„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ვაშაძე
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვაშაძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია
ნომერი
#07-3/70/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
I მოსმენა
ბიუროზე განხილული დოკუმენტი

🏛️ კომიტეტები

  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს. ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, აკადემიური საბჭოს წევრების 2/3-ის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას“. 2. 22-ე მუხლის: ა) მე-6 - მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს (რექტორს), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ირჩევს ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აკადემიური პერსონალი ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. 7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევნების ჩატარების თარიღს, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოქმედი ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე, ნიშნავს აკადემიური საბჭო. არჩევნების ჩატარების თარიღთან ერთად აკადემიური საბჭო აქვეყნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების მიერ განცხადებების წარდგენა და მათი რეგისტრაცია იწყება არჩევნების დანიშვნის მომდევნო დღიდან და სრულდება არჩევნების დღემდე ერთი თვით ადრე. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები უნდა ხორციელდებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევნების ჩატარების მიზნით, ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იქმნება საარჩევნო კომისია. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შედის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თითო წარმომადგენელი. აკადემიური საბჭოს წევრი არ შეიძლება შედიოდეს საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში. საარჩევნო კომისიის ფუნქციონირებისა და უფლებამოსილების განხორციელების წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ. 9. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო საჯაროდ აქვეყნებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას“. ბ) მე-9 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 - 94 ქვეპუნქტები: „91. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ არჩევნებში მონაწილეობდა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აკადემიური პერსონალის ნახევარზე მეტი. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევნების შედეგებს საარჩევნო კომისია აქვეყნებს არჩევნების დასრულებიდან არაუგვიანეს 24 საათში. 92. თუ ამ კანონით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევნები ჩატარებულად არ ჩაითვალა ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი) არ იქნა არჩეული, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ინიშნება ხელახალი არჩევნები. 93. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერ არჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 10 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 3 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. 94. დაუშვებელია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელად არჩეული იქნეს წარსულში განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი (რექტორი), მიუხედავად იმისა ნასამართლობა აქვს თუ არა მოხსნილი ან/და გაქარწყლებული“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებამდე, დადგენილი წესით, არჩეულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს (რექტორს) უნარჩუნდება უფლებამოსილება არჩევის ვადის განმავლობაში. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ჩვენს დროში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური განათლების პრობლემა და მასთან დაკავშირებული საკითხებია. საქართველოს წინსვლის და განვითარების დომინანტური წინაპირობა კი არის უმაღლესი განათლების სისტემის განვითარება და ამ დარგში მაღალი სტანდარტების დანერგვა. განათლება ეს არის პროცესი, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისკენ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მთავარი "აქილევსის ქუსლია" განათლების სისტემაში, მრავალი გამოწვევის წინაშეა. აუცილებელია უნივერსიტეტების დეცენტრალიზაცია და დეპოლიტიზაცია, რაც გულისხმობს ფსევდო ავტონომიურობიდან რეალურ ნაბიჯებზე გადასვლას. სავალდებულოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის თანამედროვე მექანიზმებისა და სტანდარტების ამოქმედება (რექტორის აკადემიური პერსონალის მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესი). უნდა მოხდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ფარული კენჭისყრით, პირდაპირი წესით არჩევაუმაღლესი დაწესებულებისა და მასში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აკადემიური პერსონალის მიერ 4 წლის ვადით. აკადემიური პერსონალის მიერ არჩეულ რექტორს ექნება მაღალი ლეგიტიმაცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელი აკმაყოფილებდეს მაღალ სტანდარტებს და სამაგალითო იყოს ახალგაზრდა თაობისათვის, როგორც ინტელექტუალური, ასევე მორალური თვალსაზრისით. დაუშვებლად მიგვაჩნია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი) იყოს წარსულში განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევიპირი და განსაკუთრებით რამდენჯერმე, აღნიშნული პრობლემის აქტუალურობა კიდევ ერთხელ დაგვანახა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა. (დავით გურგენიძე, ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორიგასამართლებულია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, მამა და არასრულწლოვანი შვილების გატაცების მცდელობისა და თაღლითობისთვის). მაშინ, როდესაც საქართველოში მრავალი ერუდირებული და ინტელექტუალური კადრი მოიძებნება მაღალი ზნეობრივ-მორალური უნარ-ჩვევებით, განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირებით მათი ჩანაცვლება სიკეთეს ვერ მოუტანს ისედაც მრავალი გამოწვევის წინაშე მყოფ განათლების სისტემას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: აუცილებელია უნივერსიტეტების დეცენტრალიზაცია და დეპოლიტიზაცია, ამ კანონის მიღება უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორისდამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. რექტორს, რომელსაც ირჩევსუმაღლესი დაწესებულებისა და მასში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულების აკადემიური პერსონალიექნება მაღალი ლეგიტიმაცია და დამოუკიდებლობა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური საბჭოები, რომლებიც, როგორც წესი, ირჩევენ რექტორებს, არაა მრავალრიცხოვანი, მათზე ვინმეს მხრიდან ზეგავლენის მოხდენის რისკი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე სრულიად აკადემიურ პერსონალზე. შესაბამისად, უმაღლესი დაწესებულებისა და მასში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აკადემიური პერსონალის მიერ არჩეული რექტორი იქნება ბევრად უფრო მაღალი ლეგიტიმაციისა და დამოუკიდებლობის მქონე. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მართავდეს ინტელექტუალურად და მორალურად სამაგალითო ადამიანი, განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პიროვნების რექტორად არჩევა მიუღებელია, მითუფრო მაშინ, როდესაც ქვეყანა ნამდვილად არ განიცდის მორალურად და ზნეობრივად სამაგალითო პროფესიონალი კადრების ნაკლებობას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება გადაჭრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების დამოუკიდებლობისა და თავისუფლების პრობლემას. ხელს შეუწყობს უნივერსიტეტების დეცენტრალიზაციასა და გაზრდის რექტორის ლეგიტიმაციის ხარისხს. ასევე, უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის თანამდებობაზე, არა მხოლოდ პროფესიულად, არამედ მორალურად და ზნეობრივად სამაგალითო ადამიანის არჩევის შესაძლებლობას, რომელიც წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის მიხედვით იცვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევის წესი. პროექტის მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს (რექტორს), ნაცვლად აკადემიური საბჭოსა, აირჩევს ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აკადემიური პერსონალი, ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შეეხება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე და 22-ე მუხლებს: 1. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს (აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებებიდან ამოღებული იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევის უფლებამოსილება). ბ) 11 პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „11. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, აკადემიური საბჭოს წევრების 2/3-ის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას“. 2. 22-ე მუხლის: ა) მე-6 - მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: „6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს (რექტორს), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ირჩევს ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აკადემიური პერსონალი ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. 7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევნების ჩატარების თარიღს, შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოქმედი ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე, ნიშნავს აკადემიური საბჭო. არჩევნების ჩატარების თარიღთან ერთად აკადემიური საბჭო აქვეყნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების მიერ განცხადებების წარდგენა და მათი რეგისტრაცია იწყება არჩევნების დანიშვნის მომდევნო დღიდან და სრულდება არჩევნების დღემდე ერთი თვით ადრე. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევნებთან დაკავშირებული პროცესები უნდა ხორციელდებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. 8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევნების ჩატარების მიზნით, ამავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იქმნება საარჩევნო კომისია. საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შედის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის თითო წარმომადგენელი. აკადემიური საბჭოს წევრი არ შეიძლება შედიოდეს საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში. საარჩევნო კომისიის ფუნქციონირებისა და უფლებამოსილების განხორციელების წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ. 9. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო საჯაროდ აქვეყნებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას“. ბ) მე-9 პუნქტს დაემატება შემდეგი შინაარსის 91 - 94 ქვეპუნქტები: „91. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ არჩევნებში მონაწილეობდა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აკადემიური პერსონალის ნახევარზე მეტი. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევნების შედეგებს საარჩევნო კომისია აქვეყნებს არჩევნების დასრულებიდან არაუგვიანეს 24 საათში. 92. თუ ამ კანონით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევნები ჩატარებულად არ ჩაითვალა ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი) არ იქნა არჩეული, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ინიშნება ხელახალი არჩევნები. 93. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე რექტორის ვერ არჩევის შემთხვევაში აკადემიური საბჭო 10 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 3 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი რექტორის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. 94. დაუშვებელია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელად არჩეული იქნეს წარსულში განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი (რექტორი), მიუხედავად იმისა ნასამართლობა აქვს თუ არა მოხსნილი ან/და გაქარწყლებული“. კანონპროექტის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე, დადგენილი წესით, არჩეულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს განმავლობაში. (რექტორს) უნარჩუნდება უფლებამოსილება არჩევის ვადის ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით წარმოდგენილი კანონი ამოქმედდეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. გამოქვეყნებისთანავე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): ინიციატორების მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ მოითხოვება ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსება განხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) არჩევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ხარჯები გაღებული იქნება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი მოსალოდნელი ფინანსური შედეგის თვალსაზრისით გავლენას ახდენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) მოვალეობის შემსრულებელზე, იმის გათვალისწინებით, რომ კანონის არსებული რედაქციის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის (რექტორის) მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე შესაძლებელია არჩეულიყო ექვსი თვის ვადით, პროექტის მიხედვით, კი მცირდება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე არჩევის ვადა და იგი სამი თვით განისაზღვრება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი; ასეთი არ არსებობს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში; ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრი: გიორგი ვაშაძე ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვაშაძე პაატა მანჯგალაძე თეონა აქუბარდია