საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის გეგმის შესაბამისად, „მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის მიმდინარეობის, გაწეული სამუშაოების, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ“ ანგარიშის მოსმენის თაობაზე

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-7026/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-7026/21 04-06-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დასკვნა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის გეგმის შესაბამისად „მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის მიმდინარეობის, გაწეული სამუშაოების, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ“ ანგარიშის მოსმენის თაობაზე: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2021 წლის 4 ივნისს კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2021 წლის გეგმის შესაბამისად მოისმინა ანგარიში - „მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის მიმდინარეობის, გაწეული სამუშაოების, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ“. მომხსენებლები: ილია ბეგიაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; ეკატერინე დგებუაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე; დავით ტაბიძე- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მ.გ.ფ) დირექტორის მოადგილე კახაბერ გვანცელაძე - ქ. თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორი; კომიტეტმა მოისმინა და განიხილა რა წარმოდგენილი ანგარიში და ინფორმაციები, გადაწყვიტა: 1. ცნობად იქნას მიღებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის ილია ბეგიაშვილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ეკატერინე დგებუაძის და ქ. თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორის კახაბერ გვანცელაძის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი აღზრდისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობის მიმდინარეობის, გაწეული სამუშაოების, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ“. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 2. კომიტეტმა გასცა შემდეგი სახის რეკომენდაცია: გამოდინარე იქედან, რომ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები მკაცრი კლიმატით ხასიათდება, შემოდგომა - ზამთრის პერიოდში ჩერდება მეტი წილი დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, აღნიშნული პრობლემის გათვალისწინებით, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს მაღალმთიანი სტატუსის მქონე მუნიციპალიტეტებს გაეწიოთ შეღავათი სატენდერო პროცედურების გამარტივებაზე, რათა შემცირდეს პროექტით განსაზღვრული ვადების დარღევევის შემთხვევები. 3. ანგარიშის შესახებ ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი