საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის დადებითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე მონიკა სუბელიანი-მანუშაროვას მიერ წარმოდგენილ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1-2124/21; 23.02.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ჯანმრთელობის დაცვისა და
სოციალურ საკითხთა კომიტეტი
2-7012/21
04-06-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-4 და მე5 პუნქტების საფუძველზე, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით (N30/5
01.03.2021)), წამყვანი კომიტეტის სტატუსით, განსახილველად გადაეცა მოქალაქე
მონიკა სუბელიანი-მანუშაროვას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით (N1-2124/21; 23.02.2021).
საკანონმდებლო წინადადება კომიტეტზე განხილული იქნა მიმდინარე წლის 3
ივნისს. საკანონმდებლო წინადადების ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს
პარლამენტის მიერ განხილული და მიღებული იქნა კანონის პროექტი
„ნარკოტიკული
საშუალებების,
ფსიქოტროპული
ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ , რომლის მიხედვითაც განისაზღვრა
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული 8 ნივთიერების (ამფეტამინი,
დეზომორფინი, ლიზერგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ
შორის, ლიზერგიდი, მდმა, მეთადონი, მეთკათინონი, მეთამფეტამინი, ჰეროინი)
ოდენობები და მოითხოვს, რომ ამ 8 ახლად განსაზღვრულ ნარკოტიკულ
საშუალებებს, დაემატოს ბუპრენორფინიც და განისაზღვროს მისი დიდი და
განსაკუთრებით დიდი ოდენობა. აღნიშნავს, რომ “ბუპრენორფინის სიმპტომები
უფრო სუსტია, ვიდრე სხვა ოპოიდების შემთხვევაში და აქვს ნაკლები
დამოკიდებულების პოტენციალი. ზედოზირების თვალსაზრისით შედარებით
უსაფრთხოა, ვიდრე ოპოიდური რეცეპტორების სრული აგონისტები და
რესპირატორული დეპრესია ნაკლებად მოსალოდნელია. მისი ქრონიკული
მოხმარებისას რაიმე ორგანოს დაზიანების შესახებ მტკიცებულებები არ
არსებობს.” საკანონმდებლო წინადადების ავტორის მოსაზრებით „სუბოქსონით”
ჩანაცვლების თერაპიის პროგრამით გათვალისწინებული ერთჯერადი, დღიური
და მაქსიმალური დოზებიდან გამომდინარე, ბუპრენორფინის დიდი ოდენობა
უნდა განისაზღვროს 0,5 გრ. და განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 1 გრ.
საკითხის საკომიტეტო განხილვამდე, წინადადება სამართლებრივი შეფასებისა
და საკანონმდებლო მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით, გადაგზავნილი
იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს იუსტიციის
სამინისტროებში, დარგის სპეციალისტებთან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, კომიტეტს წარუდგინა მოსაზრება
მონიკა
სუბელიანი-მანუშაროვას
საკანონმდებლო
წინადადებასთან
დაკავშირებით: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,
პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონის N2 დანართის ნუსხის შესაბამისად, ბუპრენორფინს გააჩნია მცირე, დიდი
და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ამავე დროს იგი წარმოადგენს ქვეყანაში
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის მედიკამენტს და პროგრამაში ჩართვის
შემთხვევაში, უფასოდაა ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, „ნარკოტიკული
საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტში სპეციალურ კონტროლს
დაქვემდებარებულ 8 ნივთიერებას შორის არ მოხვდა ბუპრენორფინი.
საქართველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს
პოზიცია
„ბუპრენორფინის“
ოდენობის
გაზრდის
საკითხთან
დაკავშირებით
ითვალისწინებს იმას, რომ „ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და
განსაკუთრებით დიდი ოდენობების განსაზღვრა ხდება სამთავრობო უწყებების,
დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების ჩართულობით და მჭიდრო
თანამშრომლობით, ნივთიერების თერაპიული ეფექტის, ერთჯერადი და დღიური
დოზების, ორგანიზმში შეყვანის გზების, ნარკოტიკული თრობის მისაღწევად
მინიმალური
ოდენობის,
ასევე,
ორგანიზმზე
ზემოქმედების
სხვა
მახასიათებლების
გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულ
კრიტერიუმებზე
დაყრდნობით არის განსაზღვრული „ბუპრენორფინის“ დოზებიც და ამ დრომდე
მათი გაზრდის/გადახედვის საჭიროება დღის წესრიგში არ დამდგარა.“
დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საკითხი ბუპრენორფინის ფლობის
სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე, შეიძლება დაკმაყოფილდეს
ბუპრენორფინის ოდენობების შესაბამისი განსაზღვრის შემოღებით და
მისი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები ახლებურად
განისაზღვროს გონივრულ ზღვრამდე საყოველთაოდ მიღებული წესებით.
კომიტეტის წევრთა, დარგის ექსპერტთა და აღნიშნული უწყებების მოსაზრებიდან
გამომდინარე, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ბუპრენორფინის მცირე,
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების დადგენისას არ უნდა მოხდეს მისი
მოხმარების და ნარკორეალიზაციის წახალისება, ასევე გასათვალისწინებელია
ნივთიერების მოხმარებისას ჯანმრთელობისათვის საზიანო შედეგები.
აღნიშნულის გათვალისწინებით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით მოქალაქე მონიკა სუბელიანიმანუშაროვას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ნარკოტიკული
საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-2124/21;
23.02.2021) ცნობილი იქნა მიღებულად.
კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძე