საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მომართვა ანგარიშების განხილვის ვადების გაგრძელების შესახებ (№2-7073/21; 07.06.2021): ა) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2020 წლის ანგარიში (№1-4059/21; 31.03.2021) – 30 დღით; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიშები (№1-4029/21; 31.03.2021) – 30 დღით; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2020 წლის ანგარიში (№1-4030/21; 31.03.2021) – 30 დღით.

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#2-7073/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-7073/21 07-06-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 1 აპრილის №№ 41/2, 41/3 და 41/4 გადაწყვეტილებებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის შესახებ 2020 წლის ანგარიში (№1-4059/21; 31.03.2021) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2020 წლის ანგარიშები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ (№1-4029/21; 31.03.2021) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ (№1-4030/21; 31.03.2021). აღნიშნული ანგარიშები სავალდებულო დასკვნისთვის გადაეცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში გადაეცა აგრეთვე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 19 აპრილის №№ 48/14, 48/15 და 48/16 გადაწყვეტილებებით, მითითებული საკითხების სავალდებულო წესით განხილვის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 9 ივნისამდე. მიმდინარე წლის 7 ივნისს მოგვმართეს იურიდიულ საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა, რომელმაც სრულყოფილად მომზადებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვის მიზნით ითხოვეს დასახელებული ანგარიშების განხილვის ვადის გაგრძელება. თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ვითვალისწინებთ რა აღნიშნული კომიტეტების თხოვნას, მოგმართავთ შუამდგომლობით მითითებული საკითხების განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების თაობაზე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე