროაქტიულ
კომუნიკაციას, პროცესების ავტომატიზაციასა და
მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვას.
https://aris.sao.ge
45
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
2021-2022 წლებში აუდიტის სამსახურის ერთ-ერთ
ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება იქნება
აღნიშნული სისტემის დანერგვა და პრაქტიკაში
ამოქმედება. 2020 წელს დაიწყო სისტემის საპილოტე რეჟიმში დანერგვა იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ასევე, შემუშავდა
სისტემის მოხმარების ინსტრუქცია როგორც აუდიტის სამსახურის, ასევე აუდიტის ობიექტის მხარისათვის.
რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია აღნიშნულ პროცესში
პარლამენტის ჩართულობა. პარლამენტის ინფორმირებულობის გასაზრდელად, სამსახური
გეგმავს რეკომენდაციების შესრულების ანალიტიკური ანგარიშის მომზადებას, რომელიც პარლამენტს საშუალებას მისცემს მიიღოს ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების კუთხით
არსებული გამოწვევებისა და სისტემური ხასიათის საკითხების შესახებ.
2.3 აუდიტის ხარისხის კონტროლი და
უზრუნველყოფა
აუდიტორული საქმიანობის მაღალი ხარისხი მიიღწევა აუდიტის მეთოდოლოგიური ბაზის სრულყოფით, ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის გამართული და ძლიერი სისტემებით.
აუდიტის ანგარიშების (პროექტების) ხარისხის
გაუმჯობესების მიზნით, სამსახურში შექმნილია
აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის
მონიტორინგის სტრუქტურული ერთეული − აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის
სახით.
აუდიტის ხარისხის მონიტორინგის მიზანია მოიპოვოს გონივრული რწმუნება იმის შესახებ, რომ:
• სამსახურისა და მისი პერსონალის აუდიტორული საქმიანობა შეესაბამება პროფესიულ სტანდარტებს, კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ნორმებს;
• სამსახურის მიერ გამოცემული აუდიტის ანგარიშები შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს.
46
აუდიტის სამსახურში ფუნქციონირებს საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებული აუდიტის ხარისხის
კონტროლის მიმოხილვის სისტემა. აღნიშნული
გულისხმობს გამოცდილი აუდიტორებისგან მიმომხილველთა ჯგუფის შექმნას, რომელიც ახორციელებს აუდიტების ხარისხის კონტროლს აუდიტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე (დაგეგმვა,
შესრულება, ანგარიშგება). აუდიტის ხარისხის
კონტროლის მიმოხილვის სისტემის მიზანია აუდიტის ჩატარება საერთაშორისო სტანდარტებისა
და სამსახურის სახელმძღვანელო დოკუმენტების
მოთხოვნათა სრული დაცვით.
საანგარიშო პერიოდში ხარისხის კონტროლის
მიმოხილვას დაექვემდებარა სამსახურის 2020
წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული ყველა ფინანსური აუდიტი და 36
შესაბამისობის აუდიტი. შესაბამისობის აუდიტების დარჩენილი ნაწილის ხარისხის შემოწმება განახორციელა უშუალოდ ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტმა.
გარდა ამისა, აუდიტორული საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2020 წელს განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
• განახლდა ფინანსური და შესაბამისობის აუდიტების აუდიტის მართვის სისტემის (AMS)
სახელმძღვანელოები და სხვადასხვა სამუშაო
დოკუმენტები;
• შემუშავდა სტანდარტული რისკებისა და პროცედურების რეესტრი ყველაზე ხშირად შესასწავლ თემებთან დაკავშირებით;
• ფინანსური აუდიტის ფარგლებში განახლდა
ფინანსური ანგარიშგების მუხლებზე დაგეგმილი სტანდარტული აუდიტორული პროცედურების რეესტრი;
• შეიქმნა ეფექტიანობის აუდიტის ახალი სამუშაო დოკუმენტები.
3.
ძირითადი პარტნიორების ჩართულობა
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
ციო კლინიკური ცენტრის“ საქმიანობის შესა3.1 თანამშრომლობა საქართველოს პარლამებამისობის აუდიტი.
ნტთან
6. საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის
სამსახური აქტიურად მუშაობდა ძირითადი
პარტნიორების ჩართულობის გაძლიერების
კუთხით. განსაკუთრებით აღსანიშნავია გაუმჯობესებული კომუნიკაცია სამსახურის მთავარ
პარტნიორთან − საქართველოს პარლამენტთან. აუდიტის სამსახური თავისი აუდიტორული საქმიანობით მნიშვნელოვან როლს ასრულებს პარლამენტის მიერ საჯარო ფინანსების
მართვის ზედამხედველობის პროცესში. საქართველოს პარლამენტი აუდიტის სამსახურის
ძირითადი პარტნიორი და მისი აუდიტის ანგარიშების მთავარი მომხმარებელია. აქედან გამომდინარე, სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი
პრიორიტეტი პარლამენტსა და მის კომიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებაა.
პარლამენტსა და აუდიტის სამსახურს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პლატფორმაა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების
განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი,
რომელიც განიხილავს კონკრეტული აუდიტების
შედეგებსა და რეკომენდაციებს. სამუშაო ჯგუფის
სხდომაზე საკითხს წარადგენს აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, განხილვაში ასევე მონაწილეობს აუდიტის ობიექტის მხარეც.
საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის
რეფორმაში მიღწეული პროგრესის ეფექტიანობის აუდიტი.
7. კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის
ეფექტიანობის აუდიტი.
8. პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტი.
9. სპორტული ინფრასტრუქტურის მართვის
ეფექტიანობის აუდიტი.
10. სახელმწიფო ვალის მართვის შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტი.
11. სახელმწიფო პენსიის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემის ეფექტიანობის აუდიტი.
12. სახელმწიფო ვალის მართვის ინფორმაციული სისტემების შემდგომი რეაგირების
ეფექტიანობის აუდიტი.
პარლამენტთან აქტიური თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა გაუმჯობესდეს აუდიტის
სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების
შესრულების მაჩვენებელი. სამუშაო ჯგუფის ფორმატში მნიშვნელოვანი ანგარიშებისა და რეკომენდაციების პერიოდული განხილვა და პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით საჯარო
ფინანსების მართვის სფეროში არსებული სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების აღმოფხვრა −
სამსახურის მთავარ პრიორიტეტად რჩება.
2020 წელს სამუშაო ჯგუფმა განიხილა 21 აუდიტის ანგარიში: 11 − ფინანსური, 3 − შესაბამისობის
და 7 ეფექტიანობის აუდიტი:
3.2 თანამშრომლობა საქართველოს მთავრო1. ჯამურად განიხილა 10 სამინისტროში ჩატა- ბასთან
2.
3.
4.
5.
48
რებული 2018 წლის ფინანსური აუდიტები.
სსიპ − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა
და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ
განხორციელებული „ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის“ 2018-2019 წლების ფინანსური აუდიტი.
სსიპ − საქპატენტის შესაბამისობის აუდიტი.
ხელშეკრულებების მართვის შესაბამისობის
აუდიტი.
შპს „ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და
ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტა-
საჯარო ფინანსების მართვის სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლობა მთავრობასთან. პერიოდული შეხვედრებისა და ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში
სამსახური ახორციელებს აუდიტის შედეგად გამოვლენილი სისტემური ხასიათის ნაკლოვანებების განხილვასა და ერთობლივად მათი აღმოფხვრის გზების მოძიებას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ამასთანავე, აღსანიშნავია აუდიტის სამსახურის
წვლილი მუნიციპალიტეტებში შიდა აუდიტის
ფუნქციების გაძლიერებისა და ეფექტიანობის
ამაღლების კუთხით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტის
ორგანიზებით, მუნიციპალური განვითარების
ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა
ტრენინგკურსები: „შიდა აუდიტი − მუნიციპალიტეტებისთვის“ და „რისკზე ორიენტირებული შიდა
აუდიტი“. აღნიშნული სასწავლო კურსები 2020
წელს გაიარა 118-მა საჯარო მოხელემ. კურსების სასწავლო პროგრამები მუნიციპალიტეტებში
განხორციელებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი მიგნებებისა და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა და მათი მიზანია,
მუნიციპალიტეტებში შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებით საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
3.3 თანამშრომლობა სამართალდამცავ
ორგანოებთან
აუდიტების ფარგლებში პერიოდულად ვლინდება
ისეთი დარღვევები, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
მსგავსი ტიპის კონკრეტული საკითხები გადაეცემა სამართალდამცავ ორგანოებს კანონმდებლობით დადგენილი შემდგომი პროცედურების
განსახორციელებლად. შესაბამისად, აუდიტის
სამსახურისათვის არსებითად მნიშვნელოვანია
სამართალდამცავ ორგანოებთან მჭიდრო და
ეფექტიანი კომუნიკაცია, როგორც რისკის შემცველი ანგარიშების გადაგზავნის, ასევე გადაგზავნილ საკითხებზე რეაგირების სტატუსების მუდმივი მონიტორინგის კუთხით.
3.4 საზოგადოებასთან ურთიერთობა
მოქალაქეთა ჩართულობა და გამჭვირვალობა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სხვადასხვა მეთოდისა და ინსტრუმენტის გამოყენებით მუდმივად ცდილობს მოქალაქეთა ინფორმირებას და
აუდიტის დაგეგმვის პროცესში მათი ჩართულობის გაზრდას. სამსახური ავითარებს ინოვაციურ
მიდგომებს, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების როლის გაძლიერებას საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების პროცესში. აღნიშნულის ნათელი მაგალითია სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის განახლებული ოფიციალური ვებგვერდი (www.sao.ge),13 რომლის ახალი დიზაინი და
ფუნქციონალი მომხმარებლებს მნიშვნელოვნად
უადვილებს სამსახურის საქმიანობის შედეგებისა
და საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე პროაქტიულად გამოქვეყნებული
ინფორმაციების მოძიებას/ანალიზს. ამასთანავე,
ვებგვერდს დაემატა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ფუნქციონალი (აუდიოგახმოვანება, კონტრასტის ცვლილება, ტექსტის ზომის ცვლილება).
სამსახური წლიური აუდიტორული საქმიანობის
გეგმის ფორმირებისას აქტიურად ითვალისწინებს
მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებულ პირთა მომართვებს. კერძოდ, 2020 წელს სხვადასხვა ოფიციალური წყაროდან მიღებული 44 მომართვიდან
47% გათვალისწინებულ იქნა 2020-2021 წლების
აუდიტორული საქმიანობის გეგმებში.
2020 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მიერ სამართალდამცავ ორგანოებში გაიგზავნა
28 აუდიტის ანგარიში ან კონკრეტული ინფორმაცია აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ (იხ. დანართი N2).
13
https://www.sao.ge/ka/
49
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
დიაგრამა 12. 2019-2020 წლებში მიღებული მომართვები აუდიტის ჩატარების შესახებ, კატეგორიების მიხედვით
20%
36%
23%
14%
7%
სამოქალაქო საზოგადოება
მოქალაქე
აღმასრულებელი ხელისუფლება
საკანონმდებლო ან/და
წარმომადგენლობითი ორგანო
სხვა
მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით აუდიტის სამსახური იყენებს ინოვაციურ ვებპლატფორმას − ბიუჯეტის მონიტორს (www.
budgetmonitor.ge).14 ბიუჯეტის მონიტორი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს,
ერთი მხრივ, მიიღოს ამომწურავი ანალიტიკური
ინფორმაცია სახელმწიფო და მუნიციპალური
ბიუჯეტების, აუდიტის მიგნებებისა და გაცემული
რეკომენდაციების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ,
წარმოადგენს კომუნიკაციის პლატფორმას, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ აუდიტის სამსახურს საჯარო ფინანსების
მართვაში არსებული ხარვეზების შესახებ და ჩაერთონ წლიური აუდიტორული გეგმის ფორმირების პროცესში.
თანამშრომლობა მედიასთან
საჯარო ფინანსების მართვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, ისევე როგორც
მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ერთ-ერთი
უმთავრესი წინაპირობაა აუდიტის სამსახურის
ეფექტიანი თანამშრომლობა მედიასთან. სწორედ
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ევროკავშირის
14
15
https://budgetmonitor.ge/ka
https://blog.sao.ge
50
პროექტის − „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
ინსტიტუციური გაძლიერება“ ფარგლებში მოწვეული უცხოელი ექსპერტების აქტიური ჩართულობით მომზადდა სამსახურის კომუნიკაციის
სტრატეგია, რომელიც საბოლოო სახით ჩამოყალიბდა და დამტკიცდა 2020 წელს. კომუნიკაციის
სტრატეგია შემუშავებულია სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის 2018-2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის საფუძველზე.
სამსახური აგრძელებს მედიის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას
აუდიტის ანგარიშების, სამსახურის საქმიანობისა
და ძირითადი პროდუქტების შესახებ. თუმცა 2020
წელს, პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შეფერხდა დაგეგმილი მედიასემინარების ჩატარება.
დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი ურთიერთობისთვის სამსახური აქტიურად იყენებს სხვადასხვა კომუნიკაციის არხსა და ინსტრუმენტს,
ასევე მუშაობს ინტერნეტრესურსების განვითარებისა და განახლების მიმართულებით:
• ფართო საზოგადოების მიერ აუდიტის სამსახურის პროდუქტების გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის დონის ამაღლების პროცესში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს აუდიტის
ანგარიშების აღქმადობის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით სამსახური განაგრძობს ეფექტიანობის აუდიტის ბლოგის (www.blog.sao.ge)15
გაუმჯობესებას, სადაც განთავსებული სტატიები შეჯამებული სახით აწვდის მკითხველს ინფორმაციას ეფექტიანობის აუდიტების ფარგლებში გამოვლენილი ძირითადი მიგნებებისა
და გაცემული რეკომენდაციების შესახებ;
• აუდიტის სამსახური აქტიურად იყენებს სოციალურ ქსელებს და საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას, მარტივად მიიღოს უახლესი
ინფორმაცია აუდიტის ანგარიშებში მოცემული
ძირითადი მიგნებებისა და ვებპლატფორმა −
ბიუჯეტის მონიტორზე განთავსებული მონაცემების შესახებ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად ახორციელებს მედიამონიტორინგს და აკვირდება მედიის სხვადასხვა არხის გამოხმაურებას აუდიტის
სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით.
დიაგრამა 13. 2020 წელს დაფიქსირდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ 2,556 ერთეული
მედიაგამოხმაურება
6%
6%
53%
35%
ინტერნეტი – 1,366 სტატია
ტელევიზია – 891 სიუჟეტი
ბის საერთაშორისო ორგანიზაციისა (INTOSAI)
და მისი რეგიონული გაერთიანებების (EUROSAI,
ASOSAI) აქტიური წევრია საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე საჯარო აუდიტის მიმართულებით დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების
გაზიარების მიზნით.
საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
საჯარო მმართველობის ეფექტიანობის გაძლიერებისა და საჯარო აუდიტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, აუდიტის სამსახური განაგრძობს
მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო და
დონორ ორგანიზაციებთან. 2020 წელს საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით განხორციელდა რამდენიმე
მნიშვნელოვანი პროექტი.
რადიო – 153 სიუჟეტი
პრესა – 146 სტატია
ევროკავშირი (EU)
აუდიტის სამსახურის მიერ მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ძალისხმევა სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. სამსახური მუდმივად
ცდილობს განავითაროს ინოვაციური მიდგომები,
რაც გააძლიერებს საზოგადოების როლს საჯარო
ფინანსების მართვის პროცესში.
3.5 საერთაშორისო თანამშრომლობა
2020 წელს უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების მხარდაჭერით, წარმატებით განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებმაც
ხელი შეუწყვეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას,
აუდიტორული და არააუდიტორული საქმიანობის
გაუმჯობესებას.
საჯარო სექტორის აუდიტის საერთაშორისო
სტანდარტების შესაბამისად, ფუნქციონირება სამსახურის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
სამსახური უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტე-
2020 წელს წარმატებით დასრულდა ევროკავშირის სამწლიანი ტექნიკური დახმარების პროექტი
– „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება“. პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილ იქნა სხვადასხვა მიმართულება, მათ
შორის:
• განახლდა ფინანსური და შესაბამისობის აუდიტების, ასევე აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელოები აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
• საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვის
საერთაშორისო სტანდარტებში (IPSAS) გაძლიერდა სამსახურის თანამშრომელთა შესაძლებლობები;
• ხელშეწყობილ იქნა აუდიტის მართვის სისტემის (AMS) პრაქტიკაში დანერგვა და თანამშრომელთა გადამზადება;
• შემუშავებულ იქნა IT აუდიტის სახელმძღვანელოები;
• განვითარდა ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ტრენინგის მოდულები;
• სამსახურის აუდიტორები გადამზადდნენ ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის მიმართულებით.
51
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
2020 წელს წარმატებით დასრულდა გერმანიის
საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების რეგიონული პროექტი − „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული
ინსტიტუტების შესაძლებლობათა გაძლიერება
2030 დღის წესრიგის განხორციელების მონიტორინგისათვის“. პროექტი მიზნად ისახავდა მონაწილე ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი,
ბელარუსი, სომხეთი და უკრაინა) უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების შესაძლებლობების
გაძლიერებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახური
პროექტში ჩართული იყო როგორც პროექტის
მენტორი და რეგიონში წამყვანი აუდიტორული
ინსტიტუცია.
USAID-ის მხარდაჭერით სამსახურში მიმდინარეობს რამდენიმე პროექტი, რომლებიც ხელს
უწყობს სამსახურის შესაძლებლობების განვითარებას როგორც ადამიანური რესურსების, ასევე
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების
მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილ იქნა სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის:
• სამსახურის აუდიტორთა კომპეტენციის განვითარებისათვის განხორციელდა თემატური
ტრენინგპროგრამები ჯანმრთელობის დაცვისა
და განათლების სფეროების მიმართულებით;
• პროექტის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო პარალელური ეფექტიანობის აუდიტი − „ტუბერკულოზის პრევენცია და მკურნალობა“;
• სამსახურს ექსპერტის რანგში ეხმარებოდა
სლოვენიის აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, რომლის ჩართულობით მომზადდა
რამდენიმე ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში;
• აზერბაიჯანის, უკრაინისა და სომხეთის აუდიტის სამსახურების აუდიტორებმა სტაჟირება
გაიარეს აუდიტის სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტში;
• პროექტის ფარგლებში აუდიტის სამსახურმა
აზერბაიჯანის, ბელარუსის, სომხეთისა და უკრაინის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციებისათვის ჩაატარა ტრენინგები/სემინარები
ეფექტიანობისა და ფინანსური აუდიტის მეთოდოლოგიებისა და გარე საფინანსო კონტროლის სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ;
• განახლდა სამსახურის ვებპლატფორმა − ბიუჯეტის მონიტორი;
• გაძლიერდა სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
52
2020 წელს USAID-ის ხელშეწყობით აუდიტის სამსახურმა აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურთან (GAO) თანამშრომლობით დაიწყო ახალი პროექტი − ეფექტიანობის აუდიტის
მიგნებების ზეგავლენის განსაზღვრის პრაქტიკის
დანერგვის მიმართულებით. პროექტის საწყის
ეტაპზე განხორციელდა სამსახურის საჭიროებების შეფასება და ჩატარდა ეფექტიანობის აუდიტზე მომუშავე აუდიტორთა სწავლება.
კარგი მმართველობის ინიციატივის (Good
Governance Initiative – GGI) პროექტის ფარგლებში 2020 წელს USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
• გრძელდება სამსახურის მიერ გაცემული
რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის (ARIS) დანერგვაში ხელშეწყობა;
• სამსახურის თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გრძელდება მათი საერთაშორისო სასერტიფიკაციო ტრენინგ-კურსებში
მონაწილეობის ფინანსური მხარდაჭერა;
• USAID-ისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის
ფარგლებში აყვანილ იქნა 4 სტაჟიორი, საიდანაც ერთი დასაქმდა.
„საუდის ფონდი უმაღლესი აუდიტორული
ორგანიზაციების გაუმჯობესებული შესაძლებლობები“
2020 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაიმარჯვა საუდის არაბეთის სამეფოს გენერალური
აუდიტის სასამართლოს მიერ დაფუძნებული ფო-
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ნდის − „საუდის ფონდი უმაღლესი აუდიტორული
ორგანიზაციების გაუმჯობესებული შესაძლებლობები“ საგრანტო კონკურსში. მიღებული გრანტი,
100,000 აშშ დოლარის ოდენობით, 2021-2022
წლებში მოხმარდება სამსახურის IT ინფრასტრუქტურის გაძლიერებას.
ჩართულობა მნიშვნელოვან საერთაშორისი ღონისძიებებსა და პროექტებში
2020 წელს სამსახურის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს INTOSAI-ის, EUROSAI-ისა და
ASOSAI-ის 20-მდე საერთაშორისო ონლაინ შეხვედრასა და ვებინარში. სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია
საჯარო აუდიტის უახლესი მიდგომების გაზიარების, პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და
პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
აღსანიშნავია 2020 წელს ჩატარებული შემდეგი
ღონისძიებები და სამუშაო შეხვედრები:
• პოლონეთის, უკრაინის, სერბეთისა და სხვა
ქვეყნების უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან ერთად სამსახური მონაწილეობდა 2 საერთაშორისო პარალელურ აუდიტში: წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების
მართვის (პრევენცია, მზადყოფნის) ეფექტიანობის აუდიტი და ტუბერკულოზის პრევენციისა
და მკურნალობის ეფექტიანობის აუდიტი;
• სამსახური გაწევრიანდა დიდი ბრიტანეთისა
და ფინეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ინიციატივით შექმნილ EUROSAI-ის
სამუშაო ჯგუფში COVID-19 პანდემიის რეაგირების აუდიტთან დაკავშირებით. სამსახურმა
მონაწილეობა მიიღო ჯგუფის სამუშაო შეხვედრებში;
• INTOSAI განვითარების ინიციატივის (INTOSAI
Development Initiative - IDI) ორგანიზებითა და
სამსახურის მასპინძლობით, ქ. თბილისში გაიმართა IDI-ის პროგრამის − „საქმიანობის შეფასება და ანგარიშგება“ სამუშაო შეხვედრა;
• სამსახურმა, როგორც INTOSAI-ის ვალის სამუშაო ჯგუფის წევრმა, მონაწილეობა მიიღო
სამუშაო ჯგუფის წლიურ ონლაინ შეხვედრაში თემაზე − „გაეროს მდგრადი განვითარების
მიზნების (SDG) დანერგვა: სახელმწიფო ვა-
ლის აუდიტორების როლი პანდემიის ფონზე”;
• სამსახურმა, როგორც INTOSAI-ის IT აუდიტის
სამუშაო ჯგუფის წევრმა მონაწილეობა მიიღო
ჯგუფის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში;
• სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს INTOSAI-ის დიდი მონაცემების
სამუშაო ჯგუფის წლიურ ონლაინ შეხვედრაში,
როგორც სამუშაო ჯგუფის წევრებმა;
• სამსახურმა, როგორც INTOSAI-ის შესაბამისობის აუდიტის ქვეკომიტეტის ჯგუფის წევრმა,
მონაწილეობა მიიღო ჯგუფის წლიურ ონლაინ
შეხვედრაში;
• სამსახურის წარმომადგენელმა, როგორც
EUROSAI-ის კატასტროფებისა და უბედური
შემთხვევებისათვის გამოყოფილი თანხების
აუდიტის სამუშაო ჯგუფის წევრმა, მონაწილეობა მიიღო ჯგუფის წლიურ შეხვედრასა და სემინარში;
• სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს GIZ-ისა და INTOSAI IDI-ის მიერ
ორგანიზებულ ვებინარში − „SDG აუდიტი, უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების როლი
2030 დღის წესრიგის განხორციელებაში“. შეხვედრაზე წარდგენილ იქნა საქართველოს,
უკრაინისა და აზერბაიჯანის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების ერთობლივად განხორციელებული − „ტუბერკულოზის პრევენცია და მკურნალობა“ პარალელური აუდიტის
წინასწარი შედეგები.
53
4.
შიდა მმართველობა
და ორგანიზაციული კულტურა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
შიდა მმართველობის გამართული სისტემის არსებობას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ორგანიზაციული წარმატებისა და უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის საქმიანობის ხარისხის
უზრუნველყოფის კუთხით. იგი ხელს უწყობს რესურსების ეფექტიან გამოყენებას და სტრატეგიით
განსაზღვრული მიზნების მიღწევას. შიდა კონტროლის სისტემამ უნდა უპასუხოს როგორც ოპერაციულ, ასევე რეპუტაციასთან დაკავშირებულ
ეთიკურ რისკებს.
მმართველობის სისტემის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური
ორიენტირებულია საკუთარი საქმიანობის სტრატეგიული და ოპერაციული დაგეგმვის მიმართულების გაუმჯობესებაზე და ამ კუთხით საჯარო
სექტორში სანიმუშო ორგანიზაციად ჩამოყალიბებაზე. 2020 წელს სამსახურმა ჩაატარა 2018-2022
წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის მიზნობრივი ჩარჩოს შუალედური შეფასება. შედეგებმა ნათლად აჩვენა დასახული სტრატეგიული
მიზნების მიღწევის გზაზე სამსახურის მნიშვნელოვანი პროგრესი.
4.1 ეთიკური გარემოს გაუმჯობესება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის, როგორც უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციისთვის,
მნიშვნელოვანია ეთიკური ღირებულებების განმტკიცება. შიდა მმართველობის სისტემამ უნდა
უზრუნველყოს საოპერაციო და რეპუტაციული
ხასიათის რისკების დროული გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მოქმედებს აუდიტორთა ეთიკის კოდექსი. გარდა ამისა,
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო აუდიტის
სამსახურში შეიქმნა ეთიკის კომისია, რომლის
მიზანია ეთიკური კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა და ეთიკის კოდექსით დეკლარირებული
ღირებულებების შესაძლო დარღვევების პრევენციის/გამოვლენისა და დარღვევებზე რეაგირების
სისტემის ჩამოყალიბება.
ამასთანავე, 2020 წელს დაიწყო მუშაობა ეთიკის
სახელმძღვანელოზე, რომელიც თანამშრომლებს უზრუნველყოფს დეტალური ინფორმაციით
ეთიკური ღირებულებებისა და სტანდარტების შესახებ კონკრეტული მაგალითების საშუალებით.
4.2 შიდა ინფორმაციული სისტემები და
უსაფრთხოება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრატეგიაში
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ინფორმაციული ტექნოლოგიების მუდმივ გაუმჯობესებასა და
ინტეგრირებას აუდიტის პროცესში. თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში არსებული გამოწვევების პირობებში, სამსახურის პრიორიტეტულ
მიმართულებას წარმოადგენს ინფორმაციული
უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სამსახური აცნობიერებს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს,
რომლებიც უკავშირდება ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის დაცვას, ასევე მათ განკარგვას. ინფორმაციული უსაფრთხოების მნიშვნელობა კიდევ
უფრო გაიზარდა პანდემიის პირობებში, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლით სამსახურის ელექტრონულ სერვისებზე თანამშრომელთა
წვდომების უზრუნველყოფის პროცესში. აღნიშნული მიმართულებებით არსებული რისკების
ეფექტიანი მართვის მიზნით, სამსახური ახორციელებს IT საჭიროებების პერიოდულ შეფასებებსა
და IT უსაფრთხოების პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება-დანერგვას. შედეგად, სამსახურის მიზანია მაქსიმალურად დაუახლოვდეს
უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებულ
სტანდარტებს (ISO 27000).
55
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
2018 წლიდან დღემდე, სამსახურმა შეისყიდა და
დანერგა უსაფრთხოებისა და ინფორმაციული
ტექნოლოგიების მართვის არაერთი სისტემა. გარდა ამისა, სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი ახორციელებს IT გარემოს პერიოდულ შეფასებას/სკანირებას უსაფრთხოების
სხვადასხვა სისუსტეებზე. საანგარიშო პერიოდში
განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
• შემუშავდა ინფორმაციული ტექნოლოგიების
მხარდაჭერის სპეციალისტის სახელმძღვანელო;
• შემუშავდა აუდიტის მართვის სისტემის საოპერაციო სახელმძღვანელო;
• ინფორმაციული აქტივების მართვის პროცესის და, ზოგადად, სამსახურის სისტემებისა და
მათში არსებული ინფორმაციის, ასევე უსაფრთხოების მართვის პროცესის ცენტრალიზებისა
და ოპტიმიზაციის მიზნით, დაიგეგმა VDI (Virtual
Desktop Infrastructure) ინფრასტრუქტურაზე გადაწყობა. 2020 წელს ჩატარდა ამ პროფილის
სხვადასხვა პროდუქტის ტესტირება სამსახურის სისტემებში;
• წლის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდა სამსახურის სერვერული და ქსელური
ინფრასტრუქტურის სკანირება სხვადასხვა ტიპის კიბერსაფრთხეების მიმართ მოწყვლადობაზე.
56
IT აუდიტის მხარდაჭერითა და უსაფრთხო საინფორმაციო ტექნოლოგიური გარემოს ჩამოყალიბებით, აუდიტის სამსახურმა დანერგა კონტროლის ისეთი სისტემები, რომლებიც პასუხობს
თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიურ
გამოწვევებს და უზრუნველყოფს სამსახურის ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გამართულ ფუნქციონირებას.
5.
თანამშრომელთა პროფესიული
განვითარება
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფუნქციისა და
დასახული სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანი წინაპირობაა მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მოზიდვა, შენარჩუნება და მათი განვითარების
ხელშეწყობა. ადამიანური რესურსი სამსახურის
ძირითადი აქტივია. სწორედ ამიტომ, სამსახურის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა
და დონორებისგან მიღებული მხარდაჭერა მიმა-
რთულია ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
გენდერული განაწილება
პროფესიული და დამხმარე შტატი
აღნიშნული სტრატეგიული მიზნის ფარგლებში
2020 წელს დამტკიცდა სამსახურის ადამიანური
რესურსების მართვის განახლებული სტრატეგია, შემუშავდა საჯარო მოხელის პროფესიული
განვითარების 2020 წლის გეგმა, შეიქმნა სამსახურის მოხელეთა პროფესიული განვითარების
25%
48%
52%
75%
ქალი
კაცი
პროფესიული შტატი
დასაქმებულთა ასაკობრივი განაწილება
სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო აუდიტის
სამსახურში
4%
11%
დამხმარე შტატი
18%
27 %
29%
15%
25%
34%
21-29
30-40
38%
41-55
55-65
65+
დასაქმებულთა განათლების სფერო
1%
4%
0-დან 3 წლამდე
4-დან 6 წლამდე
7-დან 10 წლამდე
10-დან ზევით
დასაქმებულთა განათლების დონე
3%
11%
29%
5%
38%
18%
58%
32%
ბიზნესადმინისტრირება
ეკონომიკა
იურიდიული
სოციალური
მეცნიერებები
ჰუმანიტარული
სხვა
58
ინფორმაციული
ტექნოლოგიები
ბაკალავრი
მაგისტრი
დოქტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
წესი, გამოცხადდა სტაჟირების პროგრამა და შერჩეულ იქნა 19 აუდიტორ-სტაჟიორი.
2020 წელს აუდიტის სამსახურში დასაქმებული
იყო 338 თანამშრომელი (პროფესიული საჯარო
მოხელეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები). ორგანიზაციის თანამშრომელთა 75%-ს პროფესიული შტატი შეადგენს,
ხოლო 25% − დამხმარე პერსონალია.
აუდიტის სამსახურში დანერგილი საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული თანამშრომელთა
შეფასების მექანიზმის საშუალებით განისაზღვრება თანამშრომლეთა პროფესიული განვითარების საჭიროებები, ასევე მათი პროფესიული
კვალიფიკაციის გამოყენების პერსპექტივები და
წახალისების წინაპირობები.
2020 წელს შეფასების საფუძველზე დაწინაურდა
49 თანამშრომელი. თანამშრომელთა შეფასების
შედეგებზე დაყრდნობით, სამსახურმა შეიმუშავა
პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული
განვითარების 2020 წლის გეგმა, რომელიც ემსახურება თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და შესაძლებლობების გაძლიერებას.
თანამშრომლების როგორც პროფესიული, ასევე
სხვა უნარების განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სამსახურის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა
ტრენინგკურსებსა და სამუშაო შეხვედრებში. 2020
წელს სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგი გაიარა 120-ზე მეტმა თანამშრომელმა. აღნიშნული
სასწავლო კურსები მოიცავდა როგორც აუდიტორულ, ასევე არააუდიტორულ და ინფორმაციულ
ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საკითხებს.
დიაგრამა 14. აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა
პროფესიული სერტიფიკატები
100
90
80
60
43
40
20
6
0
სსიპ - საჯარო
აუდიტის
ინსტიტუტის
სერტიფიცირება
ACCA
2
IT
CFA, CMA
სერტიფიკატი
აუდიტის სამსახური მუდმივად ცდილობს მოიზიდოს და შეინარჩუნოს კვალიფიციური კადრები,
რაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა აუდიტორულ
სფეროში არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში. ამ მიზნით 2020 წელს წარმატებით გაგრძელდა აუდიტის სამსახურის ინიციატივით შექმნილი სტაჟირების პროგრამა, რომელიც მიზნად
ისახავს ახალგაზრდა, პერსპექტიული კადრების
მოზიდვას, მათ პროფესიულ განვითარებასა და
ამ გზით სამსახურის საქმიანობის გაძლიერებას.
სტაჟირების პროგრამა გრძელდება 6 თვიდან
12 თვემდე, რომლის განმავლობაში სტაჟიორს
საშუალება აქვს მიიღოს სიღრმისეული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და დაეუფლოს პროფესიულ უნარებს. სტაჟირების გავლის შემდეგ
დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს
შესაძლებლობა ეძლევა დასაქმდეს სახელმწიფო
აუდიტის სამსახურში. საანგარიშო პერიოდში შერჩეული 18 აუდიტორ-სტაჟიორი დასაქმდა აუდიტის სამსახურში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ასევე აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა
მნიშვნელოვან ადგილობრივი და საერთაშორისო სასერტიფიკაციო პროგრამებში, როგორებიცაა, სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტის საჯარო
სექტორის აუდიტორთა სასერტიფიკაციო პროგრამა, ACCA, CFA, CFM, CISA და სხვ. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია რამდენიმე
მაღალი დონის სასერტიფიკაციო და ტრენინგკურსის ჩამონათვალი, რომელთა მფლობელები არიან
აუდიტის სამსახურის თანამშრომლები.
59
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
აუდიტის სამსახურისა და ზოგადად, საჯარო
სექტორში ადამიანური რესურსების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს
სსიპ − საჯარო აუდიტის ინსტიტუტი,16 რომელიც
ახორციელებს სასწავლო კურსებს 5 ძირითადი
მიმართულებით: ტრენინგები სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის; საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამა; ტრენინგები კომერციული მიმართულებით;
მუნიციპალური განვითარების პროგრამა; საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამები.
2020 წელს საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ჩაატარა 20-მდე ტრენინგკურსი, რომელშიც სულ მონაწილეობა მიიღო 727-მა მსმენელმა. საჯარო
სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამა გაიარა 62-მა პირმა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური განვითარების
პროგრამის მიმართულებით, ტრენინგკურსებში
მონაწილეობდა მუნიციპალიტეტების 138 წარმომადგენელი.
16
http://www.sai.ge/ka/
60
გასულ წელს მემორანდუმი გაფორმდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს
(GAU) შორის. ამჟამად საქართველოს მასშტაბით
მემორანდუმი გაფორმებულია 26 უნივერსიტეტთან. ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ინსტიტუტსა და სსიპ - საჯარო
სამსახურის ბიუროს შორის.
6.
პოლიტიკური პარტიების
დაფინანსების გამჭვირვალობისა და
ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
სახელმწიფო აუდიტის სამსახური, კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მჭიდროდ
თანამშრომლობს პოლიტიკურ პარტიებთან და
არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ
მხარესთან. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს წინ უძღოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელმაც უფრო
მეტად მოქნილი გახადა სამსახურის მუშაობა.
კერძოდ:
• კანონის ცვლილებით განხორციელდა არაუმეტეს 100 ლარის ღირებულების ქმედების
კრიმინალიზაცია და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი, თანხის ოდენობის მიუხედავად, წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და
შესაბამისად, გახდა საქართველოს პროკურატურის კომპეტენცია;
• ასევე, პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო
დაფინანსების საკითხი სრულად გადაეცა ცესკოს და საბიუჯეტო დაფინანსების მიღების
მსურველ პარტიებს აღარ აქვთ ვალდებულება
წარმოადგინონ შესაბამისი მომართვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში;
• დაზუსტდა შემომწირველი იურიდიული პირის
კრიტერიუმები და განისაზღვრა, რომ შემომწირველი იურიდიული პირი რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიაზე
და ასევე მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები
უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.
რამდენიმე ფაქტი. აღნიშნულ შემთხვევებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, რის შედეგადაც დარღვევები გამოსწორდა.
2020 წელს სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადააგზავნა 14 ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმე. აქედან, 10 საქმე შეეხება საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მომხდარ შემთხვევებს, ხოლო 4 საქმე − 2019 წლის
წლიურ დეკლარაციებში აღმოჩენილ ხარვეზებს
(იხ. ცხრილი).
2020 წლის 8 ოქტომბერს, სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის ინიციატივით, საარჩევნო თემაზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, შეიქმნა საინფორმაციო/საკონსულტაციო კომისია,
რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა მიმდინარე პერიოდის დეკლარაციების წარმოდგენისა და
ანალიზის საკითხები, შემოსული განცხადებებისა
და შემოწირულებების შესწავლის სტატუსები და
სხვა საკითხები.
2020 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განაახლა პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მარეგულირებელი წესი. ამასთანავე, დაინერგა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა,
რისი საშუალებითაც ოფიციალური ინფორმაციის
მიღება პოლიტიკური პარტიებისა და სხვა საარჩევნო სუბიექტებისგან შესაძლებელი გახდა
ელექტრონული ფორმითაც.
2020 წელს დასრულდა მუშაობა ევროპის საბჭოს
მიერ დაფინანსებული, ელექტრონული სისტემის
ახალი ვებპლატფორმის განახლებაზე. ვებგვერდი განახლდა როგორც ფუნქციურად, ასევე
დიზაინის კუთხით. განახლების მიზანს წარმოადგენდა პლატფორმასთან მუშაობის გამარტივება გარე მომხმარებლებისა და ყველა დაინტერესებული პირისათვის. შემოწირულების ძიების,
პარტიების ხარჯებისა და შემოსავლების დამუშავების ბევრად მოქნილი და გამარტივებული
სისტემა საშუალებას აძლევს პლატფორმასთან
მომუშავე პირებს სწრაფად და მარტივად მოახდინონ საძიებო სისტემებში სასურველი პარტიისა
თუ საარჩევნო სუბიექტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვება.
2020 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა
შეისწავლა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი ფინანსური დეკლარაციები. ანალიზის
შედეგად გამოვლინდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევით (ნაღდი ანგარიშსწორებით) შემოწირულების განხორციელების
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შედგებოდა
ორი ტურისგან. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა შუალედური და არჩევნების დასრულების შემდეგ, შემაჯამებელი ანგარიშები. სამსახურის ვებგვერდზე ასევე განთავსებულია
საარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი პერიოდული დეკლარაციების შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაცია.
62
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
N
სუბიექტის დასახელება
დარღვევა
1
საქართველოს
პარტია
2
ილია ჭავჭავაძის საზოგადოება
ნაღდი ანგარიშსწორებით თანხის გატანა
შენიშვნა
3
მოძრაობა
−
საქართველოსთვის
ნაღდი ანგარიშსწორებით თანხის გატანა
შენიშვნა
4
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
ნაღდი ანგარიშსწორებით თანხის გატანა
2,000 ლარი
5
თეთრები
საარჩევნო კამპანიის ფონდის შესახებ
ინფორმაციის წარმოუდგენლობა
გაფრთხილება
6
თავისუფალი საქართველო
ნაღდი ანგარიშსწორებით თანხის გატანა
გაფრთხილება
7
შპს „თამ მენეჯმენტი“
აკრძალული შემოწირულების
განხორციელება
შენიშვნა
8
ივანე ხაზარაძე
აკრძალული შემოწირულების
განხორციელება
შენიშვნა
9
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
აკრძალული შემოწირულების მიღება
9,318 ლარი
10
ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი“
ინფორმაციის წარმოუდგენლობა
შემოწირულების შესახებ
2,484 ლარი
11
ზაზა ბაჩილავა
აკრძალული შემოწირულების
განხორციელება
რესპუბლიკური საწევრო შენატანის შესახებ ინფორმაციის
წარმოუდგენლობა
სამართლიანი
თანხა17
შენიშვნა
შეწყდა
12
ჩვენი გაერთიანებული საქართველო
აკრძალული შემოწირულების მიღება
43,200 ლარი
13
ჩვენი გაერთიანებული საქართველო
ნაღდი ანგარიშსწორებით თანხის გატანა
გაფრთხილება
14
ქართული არჩევანი
აკრძალული შემოწირულების მიღება
41,400 ლარი
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებოდა როგორც არჩევნებში ჩართულ პოლიტიკურ სუბიექტებთან, ასევე ყველა
დაინტერესებულ პირთან. პანდემიიდან გამომდინარე, სამსახურმა ონლაინ რეჟიმში ჩაატარა
რამდენიმე ტრენინგი პოლიტიკური პარტიების
ბუღალტრებისა და ფინანსური მენეჯერებისთვის.
2020 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
მიერ შესწავლილ იქნა ინფორმაცია დაახლოებით 1,700 შემომწირველი ფიზიკური და იურიდიული პირის შემოსავლების შესახებ. მოხდა ამ
ინფორმაციების დამუშავება და შესაბამისი რეაგირება.
რთულობას. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 2020
წელს ევროპის საბჭოსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა საერთაშორისო,
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლებთან. შეხვედრის მონაწილეებს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური
ფინანსების მონიტორინგის მიმდინარე სტატუსი
და საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური ფინანსების მარეგულირებელ კანონმდებლობაში
განხორციელებული ცვლილებების ძირითადი
ასპექტები გააცნო. სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო
ორგანიზაციებთან და მუდმივად მუშაობს მონიტორინგის პროცესების გაუმჯობესებაზე.
პოლიტიკური დაფინანსების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის
გაზიარების კუთხით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება
აუდიტის სამსახურის მხრიდან საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური ფინანსების
მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანიზაციებისთვის გამართულ ღონისძიებებში ჩა-
17
სასამართლო გადაწყვეტილებები.
63
7.
სამსახურის ფინანსები
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2020
წელს გაწეულმა გადასახდელებმა 13.3 მლნ ლარი
შეადგინა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის 0.08%-ია.
სამსახურის ძირითად ხარჯს (მთლიანი ბიუჯეტის
80%-ს) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე18 მიმართული რესურსი შეადგენს. ასევე სამსახურის IT ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და
განვითარების მიზნით, 2020 წელს გაფორმდა 11
ხელშეკრულება, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 1.1 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულის შედეგად შესყიდულ იქნა როგორც კომპიუტერული და
ქსელური მოწყობილობები, ასევე უსაფრთხოების
პროგრამული უზრუნველყოფის სისტემები.
დიაგრამა 15. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
2020 წლის ფინანსების სტრუქტურა
12%
8%
80%
შრომის ანაზღაურება
არაფინანსური აქტივების ზრდა
სხვა ხარჯები
18
შრომის ანაზღაურება მოიცავს შტატით გათვალისწინებულ და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომელთა
ანაზღაურებას.
65
8.
მომავლის ხედვა და არსებული
გამოწვევები
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ღირებულების
წარმოჩენა და საქმიანობიდან მიღებული სარგებლის მუდმივი ზრდა ორგანიზაციის უმთავრესი
ამოცანაა. სწორედ ამიტომ სამსახური აქტიურად
აგრძელებს მუშაობას, რათა სტრატეგიით განსაზღვრული მიზნები დროულად და ეფექტიანად
იქნეს მიღწეული.
მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ორგანიზაციის წინაშე არსებული შიდა და გარე გამოწვევების
ანალიზს, მათთან გამკლავების საუკეთესო საშუალებების მოძიებასა და მათი განვითარების შესაძლებლობად გარდაქმნას. საჯარო სექტორში
არსებული ტენდენციები და მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მხოლოდ
აუდიტის სამსახურისთვის, არამედ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვისაც, რაც კიდევ უფრო ზრდის სამსახურის როლს
ამ პროცესებში.
ბიზნესპროცესის უწყვეტობა კორონავირუსით
(Covid-19) გამოწვეული პანდემიის პირობებში
2020 წელს პანდემიამ შეცვალა როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენცია და ახალი გამოწვევები
გააჩინა საჯარო მმართველობის სფეროში. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის
ფონზე, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფისკალური დისციპლინის მდგრადობასა და
ფისკალური პოლიტიკის პასუხების სწორად განსაზღვრას. ამ კუთხით გაზრდილია ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, როგორც უმაღლესი
აუდიტორული ორგანიზაციის როლი. არსებული
შეზღუდვებისა და დისტანციური მუშაობის პირობებში, მნიშვნელოვანია სამსახურმა შეძლოს შეინარჩუნოს აქტუალობა და უწყვეტად განაგრძოს
მისი საქმიანობა.
ვარ გამოწვევად რჩება აუდიტის სამსახურის
შეზღუდული მანდატი საგადასახადო შემოსავლების აუდიტის ჩატარებაზე, რაც კიდევ უფრო
აქტუალური ხდება მთავრობის მიერ IPSAS-ის
სტანდარტებით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების ვალდებულების გაჩენისას. მნიშვნელოვანია,
ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო
თანამშრომლობით აუდიტის სამსახურის მანდატის გაფართოება.
აუდიტორული საქმიანობა
ბიუჯეტისა და სექტორული დაფარვის გაზრდა აუდიტის სამსახურის გამოწვევად რჩება. საერთაშორისო მოთხოვნებთან (SAI-PMF, PEFA) სრულად
შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, სამსახურის
ამოცანაა დაფარვის, სულ მცირე, 90%-იანი ნიშნულის მიღწევა. 2017-2020 წლებში სამსახურმა
ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი 81%-დან 89%-მდე გაზარდა. თუმცა დაფარვის შემდგომი ზრდა დაკავშირებულია ბევრი
მცირებიუჯეტიანი უწყების აუდიტთან, რაც დამატებით აუდიტორულ რესურსს მოითხოვს.
აუდიტის სამსახურის მანდატი საკმაოდ ფართოა
და იგი მოიცავს მხარჯავ დაწესებულებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საბიუჯეტო
ორგანიზაციებს საქართველოს 2 ავტონომიურ
რესპუბლიკაში, ასევე 63 მუნიციპალიტეტს (69
მუნიციპალიტეტს − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჩათვლით) და 400-მდე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოს. სამსახურისთვის
გამოწვევად რჩება სახელმწიფო საწარმოების
დაფარვისათვის საჭირო რესურსის გამოყოფა და
ამავდროულად, ნაერთი ბიუჯეტისა და სექტორული დაფარვის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნება.
დამოუკიდებლობისა და მანდატის გაძლიერება
რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი
აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებით, უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს
საგადასახადო შემოსავლების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, რაც გამოიხატება საგადასახადო სისტემის ფუნქციონირებისა და საგადასახადო მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით
რწმუნების გამოთქმაში. ამ მიმართულებით მთა-
საჯარო მმართველობის გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ღირებულების შექმნისათვის
სამსახური გასცემს რეკომენდაციებს. აუდიტორული საქმიანობის სარგებელი გამოიხატება
შესრულებული რეკომენდაციების რაოდენობაში,
რაც დღემდე გამოწვევად რჩება. ამ გამოწვევის
საპასუხოდ სამსახურმა შეიმუშავა რეკომენდაციე-
67
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
ბის შესრულების მონიტორინგის ელექტრონული
სისტემა. სისტემის პრაქტიკაში ამოქმედება და
დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, პარლამენტის აღნიშნულ პროცესში ჩართვა, სისტემის წარმატებული დანერგვის საფუძველია.
შიდა მმართველობა და ორგანიზაციული
კულტურა
სამსახური აცნობიერებს მის წინაშე არსებულ
გამოწვევებს, რომლებიც უკავშირდება ორგანიზაციის მნიშვნელოვანი ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და განკარგვას.
შესაბამისად, სამსახური აგრძელებს მუშაობას
ინფორმაციული უსაფრთხოების გაუმჯობესების,
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობისა და
ტექნიკური პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
68
ადამიანური რესურსების მართვა
სამსახურის უმთავრეს ინტელექტუალურ რესურსს პროფესიული კადრები შეადგენს. აუდიტის
სფეროში არსებული მაღალი კონკურენციის პირობებში, სამსახურისათვის გამოწვევად რჩება
ადამიანური რესურსების გადინების მაღალი მაჩვენებელი და კვალიფიციური თანამშრომლების
მოზიდვა. აღნიშნული გამოწვევა განსაკუთრებით
მწვავედ დგას სამსახურის სტრატეგიით განსაზღვრული ახალი მიმართულებების გაძლიერებისა და დაფარვის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევის კუთხით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
დანართები
69
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
დანართი N1. 2020 წელს ჩატარებული აუდიტების სია
ფინანსური აუდიტები
1
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტი
2
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური
აუდიტი
3
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფინანსური აუდიტი
4
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტი
5
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური აუდიტი
6
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ფინანსური აუდიტი
7
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფინანსური აუდიტი
8
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფინანსური აუდიტი
9
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული
საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ბუღალტრული ანგარიშგების ფინანსური
აუდიტი
10
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო
ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი
11
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
შესაბამისობის აუდიტები
12
საჯარო სექტორში ინვენტარიზაციის პროცესის სისტემური შესაბამისობის აუდიტი
13
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ შესაბამისობის აუდიტი
14
სსიპ − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის
და სახელშეკრულებო პირობების შესრულების შესაბამისობის აუდიტი
15
ა(ა)იპ − საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
16
ა(ა)იპ − საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
17
სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
18
სსიპ − ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ
სახელმწიფო ქონების გადაცემის შესაბამისობის აუდიტი
19
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო
პროგრამის შესაბამისობის აუდიტი
20
აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის
შესაბამისობის აუდიტი
21
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსების შესაბამისობის
აუდიტი
22
ა(ა)იპ − თბილისის განვითარების ფონდის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
23
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების
განვითარების“ პრიორიტეტისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების
შესაბამისობის აუდიტი
24
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სპორტის“
პრიორიტეტისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების შესაბამისობის
აუდიტი
25
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
26
ყვარლის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
70
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
27
ხაშურის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
28
თელავის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
29
დმანისის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
30
ვანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
31
ხულოს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
32
შუახევის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
33
ქედის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
34
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
35
ადიგენის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
36
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
37
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
38
ქარელის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
39
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
40
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
41
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
42
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
43
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
44
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
45
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
46
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
პროგრამებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი
47
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს
პროგრამებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი
48
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების
უწყებებისა და დაწესებულების სარგებლობაში არსებული სახელმწიფო უძრავი ქონების
გამოყენების შესაბამისობის აუდიტი
49
შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკის“ ფულადი
სახსრების მიღება-ხარჯვისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენების შესაბამისობის აუდიტი
ეფექტიანობის აუდიტები
50
ხე-ტყის კომერციული და სოციალური მართვის შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტი
51
პროფესიული განათლების სისტემის შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტი
52
ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის ეფექტიანობის აუდიტი
53
ტყის ხანძრებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენციის, მზადყოფნის)
ეფექტიანობის აუდიტი
54
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის ეფექტიანობის აუდიტი
55
საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი
56
სახელმწიფოს მიერ გაცემული გრანტების ეფექტიანობის აუდიტი
57
საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობის აუდიტი
58
შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) ეფექტიანობის აუდიტი
59
თბილისის, ფოთის, ქუთაისისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ −
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის ეფექტიანობის აუდიტი
60
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტი
71
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
დანართი N2. სამართალდამცავ ორგანოებში 2020 წელს გადაგზავნილი ანგარიშების ჩამონათვალი
1
ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის 2014-2018 წლების
შესაბამისობის აუდიტი
2
შპს „ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო
კლინიკური ცენტრის“ 2015-2018 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
3
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გზების მოვლა-შენახვისა და
რეაბილიტაციის ეფექტიანობის აუდიტი
4
საჯარო სექტორში ხელშეკრულებების მართვის შესაბამისობის აუდიტი
5
წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის (პრევენცია, მზადყოფნა)
ეფექტიანობის აუდიტი
6
შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ 20152017 წლების შესაბამისობის აუდიტი
7
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 2017-2018 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
8
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ
საწარმოებში საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის 20172018 წლების შესაბამისობის აუდიტი
9
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო
ორგანიზაციების 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის
კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტი
10
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს
მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „ავტოტრანსსერვისის“ ფულადი
სახსრების მიღება-ხარჯვისა და მატერიალური ფასეულობების გამოყენების შესაბამისობის აუდიტი
11
ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის სახელმწიფო
ზედამხედველობის საქმიანობის 2016−2018 წლების შესაბამისობის აუდიტი
12
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის „ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური
სერვისების განვითარების“ პრიორიტეტისათვის 01.01.2019-31.12.2019 პერიოდში გამოყოფილი
საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების შესაბამისობის აუდიტი
13
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების
შესაბამისობის აუდიტი
14
მცხეთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების
შესაბამისობის აუდიტი
15
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების
შესაბამისობის აუდიტი
16
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების
შესაბამისობის აუდიტი
17
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების
შესაბამისობის აუდიტი
18
წალკის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების
შესაბამისობის აუდიტი
19
სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების
შესაბამისობის აუდიტი
20
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების
შესაბამისობის აუდიტი
21
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების
შესაბამისობის აუდიტი
72
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
22
მესტიის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების
შესაბამისობის აუდიტი
23
ქედის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
24
ხულოს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
25
ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
26
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის
მიმდინარეობისას გამოვლენილი ნაკლოვანებები
27
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების
შესაბამისობის აუდიტი
28
მარტვილის, თეთრიწყაროს, ადიგენის, გარდაბნის, ახალციხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების
2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტების ანგარიშებში საავტომობილო საწვავის
ხარჯვის საკითხები
73
2 020 წლის საქმიანობის ანგარიში
დანართი N3. დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის
კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე
74