საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საკანონმდებლო წინადადებების განხილვის ახალი ვადების განსაზღვრის შესახებ: ა) №2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, საქართველოს მოქალაქის მირზა ყურაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-4369/21; 06.04.2021); ბ) საქართველოს მოქალაქე ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ტელემასმედიით ჟურნალისტთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის რეგულირების შესახებ (№1-4707/21; 13.04.2021).

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-7065/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-7065/21 07-06-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია შემდეგი საკანონმდებლო წინადადებები:  N2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, მირზა ყურაძის, მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4369/21; 06.04.2021) (განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 7 ივნისი);  ლაშა ჯანიბეგაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ჟურნალისტების მიერ ინფორმაციის ტელემედიით გავრცელების რეგულირების შესახებ (N1-4707/21; 13.04.2021) (განხილვის ბოლო ვადაა 2021 წლის 9 ივნისი). აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებებზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. მათი სრულყოფილად მომზადებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვის მიზნით, გთხოვთ, ამ საკანონმდებლო წინადადებების საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 30 დღით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge