საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი (საქართველოს პარლამენტის 13 წევრი) საქართველოს პარლამენტის წევრის თეონა აქუბარდიას არჩევის შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
კომიტეტზე განხილვის თარიღი 2021-06-04
კომიტეტის სხდომის ნომერი 12
📜 ტექსტი
დღის წესრიგი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა
2021 წლის 4 ივნისი, 18:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ N8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N532
(C კორპუსი, V სართული)
დღის წესრიგი
1. „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ და
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების, „ძირითადი მაკროეკონომიკური
პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების“ განხილვა
(07-2/42; 28.05.2021);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე;
2. საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურის
არჩევის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის
თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია;
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ბერაიას, ანრი ოხანაშვილის და ალექსანდრე
ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტების: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (07-3/61; 25.05.2021) განხილვა - პირველი მოსმენა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ირაკლი ბერაია.
ოქმი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სხდომის
ოქმი N12
2021 წლის 4 ივნისი, 18:00 საათი
საქართველოს პარლამენტი
ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ N 8
კომიტეტის სათათბირო ოთახი N532
(C კორპუსი, V სართული)
სხდომას თავმჯდომარეობდა: ირაკლი ბერაია
სხდომას ესწრებოდნენ: ალექსანდრე ტაბატაძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ირაკლი
ჩიქოვანი, რატი იონათამიშვილი, გია ბენაშვილი, ეკა სეფაშვილის ადგილმონაცვლე
გურამ მაჭარაშვილი, რესან კონცელიძე,
აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი.
ალექსანდრე
ელისაშვილი,
თეონა
დღის წესრიგი
1.
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური
ანგარიშის“ და „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების,
,,ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების
ძირითადი მიმართულებების’’ განხილვა (07-2/42; 28.05.2021);
მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი
კაკაურიძე;
2.
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრთა
ჯგუფის მიერ, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე
წარმოდგენილი კანდიდატურის არჩევის საკითხის განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის
თავმჯდომარე - ირაკლი ბერაია;
3.
საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ბერაიას, ანრი ოხანაშვილის და
ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტების: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/61; 25.05.2021)
განხილვა;
მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ირაკლი ბერაია.
პირველი მოსმენა
პირველ საკითხად კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები განიხილა.
ირაკლი
ბერაიას
„სტარტოვკების“
განმარტებით,
წარმოდგენილი
საკითხის
დარეგულირებას,
პროექტი
ემსახურება
რაც
ე.წ.
დღესდღეობით
დარეგულირებული არ არის კანონმდებლობით, შესაბამისად
ყველას ეძლევა
შესაძლებლობა შეიძინოს, ატაროს და გამოიყენოს აღნიშნული იარაღი, მათ შორის
არასრულწლოვნებმაც. ზოგადად აკუსტიკური იარაღი არ წარმოადგენს თავდაცვის
იარაღს, მისი ერთადერთი დანიშნულებაა აკუსტიკური ეფექტის მოხდენა და ფუჭი
ვაზნების გასროლა, ეს იარაღი პოპულარული ხდება კრიმინალურ სამყაროში, მისი
ხელმისაწვდომობის, დაბალი ფასის და რეგულაციების არ არსებობის გამო,
სტატისტიკა და ანალიზი ადასტურებს, რომ ძალიან ბევრი ყაჩაღობა და სხვა
ძალადობრივი დანაშაული ჩადენილია ამ სახეობის იარაღის გამოყენებით, ასევე არის
ფაქტები, როდესაც ამ იარაღებიდან გასროლის ფაქტზე ხდება საპატრულო
ეკიპაჟების გასვლა და მოგვიანებით ექსპერტიზის შედეგად ირკვევა, რომ გასროლა
აკუსტიკური იარაღიდან განხორციელდა და არა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რაც
სამართალდაცვითი რესურსების მოცდენას და ირაციონალურ ხარჯვას იწვევს.
აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო
დონეზე
დარეგულირება.
ამ
საკითხის
მოწესრიგება
ხდება
ევროკავშირის
დირექტივის შესაბამისად და აკუსტიკური იარაღის გამოყენება შესაძლებელი
გახდება მხოლოდ და მხოლოდ თეატრალურ წარმოდგენებში, სპორტულ
ღონისძიებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში და აღლუმებში, იკრძალება მისი
ტარება და ასევე განისაზღვრება მისი გადატანა, გადაზიდვის და გადაგზავნის წესები
და მოცემული რეგულაციების დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, რომელიც
წარმოდგენილია თანმდევი კანონის პროექტით.
კომიტეტმა კენჭი უყარა წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს „იარაღის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის
მომზადებულად მიიჩნია.
მეორე საკითხად სხდომაზე გიორგი კაკაურიძემ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიში მიმოიხილა.
მისი თქმით პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონიმიკას, პირველ
კვარტალში შედარებით ნორმალური ტენდენცია იყო საწყისი ორი თვის ხარჯზე,
შემდგომ მარტიდან დაიწყო შემცირება და ჯამურად წლიურ ჭრილში 6.2%-იანი
ეკონომიკური კლება დაფიქსირდა. კლება შეეხო თითქმის ყველა სექტორს, გარდა
რამდენიმე გამონაკლისისა, სადაც დაფიქსირდა ზრდა. ესენია: ჯანდაცვის სფერო და
სოფლის მეურნეობა, ასევე, წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მაჩვენებელი იყო
საკმაოდ მაღალი, თუმცა წლის ბოლოსკენ გარკვეული კლების ტენდენცია
შეინიშნებოდა. საბოლო ჯამში წლიურმა საშუალო ინფლაციამ 5.2% შეადგინა.
პანდემიის გავლენა ასევე დიდი იყო საგარეო სექტორზეც. საგარეო ვაჭრობა
შემცირდა დაახლოებით 14.6%-ით და ჯამში შეადგინა 11 მლრდ. 372 მლნ. დოლარი,
აქედან ექსპორტი იყო შემცირებული 12%-ით და გვქონდა 3 მლრდ. 342 მლნ.
დოლარი, იმპორტი შემცირდა 15.6%-ით და ნომინალურ გამოხატულებაში 8 მლრდ.
30 მლნ. დოლარი შეადგინა.
სავაჭრო პარტნიორებს შორის ევროკავშირი იყო
ყველაზე დიდი მოცულობით წარმოდგენილი - 22.4%-ით, შემდგომ თურქეთი - 14%,
რუსეთი - 11.7%, ჩინეთი - 10.4% და აზერბაიჯანი - 8.2%. რაც შეეხება საგარეო
სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს, ტურიზმს, რომელსაც ყველაზე დიდი
დარტყმა მიადგა პანდემიიდან გამომდინარე. მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც
ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე ტურიზმიდან ეკონომიკაში გენერირებული თანხა.
სულ 1 მლნ. 750 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა ქვეყნაში, რაც 81%-ით ნაკლებია წინა
წელთან შედარებით და თანხაში 542 მლნ. დოლარი მივიღეთ ჯამში ტურიზმიდან,
რაც 83%-იანი შემცირებაა და ნომინალურ გამოხატულებაში 2 მლრდ. 727 მლნ.
დოლარით ნაკლები მივიღეთ, ვიდრე 2019 წელს. ფულადი გზავნილების კუთხით
გარკვეულ თვეებში გვქონდა კლება, თუმცა საბოლოო ჯამში დაფიქსირდა 9.6%-იანი
ზრდა და ნომინალურ გამოხატულებაში 1 მლრდ. 639 მლ. დოლარი შეადგინა. კლება
დაფიქსირდა პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების შემოდინებაშიც, თუმცა ის არ
გაცდენია საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად პროგნოზირებულ 30%-იან კლებას.
რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის მნიშვნელოვან პარამეტრს, ბიუჯეტის დეფიციტს,
პანდემიიდან გამომდინარე მოხდა დაგეგმილი მაჩვენებლის მნიშვნელოვანი გაზრდა
და ფაქტიური მაჩვენებელი დაფიქსირდა 9.3%, თუმცა მომხსენებლის განმარტებით,
მიმდინარე დადებითი ტენდენციებიდან გამომდინარე წელსვე შესაძლებელი იქნება
დეფიციტის და შესაბამისად ვალის მაჩვენებლის შემცირებაც.
სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში დაგეგმილი შემოსავლები შესრულდა 103%-ით და
შესრულების მაჩვენებელმა 10 მლრდ. 490 მლნ. ლარი შეადგინა. თუმცა პირველად,
პანდემიამდე დაგეგმილ ბიუჯეტის ვარიანტთან შედარებით დაახლოებით 1.5
მლრდ. ლარით ნაკლები მივიღეთ. გადასახადების სახით 9 მლრდ. 364 მლნ. ლარი
იქნა მობილიზებული, რაც 104%-იანი შესრულების მაჩვენებელია, გრანტების სახით
459 მლნ. ლარი იქნა მიღებული - (82%); სხვა შემოსავლებში 667 მლნ. ლარია
მობილიზებული, რაც (98%)-ია არის დაგეგმილი მაჩვენებლის; პრივატიზაციიდან
მიღებული იქნა 98 მლნ ლარი, შესრულდა (109%)-ით.
საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით 2 მლრდ. 26 მლნ. ლარი იქნა მიღებული,
საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილმა სესხებმა შეადგინა 1
მლრდ. 418 მლნ. ლარი, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების სახით მიღებულმა
თანხამ კი
3 მლრდ. 845 მლნ. ლარი. რაც შეეხება ვალების მომსახურებას და
დაფარვას, საგარეო ვალდებულებებზე საანგარიშო პერიოდში 1 მლრდ. 238 მლნ.
ლარი მიემართა, საშინაო ვალდებულებებზე კი 467 მლნ. ლარი.
ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილი გაიზარდა 1.5 მლრდ. ლარით შემოსავლების
შემცირების მიუხედავად. საანგარიშო პერიოდში დაგეგმილი იყო 15 მლრდ. 973 მლნ.
ლარი, საკასო შესრულებამ კი 16 მლრდ. 174 მლნ. ლარი შეადგინა. გადაჭარბება
მოხდა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე, ვინაიდან მეორე და მესამე
კვარტალში პანდემიის მიუხედავად შესაძლებელი გახდა სამუშაოების გაგრძელება,
რამაც საბოლო ჯამში გამოიწვია უფრო მეტი თანხის ათვისება, ვიდრე ბიუჯეტით
იყო დაგეგმილი.
ბიუჯეტის ხარჯვით ასპექტში მნიშვნელოვანია გამოვყოთ ის ნაწილი, რომელიც
ეხება ანტიკრიზისულ ღონისძიებებს. ჯამში ამ მიმართულებით 3.6 მლრდ. ლარი
დაიხარჯა.
ეს
იყო,
როგორც
საგადასახადო
შეღავათები,
ასევე
პირდაპირ
ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები. კონკრეტულად კი, ჯანდაცვის სფეროში ჯამში
გასულ წელს მიემართა 418 მლნ. ლარი, მოსახლეობის სოციალური დაცვის
მიმართულებით გაწეულმა ხარჯმა 918 მლნ. ლარი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერის
კუთხით გაწეულმა ხარჯებმა 636 მლნ. ლარი შეადგინა, მათ შორის 365 მლნ. ლარი
იყო სხადასხვა საგადასახადო შეღავათები, რომლებიც ბიზნესისთვის დაწესდა.
მინისტრის მოადგილემ უწყებების მხრიდან საბიუჯეტო თანხების ათვისების
პარამეტრებზეც ისაუბრა და კომიტეტს მის კომპეტენციაში შემავალი სახელმწიფო
უწყებების მიერ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები გააცნო. კერძოდ: თავდაცვის
სამინისტრო - 103%, 842 მლნ. ლარი; შინაგან საქმეთა სამინისტრო - 100.3%, 765 მლნ.
ლარი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 99.9%, 136.3 მლნ. ლარი; დაზვერვის
სამსახური - 100%, 13.5 მლნ. ლარი; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური 98.1%, 56.7 მლნ ლარი.
მომხსენებელმა აგრეთვე ისაუბრა მიმდინარე განახლებულ მონაცემებზე, აღნიშნა
აპრილის კარგი დინამიკა, სადაც 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა წინა წელთან
შედარებით, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ 2019 წელთან მიმართებაშიც არის
დაახლოებით 21%-ით გაზრდილი ეკონომიკური აქტივობა, რაც მიუთითებს იმაზე,
რომ ეკონომიკის აღდგენა ეტაპობრივად ხორციელდება. მაისის მონაცემებიც
ინარჩუნებს გადასახადების კუთხით პოზიტიურ დინამიკას, რაც იძლევა იმის
საფუძველს, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლი იქნება საკმაოდ მაღალი და
ნაცვლად დაგეგმილი 4.3%-ისა, ეკონომიკა გაიზრდება 6.5%-ით საბაზისო სცენარით,
ხოლო ოპტიმისტური მოლოდინების განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია
10%-იანი ზრდაც დაფიქსირდეს და შემდეგი წლების მოლოდინებიც გაუმჯობესდეს.
საბოლოო
ჯამში,
ოპტიმისტური
სცენარის
განვითარების
შემთხვევაში,
იმ
ეკონომიკური დანაკარგის, რომელიც პანდემიამ განაპირობა, დაახლოებით 80%-ის
აღდგენა მოხდება მომდევნო 4 წელიწადში, ხოლო საბაზისო სცენარის შემთხვევაში
კი დაახლოებით 60%-ის აღდგენა იქნება შესაძლებელი. საბაზისო სცენარის
მიხედვით ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდება წელსვე, ნაცვლად 7.6%-ისა, გვექნება
7.1%, ხოლო ვალის მაჩვენებელი 58%-მდე შემცირდება მთლიან შიდა პროდუქტთან
მიმართებაში, მომდევნო წლებში კი დაახლოებით 53%-იან ნიშნულამდე ჩამოწევის
შესაძლებლობა გაჩნდება. აღნიშული განახლებული პარამეტრები იძლევა იმის თქმის
საფუძველს, რომ ის მიმდინარე რეფორმები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით
იყო დაგეგმილი არ შეფერხდება და მიუხედავად დიდი დანაკლისისა ეკონომიკაში,
შესაძლებელი იქნება ამ რეფორმებისათვის საჭირო რესურსების მობილიზება და
მათი სრულად დაფინანსება.
დეტალური განხილვის შემდგომ კომიტეტმა დღის წესრიგით წარმოდგენილ 2020
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და ძირითადი
მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი
მიმართულებების შესახებ ინფორმაციას ცალ-ცალკე უყარა კენჭი და მხარი დაუჭირა
მათ.
მესამე საკითხად სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფის
მიერ წარმოდგენილი კანდიდატურის არჩევის საკითხი განიხილეს, რის შედეგადაც
კომიტეტის
თავჯდომარის
მოადგილის
თანამდებობაზე,
კომიტეტის
გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით
თეონა აქუბარდია იქნა არჩეული.
სხდომის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია
სხდომის მდივანი სოფიო ბაბუნაშვილი