საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უარყოფითი დასკვნა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (დავით ასათიანი) მიერ წარმოდგენილ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1-631/21; 26.01.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-6905/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-6905/21 03-06-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით კომიტეტის გადაწყვეტილებას სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (დავით ასათიანი) მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-631/21; 26.01.2021) და თანმხლებ მასალას. დანართი: 1. კომიტეტის დასკვნა 2 ფურცელზე; 2. საკანონმდებლო წინადადება; 3. სხვა დასკვნა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-6904/21 03-06-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2021 წლის 22 მაისს განიხილა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (დავით ასათიანი) მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-631/21; 26.01.2021). წინადადების თანახმად, შემოთავაზებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების განხორციელება, კერძოდ, ის ფიზიკური პირი (ადვოკატი), რომელიც საადვოკატო საქმიანობით მიღებული შემოსავალიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 20 პროცენტისა. ასეთი პირი არ გადაიხდის მიმდინარე გადასახდელებს. ასევე, საანგარიშო პერიოდი წლის ნაცვლად იქნება კალენდარული თვე. კომიტეტს წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები: აღსანიშნია, რომ ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური შესაძლებლობები covid-19 პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა პრობლემებმა მნიშვნელოვნად შეცვალა და ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. პანდემიიდან გამომდინარე დახმარებების საჭიროება გაჩნდა ყველა მიმართულებით. შექმნილი მდგომარეობის ფონზე, უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად გატარებულმა ფისკალურმა ღონისძიებებმა არსებითად შეცვალა ქვეყნის მაკროფისკალური მაჩვენებლები. შესაბამისად, ამ პირობებში არსებული გამოწვევებისა და გაზრდილი რისკების ფონზე, საგადასახადო შეღავათების დაწესება მიზანშეწონილი არ არის; გასათვალისწინებელია, რომ საადვოკატო საქმიანობით მიღებული შემოსავლების განსხვავებული განაკვეთით დაბეგვრის დაწესების შემთხვევაში, თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს შეღავათების ამ კუთხით გავრცელებაზე სხვა თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელთა მიმართებითაც, როგორიც არის: სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტი) და ა.შ; გარდა ამისა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსაც ამ ეტაპზე, საკანონმდებლო წინადადებით დასმულ საკითხთან დაკავშირებით, დამატებითი საგადასახადო შეღავათების დაწესება მიზანშეუწონლად მიაჩნია. საქართველოს კონსტიტუციის 66-ე მუხლის შესაბამისად, “კანონი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონი – მთავრობის თანხმობით ან მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.” ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიციის გათვალისწინებით, კომიტეტს ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ინიციატივის მიღება და საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება. ამასთან კომიტეტი აღნიშნავს, რომ სათანადო საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშების გათვალისწინებით, ქვეყნის მაკრო- ფისკალური პარამეტრების აღდგენის შემდეგ, საკანონმდებლო წინადადების ავტორმა წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია გააგრძელოს მუშაობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე
დანართი
https://edoc.mof.ge/public/#/ 12186-05-01-2-202102091326 N 05-01/12186 09/02/2021 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ბატონ პაატა კვიჟინაძეს ბატონო პაატა, თქვენი 2021 წლის 28 იანვრის N686/3-45/21 წერილის პასუხად - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსში ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების თაობაზე გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე, განცხადებაში დასმულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დამატებითი საგადასახადო შეღავათების დაწესება მიზანშეუწონლად მიაჩნია. პატივისცემით, ლაშა ხუციშვილი მინისტრის მოადგილე