საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების“ პროექტთან (№07-2/32; 18.03.2021) დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-6970/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-6970/21 04-06-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს მთავრობის ერების „გაერთიანებული უფლებათა საბჭოს მიერ წარმოდგენილი ორგანიზაციის უნივერსალური ადამიანის პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული შედეგად საქართველოსთვის რეკომენდაციების“ ანგარიშის პროექტის განხილვის წარდგენილი თაობაზე (N07-2/32; 18.03.2021) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2021 წლის 31 მაისის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების“ პროექტი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეკომენდაციების განხილვის პროცესში კომიტეტის ამ სახით მონაწილეობა, ფარგლებში პირველი საქართველოს პარლამენტისთვის შემთხვევაა. საქართველოს 2016 პარლამენტის პარლამენტის მინიჭებული წელს რეგლამენტის უფლებამოსილების განხორციელებული რეგლამენტის ახალმა განხორციელების ცვლილებების რედაქციამ რეფორმის შემდეგ, უზრუნველყო პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი საზედამხედველო ფუნქციების შეძენა, რომელთა თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge შორის არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციების ცვლილებით, გაჩნდა საზედამხედველო შესრულებაზე ზედამხედველობა. აღნიშნული სამართლებრივი მექანიზმი, საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ სამთავრობო ანგარიშები. საქართველოს პარლამენტისთვის, აღნიშნული პროცედურა წარმოადგენს კიდევ ერთ შესაძლებლობას, რეგულარულად შეაფასოს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა ავტორიტეტული პროცედურის კვალდაკვალ. საერთაშორისო გარდა ამისა, ინსტიტუტის აღნიშნული მიერ პროცესი გაწერილი ხელს უწყობს საქართველოს, როგორც გაეროს წევრი სახელმწიფოს პოლიტიკის გაძლიერებას სხვა წევრი ქვეყნების მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების მნიშვნელობის და ადამიანის უფლებების პრიორიტეტულობის მიმართ. 2021 წლის 26 იანვარს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში გაიმართა ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის მიმოხილვა. ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას საქართველოს მიერ, 2015-2020 წლებში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ. განხილვაში მონაწილეობა გაეროს 104-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო და მთლიანობაში საქართველოს მიმართ გასცა 285 რეკომენდაცია. მათგან, საქართველო არ დაეთანხმა რუსეთის ფედერაციის, ვენესუელას, ნიკარაგუისა და სირიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. ქართული მხარის გადაწყვეტილებით, იგი არ იღებს რეკომენდაციებს რუსეთის ფედერაციისგან, რადგან ეს უკანასკნელი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე საქართველოს იმ სუვერენულ ტერიტორიებზე, რომელიც კვლავაც რჩება რუსეთის ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ქვეშ, რაც ასევე დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) (N38263/08). რუსეთი კვლავაც აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების გატაცებას, რომელთა ნაწილი დღემდე იმყოფება უკანონო პატიმრობაში (ირაკლი ბებუა, ზაზა გახელაძე და სხვები) და არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. საქართველო ასევე არ იღებს რეკომენდაციებს იმ ქვეყნებისგან, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციას, მათი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით, რაც არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევა. სხვა წევრი სახელმწიფოებისგან მიღებული რეკომენდაციების1 ჯამური ოდენობა შეადგენს 266-ს და პირობითად ერთიანდება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული შემდეგი მიმართულებების ქვეშ: საერთაშორისო თანამშრომლობა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები, ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო მექანიზმების/ინსტიტუტების გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები, ბავშვთა უფლებები, გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, დისკრიმინაციის აღმოფხვრა და თანასწორობის ხელშეწყობა, შეკრების, გაერთიანების, გამოხატვის და მედია თავისუფლება, ჯანსაღ გარემოზე უფლება. აღნიშნული რეკომენდაციები გულისხმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, საქართველოს მხრიდან შესაბამისი პოლიტიკის და ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაჯგუფებულია ადამიანის უფლებათა სფეროების მიხედვით, ხოლო თვისობრივად მსგავსი რეკომენდაციები მოცემულია კონსოლიდირებული სახით. საერთაშორისო თანამშრომლობა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები  გაეროს შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობისა და ადამიანის უფლებათა ძირითადი ინსტრუმენტების რატიფიცირების პროცესის შენარჩუნება;  გაეროს იმ ძირითადი ხელშეკრულებების რატიფიცირება, რომელთა წევრიც საქართველო ამ დრომდე არ არის:  „ყველა მიგრანტი მუშის და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია“;  „იძულებითი გაუჩინარებისგან ყველა პირთა დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენცია“; 1 მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების ნაწილი ფორმულირებულია იმგვარად, რომ შეიცავს მცდარ/არაობიექტურ შეფასებებს და გარემოებებს, რომელთა ნამდვილობაც საკამათოა, კომიტეტის მიერ მოტანილია ინტერპრეტაციის გარეშე, სრული სურათის შესაქმნელად.  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენცია“;  „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის დამატებითი ოქმი“;  „იძულებითი შრომის შესახებ კონვენციის 2014 წლის დამატებითი ოქმი“;  „შრომის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების შესახებ ILO-ს კონვენცია“ (No. 155);  „რეგიონული და უმცირესობების უფლებების ევროპული ქარტია“;  კასეტური იარაღის შესახებ კონვენცია“’  ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების, შენახვის, წარმოებისა და გადაზიდვის აკრძალვისა და მათი განადგურების შესახებ კონვენცია“  გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისთვის ეროვნული კანდიდატების შერჩევის პროცედურის დახვეწა;  გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისათვის დაგვიანებული ანგარიშების წარდგენის გაგრძელება;  საერთაშორისო საზოგადოების ჩართვის შენარჩუნება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვაში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული დარღვევების წინააღმდეგ;  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით;  ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის მონიტორინგის, ანგარიშგების და განხილვის ღონისძიებები; ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო მექანიზმების/ინსტიტუტების გაძლიერება  ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების გაძლიერება (მანდატის გაფართოება, დამოუკიდებლობის გაძლიერება, ეფექტიანობის და ფინანსური რესურსის გაზრდა), ტრეფიკინგთან ბრძოლა პრევენციის მექანიზმების და მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერების გზით;  პირადი ცხოვრების და პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერება;  შრომითი ინსპექტირების გაძლიერებით, სამართლიანი და სათანადო სამუშაო პირობების უფლების უზრუნველყოფა;  ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერება და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მხარდაჭერა შესაბამის მხარეებთან კონსულტაციით;  სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში;  საჯარო სერვისების მიწოდების, მათი ეფექტურობის და ანგარიშვალდებულების გაძლიერება;  ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგის და სამოქმედო გეგმის შემუშავება გამჭვირვალე და მონაწილეობითი პროცესის საფუძველზე და ეფექტიანი დანერგვის უზრუნველყოფა;  სახალხო დამცველსა და იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაძლიერება სისხლის სამართლის რეფორმის საკითხებში;  მოწყვლადი ჯგუფების სოციალური დაცვის პოლიტიკის გაძლიერება და მისი ინტეგრირება გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის მიზნების განხორციელების ფარგლებში;  ციხეებში ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევების შესამცირებლად საჭირო ზომების გატარება;  ტრეფიკინგთან ბრძოლის გაძლიერება სამართალდამცავი პრაქტიკის გაუმჯობესებით, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის და დასჯის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა მხარდაჭერის გზებით;  უფლებადამცველებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტებში და პოლიტიკური თანამდებობის პირების საჯარო მხარდაჭერით, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციით, უფლებადამცველებზე თავდასხმების და ცილისწამების პრევენცია, შემთხვევების ეფექტურად გამოძიება;  საერთაშორისო დაცვის საჭიროების მქონე პირებისთვის თავშესაფრის უსასყიდლო პროცედურაზე მისაწვდომობის უზრუნველყოფა, ხოლო უარის შემთხვევაში სათანადო არგუმენტირება; თავშესაფრის მაძიებელთა უზრუნველყოფა სათანადო ეკონომიკური და სოციალური უფლებებით;  საქართველოში დაბრუნებულ პირთათვის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის ღონისძიებების გატარება ენის სწავლის, განათლებისა და დასაქმების მიმართულებებით;  ეფექტური და გამჭვირვალე მექანიზმების შემუშავება სასამართლო პროცესებში და ადმინისტრაციულ სისტემაში, უცხოელი რეზიდენტების უფლებების უზრუნველსაყოფად;  კანონის უზენაესობის ხელშეწყობა რეფორმების, სასამართლო და სამართალდამცავი ინსტიტუტების დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და გამჭვირვალობის გზით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან კომპეტენციების გადანაწილება; ინდივიდუალურ მოსამართლეთა გაძლიერება და გავლენიანი ჯგუფის არაფორმალური მმართველობის აღკვეთა; მართლმსაჯულების სისტემის სტანდარტებთან შესაბამისი უზრუნველყოფა მოსამართლეთა დეპოლიტიზება საკანონმდებლო ჩარჩოს დამსახურებაზე და საერთაშორისო და პროცედურების დაფუძნებული დანიშვნის, შეფასების და დაწინაურების სისტემის განსახორციელებლად (მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად); მოსამართლეთა და სასამართლო ინსტიტუტის შესაძლებლობების გაუმჯობესება, მათ შორის ბავშვებისთვის სასამართლო სისტემაზე წვდომის მიმართულებით;  ანტიკორუფციული რეფორმების ზედმიწევნითი შესრულება;  აფგან მუხთარლის გატაცების საქმის დამაჯერებელი გამოძიება, აღნიშნული ქმედების ამსრულებლების პასუხისგება და პრევენციისკენ მიმართული შემდგომი რეფორმების განხორციელება;  პიროვნების თვითგამორკვევის პრინციპზე დაფუძნებული პროცედურის შექმნა, რომელიც აუქმებს ქირურგიული ჩარევის მოთხოვნას პირადობის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შეცვლის მსურველ პირთათვის;  OSCE/ODIHR-ის ბოლო საარჩევნო ანგარიშის რეკომენდაციების შესრულებით, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა სუბიექტებთან თანამშრომლობით, საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების ნდობის აღდგენის უზრუნველყოფა;  დედათა სიკვდილიანობის, ჩვილთა სიკვდილიანობისა და მკვდრადშობილობის შესამცირებელი ღონისძიებების გატარება, შესაბამისი ეროვნული სტრატეგიის შესრულება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, უმცირესობების და მოწყვლადი ჯგუფების უფლებები  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის შშმ ბავშვთა უფლებების დაცვის გაძლიერება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად და წარმომადგენლობითი ეროვნული მექანიზმის შექმნა;  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დაცვაზე, სამართალზე, თანამონაწილეობასა და ოჯახურ ცხოვრებაზე თანასწორი წვდომის უზრუნველყოფა, მათ წინააღმდეგ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის პრევენციის ღონისძიებების გატარება;  შეზღუდული პროგრამის შესაძლებლობის შექმნა, მქონე შეზღუდული პირებთან კონსულტაციის შესაძლებლობის მქონე საფუძველზე პირთა უფლებების სოციალური დახმარების კონვენციის შესასრულებლად;  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გაწევასთან და განათლებასა ხარისხიან პირებისთვის და დასაქმებაზე წვდომასთან დაკავშირებული სტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრა;  მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად;  ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, მიგრანტთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მდგომარეობის გაუმჯობესება, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვებისთვის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა;  ეთნიკურ უმცირესობათა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მათი უფლებების რეალიზების ხელშეწყობა;  ეთნიკურ უმცირესობათა წვდომის გაზრდა მათ მშობლიურ ენაზე გამოცემულ ლიტერატურაზე და უმცირესობათა ენების მასწავლებელთა მეორე სწავლების პროფესიული გადამზადება;  ქართულის, როგორც ენის პირობების გაუმჯობესება ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებისთვის;  ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით, ასევე სახელმწიფო სერვისებით სრული სარგებლობის უზრუნველყოფა განსაკუთრებული აქცენტით ეთნიკურ უმცირესობებზე. ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერა სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის გასაზრდელად; ბავშვთა უფლებები  ბავშვის უფლებათა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოს განვითარება;  ბავშვთა დაცვა ძალადობისგან/სექსუალური ექსპლუატაციისგან და პროსტიტუციისგან;  ინკლუზიურ განათლებაზე ბავშვთა წვდომის გაუმჯობესება;  ქვეყანაში ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მდგომარეობის შემსწავლელი კვლევის ჩატარება და პრევენციის ეროვნული პოლიტიკის შემუშავება, მათ შორის ექსპლუატაციაში ჩართული ბავშვებისთვის;  ბავშვთა ქორწინებისა და იძულებითი ქორწინების პრევენცია, ამგვარი ქორწინების მსხვერპლთათვის მხარდამჭერი სერვისებით უზრუნველყოფა;  ბავშვთა იძულებით/ადრეულ ასაკში ქორწინებასთან ბრძოლა და მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებით უზრუნველყოფა;  გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის შესრულების უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, თვითმკვლელობის პრევენციის ზომებზე და სტრატეგიულ ხედვის დოკუმენტებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა;  ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ბავშვთა რადიკალიზაციისა და ექსპლუატაციის პრევენცია, ბავშვთა სექს-ტურიზმში ექსპლუატაციის პრევენცია; ჩართვის და ბავშვთა სექსუალური  კანონთან კონფლიქტში მაჩვენებლის მყოფ არასრულწლოვანთა შესამცირებლად პოლიტიკური თავისუფლების მიდგომების აღკვეთის განმტკიცება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად;  ყველა ბავშვისათვის ხარისხიან განათლებაზე, მათ შორის ინკლუზიურ განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფა; საგანმანათლებლო სილაბუსებში ბავშვთა საჭიროების გათვალისწინება, მოწყვლადი ჯგუფებიდან ბავშვთა, მათ შორის შშმ ბავშვთა, ეთნიკური უმცირესობების, ბოშა ბავშვების და გოგონათა ჩარიცხვის მაჩვენებლის გაზრდა;  ბავშვთა ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება, განსაკუთრებული ყურადღებით საცხოვრებელზე, წყალსა და სანიტარიაზე; სოციალური პროგრამების მისაწვდომობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების ბავშვებისთვის;  საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისკრიმინაციის პრევენციის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებში მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტობის ხელშემწყობი პოლიტიკის წარმოება, ამ ნიადაგზე ბულინგისა და დისკრიმინაციის დოკუმენტირება და აღკვეთა; გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების განვითარება;  კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა სტამბულის კონვენციასთან;  ბავშვის მოვლის გამო შვებულების გამოყენების და კომპენსაციის მიღების თანაბარი შესაძლებლობა ორივე მშობლისთვის;  ოჯახსა და საზოგადოებაში ქალისა და კაცის როლსა და პასუხისმგებლობებზე დანერგილი სტერეოტიპების შეცვლის ღონისძიებების გატარება;  გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება;  გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებსა და პოლიტიკურ ორგანოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა;  დასაქმების თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ქალებისა კაცებისთვის საჯარო და კერძო სექტორში, განსაკუთრებით სასოფლო ზონებში; და  სექსუალური და რეპროდუქციული სერვისებით საყოველთაო სარგებლობის უზრუნველყოფა (მათ შორის საბაზისო პაკეტის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ინტეგრაციით), განათლების პროგრამების შემუშავება და მათზე წვდომის უზრუნველყოფა იუნესკოს მითითებების თანახმად;  ქალთა მონაწილეობის გაძლიერება კონფლიქტის მოგვარებისა და მშვიდობის დამყარების პროცესებში;  გენდერულ/ოჯახში ძალადობასთან და ფემიციდთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის ცნობიერების ამაღლების, ეროვნული სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის განვრცობის გზებით. თავშესაფრების და კრიზისული ცენტრების გაძლიერება, გენდერული მოტივით ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარების უზრუნველსაყოფად. სოციალური მედიის მეშვეობით, დადებითი მასკულინური ნორმების მხარდაჭერა, ძალადობრივ ქმედებასთან ბრძოლა; დისკრიმინაციის აღმოფხვრა და თანასწორობის ხელშეწყობა  დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ჩარჩოს და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესება;  სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან/ სტიგმატიზაციასთან ბრძოლის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენციის, სრულფასოვანი გამოძიების და დევნის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლების დაცვის, სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობის გაზრდის, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების უზრუნველყოფა;  სიძულვილის ენასთან, სტიგმასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლა (გენდერის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის/რწმენის, შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური, რასობრივი ნიშნით),  სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების ზრდის, დანაშაულის გამოძიების და სანქცირების, მსხვერპლთა მხარდაჭერის, ექსტრემისტულ ჯგუფებთან ბრძოლის, მედიასა და ინტერნეტში სიძულვილის ენის გამოყენების საწინააღმდეგო, აგიტაციის ამკრძალავი კანონმდებლობის აღსრულების, რასობრივი და ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობის წინააღმდეგ სტრატეგიის/ სამოქმედო გეგმის შემუშავების, ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების გზით;  კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის და თანამშრომლობის ხელშეწყობა;  საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამებზე თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველყოფა;  მოსახლეობის მიერ ადამიანის უფლებებით სრული სარგებლობის მისაწვდომობა დისკრიმინაციის გარეშე;  საკულტო ნაგებობების ეტაპობრივი დაბრუნების ღონისძიებები იმ რელიგიური თემებისთვის, რომლებსაც ისინი ეკუთვნოდა გასაბჭოებამდე და ამ მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და აღდგენისთვის შემდგომი ზომების მიღება;  რელიგიის და რწმენის უზრუნველსაყოფი თავისუფლებით ღონისძიებების გატარება, სრულფასოვანი განსაკუთრებით სარგებლობის რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთათვის;  ქვეყანაში არსებული ციფრული უთანასწორობის (რაც განსაკუთრებით COVID-19 პანდემიისას გამოიკვეთა) შემცირება;  ცხოვრების სტანდარტის, ეკონომიკური, სოციალური და ჯანდაცვის განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების მეტად პოპულარიზაცია და დაცვა, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის;  უსახლკაროთა და იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ადეკვატური საცხოვრებლის უფლებით უზრუნველყოფა პოლიტიკის დოკუმენტებში გაწერით;  სიღარიბის შემცირების, საცხოვრებელი სტანდარტის და საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესება, მათ შორის სამოქმედო გეგმებში ასახვით და განსაკუთრებული აქცენტით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ მოსახლეობაზე;  დასაქმების პოლიტიკის განვითარება და დასაქმების თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა;  ხანდაზმული ადამიანების უფლებების და ღირსების პოპულარიზაციისა და დაცვის გაძლიერების ზომების მიღება, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის ფონზე; შეკრების, გაერთიანების, გამოხატვის და მედია თავისუფლება  მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, მედია საშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობის განმტკიცების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გარანტიების გაზრდის გზით;  მედიის სარედაქციო ჟურნალისტების დამოუკიდებლობის და პროფესიული საქმიანობის პლურალიზმის განხორციელების ხელშეწყობა და უზრუნველყოფა თავისუფალ გარემოში;  გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების/ საპროტესტო აქციის თავისუფლების უზრუნველყოფა და მათი დისკრიმინაციის გარეშე უსაფრთხოდ წარმართვის ხელშეწყობა, მათ შორის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის პატივისცემის და მხარდაჭერის გზით;  მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმების, ასევე დემონსტრანტებზე/ ჟურნალისტებზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადამეტების შემთხვევების ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და ადეკვატური სანქციების გამოყენება;  დასაქმებულთა შრომითი უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;  ჯანდაცვის მუშაკთა დაცვის უზრუნველყოფა, მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სტიგმისა და შეურაცხყოფისგან;  გაერთიანების თავისუფლების, პროფკავშირთა უფლებების და ადამიანის უფლებების შრომით სივრცეში დაცვის უზრუნველყოფა; ჯანსაღ გარემოზე უფლება  გარემოსდაცვითი სტანდარტების შეტანა განვითარების ყველა პროექტში;  რესურსების გადატანა წყლის ენერგიიდან უფრო მდგრად ალტერნატივაზე;  სხვადასხვა სექტორში არსებული გარემოსდაცვითი გამოწვევების აღმოსაფხვრელად, საკანონმდებლო ჩარჩოების შემუშავება და განმტკიცება, მონაწილეობითი პროცესის უზრუნველყოფა მათი დანერგვისას;  კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან საბრძოლველი კონკრეტული და მდგრადი ზომების მიღება, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში; კომიტეტის შეფასება და რეკომენდაციები კომიტეტმა შეისწავლა წარმოდგენილი რეკომენდაციები, გაეცნო თითოეული მიმართულებით ადრესატი უწყებების საქმიანობას და რეკომენდაციებთან მიმართებით მათ ხედვას. კომიტეტი მიესალმება იმ ფაქტს, რომ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მესამე ციკლის ფარგლებში, საქართველოს მიერ მიღებული რეკომენდაციების თითოეული მიმართულებით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება ან საქმიანობის გაფართოება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებების მონაწილეობით. აღსანიშნავია, ლუქსემბურგის, რომ ხორვატიის, სლოვენიის და ესტონეთის, ჰონდურასის მიერ საფრანგეთის, გაცემული ლიეტუვას, რეკომენდაციები „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის დამატებითი ოქმის“ რატიფიცირების თაობაზე უკვე შესრულებულია, რის შედეგადაც საქართველოში შშმ პირთა უფლებების დაცვის ახალი, საერთაშორისო მექანიზმი ამოქმედდა. კომიტეტი ეხმაურება გაეროს საქართველოს მისიის გუნდის მიერ გამოხატულ ინტერესს, შემდეგი რეკომენდაციის მიღების მიზანშეწონილობის თაობაზე: შრომითი უფლებები, ადამიანის უფლებათა სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის განვითარება, ადამიანის უფლებათა ინსტიტუტების გაძლიერება, მოწყვლადი ჯგუფების უფლებები, დისკრიმინაციასთან ბრძოლა, სოციალური დაცვის პოლიტიკა, საკვების უსაფრთხოება, გენდერული თანასწორობა, ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, საერთაშორისო ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაცვის საჭიროების დევნილთა მქონე პირთა უფლებები, სოციალურ-ეკონომიკურ უფლებები. ამასთან, კომიტეტი კმაყოფილებით აღნიშნავს შიდაუწყებრივი კონსულტაციის შედეგად გამოვლენილ საერთო კონსესუსს აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინებასთან დაკავშირებით. კომიტეტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შეფასების ისეთი ძლიერი საერთაშორისო ინსტრუმენტი, როგორიცაა გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციები, გამოყენებული იყოს, როგორც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის განმტკიცების და გაუმჯობესების დამატებითი შესაძლებლობა. კომიტეტი იზიარებს რა რეკომენდაციების იმ სულისკვეთებას, რომ ადამიანის უფლებების დაცვა და მის გაუმჯობესებაზე ზრუნვა მუდმივი პროცესია, მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი რეკომენდაციით გათვალისწინებულ საქმიანობას უკვე ახორციელებენ, გააძლიერონ ძალისხმევა, სადაც ეს შესაძლებელია. ამას გარდა, კომიტეტი აღნიშნავს, რომ საჭიროა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებებმა თავიანთ პოლიტიკის დოკუმენტებში და დღის წესრიგში შეიტანონ მიღებული რეკომენდაციების შესაბამისი ღონისძიებები, რათა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის შემდგომი ციკლის ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სახელმწიფო პროგრესი იყოს ხელშესახები, ახსნადი და დასაბუთებადი. ასევე სასურველია, რომ იყოს ასეთი პროგრესი გაზომვადი (კონკრეტული ინდიკატორების გამოყენებით). ამ მიზნით, კომიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ იყოს ჩართული ამ სახის სამუშაო პროცესში, რაც უნდა წარიმართოს მაქსიმალურად სწრაფად, რათა შემდგომ რჩებოდეს მაქსიმალურად მეტი დრო კონკრეტული დაგეგმილი რეფორმების შესასრულებლად. ამრიგად, კომიტეტი ადრესატ უწყებებს რეკომენდაციას უწევს, შეიმუშავონ შესაბამისი ინდიკატორები, რაც შესაძლებელს გახდის უწყების მიერ რეკომენდაციის შესრულების მიზნით განხორციელებული პროგრესის გაზომვას. აღნიშნული რეკომენდაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება რეფორმის პროცესში მყოფი სფეროებისთვის. თავის მხრივ, კომიტეტი უფლებამოსილების ფარგლებში დაგეგმავს რეგულარულ საკომიტეტო მოსმენებს უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშების მოსმენის და გაანალიზების მიზნით, რათა საწყისი ეტაპიდანვე უზრუნველყოფილი იყოს იმ რეფორმების დანერგვის ინტენსივობა, რასაც საქართველოსგან ელოდება საერთაშორისო თანამეგობრობა და რომლის რეალური განხორციელებაც წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ამოცანას. კომიტეტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ცალკეულ რეკომენდაციებში წარმოდგენილი არაობიექტური გარემოებებისა და საკამათო შეფასებებისა, რომელთა გაზიარებისთვის საკმარისი საფუძველი არ არსებობს, მნიშვნელოვანია, არ დაზიანდეს რეკომენდაციებში ასახული დადებითი ტენდენციები და შემდგომი რეფორმების პერსპექტივა. აღნიშნულის რეკომენდაციებით გათვალისწინებით, წარმოდგენილი თითოეული კომიტეტი მხარს მიმართულებით უჭერს რეფორმების განხორციელებას, იმ ცალკეული გამონაკლისების გათვალისწინებით, სადაც ადრესატი უწყების მიერ რეკომენდაციის მიღების რესურსი არ არსებობს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, კომიტეტი დადებით შეფასებას აძლევს წარმოდგენილ დოკუმენტს, როგორც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მნიშვნელოვან წინაპირობას გათვალისწინებით მხარს უჭერს მას. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და ხსენებული მოსაზრებების