საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა საქართველოს მოქალაქე ლევან ჯოხაძის მიერ წარმოდგენილ „საკანონმდებლო წინადადების“ წარმდგენის მატერიალური ანაზღაურების შესახებ (№1-6344/21; 18.05.2021) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-07
ბიუროს ნომერი 61
📜 ტექსტი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტი
2-7114/21
07-06-2021
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
„საკანონმდებლო წინადადების წარმდგენის მატერიალური ანაზღაურების შესახებ“
საკანონმდებლო წინადადებაზე
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა
2021 წლის 7 ივნისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ლევან ჯოხაძის მიერ
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„საკანონმდებლო
წინადადების“
წარმდგენის მატერიალური ანაზღაურების შესახებ (N1-6344/21; 18.05.2021).
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ
საკანონმდებლო
წინადადების
წარმდგენი
პირი
პარლამენტს
წარუდგენს
დასაბუთებულ მიმართვას ახალი კანონის მიღების ან კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე და მისი ეს წინადადება პარლამენტის მიერ საბოლოოდ აისახება ახალი
კანონის მიღებით ან კანონში ცვლილების განხორციელებით, საკანონმდებლო
წინადადების წარმდგენ პირს, მის მიერ განხორციელებული საქმიანობისთვის უნდა
მიეცეს მატერიალური ანაზღაურება. საკანონმდელო წინადადების მიხედვით,
აქტუალური საკანონმდებლო თემების პარლამენტის დღის წესრიგში დაყენება
სათანადოდ უნდა დაფასდეს და უნდა აისახოს საკანონმდებლო წინადადების
წარმდგენისთვის შრომის ანაზღაურების მიცემით, რაც თავის მხრივ წაახალისებს
საკანონმდებლო წინადადებების წარმდგენ პირებს და ინტენსიურს გახდის მისი
წარმოდგენის სიხშირესა და ხარისხს.
საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს იმ
სუბიექტთა წრეს, ვისაც აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. ასეთ სუბიექტებს
წარმოადგენენ: საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წევრი, საპარლამენტო
კომიტეტი, საპარლამენტო ფრაქცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობითი ორგანოები და
არანაკლებ 25 000 ამომრჩეველი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო წინადადების წარდგენა
გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ
პარლამენტისათვის დადგენილი წესით გაფორმებული დასაბუთებული მიმართვის
წარდგენას ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის
ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით,
აღნიშნული უფლების გამოყენების შესაძლებლობა მინიჭებული აქვთ საქართველოს
მოქალაქეებს, სახელმწიფო ორგანოებს (გარდა საქართველოს აღმასრულებელი
ხელისუფლების
სახელმწიფო
დაწესებულებებისა
კონტროლისადმი
და
აღმასრულებელი
დაქვემდებარებული
ხელისუფლების
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირებისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებს, კანონით დადგენილი წესით
საქართველოში რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს
და სხვა იურიდიულ პირებს.
წარმოდგენილი
წარმდგენისთვის
წინადადების
მატერიალური
თანახმად,
ანაზღაურების
საკანონმდებლო
მიცემის
წინადადების
ერთ-ერთ
მიზანს
წარმოადგენს საკანონმდებლო წინადადებების ხარისხის გაუმჯობესება. თუმცა,
გაუგებარია წინადადების ავტორისთვის თანხის გადახდა რამდენად შეიძლება
უზრუნველყოფდეს წინადადებების ხარისხის ამაღლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ
საკანონმდებლო წინადადების წარმდგენი სუბიექტები არიან ის პირები, რომელთაც
არ აქვთ საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება და შესაბამისად მათ არ
მოეთხოვებათ სამართლებრივი საკითხების სრულყოფილად ცოდნა და ასახვა
საკანონმდებლო წინადადებაში. სწორედ ამისთვის, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის
105-ე
მუხლის
მე-3
პუნქტით
დადგენილია
საკანონმდებლო
წინადადების წარდგენის სხვადასხვა ფორმები, რაც გულისხმობს საკანონმდებლო
წინადადების წარდგენის შესაძლებლობას კანონპროექტის ანდა მოსამზადებელი
კანონპროექტის ძირითადი პრინციპების ან კონკრეტული წინადადებების სახით.
შესაბამისად,
საკმარისია
პარლამენტისთვის
წარდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება შეიცავდეს თუნდაც კონკრეტულ წინადადებებს ან იდეებს, ხოლო
წამყვანი კომიტეტი თუ მისაღებად ცნობს მას, კომიტეტი პარლამენტის ბიუროსთან
შეთანხმებით, განსაზღვრულ ვადაში თვითონ შეიმუშავებს კანონპროექტს და მისცემს
მას შესაბამის მსვლელობას.
გარდა ამისა, ინიციატივის თანახმად, საკანონმდებლო წინადადების მიღების
ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს ასევე საკანონმდებლო წინადადების წარდგენის
ინტენსივობის გაზრდა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ
საკანონმდებლო წინადადების ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ შესაბამის
სუბიექტებს, აქვთ უფლება საკანონმდებლო წინადადების მექანიზმი გამოიყენონ
როგორც საშუალება მათთვის აქტუალურ საკითხებზე პარლამენტს წარუდგინონ
ინიციატივა კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა წარდგენილი წინადადებების რაოდენობა, არამედ
ის, რომ საკანონმდებლო წინადადების წარმდგენ თითოეულ სუბიექტს უფლება აქვს
შეუფერხებლად გამოიყენოს აღნიშნული მექანიზმი, რაც უზრუნველყოფილია
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
ამასთანავე,
წარმოდგენილი
საკანონმდელო
წინადადების
მიხედვით,
საკანონმდებლო წინადადების წარდგენა საპასუხისმგებლო ქმედებაა და ავტორისგან
მოითხოვს შრომას და გარკვეულ გამოცდილებას. ამასთან, საბაზრო ეკონომიკის
პირობებში, ავტორის მიერ, საკანონმდებლო წინადადების წარდგენის ქმედება
სათანადოდ უნდა შეფასდეს და მის მიერ გაწეული შრომა არ უნდა დარჩეს
ანაზღაურების გარეშე. საკანონმდებლო წინადადება, თავისი არსით ნამდვილად
წარმოადგენს საპარლამენტო საქმიანობის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. თუმცა,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, საკანონმდებლო წინადადების ავტორს როგორც ფიზიკურ პირს, ისე საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლების
მქონე სხვა სუბიექტებს არ ზღუდავს სამუშაო გამოცდილების ან რომელიმე სფეროში
კომპეტენციების
ფლობის
მიმართულებით.
გარდა
ამისა,
საკანონმდებლო
წინადადების ავტორი თავისუფალია ამ უფლების განხორციელებაში და მას იყენებს
მხოლოდ მისი სურვილის შემთხვევაში, მხოლოდ იმ თემებსა და საკითხებთან
დაკავშირებით, რომელსაც იგი თვლის საჭიროდ ან მნიშვნელოვნად და რეგლამენტით
დადგენილი იმ ფორმით, რომელიც მისთვის არის მისაღები და მოსახერხებელი.
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ რეგლამენტის 105-ე მუხლის მე2 პუნქტის თანახმად, საკანონმდებლო წინადადების წარდგენის უფლება აქვთ არა
მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ ასევე სახელმწიფო ორგანოებს (გარდა
საქართველოს
აღმასრულებელი
აღმასრულებელი
ხელისუფლების
ხელისუფლების
დაქვემდებარებული
საჯარო
მუნიციპალიტეტის
ორგანოებს,
დაწესებულებებისა
სახელმწიფო
სამართლის
კანონით
კონტროლისადმი
იურიდიული
დადგენილი
და
წესით
პირებისა),
საქართველოში
რეგისტრირებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებს და სხვა
იურიდიულ პირებს. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო ბუნდოვანია საკანონმდებლო
წინადადების წარმდგენი სუბიექტებისთვის მატერიალური ანაზღაურების მიცემის
საკითხი, ვინაიდან საკანონმდებლო წინადადების წარმდგენი შესაძლებელია იყოს არა
მხოლოდ
ფიზიკური
პირი,
არამედ
მაგალითად,
პოლიტიკური
პარტია
ან
მექანიზმის
ეფექტურობა
მუნიციპალიტეტის ორგანო.
ამდენად,
საკანონმდებლო
წინადადების
მდგომარეობს მის სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაში. კერძოდ, წინადადების
წარმდგენი
სუბიექტების
მიმართ
არსებული
მოთხოვნები
მაქსიმალურად
მორგებულია წინადადების ავტორთა ინტერესებზე და აღნიშნული უფლების
გამოყენება დამოკიდებულია კონკრეტული სუბიექტების სურვილზე. შესაბამისად, არ
არსებობს წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული
ცვლილებების განხორციელების საჭიროება.
ყოველივე
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კომიტეტმა უარყოფილად ცნო
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ქადაგიშვილი