საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის წლიურ ანგარიშთან (№1-5080/21; 19.04.2021) დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#2-6915/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 2-6915/21 03-06-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის წლიურ ანგარიშზე“ (№1-5080/21; 19.04.2021) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 24 მაისის სხდომაზე განიხილა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის წლიური ანგარიში“. კომიტეტმა დადებითად შეაფასა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა, ამასთანავე, შემდგომი საქმიანობის სრულყოფის მიზნით გასცა შემდეგი რეკომენდაციები: 1. მიზანშეწონილია, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს გრძელვადიანი სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის შემუშავება, რათა არსებობდეს სისტემური ხედვა სააგენტოს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით. აღნიშნულის მნიშვნელობა ხაზგასმულია ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში „კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის“ ეფექტიანობის აუდიტი“ გაცემულ რეკომენდაციებში. 2. მიზანშეწონილია, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გააგრძელოს მუშაობა გაცემული სახელმწიფო დახმარებების კონტროლის მექანიზმების სრულყოფის მიზნით. 3. 2020 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა კონკურენციის მარეგულირებელმა კანონმდებლობამ, მიღებულ იქნა ასევე კანონი „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“. შესაბამისად, შემუშავებული ან შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. აუცილებელია, რომ აღნიშნული პროცესი წარიმართოს კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი საწყის ეტაპზევე ინფორმირება და მათი ხედვის ასახვა შესაბამის აქტებში, რასაც სააგენტო ეტაპობრივად ახორციელებს. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ეს პროცესი და მოხდეს კერძო სექტორის ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ. კომიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს სააგენტოსთან აღნიშნულ საკითხში. კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი