„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2- 6927/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი (№1-5750/21; 29.04.2021), კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2021-06-10

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-6927/21 03-06-2021 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით საქართველოს პარლამენტში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ განსახილველად წარმოდგენილ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტს (№15750/21, 29.04.2021), საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს. გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი; 2. კომიტეტის დასკვნა; 3. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-6926/21 03-06-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს დასკვნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მიმდინარე წლის 2 ივნისს განიხილა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტი (№1-5750/21, 29.04.2021). კომიტეტი ეთანხმება წარმოდგენილ საბიუჯეტო განაცხადს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი (თან ერთვის) და წარედგინოს საქართველოს მთავრობას „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში გასათვალისწინებლად. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თბილისი, 2021 წლის ... ივნისი. №... კახაბერ კუჭავა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი პროგრამული კოდი 06 00 06 01 06 02 06 03 დასახელება 2022 წლის ბიუჯეტი (ლარი) მ. შ., საბიუჯეტო სახსრები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 30,007,000.0 30,007,000.0 მომუშავეთა რიცხოვნობა 528 528 ხარჯები 29,700,000.0 29,700,000.0 შრომის ანაზღაურება 10,190,000.0 10,190,000.0 არაფინანსური აქტივების ზრდა 307,000.0 307,000.0 საარჩევნო გარემოს განვითარება 14,824,000.0 14,824,000.0 მომუშავეთა რიცხოვნობა 503 503 ხარჯები 14,517,000.0 14,517,000.0 შრომის ანაზღაურება 9,480,000.0 9,480,000.0 არაფინანსური აქტივების ზრდა 307,000.0 307,000.0 საარჩევნო ინსტიტუციის განვითარების და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა 1,346,000.0 1,346,000.0 მომუშავეთა რიცხოვნობა 25 25 ხარჯები 1,346,000.0 1,346,000.0 შრომის ანაზღაურება 710,000.0 710,000.0 არაფინანსური აქტივების ზრდა 0 0 პოლიტიკური პარტიების დაფინანსება 13,837,000.0 13,837,000.0 ხარჯები 13,837,000.0 13,837,000.0 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრები 2023–2025 წლებში პროგრამული კოდი 06 00 დასახელება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2023 წელი 2024 წელი (ათასი ლარი) 2025 წელი 31,287.0 69,137.0 71,537.0
განაცხადი
451-01-05-2-202104291712 N 01-05/451 29/04/2021 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახაბერ კუჭავას ასლი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბატონო კახაბერ, გაცნობებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 29 აპრილის №55/2021 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადი. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 52-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის თანახმად, დასამტკიცებლად წარმოგიდგენთ საარჩევნო ადმინისტრაციის 2022 წლის საბიუჯეტო განაცხადს. დანართი: 3 ფურცელი პატივისცემით, თამარ ჟვანია კომისიის თავმჯდომარე .