საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე" თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის ვადის, ჯგუფის მიერ, ერთი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61
📜 ტექსტი
წერილი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2-7002/21
04-06-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
გაცნობებთ რომ, მიმდინარე წლის 10 მარტს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა
კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-2 პუნქტით
დადგენილი წესით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის
გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე’’ თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური
მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე.
„სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე’’
შემსწავლელი თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობაში შევიდნენ აგრარულ საკითხთა
კომიტეტის წევრები: ნინო წილოსანი, სამველ მანუკიანი და ხატია წილოსანი.
სამუშაო ჯგუფის მთავარ მომხსენებლად არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი. ასევე,
მიმდინარე წლის 10 მარტს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის მიერ
მიღებული იქნა გადაწყვეტილება ამავე საკითხზე თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური
მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, თემატური
მოკვლევის საბოლოო დასკვნის მომზადების ვადად განსაზღვრულია მოკვლევის დაწყებიდან 3 თვე.
ამავე პუნქტის თანახმად, თემატური მოკვლევის ჯგუფი უფლებამოსილია მოითხოვოს აღნიშნული
ვადის გახანგრძლივება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, თემატური მოკვლევის საბოლოო
დასკვნის წარდგენის ვადა გახანგრძლივდეს 1 თვით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ნინო წილოსანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge