საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დადებითი დასკვნა მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონზე ლობისტად რეგისტრაციის შესახებ (№1-6982/21; 28.05.2021)

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
07.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-7109/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61

📜 ტექსტი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-7109/21 07-06-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების შესწავლის თაობაზე საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2021 წლის 31 მაისის N60/23 გადაწყვეტილების თანახმად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეისწავლა მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილის „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების მიზნით ლობისტად რეგისტრაციის შესახებ განცხადება და თანდართული მასალები. შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ ზაალ სარაჯიშვილის ლობისტად რეგისტრაცია. აღნიშნულ საკითხზე წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების პროექტს. დანართი: „ 1 “ ფურცელი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
პროექტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის ბიურო ადგენს: 1. რეგისტრირებულ იქნეს მოქალაქე ზაალ სარაჯიშვილი ლობისტად საქართველოს პარლამენტში ორგანიზაციების „უცხოეთში მცხოვრები შესახებ“ საქართველოს თანამემამულეებისა და კანონში შეტანის ცვლილების დიასპორული შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. 2. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე 3 დღის ვადაში ეცნობოს განმცხადებელს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბიუროს სხდომის თავმჯდომარე კახაბერ კუჭავა