საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პროკურატურის 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის (№1-6207/21; 17.05.2021) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-7068/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61

📜 ტექსტი

წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-7068/21 07-06-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს თქვენთვის როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია საქართველოს პროკურატურის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში (N1-6207/21; 17.05.2021). აღნიშნულ საკითხზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვისა და აღნიშნული საკითხის სრულყოფილად მომზადების მიზნით, გთხოვთ, მისი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 დღით. აღნიშნული ანგარიშის საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე მოგვმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-7061/21 07-06-2021 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ანრი ოხანაშვილს საქართველოს პარლამენტის ბიუროს N534/5, 17.05.2021 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს სავალდებულოდ განსახილველად გადმოეცა საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში საქართველოს პროკურატურის 2020 წლის საქმიანობის შესახებ (№1-6207/21; 17.052021). აღნიშნული საკითხის სავალდებულო წესით განხილვის ვადა განსაზღვრულია 2021 წლის 07 ივნისამდე, თუმცა, ობიექტურ მიზეზთა გამო, მითითებულ ვადაში კომიტეტი მის განხილვას ვერ ახერხებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული ანგარიშის განხილვის ვადის გაგრძელება 1 თვით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge