საქართველოს მოქალაქის ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.06.2021
ავტორი
საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილი
ნომერი
#1-7417/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61

📜 ტექსტი

საკანონმდებლო წინადადება
my.gov.ge "ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ. „ციფრული მმართველობის სააგენტო“ კორესპონდენცია წარმოებულია საჯარო უწყებებთან მიმოწერის სერვისის მეშვეობით № CA0041213339127 04.06.2021 საქართველოს პარლამენტი სათაური: საკანონმდებლო წინადადება უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ შინაარსი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გთავაზობთ, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 17.03.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010120000.05.001.017356) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: მე-14 მუხლის 2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით განცხადების წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე ან არ გააჩნია საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება. აღნიშნული ცვლილების მიღება აუცილებელია იმის გამო, რომ ამჟამიდელი ნორმატიული შინაარსი დასახვეწია, ვინაიდან იგი ზღუდავს მხოლოდ იმ უცხოელთა უფლებებს, რომლებსაც განცხადების წარდგენის, 50 ლარიანი მოსაკრებლის წარდგენისა და სსიპ სახ. სერვისების განვითარების სააგენტოს ბრძანებით გადავადებული აქვს საქართველოდან გასვლის ვალდებულება, ხოლო იმ პირების მიმართ, რომელთაც საერთოდ არც კი უზრუნიათ საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადებაზე, კანონი არ უდგენს იმავე შეზღუდვას. ======== Dear Parliament, Please be advised according to the Section 1 prima 2 of the Georgian law on Aliens, a residence permit shall not be issued to the alien whose stay had been extended at the time of submitting the application for the residence permit: QUOTE. საქართველოში ბინადრობის ნებართვა არ გაიცემა უცხოელზე, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების მოთხოვნით განცხადების წარდგენის მომენტისთვის საქართველოში იმყოფება საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველზე. UNQUOTE In my opinion, such a legislative gap is highly undesired as its current wording is discriminatory as it punishes relatively law-obedient aliens having submitted a special application, paid 50 GEL fee and granted an extension of stay: aliens having an extension to stay do not qualify for the temporary residency permit, while persons having no legal stay at all do qualify for getting the permits! Please consider amending the current discriminatory wording of the Law to cover those aliens having no legal stay in Georgia. Regards, Zurab Vanishvili, Esq. პატივისცემით, ზურაბ ვანიშვილი პ. #: მობილური: ელფოსტა: