საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.06.2021
ავტორი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი
#1-7447/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61

📜 ტექსტი

წერილი
555-01-02-2-202106041620 N 01-02/555 04/06/2021 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახაბერ კუჭავას ბატონო კახაბერ, გაცნობებთ, რომ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №386/2020 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2021 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიების ფარგლებში ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ განხორციელდა, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების პერიოდში კანონმდებლობაში გამოვლენილი ხარვეზების შესწავლა და ანალიზი, რის საფუძველზეც მომზადდა საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის თანახმად, საკანონმდებლო წინადადებების სახით, განსახილველად წარმოგიდგენთ საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ და საქართველოს კანონის პროექტს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ ცვლილების შეტანის შესახებ პროექტებს. დანართი: 14 ფურცლად. პატივისცემით, თამარ ჟვანია კომისიის თავმჯდომარე .
საკანონმდებლო წინადადება
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრს, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკურ პერსონალს, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, რომლებიც: ა) შეყვანილი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ამ მუხლის საფუძველზე მიღებული შრომის ანაზღაურება არ ჩაეთვლებათ ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდებათ სახელმწიფო დაფინანსება; ბ) იღებენ სოციალურ პაკეტს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, არ შეუწყდებათ სოციალური პაკეტი.“. 2. მე-15 მუხლის მეორე პუნქტის ,,გ1“ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ2“ ქვეპუნქტი: ,,გ2) განკარგულებით განსაზღვრავს საარჩევნო ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობას.“. 3. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი: ,,31. სწავლების ცენტრს ფუნქციების შესაბამისი მომსახურების გაწევისას, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი მომსახურების საფასური. მომსახურების სახეები, რომლებზეც შეიძლება დაწესდეს საფასური, ამ საფასურის ოდენობა, საფასურის გადახდის წესი და პირობები მტკიცდება ცესკოს დადგენილებით.“. 4. მე-20 მუხლს მე-17 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი.“. 5. 24-ე მუხლს მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი.“. 6. 381 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 381. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრა 1. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურები ტარდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის შენობაში, საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირთა თანდასწრებით. 2. იმ საარჩევნო სუბიექტს/სუბიექტობის კანდიდატს, რომელმაც ბოლო საერთო პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში ხმების 0,75% ან 0,75%-ზე მეტი მიიღო, უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას ბოლო საერთო არჩევნების დროს ჰქონდა მინიჭებული. 5. საარჩევნო სუბიექტს/სუბიექტობის კანდიდატს უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა უარი განაცხადოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით მიკუთვნებული რიგითი ნომრის გამოყენებაზე. ამ შემთხვევაში მას, აგრეთვე იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში არ მონაწილეობდა ან მონაწილეობდა საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში და არ იყო აღნიშნული ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული, რიგითი ნომერი წილისყრით მიენიჭებათ. 6. წილისყრის მიზნით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიების რაოდენობის შესაბამის ნომრებს. რიგითი ნომრებისათვის ნატურალური რიცხვები (1, 2, 3 და ასე შემდეგ) გამოიყენება. თუ რიგითი ნომრის არჩევის უფლების მქონე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი საარჩევნო სუბიექტების რაოდენობაზე მეტია და მან ეს ნომერი დაიტოვა, უმაღლესი რიგითი ნომრის ნაცვლად ამ სუბიექტის რიგითი ნომერი დაიწერება. ყოველი ფურცელი საარჩევნო კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. ფურცლების დამოწმების შემდეგ ცალკე გადაიდება ის რიგითი ნომრები, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით იქნა არჩეული. ყველა დარჩენილი ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. ცესკოს თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც პარტიების წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ საარჩევნო რეგისტრაციის გავლის რიგითობის შესაბამისად. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი. 7. პარტიისმიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს/მაჟორიტარ კანდიდატს აქვს იგივე რიგითი ნომერი, რომელიც მის წარმდგენ პარტიასაქვს მინიჭებული. 8. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. წილისყრის მიზნით ამ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთი და იმავე ფორმისა და სახეობის, საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატის/მერობის კანდიდატის შესაბამისი რაოდენობის ფურცლებზე ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს ნომრებს, რომლებიც იწყება არჩევნებში მონაწილე პარტიებისათვისმინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვიდან. ყოველი ფურცელი აღნიშნული საოლქო 2 საარჩევნო კომისიის ბეჭდით უნდა დამოწმდეს. ყველა ფურცელი ისე იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს მათზე დაწერილი ნომრების წაკითხვა. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე შევსებულ ფურცლებს ათავსებს გამჭვირვალე ყუთში, საიდანაც ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სათითაოდ იღებენ მათ. წილნაყარი ნომერი ხდება საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი. 9. საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში დარჩენილი საარჩევნო სუბიექტები საარჩევნო ბიულეტენში ინარჩუნებენ მათთვის მინიჭებულ რიგით ნომრებს. 10. შუალედური არჩევნების/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნების დროს საარჩევნო სუბიექტი ინარჩუნებს იმ რიგით ნომერს, რომელიც მას შესაბამისი საერთო არჩევნების დროს ჰქონდა მინიჭებული. თუ საარჩევნო სუბიექტს შუალედური არჩევნებისათვის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნებისათვის რიგითი ნომერი არ აქვს, მას რიგითი ნომერი წილისყრით, ამ მუხლით დადგენილი წესით მიენიჭება. 11. რეგისტრირებულ პარტიულ სიებს, აგრეთვე რეგისტრირებული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის/მერობის კანდიდატის/ მაჟორიტარი კანდიდატის შესახებ იმ მონაცემებს, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენში შეიტანება, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 25-ე დღისა.“. 7. 44-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არაუმეტეს 2 წარმომადგენლისა. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი აკრედიტაციის მომენტისათვის უნდა იყოს არანაკლებ 18 წლის. იგი იმავდროულად არ შეიძლება იყოს საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი/დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი ან სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენელი.“. 8. 52-ე მუხლის მე-6-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია და სწავლების ცენტრი უფლებამოსილია საარჩევნო/სარეფერენდუმო პერიოდში არჩევნების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. 7. წინასაარჩევნო/საარჩევნო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების ქმედების/გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს შესყიდვების პროცედურების შეჩერებას. 8. საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს მიერ ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო 3 კომისიების გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები, საჩივრის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადები და წესი განისაზღვრება ამ კანონის 77-ე მუხლით.“. 9. 77-ე მუხლის მე-52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,52.საარჩევნო პერიოდში/სარეფერენდუმო პერიოდში ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების გადაწყვეტილებები მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში, რომელიც საჩივარს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ცესკოს, სწავლების ცენტრის ან/და მათი სატენდერო კომისიების ქმედებებთან/გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მიღებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“. 10. 98-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი; გ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; დ) თანამდებობა (საქმიანობა); ე) სამუშაო ადგილი; ვ) რეგისტრაციის ადგილი; ზ) პარტიულობა; თ) საქართველოში ცხოვრების ვადა; ი) წარმდგენი საარჩევნო კოლეგიის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, თანამდებობა, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში). 4. განცხადებას უნდა ერთოდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილი პირის წერილობითი თანხმობა არჩევნებში მონაწილეობაზე, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა და 3 ფოტოსურათი.“. 11. 113-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და მისი (მათი) ხელმოწერის ნიმუში;“. 4 12. 141-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი; გ) თანამდებობა (საქმიანობა); დ) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ე) რეგისტრაციის ადგილი; ვ) პარტიულობა (თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“); ზ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; თ) ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის დასახელება, სადაც იგი მაჟორიტარ კანდიდატადაა წარდგენილი; ი) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, რეგისტრაციის ადგილი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).“. 13. 142-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) ხელმძღვანელი პირის (პირების) გვარი, სახელი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), ტელეფონის ნომერი და ხელმოწერის ნიმუში;“. 14. 143-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,6. პარტიულ სიაში მითითებული უნდა იყოს თითოეული კანდიდატის: ა) გვარი, სახელი; ბ) დაბადების თარიღი; გ) თანამდებობა (საქმიანობა); დ) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ე) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“); ვ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ზ) რეგისტრაციის ადგილი; თ) ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენის შემთხვევაში − ამ ოლქის დასახელება და ნომერი; ი) იმავე მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) მერობის კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში − ამ მუნიციპალიტეტის, შესაბამისი საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი.“. 15. 144-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, 3. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს მაჟორიტარი კანდიდატის: ა) გვარი, სახელი; ბ) დაბადების თარიღი; 5 გ) თანამდებობა (საქმიანობა); დ) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ე) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ვ) რეგისტრაციის ადგილი; ზ) საარჩევნო ოლქის დასახელება, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად; თ) პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში, ხოლო თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“).“. 16. 145-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 145. პარტიული სიებისა და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 1. საკრებულოს არჩევნებისას პარტიის მიერ წარდგენილი პარტიული სიის და ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციისათვის წარდგენილ საბუთებს ამოწმებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელიც საბუთების წარდგენიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს არჩევნების დღემდე 28-ე დღისა: ა) საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიას, საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის კანდიდატებს, თუ წარდგენილი პარტიული სია და თანდართული საბუთები, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაცია აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობით აცნობებს საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პარტიულ სიასა და თანდართულ საბუთებში, აგრეთვე საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არსებული მონაცემების შეუსაბამობის შესახებ (შეუსაბამობის მითითებით), თუ არსებობს ასეთი შეუსაბამობა; პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს 2 დღე ეძლევა ზემოაღნიშნული სიისა და საბუთების სრულყოფისთვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შესწორებული მონაცემები მოწმდება და საარჩევნო რეგისტრაციის საკითხი წყდება მონაცემების წარდგენიდან 3 დღის ვადაში. 3. თუ შესწორებული მონაცემები შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს, პარტიულ სიას ან მის იმ ნაწილს, რომელიც შეესაბამება ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს (თუ სიის ამ ნაწილში კანდიდატთა რაოდენობა დადგენილ მინიმუმზე ნაკლები არ არის), ხოლო დანარჩენი კანდიდატების თაობაზე იმავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას მათთვის საარჩევნო რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ (განკარგულებაში ზუსტად აღინიშნება რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზები და კანონის ის ნორმები, რომელთა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამაც გამოიწვია უარის თქმა). განკარგულება პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს დაუყოვნებლივ ეცნობება და მოთხოვნისთანავე გადაეცემა. 6 4. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის შემდეგ 3 დღის ვადაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მათ გადასცემს კანდიდატის მოწმობებს. 5. საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი რეგისტრაციაში გატარდება, თუ წარდგენილია: ა) კანდიდატის სააღრიცხვო ბარათი, რომელშიც მითითებულია საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი; ბ) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადება, რომელიც დამოწმებულია პარტიებისხელმძღვანელ პირთა ხელმოწერებით; გ) ორი ფოტოსურათი; დ) კანდიდატის თანხმობა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. 6. პარტიული სია ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი რეგისტრაციაში არ გატარდება ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინებით, ან საარჩევნო რეგისტრაცია გაუქმდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით (ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში): ა) თუ სააღრიცხვო ბარათში მითითებული არ არის: ა.ა) კანდიდატის სახელი, გვარი; ა.ბ) კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ა.გ) კანდიდატის დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ა.დ) კანდიდატის მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); ა.ე) კანდიდატის პარტიულობა (პარტიის წევრობის შემთხვევაში); თუ უპარტიოა, მიეთითება „უპარტიო“; ა.ვ) კანდიდატის თანამდებობა და სამუშაო ადგილი; თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“; ა.ზ) კანდიდატის საქართველოში 5 წლის ცხოვრების ფაქტი; ა.თ) კანდიდატის თანხმობა საკრებულოს წევრად კენჭისყრაზე; ა.ი) იმ ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი, რომელშიც იგი წარდგენილია მაჟორიტარ კანდიდატად; ა.კ) სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი; ბ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიის წევრია; გ) თუ კანდიდატი შეყვანილია ერთზე მეტ პარტიულ სიაში და ერთდროულად არსებობს ან არსებობდა მისი თანხმობა ერთზე მეტ სიაში შეყვანაზე; დ) თუ პარტიულ სიაში შეყვანილი კანდიდატი წერილობით განაცხადებს თანხმობას სხვა პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატად წარდგენაზე; ე) თუ ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის კანდიდატის წერილობითი თანხმობა სხვა საკრებულოს წევრობის, მერობის კანდიდატად წარდგენაზე; 7 ვ) თუ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა რეგისტრირებულ პარტიულ სიაში კანდიდატთა რაოდენობა ამ კანონით დადგენილ მინიმუმზე ნაკლები აღმოჩნდა; ზ) თუ დარღვეულია ამ კანონის 47-ე მუხლის მოთხოვნები. 7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებში აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევისას კანდიდატს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ ატარებს. 17. 199-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 199. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით განსაზღვრული ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და ვადა 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-10 დღისა ცესკოს გადასცეს ინფორმაცია სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლების რაოდენობისა და მათი განთავსების ადგილების შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიწოდებული ინფორმაციისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ცესკოსადმი გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნულ განთავსების ადგილებში კენჭისყრის ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ. 3. ცესკოს მიერ ზემოხსენებულ ადგილებში კენჭისყრის გამართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში: ა) სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული და საკარანტინო სივრცეებში მყოფი ამომრჩევლები მონაწილეობენ: ა.ა) საქართველოს პარლამენტის პროპორციული წესით გასამართ არჩევნებში; ა.ბ) საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული; ა.გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზეა; ა.დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული წესით გასამართ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული; 8 ა.ე) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს, თვითმმართველი ქალაქის (მათ შორის, ქალაქ თბილისის)/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში, ასევე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, თუ მათი რეგისტრაციის მისამართი და ამ პუნქტით განსაზღვრული მათი ადგილსამყოფელი ერთი და იმავე მუნიციპალიტეტის/ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებშია განთავსებული; ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-6 დღისა ცესკოს გადასცეს იმ პირთა სია, რომლებიც კენჭისყრის დღისათვის საკარანტინო სივრცეებში/ახალი კორონავირუსით ინფიცირების გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში/თვითიზოლაციაში იქნებიან განთავსებული; გ) კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადმოცემული მონაცემებისა და შესაბამისი სპეციალური ჯგუფის წევრების მონაცემების საფუძველზე ცესკოს მიერ მტკიცდება სპეციალური სიები, რომლებში შეყვანილი ამომრჩევლების გვარისა და სახელის გასწვრივ ამომრჩეველთა ერთიან სიაში კეთდება ჩანაწერი „გადაყვანილია სპეციალურ სიაში“; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩეველი, რომელიც გადაყვანილია სპეციალურ სიაში, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადების შემთხვევაში ვალდებულია წარადგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადგილსამყოფლის დატოვების ფაქტი და თარიღი. აღნიშნული ცნობა თან ერთვის საარჩევნო დოკუმენტაციას; ე) სპეციალურ სიაში შეყვანილ სპეციალური ჯგუფის წევრებზე საარჩევნო ბიულეტენების სახეობები გაიცემა იმავე წესით, რომელიც ამ კანონით განსაზღვრულია სპეციალურ სიაში შეყვანილი სხვა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის; ვ) ამ მუხლით განსაზღვრულ სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩეველი ხმას აძლევს გადასატანი ყუთის მეშვეობით ან ამ მუხლით განსაზღვრულ ადგილსამყოფელში შექმნილ საარჩევნო უბანზე. ცესკო დადგენილებით წყვეტს აღნიშნულ საკითხს, ასევე სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლების მიერ ხმის მიცემის, საჭიროების შემთხვევაში ძირითად საარჩევნო უბანზე მიმაგრების, კენჭისყრის დღის ხანგრძლივობის, ხმების დათვლის, დამკვირვებელთა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობასთან დაკავშირებულ და კენჭისყრის პროცედურებისა და შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებულ საკითხებს. 4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არჩევნების ჩასატარებლად, ასევე სხვა საარჩევნო კომისიებში ისეთი გარემოების დადგომისას, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებული გარემოების გამო საარჩევნო კომისიის წევრი (წევრები) ან მთელი 9 საარჩევნო კომისია ვერ ასრულებს (ასრულებენ) თავის (თავიანთ) მოვალეობას, ცესკო განკარგულებით ქმნის სპეციალურ ჯგუფს (სპეციალურ ჯგუფებს) და ამტკიცებს მის (მათ) შემადგენლობას და მისი (მათი) უფლებამოსილების ფარგლებს. სპეციალური ჯგუფი შედგება არაუმეტეს 17 წევრისაგან (საჭიროებისამებრ, ნაკლებ ოდენობას განსაზღვრავს ცესკო). სპეციალური ჯგუფის წევრები უნდა შეესაბამებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. ჯგუფის წევრთა 8 წევრს, მათ შორის, სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელ პირებს, ნიშნავს ცესკო ჯგუფის შექმნისთანავე. 9 წევრს ჯგუფის შექმნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრამდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები − იმავე დღეს ნიშნავენ პარტიები, რომელთაც ამ კანონით უფლება აქვთ, დანიშნონ კომისიის წევრები. თუ ამ პუნქტით დადგენილ ვადაში პარტია აღნიშნულ უფლებას არ გამოიყენებს, ცესკოს უფლება აქვს, სპეციალური ჯგუფი საჭიროებისამებრ, დადგენილ ოდენობამდე შეავსოს სპეციალური ჯგუფის წევრების დანიშვნის გზით. 41. იმ საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც ვერ გაიმართა საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა ან სხდომაზე ვერ იქნა არჩეული კომისიის ხელმძღვანელი პირი/პირები, საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს მიეცეთ უფლება, შესაძლებლობისთანავე, ამ პუნქტით დადგენილი მიზნებისთვის, განკარგულებით განსაზღვრონ საუბნო საარჩევნო კომისიების ახალი სხდომის მოწვევის თარიღი და დღის წესრიგი. 4.2 თუ კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები აღმოჩნდა, საუბნო საარჩევნო კომისიები ჩაითვალოს სპეციალურ ჯგუფებად გარდაქმნილად და სპეცჯგუფს მიეცეს უფლება ჩაატაროს კენჭისყრა. სპეცჯგუფის კვორუმად განისაზღვროს არსებული შემადგენლობის უმრავლესობა და სპეცჯგუფის წევრებისთვის ფუნქციების მინიჭება განხორციელდეს თავმჯდომარის მიერ წილისყრის გარეშე. თუ კენჭისყრის დღეს აღმოჩნდება, რომ არსებული სპეცჯგუფის შემადგენლობა ვერ უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ იკრიბება და განკარგულებით არსებულ შემადგენლობას ამატებს სპეცჯგუფის იმდენ წევრს, რამდენიც უზრუნველყოფს კენჭისყრის ჩატარებას. 4.3 თუ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები აღმოჩნდა და შეუძლებელია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესრულება, საოლქო საარჩევნო კომისიები ჩაითვალოს სპეციალურ ჯგუფებად გარდაქმნილად და სპეცჯგუფმა განახორციელოს საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება. სპეცჯგუფის კვორუმად განისაზღვროს არსებული შემადგენლობის უმრავლესობა. 5. ცესკო უფლებამოსილია, საჭიროებისამებრ, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილებით განსაზღვროს: ა) ამ კანონით უფლებამოსილ პირთათვის საარჩევნო კომისიების კუთვნილ ან/და საარჩევნო კომისიებისათვის გადაცემულ შენობებში შესვლის/გამოსვლის და შენობებში ყოფნის/გადაადგილების ისეთი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამის უწყებათა მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით; 10 ა)1 ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო უბნების შექმნის, საუბნო საარჩევნო კომისიების/სპეცჯგუფების დაკომპლექტების, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების/ვადა და სანიტარულჰიგიენური წესები; ბ) საარჩევნო კომისიების წევრთათვის, საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთათვის, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთათვის, დამკვირვებელი ორგანიზაციების დამკვირვებელთათვის და აკრედიტაციის მქონე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებისათვის კენჭისყრის შენობაში თერმოსკრინინგის ჩატარების პირობები, ტემპერატურის დაფიქსირების დროს განსახორციელებელი ქმედებები, ასევე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების (მათ შორის, ამომრჩევლების) მიერ პირბადის სავალდებულო გამოყენების, სადეზინფექციო საშუალებების გამოყენების, საჭიროებისამებრ, სოციალური დისტანცირების დაცვის წესები და ზემოაღნიშნულ პირთა მიერ ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული ღონისძიებების შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევებში მისაღები გადაწყვეტილებები. ცესკოს მიერ პირბადის ტარების ვალდებულების დადგენის შემთხვევაში ცესკო უზრუნველყოფს პირბადეების გადაცემას შესაბამისი პირებისათვის. პირბადის გარეშე პირი კენჭისყრის/საარჩევნო კომისიის შენობაში არ დაიშვება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირბადის ტარება შეუძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რისი დადასტურებაც პირის მიერ უნდა მოხდეს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტით; გ) ამ მუხლით განუსაზღვრელი სხვა ისეთი საკითხები, რომლებიც საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვასთან ერთად უზრუნველყოფს ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციას. 6. ცესკო დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნისა და კენჭისყრის გამართვის მიზანშეწონილობის შესახებ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, სხვა სახელმწიფოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.“. 18. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2001 მუხლი: ,,მუხლი 2001. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესი 1. ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას. ამომრჩევლის მიერ საარჩევნო უბნის შეცვლის მიზნით: ა) საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციაში გაატარებს და ხელმოწერით დაადასტურებს ამომრჩევლის წერილობით 11 განცხადებას (ამ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) ან სატელეფონო შეტყობინებით მიღებულ ზეპირ განცხადებას (ამ შემთხვევაში მიეთითება ამომრჩევლის პირადი ნომერი, სატელეფონო შეტყობინების ზუსტი დრო და შესაბამისი ტელეფონის ნომერი); ბ) ამომრჩევლის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის შემთხვევაში შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას ეცნობება ამ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ. ამომრჩევლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისათვის მიმართვის შემთხვევაში ამ ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა გადასცემს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას; გ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში აღინიშნება ამომრჩევლის იმავე ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში გადაყვანა, აგრეთვე ამომრჩეველთა ერთიან სიასა და ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, „ფაქტობრივი მდგომარეობის“ გრაფაში კეთდება ჩანაწერი „ეტლით მოსარგებლეა“, რომელიც დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ამავე კომისიის მდივნის ხელმოწერებით. 2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ, გადაამოწმონ ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის მოთხოვნის საფუძვლიანობა და არჩევნების დღემდე ნებისმიერ დროს საუბნო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვან ამ ამომრჩევლების შესაბამის სპეციალურ სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ მუხლით დადგენილ ვადაში იღებს საოლქო საარჩევნო კომისია. 3. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებული, აგრეთვე საკუთარი მონაცემების საფუძველზე კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა ადგენს და განკარგულებით ამტკიცებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა სპეციალურ სიას და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ გადასცემს ამავე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიერ ხელმოწერილ ამ სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებულ ვერსიას, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისათვის განკუთვნილ ვერსიას. 4. ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. 5. ადაპტირებული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალური სიის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიისათვის გადაცემული საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის (კენჭისყრის) შენობაში თვალსაჩინო ადგილას. 6. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა წევრობაზე დაფუძნებული და რელიგიური გაერთიანებებისა) და სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის ორგანოების 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციები ვალდებული არიან ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ ინფორმაცია 2020 წლის 1 სექტემბრამდე მიაწოდონ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას..“. 12 19. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2032-2033 მუხლები: ა) ,,მუხლი 2032. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესი 1. საარჩევნო სუბიექტს რიგითი ნომერი მიენიჭება ამ კანონის 381 მუხლით დადგენილი წესით. ამასთანავე, თუ ბოლო საერთო არჩევნებში რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, ამ ნომრის გამოყენების უფლება ეძლევა აღნიშნული ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას და წილისყრის პროცედურის განხორციელებისას, ფურცლების დამოწმების შემდეგ, ცალკე გადაიდება ის რიგითი ნომრები, რომლებიც ამ პუნქტით დადგენილი წესით იქნა არჩეული. 2. საარჩევნო სუბიექტს/სუბიექტობის კანდიდატს უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა უარი განაცხადოს ამ კანონით დადგენილი წესით მიკუთვნებული რიგითი ნომრის გამოყენებაზე. ამ შემთხვევაში მას, აგრეთვე იმ საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში არ მონაწილეობდა ან მონაწილეობდა საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში და არ იყო აღნიშნული ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებული, რიგითი ნომერი წილისყრით მიენიჭებათ.“. ბ) ,,მუხლი 2033. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ვადის განსაზღვრის შესახებ 1. ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საარჩევნო უბნების შექმნის ვადაა მუნიციპალიტეტის ორგანოთა მორიგი არჩევნების წლის არაუგვიანეს 1 აგვისტო. 2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან, მათ საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს განსაზღვრავენ, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები, ხოლო ქალაქ თბილისის საკრებულოს არჩევნებისათვის ასეთ საარჩევნო ოლქებს ქმნის, მათ საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს განსაზღვრავს ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა მორიგი არჩევნების წლის არაუგვიანეს 15 ივლისისა. “. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13
საკანონმდებლო წინადადება
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 390) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საჯარო საქმიანობა – სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლაპანსიონებისა, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, სკოლისგარეშე და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისა), განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. საჯარო საქმიანობად არ მიიჩნევა საუბნო საარჩევნო კომისიაში განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა და საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის და საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის მიერ განხორციელებული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა. ისეთი შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჯარო საქმიანობას მიეკუთვნება, კომპეტენტურ ორგანოს შეთანხმებული ფორმატით აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი