საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წლიური ანგარიში.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
04.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი
ნომერი
#2-7045/21/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ნინო წილოსანის მიერ წარმოდგენილი საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წლიურ ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📜 ტექსტი

წერილი
2-7045/21 04-06-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 76-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გიგზავნით გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წლიურ ანგარიშს საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად. პატივისცემით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი
ანგარიში
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ანგარიში საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 2020 - 2021 1 დოკუმენტის სტრუქტურა აბრევიატურები და შემოკლებები .................................................................................................... 4 1. საქართველოში გენდერული თანასწორობის დაცვის ინსტიტუტების მიმოხილვა ............. 6 1.1 საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო .................................. 7 1.2 საქართველოს ადამიანის უფლებათა საბჭოს უწყებათაშორისი კომისია გენდერული თანასწორობის საკითხებზე ............................................................................................................ 7 1.3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი .................................................................... 9 2. ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები .......................................................................... 12 3. ძირითადი მიღწევები (მოკლე მიმოხილვა) .............................................................................. 14 4. საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები ........................................... 18 5. სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის განსაზღვრა ............................................................. 18 5.1. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერა ......................................................... 18 5.2. შრომის კოდექსის რეფორმა ................................................................................................. 19 5.3. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა ....................................................... 19 5.4. სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლება ........................................ 20 5.5. სახელმწიფო ბიუჯეტის გენდერული ანალიზის მეთოდოლოგიის დანერგვა .......... 20 5.6. კანონმდებლობის გენდერული ანალიზის მეთოდოლოგიის დანერგვა ..................... 20 5.7. საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია......................... 21 6. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით გატარებული ღონისძიებები .................................................................... 22 6.1. გენდერული თანასწორობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები ................................................................................................................................ 22 6.2. საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმა ................................................................................... 23 7. სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის იმპლემენტაცია....................................................... 27 7.1. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა ...................................................... 27 7.2. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ...................................................................................... 30 7.3. გენდერული თანასწორობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში .................................... 31 7.4. ადრეულ ასაკში ქორწინებისა და საზიანო პრაქტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ......... 32 7.5. ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის .................. 33 7.6. გენდერული თანასწორობა განათლებაში, კულტურასა და სპორტში ........................ 33 7.7. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება -............................................................................... 36 7.8. თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ........................................................................................................................................... 37 2 7.9. გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შეგროვება ............................................. 38 8. საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი .................................................................................................................................... 40 8.1. ზედამხედველობის ფარგლებში განხორციელებული ანგარიშგება და გაცემული რეკომენდაციები............................................................................................................................ 40 8.2. კოორდინაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ...................................................... 41 8.3. კოორდინაცია საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ............................. 41 8.4. კოორდინაცია ადგილობრივ დონეზე ................................................................................ 41 8.5. თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე ....................................................................... 43 დანართი N1 ....................................................................................................................................... 45 დანართი N2 ....................................................................................................................................... 48 დანართი N3 ....................................................................................................................................... 51 დანართი N4 ....................................................................................................................................... 52 3 აბრევიატურები და შემოკლებები შსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო BPfA პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა EIGE ევროპის გენდერული თანასწორობის ინსტიტუტი EWMI PROLoG აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის პროგრამა GIA გენდერული ზეგავლენის შეფასება NDI ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი UNDP გაეროს განვითარების პროგრამა UNFPA გაეროს მოსახლეობის ფონდი UPR უნივერსალური პერიოდის მიმოხილვის ანგარიში USAID აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო UN Women გაეროს ქალთა ორგანიზაცია VNR ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა 4 “ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია.” “სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის. სახელმწიფო იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად” - მუხლი 11, საქართველოს კონსტიტუცია 5 1. საქართველოში გენდერული თანასწორობის დაცვის ინსტიტუტების მიმოხილვა1 საქართველოში ქვეყნის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსაზღვრა და იმპლემენტაცია სამი ძირითადი ინსტიტუტის კოორდინაციით ხორციელდება: ● გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო; ● გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია; ● საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. 1.1. გენდერულ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში შექმნილია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო.2 გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ხელს უწყობს საქართველოს პარლამენტის მიერ გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრას, გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფას, შესაბამისი სტრატეგიის განხილვასა და დამტკიცებას, გენდერული თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის კონტროლს, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას.3 საბჭოს მისიაა ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის შესახებ ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ქალთა როლის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას და თემის პოპულარიზაციას როგორც გარე, ისე შიდა აუდიტორიაში, უზრუნველყოს სხვადასხვა დაინტერესებული თუ ჩართული მხარის ძალისხმევის ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის წარმოებისას. გაერთიანება ამასთანავე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო არის სანდო, გამჭვირვალე და კომპეტენტური ორგანო, რომელიც წამყვან როლს ასრულებს სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის დღის წესრიგის ფორმირებაში და გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში მიღწეული პოზიტიური ცვლილებების სწორ და ეფექტიან კომუნიკაციაში. 1 ანგარიში მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით 2 “გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულება”, (2019), გამოქვეყნებულია: https://bit.ly/3wBj37H 3 იქვე 6 1.2. საქართველოს ადამიანის უფლებათა საბჭოს უწყებათაშორისი კომისია გენდერული თანასწორობის საკითხებზე ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია შექმნილია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის №286 დადგენილებით. უწყებათაშორისი კომისია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მაკოორდინირებელ ორგანოს გენდერული პოლიტიკის განსაზღვრისა და აღსრულების მიმართულებით. კომისიის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის მიმართულებით მუშაობა, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებსა და სექტორულ პოლიტიკაში გენდერული „მეინსტრიმინგის“ განხორციელების წახალისება. სხვა ამოცანებთან ერთად, უწყებათაშორისი კომისია უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებისათვის სამოქმედო გეგმების შემუშავებას, და ასევე - აღნიშნული გეგმის შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს.4 უწყებათაშორის კომისიას თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ხოლო თანათავმჯდომარეობას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე უწევს.5 1.3. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს სახალხო დამცველი არის კონსტიტუციური ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. იგი ავლენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის ფაქტებს და ხელს უწყობს დარღვეული უფლებებისა და თავისუფლებების აღდგენას.6 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტი 2013 წელს შეიქმნა. დეპარტამენტის მიზანია გენდერული თანასწორობის კუთხით ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობა, სახალხო დამცველის რეგულარულ უფლებადაცვით საქმიანობაში გენდერული თანასწორობის საკითხების 4 “გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ”, (2017), გამოქვეყნებულია: https://bit.ly/3fGJgLd 5 იქვე 6 ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ, (თ.გ.), გამოქვეყნებულია: https://ombudsman.ge/geo/mandati 7 ინტეგრირების ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიზნით.7 დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“, „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დებულებით“ და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გენდერული თანასწორობის სფეროში.8 ზემოთხსენებული ინსტიტუტების ერთობლივი საქმიანობა საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებას და გატარებას განაპირობებს. ამ მხრივ, მდგრადი სისტემური თანამშრომლობა და კოორდინაცია წარმოადგენს სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის წარმატებით გატარების წინაპირობას. მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების როლი, რომელთა ჩართულობაც ცალსახად აჩქარებს კონსტიტუციით გამყარებული თანასწორობის დამკვიდრების პროცესს და მდგრადობას სძენს მიღწეულ შედეგს. 7 ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველის გენდერის დეპარტამენტის შესახებ, (თ.გ.), გამოქვეყნებულია: https://ombudsman.ge/geo/departamentis-shesakheb 8 იქვე 8 2. ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები 2021 წლის 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა სულ 3,728,600 ადამიანს შეადგენს. აქედან, ქალია - 1,932,400, ხოლო კაცი - 1,796,200.9 შესაბამისად, მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებლები გენდერულ ჭრილში შემდეგნაირად ნაწილდება: ქალი - 52%, კაცი - 48%.10 ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ქალთა და მამაკაცთა შორის სიღარიბე მნიშვნელოვნად შემცირდა - ეროვნული აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა 2013 წლიდან (26.2%) 2020 წლამდე (20.1%).11 სიღარიბე შემცირდა როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, აბსოლუტური ეროვნული სიღარიბის მაჩვენებელი არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვნად განსხვავებული მამაკაცებსა (19,6%) და ქალებს შორის (19,4%).12 ხანდაზმული მოსახლეობის დიდ წილს ქალები (62%) შეადგენენ. საშუალოდ, ყოველი ათი ქართველიდან ერთი მოხუცი ქალია. აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით ტენდენცია ზრდადია: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2000 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, 65 წლის და უფროსი ასაკის ქალთა რაოდენობა 22%-ით გაიზარდა, ხოლო მამაკაცებში იგივე რაოდენობა მხოლოდ 14%-ით. აღნიშნული ტრენდი, აგრეთვე, შესაძლოა აიხსნას იმ ფაქტით, რომ ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბადებისთანავე არსებითად მაღალია, ვიდრე კაცების; ამასთანავე, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგძლივობა ქალთათვის წარმოადგენს - 78,4 წელს, ხოლო მამაკაცთათვის - 69,8-ს.13 პენსიები და სოციალური დახმარება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სიღარიბის დონის შემცირებაზე, განსაკუთრებით, ხანდაზმულებში, საპენსიო ასაკში ყოველთვიური შემოსავლის შემცირების პირობებში.14 აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან სოციალური პენსიის რაოდენობა გაიზარდა 220 ლარამდე, რაც საარსებო მინიმუმს მცირედით აღემატება - იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ პენსიონერთა 71%-ს ქალები შეადგენენ, აღნიშნული ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახება მათ კეთილდღეობაზე. სოციალურ დაცვასთან მიმართებით, საქართველოში ქალთა მაღალი პროცენტული წილი იღებს სოციალურ დახმარებებსა და შემწეობით პენსიებს. როგორც წესი, მამაკაცები ნაკლებად არიან დამოკიდებულნი სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ პენსიებსა და შემწეობებზე, გამომდინარე მათი შედარებით მაღალი შემოსავლებიდან. ქალთა 37% და 9 საქსტატი, (2021), გამოქვეყნებულია: http://gender.geostat.ge/gender/index.php?action=Demography 10 იქვე 11 “ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი”, (2020), გამოქვეყნებულია: https://bit.ly/3hQIuOo 12 “ქვეყნის გენდერული შეფასების პროფილი”, (2020), მსოფლიო ბანკი, გამოქვეყნებულია: https://documents1.worldbank.org/curated/en/407151616738297662/pdf/Georgia-Country-Gender-Assessment.pdf 13 “ქალი და კაცი”, (2020), სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გამოქვეყნებულია: https://www.geostat.ge/media/38262/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%2C-2020.pdf 14 “ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი”, (2020), გამოქვეყნებულია: https://bit.ly/3hQIuOo 9 მამაკაცთა 33% ცხოვრობს ოჯახებში, რომლებიც მთლიანად სახელმწიფო შემწეობაზე არიან დამოკიდებულნი15. გოგონებსა და ქალებს აქვთ წვდომა განათლებაზე, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს გაუმჯობესებულ უნარებსა და შემოსავლის მაღალ შესაძლებლობებს. მაღალი საგანმანათლებლო მიღწევების მიუხედავად, კაცებთან შედარებით, ქალებს უფრო შეზღუდული აქვთ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე წვდომა. საქართველოში სამუშაო ძალაში მონაწილეობის დიდი გენდერული ხარვეზია, რადგან შრომითი ასაკის ქალთა მხოლოდ 40% არის დასაქმებული. აღნიშნული ხარვეზის ეკონომიკური დანახარჯი დაახლოებით უდრის მშპ-ს 11%-ს16. შრომის სექტორში დაბალი მონაწილეობა, არაფორმალური და დაუცველი დასაქმების მაღალი მაჩვენებლები, დასაქმების მნიშვნელოვანი წილი დაბალ პროდუქტიულ ინდუსტრიებში და დაბალი ხელფასები, ქალთა შრომასა და სიღარიბეს შორის კორელაციის მთავარი ფაქტორია.17 გენდერული სეგრეგაცია დასაქმების სფეროებზე მნიშვნელოვნად აისახება. ქალები ძირითადად ჩართული არიან ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, განათლებასა და ჯანდაცვის სფეროებში, რაც განაპირობებს კაცებთან შედარებით დაბალშემოსავლიან ეკონომიკურ საქმიანობას. შედეგად, საქართველოში არსებული გენდერული სახელფასო სხვაობა 35%-ს აჭარბებს; საშუალოდ, ქალები თვეში 509 ლარს გამოიმუშავებენ, მამაკაცები კი 674 ლარს.18 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში არსებული სახელფასო სხვაობა 36%-ს უტოლდება. ამასგარდა, COVID-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ მნიშნველოვანი გავლენა მოახდინა სოციალურ-ეკონომიკურ პარამეტრებზე მრავალი მიმართულებით. პანდემია საფრთხეს უქმნის გენდერულ საკითხებში პროგრესის გაგრძელებას და აჩენს არსებული გენდერული ხარვეზების გაფართოების რისკს. ქალები, გამომდინარე მათი ძირითადი დასაქმების სფეროებიდან, უმუშევრად დარჩენის უფრო მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან.19 2019 წლის 31 დეკემბრიდან ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული დაავადება (COVID-19) სწრაფად გავრცელდა მთელს მსოფლიოში.20 2020 წლის 11 მარტს 15 “ქვეყნის გენდერული შეფასების პროფილი”, (2020), მსოფლიო ბანკი, გამოქვეყნებულია: https://documents1.worldbank.org/curated/en/407151616738297662/pdf/Georgia-Country-Gender-Assessment.pdf 16 “ქვეყნის გენდერული შეფასების პროფილი”, (2020), მსოფლიო ბანკი, გამოქვეყნებულია: https://documents1.worldbank.org/curated/en/407151616738297662/pdf/Georgia-Country-Gender-Assessment.pdf 17 “ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი”, (2020), გამოქვეყნებულია: https://bit.ly/3hQIuOo 18 “ქვეყნის გენდერული შეფასების პროფილი”, 2020, მსოფლიო ბანკი, გამოქვეყნებულია: https://documents1.worldbank.org/curated/en/407151616738297662/phttps://georgia.unwomen.org/ka/news/stories/2 018/10/gender-equality-council-government-representatives-and-un-women-discussdf/Georgia-Country-GenderAssessment.pdf 19 “ქვეყნის გენდერული შეფასების პროფილი”, (2020), მსოფლიო ბანკი, გამოქვეყნებულია: https://documents1.worldbank.org/curated/en/407151616738297662/pdf/Georgia-Country-Gender-Assessment.pdf 20 “COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში”, (2020), გამოქვეყნებულია: http://gov.ge/files/76338_76338_444796_COVID-19angarishi...pdf 10 ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციამ სიტუაცია პანდემიად შეაფასა.21 2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ხოლო, 21 მარტს ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელმაც 22 მაისამდე გასტანა.22 კრიზისის დაწყებისთანავე, საქართველოს ხელისუფლება პროაქტიულ ზომებს იღებდა მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების სოციალური, სამოქალაქო და ეკონომიკური უფლებების დასაცავად, მათ შორის უზრუნველყოფდა შშმ პირთა, მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა მშობლების, ასაკოვანი მოსახლეობის, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური და სხვა უმცირესობების წვდომას ინფორმაციაზე, სერვისებზე, ძირითად საარსებო მხარდაჭერაზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე. კრიზისის მიუხედავად, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარება.23 მიუხედავად ამისა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2020 წლის ივნისში ჩატარებული კვლევის24 თანახმად, დასაქმებული ქალების 39%-მა პროცენტმა იგივე საქმიანობის განხორციელების შედეგად პანდემიის გამო უფრო ნაკლები შემოსავალი მიიღო. დაახლოებით, 78%-მა განაცხადა, რომ თუკი სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი შეზღუდვები გაგრძელდებოდა, გაუჭირდებოდათ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების უზრუნველყოფა ოჯახებისათვის. არაანაზღაურებადი და საოჯახო საქმიანობა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქალთათვის და ამცირებს მათ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. კვლევის მიხედვით, პანდემიამ შრომის ბაზრებზე გენდერული უთანასწორობა გააღრმავა. კოვიდ პანდემიის გამო სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უდიდეს წილს სწორედ ქალები წარმოადგენენ. პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა არსებული რეალობა მრავალი, მათ შორის, ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის მიზნებისთვის, საანგარიშო პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით. შესაბამისად, პანდემიის როლი კონკრეტული ღონისძიებების აღსრულების კუთხით, განხორციელებული (ან მეტად დიდია. საანგარიშო ვერ განხორციელებული) პერიოდის განმავლობაში საქმიანობები ტარდებოდა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე მუდმივი დაკვირვებით და ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად. შედეგად, დაგეგმილი აქტივობებისა და ღონისძიებების ნაწილი, მათ შორის გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიმართულებით, ვერ განხორციელდა თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში. 21 იქვე 22 იქვე 23 COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში”, 2020, გამოქვეყნებულია: http://gov.ge/files/76338_76338_444796_COVID-19angarishi...pdf 24 გაეროს ქალთა ორგანიზაცია - საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასება - მეორე ტალღა, გამოქვეყნებულია: https://bit.ly/3bT61KN 11 3. ძირითადი მიღწევები (მოკლე მიმოხილვა)25 საანგარიშო პერიოდის განმავლობაში , საქართველოში გენდერული თანასწორობის გაძლიერების მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი ღონისძიებები. ● ქალთა პოლიტიკური საკანონმდებლო მონაწილეობის ცვლილებები. მხარდამჭერი ცვლილებების უპრეცედენტო შედეგად, ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში გაიზარდა 14%-დან 20%-მდე. ● საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობით, უზრუნველყოფილ გენდერული იქნა სამთავრობო მგრძნობელობა. ანტიკრიზისული შედეგად, სამთავრობო პროგრამის ანტიკრიზისულ გეგმაში აისახა არაერთი პრიორიტეტი, რომლის პირდაპირი და/ან ირიბი ბენეფიციარები ქალები იყვნენ. ● კანონმდებლობის გენდერული ანალიზის მეთოდოლოგიის დანერგვა პარლამენტში. ● შრომის კოდექსის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც გაუმჯობესდა თანასწორობის გარანტიები ● სექსუალური შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმების დანერგვა საჯარო სექტორში - 2020 წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითებზე შემუშავებული მომუშავე მეთოდოლოგიით, უწყებათაშორისი საჯარო კომისიის უწყებაში მიერ სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმების დანერგვა დაიწყო. ● ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ეროვნული რეფერალური მექანიზმი - 2020 წელს დასრულდა მუშაობა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული ● რეფერირების პროცედურების (ეროვნული რეფერალური დოკუმენტზე. მექანიზმი) ადამიანის (2018-2020 უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმის წლებისთვის) მე-15 თავის დამტკიცება: „თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“ - აღნიშნული თავის მიზანია გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებთან ბრძოლა. ● საჯარო მოხელეთა ცოდნის გაღრმავება - საჯარო სამსახურის ბიუროსთან და რელევანტურ უწყებებთან თანამშრომლობით, ადამიანის უფლებებთან და გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სიღრმისეული 25 ამ ანგარიშის მიზნებისთვის, საანგარიშო პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით. 12 ინფორმაცია 800-ზე მეტ საჯარო მოხელეს მიეწოდა. მათ შორის იყო საჯარო მოხელეთა ფორუმები სექსუალური შევიწროების, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ასევე ჩატარდა ფორუმი თემაზე „გენდერი საჯარო სამსახურში“. საჯარო მოხელეთა ფორუმებში მონაწილეობდნენ როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ● თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან - საანგარიშო პერიოდში საქართველომ წარადგინა ოთხი უმნიშვნელოვანესი ანგარიში საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულების შესახებ. 13 4. საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად, გენდერული თანასწორობის ჩარჩო საქართველოში საერთაშორისო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით იქმნება. გენდერული თანასწორობის ინსტიტუციურ დონეზე გაძლიერების კუთხით საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რაც აგრეთვე დადებითად ფასდება საერთაშორისო თანამეგობრობისგანაც. კერძოდ, რეგულარულად უმჯობესდება ქვეყანაში ინსტიტუციური არსებული მექანიზმები, გენდერული ხორციელდება თანასწორობის პერიოდული ეროვნული სამოქმედო გეგმები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია N1325-ის (UNRS1325) საკითხებზე. გაძლიერდა საკანონმდებლო ბაზა და დაიხვეწა მხარდაჭერის პრაქტიკული მექანიზმები. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტრუმენტთა შორის, გენდერული თანასწორობის გაძლიერების კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDG’s), პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა (BPfA), გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია (CEDAW) და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია (Istanbul Convention). საანგარიშო პერიოდში საქართველომ წარადგინა ოთხი უმნიშვნელოვანესი ანგარიში საერთაშორისო ვალდებულებების აღსრულების შესახებ: 1. გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) მეექვსე პერიოდული ანგარიში, 2. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (Istanbul Convention) პირველი ეროვნული ანგარიში, ე.წ. “გრევიოს ანგარიში”, 3. უნივერსალური პერიოდის მიმოხილვის ანგარიში (UPR). გარდა ამისა, ქვეყანამ უკვე მიიღო და დაამტკიცა მისი რეკომენდაციები, 4. ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა (VNR)26. თითოეული ანგარიში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების მჭიდრო თანამშრომლობით მომზადდა და წარედგინა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტებს. ამას გარდა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2016 წელს შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრა პარლამენტის საზედამხედველო უფლებამოსილება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი კომიტეტებისთვის წარსადგენ 26 ანგარიშებზე ზედამხედველობა და საერთაშორისო მექანიზმების https://sustainabledevelopment.un.org/content/documents/26389VNR_2020_Georgia_Report.pdf 14 გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში27. აღნიშნული გულისხმობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამისი კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში, ამავე კომიტეტის დამფუძნებელი ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის ანგარიშის პროექტის წარდგენას. რეგლამენტი ასევე მოიაზრებს საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 აპრილისა, საერთაშორისო მექანიზმების გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის თაობაზე ანგარიშების წარდგენასა და განხილვას შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების მიერ. გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) მეექვსე პერიოდული ანგარიში28: ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენცია (CEDAW) გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქალების და გოგოების მიმართ არსებული ძალადობის აღმოფხვრას ემსახურება. გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) მეექვსე საქართველოში პერიოდული გენდერული ანგარიში თანასწორობის მოიცავს განახლებულ მიმართულებით ინფორმაციას განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. . მათ შორის, წინა პერიოდული ანგარიშის დასკვნითი დაკვირვებების განხორციელების შესახებ ქალთა მიმართ ძალადობის, მავნე პრაქტიკების, დისკრიმინაციისა და საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით. ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ეროვნული ანგარიშის მომზადებაში ჩართული იყო როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლება. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (Istanbul Convention) პირველი ეროვნული ანგარიში, ე.წ. “გრევიოს ანგარიში”29 : სტამბოლის კონვენციის მიზანია დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისგან, აღკვეთოს და აღმოფხვრას ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობა. ის უზრუნველყოფს კომპლექსური ჩარჩოების, პოლიტიკური კურსისა და ზომების განხორციელებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციასა და აღმოფხვრას. ამასგარდა, სტამბოლის კონვენცია ხელ უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 27 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 174 და 175. 28 http://myrights.gov.ge/uploads/files/docs/4944CEDAW_Report_Georgia_ENG.pdf 29 http://myrights.gov.ge/uploads/files/docs/1661REPORT-OF-THE-GOVERNMENT-OF-GEORGIA.pdf 15 დასაცავად, მხარს უჭერს ორგანიზაციებს და სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტურ თანამშრომლობაში. ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი, იგივე გრევიოს ჯგუფი ახორციელებს მხარეების მიერ სტამბოლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. სტრუქტურულად, ჯგუფი შედგება მინიმუმ 10 და მაქსიმუმ 15 წევრისგან, გენდერული და გეოგრაფიული ბალანსის, ასევე მრავალდისციპლინარული გამოცდილების გათვალისწინებით. გრევიოს ჯგუფის წევრები 4 წლის ვადით აირჩევიან. 2020 წლის გრევიოს ანგარიშით ქვეყანამ სტამბოლის კონვენციით ნაკისრი 30 ვალდებულებების ბოლო 5 წლის შესრულების სტატუსი , სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ განხორციელებული ქმედებები და ამ მხრივ მიღწეული შედეგები მიმოიხილა. სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციის შემდგომ, ეს არის ქვეყნის მიერ წარდგენილი პირველი ეროვნული ანგარიში. ანგარიში 6 ძირითად მიმართულებას მოიცავს: ინფორმაციას პოლიტიკისა და მონაცემთა შეგროვების შესახებ, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ, მსხვერპლთა და/ან გადარჩენითა დაცვა და მათი დახმარება, საკანონმდებლო ჩარჩო, გამოძიების, დევნისა და დამცავი ზომების შესახებ, ასევე ანგარიში მოიცავს ინფორმაციას მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებზე. უნივერსალური პერიოდის მიმოხილვის ანგარიში (UPR)31: უნივერსალური პერიოდის მიმოხილვის ანგარიში (UPR) არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნიკალური მექანიზმი, რომელიც მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილება ყოველ 4-5 წელიწადში ერთხელ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით და შესაბამისი სახელწმიფო უწყებების მონაწილეობით მომზადდა 2020 წლის საქართველოს ეროვნული ანგარიშის პროექტი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-3 ციკლის ფარგლებში. აღნიშული დოკუმენტი მოიცავს საანგარიშო პერიოდში (2015-2020 წწ.) საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ქვეყნაში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ანგარიშის ნაწილი ეთმობა გენდერული თანასწორობის, ასევე, საქართველოში ქალების და გოგოების უფლებრივი მდგომარეობის საკითხებს. 30 იხილეთ დანართი N1. 31 https://mfa.gov.ge/News/2020-clis-saqartvelos-erovnuli-angarishis-proeqti.aspx 16 ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა (VNR)32: ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა (VNR) ამსახველი ანგარიში 2030 დღის წესრიგის განხორციელების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც წარედგინება 4 წელიწადში ერთხელ გაეროს მდგრადი მინისტერიალის განვითარების ფარგლებში. მაღალი მიმოხილვა დონის არის პოლიტიკურ ფორუმს ნებაყოფლობითი, (HLPF) როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნებისთვის. ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) მიზანია ხელი შეუწყოს გამოცდილების გაზიარებას, მათ შორის წარმატებებისა და გამოწვევების ჩათვლით. 2020 წელს საქართველომ რიგით მეორე ნებაყოფლობითი ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი მოიცავს სამ პრიორიტეტულ მიმართულებას - ეკონომიკური განვითარება; ადამიანური კაპიტალის განვითარება და სოციალური კეთილდღეობა; დემოკრატიული მმართველობა. ანგარიში დაფუძნებულია მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დოკუმენტში წარმოდგენილი ამოცანებისა და ინდიკატორების მიმართულებით არსებულ პროგრესზე. 32 https://sustainabledevelopment.un.org/content/documents/26389VNR_2020_Georgia_Report.pdf 17 5. სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის განსაზღვრა 5.1. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერა საანგარიშო პერიოდში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში არაერთი ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდამჭერი საკანონმდებლო ცვლილებების მხარდაჭერის მიზნით, მათ შორის იყო როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები, ასევე პარლამენტის შიგნით დაგეგმილი კონსულტაციები. საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ასევე, არსებითი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკონსტიტუციო ვალდებულების საპასუხოდ, 2020 წლის ივნისის თვეში, პარტია “ქართული ოცნების” საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ დაინიცირდა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც დაჩქარებული წესით იქნა მიღებული იმავე წლის ივლისის თვეში. მიღებული ცვლილებების თანახმად, 2024 წლამდე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ხოლო 2024 წლის შემდეგ პარტიებს პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი განსხვავებული სქესის კანდიდატის წარდგენის ვალდებულება აქვთ. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, პროპორციული სიის ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა იყოს33. 5.2. შრომის კოდექსის რეფორმა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებმა 2020 წლის აპრილის თვეში დააინიცირეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოიცავდა ცვლილებებს „საქართველოს შრომის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში. საკანონმდებლო ცვლილებებმა, რომლებიც ძალაში შევიდა 2020 წლის 29 სექტემბერს, დაადგინეს დამსაქმებელის ვალდებულება უზრუნველყოს თანაბარი შრომის ანაზღაურება დასაქმებული ქალისა და მამაკაცისთვის მათ მიერ თანაბარი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში34. აღნიშული პაკეტი ასევე არეგულირებს ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის მიზნით ანაზღაურებადი შვებულების საკითხს35. კოდექსის ძველი რედაქციით, მხოლოდ დედას ჰქონდა შესაძლებლობა ესარგებლა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისთვის განსაზღვრული ანაზღაურებადი შვებულებით, მიღებული ცვლილებების თანახმად ერთმანეთისგან გაიმიჯნა მშობიარობისა და ბავშვის მოვლის შვებულებები. შესაბამისად, აღნიშული ცვლილებების საფუძველზე განიმარტა, რომ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით სარგებლობა დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ბავშვის მამა უფლებამოსილია ისარგებლოს დედის მიერ 33 ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები და საპარლამენტო განხილვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://info.parliament.ge/#law-drafting/20651 34 საკანონმდებლო ინიციატივა და მის განხილვასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://info.parliament.ge/#law-drafting/20311 35 საკანონმდებლო პაკეტი შრომის კოდექსსა და თანმდევ კანონებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშრებით ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://info.parliament.ge/#law-drafting/20311 18 აღნიშნული შვებულების გამოუყენებელი დღეებით, ბავშვის მოვლის გამო კი შვებულება შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ. სამუშაო პროცესი მოიცავდა არაერთ საკონსულტაციო შეხვედრას როგორც საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან, ასევე დონორ ორგანიზაციებთან36, სახალხო დამცველის ოფისსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. 5.3. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა 2020 წლის სექტემბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის გარდა, ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას პრაქტიკაში იმპლემენტაციის ითვალისწინებს გამარტივების .37 შსს-ს მიერ, მიზნით, ცვლილებების სამართალდამცავებისთვის მომზადდა ინსტრუქცია შემაკავებელი ორდერის ოქმის შევსების და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ. ასევე, მომზადდა ვიდეოჩანაწერი, სადაც დეტალურად არის საუბარი შემაკავებელი ორდერის ოქმის შევსების და ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცედურებზე. 2020 წელს შსს-ს მიერ ასევე მომზადდა ინსტრუქცია შემაკავებელი ორდერის საინფორმაციო ბაზებში ატვირთვის წესის მოწესრიგების თაობაზე. 5.4. სექსუალური შევიწროების შესახებ ცნობიერების ამაღლება საანგარიშო პერიოდში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრის ინიციატივით ჩატარდა დისტანციური შეხვედრა თემაზე „სექსუალური შევიწროების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების იმპლემენტაცია: მიღწეული შედეგები და გამოწვევები“38. დისკუსია მიზნად ისახავდა ერთის მხრივ, იმპლემენტაციის კუთხით არსებული პროგრესის შესახებ ინფორმაციის მიღებას და მეორეს მხრივ, სამართლებრივი რეგულაციების აღსრულების კუთხით არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებას. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლო სისტემის და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ასევე თემაზე მომუშავე არასამათავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. გარდა ამისა, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ერთერთი ბიზნეს ორგანიზაციის გამოცდილება, თუ როგორ უზრუნველყო სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტებზე რეაგირების მექანიზმის დანერგვა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ასევე მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სექტორში შიდა პოლიტიკის დოკუმენტების წახალისებას. შემუშავდა ელექტრონული კურსი „სექსუალური შევიწროების პრევენციისთვის“. ასევე, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები თვითმმართველობის ორგანოების 36 პროცესი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და სხვა პარტნიორების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობდა 37 წყაროა საჭირო მაცნედან 38 ღონისძიება ჩატარდა USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით 19 წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან, პოლიციის თანამშრომლებთან, პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან, შრომის ინსპექციასა და კერძო სექტორთან. 5.5. სახელმწიფო ბიუჯეტის გენდერული ანალიზის მეთოდოლოგიის დანერგვა საანგარიშო პერიოდში მომზადდა საქართველოს პარლამენტის გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის გზამკვლევი39. აღნიშნულ გზამკვლევზე დაყრდნობით, პირველ რიგში, შეფასდა კომპოზიციის, საქართველოს სტრუქტურის, პარლამენტის გენდერული განხორციელებული მგრძნობელობა საქმიანობისა და მისი ამისათვის გამოყენებული მიდგომების გათვალისწინებით. ამასთან, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამულ დანართში პარლამენტის საბიუჯეტო პროგრამას დაემატა მიზანი, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობას ითვალისწინებს. აღნიშნულს წინ უძღვოდა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ კვლევითი პუბლიკაციის „სახელმწიფო ბიუჯეტი გენდერულ ჭრილში − გენდერული მნიშვნელოვნების ინდექსი“ მომზადება40. დოკუმენტმა წარმოადგინა სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამების გენდერული მნიშვნელოვნების დონის შეფასების ერთიანი ჩარჩო გენდერული მნიშვნელოვნების ინდექსის სახით. აღნიშული ინდექსი იძლევა შესაძლებლობას მოხდეს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის არსებითად მაღალი და მაღალი მნიშვნელოვნების საბიუჯეტო პროგრამების იდენტიფიცირება (არსებული ანალიზის საფუძველზე, აღნიშნულ კატეგორიებში მოხვდა 26 პროგრამა)41. მოცემული მეთოდოლოგიის საფუძველზე , პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა განახორციელა 2019 და 2020 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის გენდერული ანალიზი. პარლამენტის მიერ გაიგზავნა რეკომენდაციები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კრიზისულ გეგმაში ქალთა საჭიროებების ასახვის მიზნით. 5.6. კანონმდებლობის გენდერული ანალიზის მეთოდოლოგიის დანერგვა 2020 წელს გამოქვეყნდა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ შემუშავებული გენდერული გავლენის შეფასების (GIA) სახელმძღვანელო, რომელიც უმეტესწილად ეყრდნობა ევროპის გენდერული თანასწორობის ინსტიტუტის (EIGE) 2016 წლის სახელმძღვანელოს და ამავე ინსტიტუტის მიერ მომზადებულ შეფასებებსა და კვლევებს. დოკუმენტის ძირითადი ნაწილი აანალიზებს გენდერულ მნიშვნელობას პოლიტიკის სხვადასხვა სფეროებში, მათ შორის, როგორიცაა ფინანსები, ეკონომიკა, განათლება და გარემოს დაცვა42. ამასთან, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობისა საქმეთა კომიტეტმა, დონორი ორგანიზაციებისა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 39 გზამკვლევი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის მხარდაჭერით მომზადდა 40 კვლევითი პუბლიკაცია აშშ-ს საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით მომზადდა 41 დოკუმენტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://pbo.parliament.ge/ge/rs/rpapers/item/393-2018-04-17-0938-15 42 სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://pbo.parliament.ge/ge/rs/theme/item/642-gia 20 თანამშრომლობით , 2020 წელს მუშაობა დაასრულა „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გენდერული გავლენის ანალიზზე43. საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში მოხდა პრეზენტაციის მიგნებების და რეკომენდაციების პრეზენტაცია. ანგარიში საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის44. საანგარიშო პერიოდში პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამდივნოს ჩართულობითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, იმუშავა „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გენდერული გავლენის შეფასებაზე. ანგარიში დასრულების ეტაპზეა და უახლოეს მომავალში საჯაროდ ხელმისაწვდომი იქნება. გარდა ამისა, 2020 წელს შემუშავდა განმარტებით ბარათში გასათვალისწინებელი გენდერული გავლენის ანალიზის კითხვარის პროექტი.45 5.7. საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია 2021 წელს მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ფარგლებში განახლდა მუშაობა საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის პროექტის დასამტკიცებლად. კონცეფციის პირველადი სამუშაო ვერსია 2019 წელს შემუშავდა46. კონცეფცია მიზნად ისახავს სახელმწიფო ხედვის ჩამოყალიბებას გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების დაცვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა პოლიტიკური გაძლიერება და სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობის გაზრდა და სხვ. 2021 წელს, ასევე, განახლდა მუშაობა „გენდერული თანასწორობის შესახებ“47 კანონის გადახედვაზე. აღნიშული პროცესი თავდაპირველად 2019 წელს დაიწყო.48. 43 გენდერული გავლენის ანალიზი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), აშშ-ს საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) მხარდაჭერით მომზადდა 44 ანგარიში ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.parliament.ge/ge/saparlamentosaqmianoba/komitetebi/sportisa-da-axalgazrdul-saqmeta-komiteti-1155/genderuli-tanasworoba-sportshi 45 კითხვარის პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შემუშავდა 46 გენდერული თანასწორობის კონცეფციის პირველადი ვერსია გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით შემუშავდა 47 აღნიშული კანონი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/91624?publication=9 48 “გენდერული თანასწორობის შესახებ” კანონის გადახედვის პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა 21 6. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით გატარებული ღონისძიებები 2020 წლის 15 ივლისს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ს დახმარებით სოციალურ ქსელში Facebook, ოფიციალური ვებგვერდი შექმნა. ვებგვერდის შექმნის მიზანი მოსახლეობაში გენდერული საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლება და გენდერული მგრძნობელობის გაზრდაა. საბჭო ვებგვერდის შექმნის დღიდან აქტიურად აქვეყნებს შემეცნებითი ხასიათის პოსტებს, რომლებიც შეეხება: საბჭოს ფუნქციონირებას, მისი საქმიანობის მიზანს და მიმდინარე აქტივობებს. მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით უკვე გამოქვეყნდა ინფორმაციული პოსტები გენდერული გავლენის ანალიზის დოკუმენტის და მისი საჭიროების შესახებ, აგრეთვე საბჭოს მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევების შინაარსსა და მის ძირითად მიგნებებზე. ვებგვერდი აქტიურად უწყობს ხელს ქალი დეპუტატების საპარლამენტო საქმიანობის მიმოხილვას და ამ გზით პოლიტიკაში ქალების ჩართულობის პოპულარიზებას. 6.1. გენდერული თანასწორობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები 2020 წლის აგვისტოს თვეში, საბჭოს ინიცირებით მე-9 მოწვევის პარლამენტარი ქალების ვიდეოპროფილები მომზადდა, რომელიც მიზნად ისახავდა მათი 4 წლიანი საპარლამენტო საქმიანობის მოკლე მიმოხილვას და ამ გზით ქალების პოპულარიზაციას პოლიტიკაში49. 9 დეპუტატი ქალის და მათ შორის: ნინო წილოსანის, ელენე ხოშტარიას, სოფიო კილაძის, გუგული მაღრაძის, ეკა ბესელიას, თინათინ ბოკუჩავას, სალომე სამადაშვილის, ლელა ქებურიას და ენძელა მაჭავარიანის ვიდეოპროფილები 27 აგვისტოდან 2 კვირის განმავლობაში საბჭოს ოფიციალურ Facebook ვებგვერდზე ქვეყნდებოდა. ვიდეოების გავრცელება ასევე მიზნად ისახავდა კვოტირების საჭიროებაზე ხაზგასმას. საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრთა მჭიდრო თანამშრომლობითა და საბჭოს სამდივნოს ჩართულობით შემუშავდა 3 ტრეინინგ მოდული50. 8 საათიანი ტრეინინგ მოდული განკუთვნილია პარლამენტის თანამშრომლებისთვის და სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს, ასევე, გენდერული მეინსტრიმინგის ნაწილს. თანამშრომლებისთვის ტრეინინგ მოდულის შეთავაზება და ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით და 2021 წელს დაიწყება. გენდერული ცნობიერების ამაღლების მიზნით, ტრენინგის მონაწილეთათვის მოდულის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური დამხმარე სახელმძღვანელოც, რომელიც გენდერული თანასწორობის ძირითადი ცნებებისა და პრინციპების, გენდერული თანასწორობის ეროვნული ნორმატიული ჩარჩოს, გენდერული თანასწორობის საერთაშორისო 49 ვიდეო რგოლები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით მომზადდა 50 ტრენინგ მოდულები შემუშავდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით 22 სამართლებრივ ინსტრუმენტებისა და გენდერული მეინსტრიმინგის საკითხებს მოიცავს. ტრენინგ-მოდულისა და სახელმძღვანელოს მიზანია პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებში გენდერული მგრძნობელობის გაზრდა, გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და გენდერული საკითხების სამუშაო პრაქტიკაში დანერგვის წახალისება. 2020 წელს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა ნინო წილოსანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ 16 დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. კამპანია, გზავნილით - „იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ“, თითოეული მოქალაქის მხრიდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღსაკვეთად ქმედითი ნაბიჯების წახალისებას ისახავდა მიზნად. 6.2. საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დაიწყო და 2021 წლის მაისში დამტკიცდა საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმა. გეგმის მიხედვით გაწერილია საბჭოს საქმიანობის ექვსი ძირითადი მიმართულება: 1. სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ჩამოყალიბება; 2. გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნა და გაუმჯობესება; 3. გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმების დახვეწა; 4. პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს კომუნიკაციის გაძლიერება; 5. ცნობიერების ამაღლება გენდერულ თანასწორობაზე; 6. სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი. თითოეული მიმართულება შედგება კონკრეტული ამოცანებისაგან, რომელთათვისაც მითითებულია შეფასების ინდიკატორები, განხორციელებაში დამხმარე პარტნიორი ორგანიზაციები, ვადები და საბჭოს ის შესაბამისი წევრები, რომლებიც წამყვან როლს ასრულებენ კონკრეტული აქტივობის მიღწევაში. პირველი მიმართულება მიმართულებების გენდერულ - სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სფეროში გენდერული გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკის საქართველოს პოლიტიკის ძირითადი პარლამენტის ძირითადი მიერ მიმართულებების განსაზღვრისა და ახალი კონცეფციის მიღების მხარდაჭერას და მის ფარგლებში შედის 10 ძირითადი საქმიანობა. აღნიშნულ აქტივობათა რიცხვს მიეკუთვნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: გენდერული თანასწორობის ახალი სახელმწიფო კონცეფციის შემუშავება - აღნიშნული კუთხით, კონცეფციის პროექტი უკვე შემუშავებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კონცეფციის საბოლოო ვერსიის მისაღებად. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში საბჭომ აქტიურად დაიწყო მუშაობა პარლამენტში კანონმდებლობის გენდერული შეფასების (GIA) მეთოდოლოგიის 23 ინსტიტუციონალიზაციის კუთხით - იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის კომიტეტების მიერ გასულ წლებში უკვე განხორციელდა რამდენიმე GIA. სამოქმედო გეგმის მიზანია დასრულდეს გენდერული ზეგავლენის ანალიზის მექანიზმის ინსტიტუციონალიზაცია. შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა GIA-ს მიმართულებით მისი გავრცელების სფეროების, მეთოდოლოგიის, აღსრულებასა და მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანოების იდენტიფიცირების კუთხით. შედეგად, გენდერული ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვის შემთხვევაში, საბჭო აქტიურ კოორდინაციას გაუწევს ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებს. საბჭოს საქმიანობის მანდატის ფარგლებში, აგრეთვე მიმდინარეობს განხორციელებული თემატური მოკვლევების მონიტორინგი და დაგეგმილია მუშაობის დაწყება 3 თემატურ მოკვლევაზე. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდისათვის, მოკვლევა: „ქალების მონაწილეობა ჩრდილოვან ეკონომიკაში და COVID-19-ის გავლენა მათზე“ უკვე დაინიცირდა საბჭოს 2021 წლის 26 აპრილის სხდომაზე. ამას გარდა, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საბჭოს დაწყებული აქვს მუშაობა როგორც მშობლის დეკრეტული შვებულების საკითხების ანალიზზე, აგრეთვე, გეგმავს თემატურ მოსმენებს ანაზღაურების სხვაობის (Pay Gap) მეთოდოლოგიის დამტკიცებისა და განხორციელების შესახებ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს აგრეთვე ანგარიშის „გენდერული თანასწორობა საქართველოში: ბარიერები და რეკომენდაციები“ განახლება, რომლის შედეგების გათვალისწინებით დაიგეგმება საბჭოს 2022-2024 წლის სამოქმედო გეგმა. სამოქმედო გეგმის 1.9 საქმიანობა გაწერილია როგორც „გენდერული ბიუჯეტირება და გენდერული მეინსტრიმინგი“. სხვა აქტივობებთან ერთად, ამ მიზნით საბჭო გეგმავს მხარი დაუჭიროს ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილებას თუ ინიციატივას, რომელიც შეეხება გენდერული მეინსტრიმინგის იმპლემენტაციას და გენდერულ ბიუჯეტირებას, მათ შორის: პარლამენტის ბიუჯეტის გენდერულ ანალიზს, ცენტრალური ბიუჯეტის გენდერულ ანალიზსა და ბიუჯეტირების გენდერული ასპექტების ინსტიტუციონალიზაციას. მეორე პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნა და განვითარება, რომლის ფარგლებშიც 3 მთავარი საქმიანობა, მათ შორის: სტამბოლის კონვენციასთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიმართულებით მუშაობა და აქტივობები შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებსა და კონცეფციებზე. ამ ეტაპზე, მუშაობა დაწყებულია ქალთა როგორც ეკონომიკური, აგრეთვე პოლიტიკური გაძლიერების კონცეფციებზე. საანგარიშო პერიოდში, მუშავდება მეწარმე ქალთა მენტორობის პროგრამა მათი ეკონომიკურად გაძლიერების მიზნით, რომელიც მოიცავს მთელ საქართველოს. დაგეგმილია როგორც სტამბოლის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, აგრეთვე სექსუალური შევიწროების კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი. 24 მესამე პრიორიტეტს წარმოადგენს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმების დახვეწა, რაც აერთიანებს 3 ძირითად საქმიანობას სახელმწიფოში გენდერის სფეროში არსებული მექანიზმების გამართული და კოორდინირებული მუშაობის სისტემურად უზრუნველსაყოფად. ამ მხრივ, განსაზღვრულია ისეთი მნიშვნელოვანი საქმიანობები, როგორიცაა: ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოებთან კოორდინაცია, რათა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოების გაძლიერება და გენდერული თანასწორობის სფეროში სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლება მუნიციპალიტეტების დონეზე. დაგეგმილია აგრეთვე, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიასთან სისტემური კოორდინაციის ინსტიტუციონალიზაცია. საბჭო მოახდენს კომისიისთვის გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს, კომისიის მხრიდან წელიწადში 2-ჯერ რეკომენდაციების შესრულებისა და კომისიის მხრიდან განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მოსმენის მეშვეობით. ამას გარდა, საბჭო მუშაობს რამდენიმე კონცეფციაზე, რათა მოხდეს სახელმწიფო რწმუნებულის, როგორც მუნიციპალური და ცენტრალური გენდერული საბჭოების დამაკავშირებელი რგოლის ჩამოყალიბება და შესაბამისად, მუნიციპალურ დონეზე არსებული გენდერული საბჭოების გაძლიერება. საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მეოთხე პრიორიტეტი გულისხმობს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს კომუნიკაციის გაძლიერებას, რომლის ფარგლებშიც გაერთიანებულია 5 ძირითადი საქმიანობა. ამ მიზნით 2020 წელს საბჭომ აქტიურად დაიწყო თანამშრომლობის გაღრმავება საკონსულტაციო საბჭოებთან და კოორდინირებული საქმიანობა დონორ ორგანიზაციებთან, ხოლო 2021 წლის დასაწყისიდან უზრუნველყო სოციალურ ქსელში აქტიური კამპანიების წარმოება საბჭოს საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით. ამავე მიზნით, იქმნება ორენოვანი საინფორმაციო ბიულეტენები, რომელიც ეგზავნება როგორც პარლამენტის ყველა წევრსა და აპარატს, ასევე გარე აქტორებს. მეხუთე პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ცნობიერების ამაღლება გენდერულ თანასწორობაზე როგორც საზოგადოებაში, აგრეთვე ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებაშიც. გაწერილია 7 საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც საბჭოს დაგეგმილი აქვს გენდერული კვოტირების შესახებ პოლიტიკურ პარტიებთან აქტიური კომუნიკაცია გენდერული კვოტირების მექანიზმის მნიშვნელობის შესახებ და მისი ეფექტურად გამოყენების მიზნით. აღნიშნული ამოცანის ფარგლებში, საბჭო აგრეთვე გეგმავს არაერთ შეხვედრას, ტრენინგებს, დისკუსიასა და საინფორმაციო კამპანიას როგორც ძალადობის სხვადასხვა ფორმების, აგრეთვე საბჭოს საქმიანობისა და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. ამ კუთხით, საბჭოს სოციალურ ქსელში საანგარიშო პერიოდისთვის უკვე დაწყებულია საინფორმაციო კამპანია ოჯახური ძალადობის საკითხებზე და ზიარდება შესაბამისი პოსტები. 25 დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში მეექვსე, და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სახელმწიფო გენდერული პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი. შესაბამისად, საბჭო აქტიურად ახორციელებს გენდერული პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგსაც და ანგარიშგებასაც. ამ მიზნით, მონიტორინგის ფარგლებში დაგეგმილია როგორც გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, ასევე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს მხრიდან ანგარიშების მოსმენა. ამასთანავე, საბჭო ჩაერთვება გენდერული თანასწორობის სფეროში საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საპარლამენტო მონიტორინგში, შესაბამისი ანგარიშების (CEDAW, GREVIO და სხვა) მოსმენის გზით. 26 7. სახელმწიფოს გენდერული პოლიტიკის იმპლემენტაცია ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის)51 2020 წლის შესრულების ანგარიში52 ასახავს იმ თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომლის საბოლოო მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესება. სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებული 27 პრიორიტეტული მიმართულებიდან, აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებს უკავია. გენდერული თანასწორობის სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით, საანგარიშო პერიოდში არაერთი ღონისძიება განხორციელდა, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ქვემოთ აღწერილია ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (20182020 წლებისთვის) 2020 წლის შესრულების ანგარიშის ძირითადი ასპექტები, რომელნიც საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში გენდერული თანასწორობის განმტკიცებას უწყობდა ხელს. 7.1. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა საქართველოში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განსაზღვრის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებისთვის. სახელმწიფოში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 აპრილის №175 დადგენილებით, დამტკიცებულია ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ53 ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2018-2020), რომლითაც განსაზღვრულია გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებები და პასუხისმგებელ უწყებათა უფლებამოსილების ფარგლები. 51 ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2018-2020 წლებისთვის) შეგიძლიათ იხილოთ: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4153833?publication=1 52 ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020) 2020 წლის შესრულების ანგარიში, გამოქვეყნებულია: (ჯერ არ არის გამოქვეყნებული, უახლოს მომავალში გაიგზავნება პარლამენტისთვის) 53 ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა შეგიძლიათ იხილოთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4144947?publication=1; საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო (2018-2020) სამოქმედო გეგმის 2020 წლის შესრულების ანგარიში გამოქვეყნებულია: (ანგარიში მომზადებულია და საქართველოს მთავრობის მიერ მისი მოწონებისთანავე, უახლოეს მომავალში გაიგზავნება პარლამენტისთვის დასამტკიცებლად). 27 ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა (დაზარალებულთა) იდენტიფიცირების მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, 2020 წელს ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის და რელევანტური სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობით განახლდა და დასრულდა მუშაობა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების დოკუმენტზე54. აღნიშნულ დოკუმენტში სრულად არის ასახული ის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიმართულებით განხორციელდა. დოკუმენტში ასევე ასახულია განსხვავებული საჭიროებების მქონე ადამიანების მხარდამჭერი მექანიზმები. 2020 წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდაჭერით სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების შიდა მექანიზმების დანერგვა 9 სახელმწიფო უწყებაში დაიწყო.55 შედეგად, თითოეულ უწყებაში სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების შიდა მექანიზმი ჩამოყალიბდა. დანერგვასთან ერთად, მექანიზმები ასევე ითვალისწინებს ცნობიერების ამაღლებას უწყების შიგნით. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული სტატისტიკის წარმოება და მონაცემების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი პერიოდულად უზრუნველყოფს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ოჯახში ძალადობის სტატისტიკის გამოქვეყნებას. სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე პროაქტიურად ქვეყნდება რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაც. 2020 წლის მონაცემებით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოიცა 11,164 შემაკავებელი ორდერი.56 ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ფაქტების სათანადო კვალიფიკაციის, ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის წარმოების უზრუნველყოფის მიზნით, საანგარიშო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წელს დამონიტორინგდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე მიმდინარე 6500-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე. 2020 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლო სისტემაში შეიქმნა და სატესტო რეჟიმში დაინერგა დამცავი ორდერების აღრიცხვის მინი პროგრამა, სადაც თავს მოიყრის ყველა ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით და შესაძლებლობა იქნება სტამბოლის კონვენციით გათვალისწინებული მაჩვენებლების (მსხვერპლისა და მოძალადის ასაკი და 54 დოკუმენტზე მუშაობა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით მიმდინარეობდა 55 სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმების დანერგვ საჭირო ღონისძიებები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა 56 წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა 28 სქესი, ძალადობის ფორმები, ტერიტორიული განფენილობა და დამოკიდებულება მოძალადესა და მსხვერპლს შორის) სრულყოფილად დამუშავება. საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველო მუდმივად ახორციელებენ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეთა მონიტორინგს და ყოველწლიურად აანალიზებენ არსებულ მდგომარეობას. პანდემიის პერიოდში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გაზრდილი რისკების შესამცირებლად, საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა და დაამტკიცა COVID-19-ის დროს ოჯახში ძალადობის საკომუნიკაციო სტრატეგია. დოკუმენტზე დაყრდნობით, უწყებათაშორისმა კომისიამ, პარტნიორების პროაქტიული ჩართულობით, აწარმოა განგრძობადი ცნობიერების ამაღლების კამპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფარგლებში ძალადობის (მათ შორის: ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და სექსუალური ძალადობის) მსხვერპლთათვის მოქმედებს - 5 თავშესაფარი და 5 კრიზისული ცენტრი, ასევე ფუნქციონირებს 24 საათიანი საკონსულტაციო ცხელი ხაზი (116 006). 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს 31%-ით გაიზარდა 116006-ზე შემოსული ზარების რაოდენობა. საანგარიშო პერიოდში, თავშესაფრების დამცავი პანდემიური მდგომარეობიდან საშუალებებით აღჭურვა და გამომდინარე შემუშავდა მოხდა სპეციალური პროტოკოლები, რათა არ გაჩერებულიყო მათი სრულყოფილი ფუნქციონირება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, პენიტენციურ სისტემაში გენდერული ნიშნით ქალი ბენეფიციარებისთვის შეიქმნა და დაინერგა შემდეგი პროგრამები: „ქალგა“ ჯგუფური სამოტივაციო პროგრამა ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის; „ოჯახურ სირთულეებთან გამკლავების პროგრამა“ (ოჯახური და გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის); ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი სკრინინგის კითხვარი. ასევე, პენიტენციურ სისტემაში დაინერგა პროგრამები, რომლებშიც გათვალისწინებულია გენდერული ასპექტები და სრულ პოპულაციაზეა მორგებული: სტიგმა და დისკრიმინაცია; „პოზიტიური ქცევის როლი ოჯახურ ურთიერთობაში“ (გენდერული მგრძნობელობის ამაღლება მსჯავრდებულ მამაკაცებში). 29 ამას გარდა, გათვალისწინებულია გენდერული ნიშნით ძალადობის ასპექტებიც: „ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსი (PRIA)“ - ქცევის კორექციის პროგრამა ქალთა და პარტნიორთა მიმართ მოძალადე მამაკაცებისთვის; „მსჯავრდებულის მიერ მეუღლის/პარტნიორის მიმართ მოსალოდნელი ძალადობის რისკის შეფასება“ - მომზადდა ინსტრუქცია, შეფასების ინსტრუმენტი და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. საანგარიშო პერიოდში ასევე მოხდა გენდერული სპეციფიკის გათვალისწინებით ხელმისაწვდომი ნივთების ნუსხის გადახედვა, კერძოდ, 2020 წლის განმავლობაში უზრუნველყოფილ იქნა ქალი ბრალდებულების/მსჯავრდებულების მომარაგება გენდერულ საჭიროებებს მორგებული ნივთებით. 7.2. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის, პროფესიული განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, დასაქმებულთა თანაბარი მონაწილეობის ხელშეწყობა სახელმწიფო უწყებათათვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2020 წელს შემუშავდა სამინისტროს სისტემაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის 2021-2023 წლების სტრატეგიის სამუშაო ვერსია, რომელიც ითვალისწინებს დასაქმებულთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფას კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებსა და ტრენინგებში. ამასთან, სსიპ საქართველოს შსს აკადემია რეგულარულად ამუშავებს იმ მსმენელების შესახებ ინფორმაციას და სტატისტიკურ მონაცემებს, გადამზადებისა და რომლებმაც კვალიფიკაციის აკადემიის ბაზაზე გაიარეს მომზადების, ამაღლების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები. შრომის ბაზარზე ქალთა მონაწილეობის გაზრდასა და შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობას, დასაქმების თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის ელექტრონული კურსი გენდერული თანასწორობის შესახებ. კურსი მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას და მათ შორის, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს გაცნობას. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების/გოგონების პროფესიული გადამზადების და უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა სასწავლო/ტრენინგ-კურსი „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი საინვესტიციო წინადადების მომზადება და წარდგენა“. სასწავლო კურსის მიზანი ქალებისათვის მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის 30 წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით, ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით 2020 წლის განმავლობაში განხორციელდა აგრარული მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით არაერთი აქტივობა. 2020 წლის გამოცხადებული მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სულ შესული 26,299 განაცხადიდან შემდეგ ეტაპზე გადავიდა 4,124. ტრენინგების ეტაპზე გადასული ბენეფიციარებიდან 2074 (50.3%) არის ქალი ბენეფიციარი. თავის მხრივ, სახელმწიფო ხელს უწყობს ქალთა მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს. მათ შორის 2020 წელს ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო სესიები, რომლის ფარგლებშიც სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სააგენტოს პროგრამებსა და მასში მონაწილეობის პირობებზე. აღნიშნულ შეხვედრებს ესწრებოდა 100-მდე ქალი და მის ძირითად მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოში არსებული პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევა. დამატებით, 2020 წელს მეწარმეობის მიმართულებით მომზადდა ვიდეო რგოლები, მათ შორის, 13 ვიდეო რგოლი ქალი მეწარმეებს მონაწილეობით. 2020 წლიდან კიდევ უფრო გამარტივდა საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესი, კერძოდ სისტემური და სპორადული რეგისტრაციისთვის კანონით დადგენილი შეღავათები და მოქალაქის ინტერესების დაცვაზე ორიენტირებული სხვა დროებითი პროცედურებიც კანონის მუდმივმოქმედ ნორმებად გარდაიქმნა. ნიშანდობლივია, რომ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საკომლო წიგნის ჩანაწერების საფუძველზე კომლის ყველა წევრის სახელზე წარმოებს, მათ შორის, რეგისტრირდება კომლის წევრი ქალის საკუთრების უფლებაც. 7.3. გენდერული თანასწორობა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, ისევე, როგორც სქესობრივი და რეპროდუცქიული ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების ახალ 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმაზე, სადაც გათვალისწინებული იქნება არაერთი პრიორიტეტული მიმართულება. 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დევნილთა ჩასახლებებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში (გორი, რუსთავი, წეროვანი) ჩატარდა საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრები COVID-19 და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობაზე57. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა და 2020 წელს დამტკიცდა 57 შეხვედრები გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით გაიმართა 31 სტანდარტული ოპერაციული სახელმძღვანელო პროცედურები ითვალისწინებს რეპროდუქციული შეზღუდული ცენტრებისთვის. შესაძლებლობის მქონე რეპროდუქციული ასაკის პირების ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით კომუნიკაციის და მომსახურების სტანდარტებს58. საანგარიშო პერიოდში, კრიზისის მიმდინარეობისას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობდა ფუნქციონირებას გადაუდებელი დახმარებისა და კონსულტაციის ცხელი ხაზები. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცხელი ხაზი - 116 006 და სახალხო დამცველის ოფისის ცხელი ხაზი - 1481. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცხელი ხაზი მოქალაქეებს აწვდის იურიდიული, სოციალური და ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისებს 8 ენაზე, კერძოდ, ქართულ, ინგლისურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, არაბულ, სპარსულ, თურქულ და რუსულ ენებზე. 2020 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაადგინა ორსულთა, მშობიარობის შემდგომი და მეძუძური დედებისათვის მავნე და სახიფათო სამუშაოების სტანდარტი, შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის შესახებ კანონის შესაბამისად. 7.4. ადრეულ ასაკში ქორწინებისა და საზიანო პრაქტიკების წინააღმდეგ ბრძოლა 2020 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფმა “ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და საზიანო პრაქტიკების შესახებ”, გამართა შეხვედრა ონლაინ ფორმატში, სადაც მონაწილე სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ბავშვობის ასაკში ქორწინებასა და საზიანო პრაქტიკასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, უწყებათაშორისი კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და გამოკვეთეს ის სამომავლო ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით მდგარი გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას. საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა 16 დღიანი გლობალური კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, სხვა საკითხთა შორის, ასევე, მიემართებოდა ადრეული ასაკის ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლასა და გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის პრევენციას. ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები დანიშვნამდე გადიან სპეციალურ მოსამზადებელ ორთვიან კურსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში. კურსის ერთ-ერთი თემაა ოჯახში ძალადობა და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები, ასევე, ქორწინების იძულებასთან დაკავშირებული 58 სახელმძღვანელო გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით მომზადდა 32 საკითხები. ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია უზრუნველყოფს სამართალდამცავთა მომზადება-გადამზადებას. მომზადების საბაზისო სავალდებულო კურსები მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებს, როგორიცაა ოჯახში ძალადობა და გენდერული ნიშნით ძალადობა, ბავშვთა მიმართ ძალადობა და დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები და ასევე, ბავშვობის ასაკში და იძულებითი ქორწინება. 7.5. ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში საჯარო უწყებები აგრძელებდნენ ცნობიერების ამაღლებას ქვეყანაში გენდერული თანასწორობის განმტკიცების ხელშეწყობისთვის. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არაერთი სახელმწიფო უწყება აქტიურად ჩაერთო თანასწორობის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, რომლებიც ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში და პარტნიორმა ორგანიზაციებმა 2020 წლის 9-16 ნოემბერს ჩაატარეს. თანასწორობის კვირეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, და სხვა უწყებების მიერ განხორციელდა არაერთი ღონისძიება, რომელიც ქვეყანაში თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრებას და ტოლერანტობის ამაღლებას ისახავდა მიზნად. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად შემუშავდა ქვიზი ტოლერანტობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საინფორმაციო კამპანიის განხორციელებას გენდერული თანასწორობის მრავალ ასპექტთან დაკავშირებით. ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, ასევე, შეიქმნა თანასწორობის კალენდარი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მგრძნობელობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მიმართულებით. საჯარო უწყებების მიერ ორგანიზებული 60-ზე მეტი და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული 40-ზე მეტი ღონისძიება გაიმართა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში. კამპანიაში მონაწილეობდნენ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. კამპანიის ფარგლებში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების კოორდინირებული მუშაობით, ღონისძიებები მიმდინარეობდა, როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ სივრცეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2020 წელს კამპანიაში ჩაერთო კერძო სექტორიც, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინფორმაციის გავრცელებას ისეთი წყაროებით როგორიცაა სააფთიაქო ქსელები, ტაქსები და სხვ. 7.6. გენდერული თანასწორობა განათლებაში, კულტურასა და სპორტში საქართველოში განათლებაზე ხელმისაწვდომობა თანაბრად არის უზრუნველყოფილი ყველა მოქალაქისთვის, სქესის მიუხედავად. საშუალოდ, ქალი სტუდენტების რაოდენობა 33 აჭარბებს მამრობითი სქესის სტუდენტების რაოდენობას. ამასთანავე, სრული განათლების ხელმისაწვდომობა უმცირესობების სირთულეებს. განათლების და სქესი შემთხვევებში, უფლების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ეთნიკური რაც გოგონათა განათლებაზე წვდომის ზრდის ხელმისაწვდომობისა და დაცვის უზრუნველსაყოფად , ყოველწლიურად გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით და მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, მტკიცდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. აღნიშნული პროგრამით 2019-2020 სასწავლო წელს დაფინანსდა 2408 სტუდენტი აქედან, 2107 ბაკალავრი, 301 მაგისტრი; 20192020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დაფინანსდა 2385 სტუდენტი, აქედან 1286 ქალი და 1099 კაცი, ხოლო 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში 2251 სტუდენტი, აქედან 1238 ქალი და 1013 კაცი. . პროგრამა გაგრძელდა 2020-2021 სასწავლო წელსაც. 2020 წელს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჯამში ჩაირიცხა 7118 პირი, რომელთა შორის 335 პირი დევნილის სტატუსის მქონეა. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულთა ნახევარს ქალები წარმოადგენენ, მათ შორის, 137 დევნილი ქალია. პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი სამი საგანმანათლებლო დაწესებულება: სსიპ კოლეჯი „აისი“, სსიპ კოლეჯი „ფაზისი“ და სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, კახეთისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონებში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით ახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც ითვალისწინებენ ქალების აქტიურ ჩართვას სხვადასხვა დაუფლებაში, ფერმერ ქალთა საინფორმაციო-საკონსულტაციო პროფესიის მომსახურებას (ფერმერული მეურნეობის ორგანიზაციასა და მართვაში) და სადემონსტრაციო ნაკვეთების შექმნას უკვე გამოცდილ ან დამწყებ ქალ ფერმერებთან59. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლიდან 2020 წლის ჩათვლით პერიოდში აღნიშნული სერვისით 2000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა და მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ქალები წარმოადგენდნენ. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ორგანიზებითა და ჩართულობით პროფესიული სტუდენტებისთვის, საგანმანათლებლო თანამშრომლებისთვის და სკოლის დაწესებულებების მოსწავლეებისთვის ადმინისტრაციის განხორციელდა რიგი ღონისძიებები გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, სოფლად მცხოვრები ქალების გამოწვევების, გენდერული სტერეოტიპების დაძლევისა და ბულინგის საკითხებზე. ღონისძიებათა ციკლი 2018 წელს დაიწყო და 2020 59 პროფესიული კოლეჯები აღნიშნულ ღონისძიებების გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ატარებენ 34 წლის ივნისამდე გასტანა. აღნიშნულ თემატიკაზე სემინარი/ტრენინგები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჩატარდა. პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი 18 საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართულობით, ჯამში 56 ღონისძიება ჩატარდა და 2200-ზე მეტმა მსმენელმა მიიღო ინფორმაცია. თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით პროფსიულ პროგრამებზე ისწავლება სავალდებულო მოდული „მეწარმეობა“, რომლის ფარგლებში სტუდენტები იღებენ ცოდნას საკუთარი ბიზნესის წარმოების შესახებ. აღსანიშნავია, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საშუალოდ ყოველწლიურად სტუდენტი 12000 ირიცხება, რომელთა შორის 48% ქალია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან, გენდერული თანასწორობის, ისევე, როგორც აქტუალური სოციალური საკითხების მიმართულებით სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ორგანიზაციების მიერ ყოველწლიურად ხორციელდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: სპექტაკლები, გამოფენები, ლექციები, განხილვები და საინფორმაციო შეხვედრები. თუმცა, საანგარიშო წელს covid-19 პანდემიის გამო ღონისძიებების უმრავლესობამ გადაინაცვლა ონლაინ რეჟიმში. ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური თანამდებობების უმეტესობას ქალები იკავებენ, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი ჰორიზონტალური სეგრეგაცია საგნობრივად - კერძოდ, ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილი მეცნიერებების (STEM) ისეთ საგნებში, როგორიცაა ინჟინერია და ტექნოლოგია. საჯარო სკოლებში მასწავლებელთა 86% და კერძო სკოლებში 88%-ს ქალები წარმოადგენენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ქვეყანაში მაინც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მასწავლებელთა არასაკმარისი კვალიფიკაცია გენდერულ საკითხებთან მიმართებით60. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლობით, შემუშავდა ადამიანის უფლებების სწავლების 10 მოდულიანი კურსი. კურსმა გაიარა პილოტირება და 2021 წლიდან ხელმისაწვდომი იქნება დირექტორებისათვის. საქართველოს გენდერულ სკოლების თანასწორობასთან მასწავლებლებისა დაკავშირებული და საკითხები ასახულია სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის მომზადებულ შემდეგ ტრენინგ მოდულებში: პროგრამა „მასწავლებლის ეროვნული სკოლა“ კურსი სამოქალაქო განათლებაში. სამოქალაქო განათლების კურსი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის ფარგლებში, სპორტსმენების მონაწილეობით მომზადდა გენდერული ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ცნობიერების ასამაღლებელი ვიდეორგოლები. კამპანიის პერიოდში გამართული ყველა სპორტული ღონისძიებას ერთ-ერთ მთავარ მიზნად სდევდა სპორტსმენების მხრიდან 60 “ქვეყნის გენდერული შეფასების პროფილი”, (2020), მსოფლიო ბანკი, გამოქვეყნებულია: https://documents1.worldbank.org/curated/en/407151616738297662/pdf/Georgia-Country-Gender-Assessment.pdf 35 აღნიშნული აქციისადმი მხარდაჭერა. სპორტსმენები აღნიშნულ ღონისძიებებზე საჯაროდ გაემიჯნნენ ოჯახში და გენდერული ნიშნით ძალადობას. 7.7. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება უსაფრთხოების სექტორში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა თანამონაწილეობის გაზრდის მიზნით, საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა მუშაობა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს რეზოლუციების განხორციელების დღის წესრიგზე. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 10 აპრილის №173 დადგენილებით, დამტკიცებულია ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების საქართველოს ეროვნული სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2018-2020)61 ქალთა გაზრდილი მონაწილეობის მისაღწევად გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე უსაფრთხოების სექტორში და სამშვიდობო მოლაპარაკებებში, საანგარიშო პერიოდში გატარდა არაერთი განვითარებისთვის ღონისძიება. შექმნილ მათ შორის, პროგრამებში აღსანიშნავია, ქალებისა და რომ კარიერული კაცების თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თანაბარი მონაწილეობა მხარდაჭერილი იყო შიდა უწყებრივ დოკუმენტებში და ამ კუთხით სამინისტროს ფარგლებში მუდმივად ხორციელდება მონაცემთა ანალიზი. ამასთანავე, ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტში უსაფრთხოებაზე“ დაინერგა კონფლიქტის ტრენინგ-კურსი თემებზე „ქალებზე, მომუშავე მშვიდობასა სახელმწიფო და უწყებების წარმომადგენელთათვის. სამშვიდობო/ნდობის მშენებლობის ინიციატივებში ქალებისა და ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდის მიზნით, საანგარიშო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრები იმართებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყების მიერ. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართულ ქალებს ჩაუტარდათ ტრენერების სპეციალური კურსი (ToT) და მათი ჩართულობით შემუშავდა გზამკვლევი „კონფლიქტის ანალიზსა და გენდერულად ინკლუზიურ სამშვიდობო პროცესებზე“.62 შემუშავებული სასწავლო მოდულის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ტრენინგიც. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა პირველი საპილოტე 61ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების საქართველოს სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2018-2020) შეგიძლიათ იხილოთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4140938?publication=1; ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების საქართველოს სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020) 2020 წლის შესრულების ანგარიში, (2020), გამოქვეყნებულია: (ჯერ არ არის გამოქვეყნებული, უახლოს მომავალში გაიგზავნება პარლამენტისთვის) 62 ღონისძიება განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით 36 საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უწყებათა ჩართულობით, გაიმართა გაცვლითი საკონსულტაციო შეხვედრები ქალთა, ასევე არასრულწლოვანთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ განვითარებული სერვისებისა და რეფერირების მექანიზმებზე. შეხვედრებს ესწრებოდნენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი თემის წარმომადგენლებიც, მათ შორის, მასწავლებლები, მშობლები, მაღალი კლასის მოსწავლეები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგნელები. საანგარიშო პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ყურადღება დაეთმო სამშვიდობო ოპერაციებში გადასროლის წინა სავალდებულო ტრენინგების გაუმჯობესებას ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესახებ. 2020 წელს სამშვიდობო ოპერაციებში გადასროლის წინა სავალდებულო ტრენინგებით - ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესახებ, სპეციალური ფოკუსით სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისა და შესაბამისი რეაგირების, მათ შორის კონფლიქტურ და პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციებში, გადამზადდა 1600 სამხედრო მოსამსახურე. გენდერული თანასწორობის თანამშრომლობით, საანგარიშო ხელისუფლების სხვადასხვა მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან პერიოდში გრძელდებოდა აღმასრულებელი უწყების თანამშრომელთათვის ცოდნის გაღრმავების პროცესი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოების საკითხებზე. მათ შორის, საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ. 7.8. თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა 2020 წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) მე-15 თავი63: „თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“. აღნიშნული თავის მიზანია გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებთან ბრძოლა. 2020 წლის სექტემბერში საქართველოს უზენაესი სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურასა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის თაობაზე. 63ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმა (2018-2020 წლებისთვის) 2020 წლის 17 თებერვლის ცვლილებით შეგიძლიათ იხილოთ: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4153833?publication=1 37 2020 წლის 1 სექტემბრიდან, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საპროცესო ხელმძღვანელობას სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ, რომლებმაც გადამზადების 64 სპეციალიზაციის 4 სასწავლო კურსი გაიარეს . აღნიშნული კურსი შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ევროპის საბჭოსა და საქართველოს პროკურატურის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, 2020 წელს დაინერგა. სასწავლო კურსი ადგილობრივ და საერთაშორისო კანონმდებლობასთან ერთად, მოიცავს ფსიქოლოგიურ ასპექტებს. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლის გასაძლიერებლად, 2020 წელს, შემუშავდა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა იდენტიფიცირებისა და გამოძიების შესახებ ეუთოსა და ევროპის საბჭოს მასალების საფუძველზე ტრენინგ მოდული და კურიკულუმი. აგრეთვე, 2020 წელს გამომძიებელთათვის შემუშავდა კასკადური ტრენინგების მოდული და კურიკულუმი დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და კონკრეტული დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ65.. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა მონიტორინგი განახორციელა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ დაწყებულ იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებშიც იკვეთებოდა დანაშაულის ჩადენა შესაძლო დისკრიმინაციული ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით. დეპარტამენტის მიერ 2021 წლის იანვარ-აპრილის დროის მონაკვეთში მონიტორინგი განახორციელდა 30-მდე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც იკვეთებოდა შესაძლო სოგის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი. 7.9. გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შეგროვება გენდერულად სეგრეგირებული მონაცემების შეგროვების და დამუშავების მიმართულებით უმთავრესი უწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურია. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის სრული უმრავლესობა გენდერულ ჭრილში იყო წარმოდგენილი. ფუნქციონირებს გენდერული სტატისტიკის ელექტრონული პორტალი66. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ასევე ახორციელებს საწარმოებისა და ორგანიზაციების გამოკვლევას და ავრცელებს მონაცემებს დაკავებული სამუშაო ადგილების, საქმიანობის სახეების, სექტორების მიხედვით შესახებ გენდერულ ჭრილში. 64 სასწავლო კურსები ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება 65 სასწავლო მოდული ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შემუშავდა 66 http://gender.geostat.ge/gender/index.php?lang=ka 38 საანგარიშო პერიოდში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაიწყო დროის გამოყენების გამოკვლევა, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება, და დროის გამოყენების შეგროვებას ისახავს შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის გენდერულ ჭრილში მიზნად67. კვლევის ფარგლებში ინფორმაცია შეგროვდება მოსახლეობის მიერ სხვადასხვა აქტივობებზე დახარჯული დროის შესახებ. გამოკვლევის შედეგად მიღებულ იქნება ინფორმაცია გენდერულ ჭრილში დახარჯული დროის განაწილების შესახებ, მათ შორის: ანაზღაურებად და არაანაზღაურებად შრომაზე, შინამეურნეობებში განხორციელებულ არაანაზღაურებად სამუშაოებზე, საოჯახო საქმეებზე, ბავშვის მოვლაზე, მგზავრობაზე, დასვენებაზე და ა.შ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით, არაერთი სახელმწიფო უწყება ახორციელებს გენდერულ ჭრილში ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას. 67 კვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება 39 8. საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი 8.1. ზედამხედველობის ფარგლებში განხორციელებული ანგარიშგება და გაცემული რეკომენდაციები ვინაიდან COVID-19-ის პანდემიამ ნათლად აჩვენა, რომ არსებულ სიტუაციას განსხვავებული გავლენა აქვს ქალებსა და კაცებზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებმა, ადამიანის უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩევლის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდგომ შეიმუშავეს საქართველოს მთავრობისთვის ეპიდსიტუაციის მართვის პროცესში გასათვალისწინებელი რეკომენდაციები (იხილეთ დანართი 2). დოკუმენტი ითვალისწინებდა პანდემიის პირობებში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციასა და რეაგირების მიმართულებით ინიციატივებს. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს მთავრობას გაეგზავნა 2020 წლის 14 აპრილს68. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში პარლამენტს წარუდგინა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის)69 2018 და 2019 წლების შესრულების ანგარიში. ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის 2018 და 2019 წლების შესრულების ანგარიში და ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის 2018 და 2019 წლების შესრულების ანგარიში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, 2020 წელს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ანგარიშების წარდგენა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთვის არ მომხდარა, რადგან 2020 წლის პერიოდში საბჭოს არ ჰყოლია თავმჯდომარე. აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელდა 2021 წლის მე-10 მაისში. მხრიდან მოწვევის ანგარიშის პარლამენტის მოსმენა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთვის ანგარიში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა წარდგენა. 68 შემუშავებული დოკუმენტის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komisiebi-da-sabchoebi-9/genderuli-tanasworobissabcho/angarisebi-daskvnebi/covid-19 69 ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2018-2020 წლებისთვის) შეგიძლიათ იხილოთ: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4153833?publication=1 40 8.2. კოორდინაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს შექმნილი აქვს კოორდინაციის მექანიზმი გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან. ამასთანავე, საბჭო თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტთან. აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, 2020 წლის პერიოდში ვერ მოხერხდა აღნიშნულ პარტნიორებთან შეხვედრების ჩატარება, თუმცა 2021 წლის სამოქმედო გეგმის მე-3 პრიორიტეტულ ამოცანას, სწორედ, გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმების დახვეწა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ხელისუფლების სხვადასხვა შტოში არსებული უწყებების/ინსტიტუტების კოორდინირებული მუშაობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფაა გაწერილი. აღნიშნული, მათ შორის, მოიაზრებს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიასთან სისტემური კოორდინაციის ინსტიტუციონალიზაციას. 8.3. კოორდინაცია საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციებთან გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო მუდმივად თანამშრომლობს მის ბაზაზე შექმნილ საკონსულტაციო საბჭოებთან70. ამჟამად შექმნილია 2 საკონსულტაციო საბჭო - პარტნიორ დონორთა და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების საბჭოები, რომელთა წევრები ესწრებიან გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ღონისძიებებს და გაფართოებულ სხდომებს. ამასთანავე, 2021 წლის მარტი-აპრილის თვეებში ონლაინ პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა დონორთა საკოორდინაციო 3 მასშტაბური შეხვედრა. აღნიშნული შეხვედრების განხილვის ძირითად საკითხებს წარმოადგენდა: სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების დამუშავება, ინსტიტუციონალიზაციისათვის გენდერული სამომავლო გავლენის ნაბიჯების ანალიზის დაგეგმვა, (GIA) ადგილობრივი კოორდინირების მექანიზმების დახვეწა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერების საკითხები. 8.4. კოორდინაცია ადგილობრივ დონეზე ადგილობრივ დონეზე კოორდინაცია და თანამშრომლობის გაძლიერება გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს - ამ საკითხს დიდი ყურადღება ეთმობა საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმაშიც. 70 მეცხრე მოწვევის პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ შექმნა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და ტექნიკური მხარ-დამჭერი ორგანიზაციების სია, რომლებიც გაერთიანდნენ საკონსულტაციო საბჭოებში. 41 საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს, აღსანიშნავია შემდეგი ღონისძიებები: გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ (შეხვედრის პერიოდისათვის საბჭოს წევრის სტატუსით) ნინო წილოსანმა თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოებთან ონლაინ შეხვედრა გამართა 2020 წლის სექტემბრის თვეში. შეხვედრაზე ადგილობრივ მიმართულებით დონეზე გამოწვევებისა და გენდერული თანასწორობის შესაძლებლობების პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს. მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, არსებულ გამოწვევებსა და ადგილობრივ დონეზე გამოვლენილი მოწყვლადი ჯგუფების პრობლემებზე, მათ შორის, პანდემიის პერიოდში. შეხვედრაზე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მოწვეულმა ექსპერტმა გენდერული თანასწორობის საბჭოებს მიაწოდა რეკომენდაციები ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ კი - ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში განხორციელებული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ. COVID-19 პანდემიის შედეგად არსებული გარემოებების გათვალისწინებით, 2020 წელს რეგიონალური თემატური საჯარო შეხვედრები აღარ ჩატარებულა. თუმცა, საბჭოს წევრები მონაწილეობას იღებდნენ დისტანციურ თემატურ შეხვედრებსა და კონფერენციებში, რომლებიც დაგეგმილი იყო როგორც საბჭოს ინიციატივით, ასევე პარტნიორი უწყებების მიერ. Covid-19 პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ჯანდაცვის სექტორი უპრეცედენტო ზეწოლის წინაშე დადგა. ჯანდაცვის მუშაკები პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და პაციენტთა მკურნალობის მიზნით ისინი მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ და რისკის ქვეშ აყენებენ როგორც საკუთარ თავს ასევე ოჯახის წევრებს. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ სექტორში მუშაობენ როგორც ქალები ასევე კაცები, ქალები პოტენციურად ვირუსით ინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან იმდენად, რამდენადაც ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პირთა დიდი უმრავლესობა ქალია, როგორც საქართველოში ასევე სხვა ქვეყნებში. ამდენად, პანდემიის დროს საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მიზნით, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრის ნინო წილოსანის ინიციატივით 2020 წლის 19 ივნისს, ჩატარდა დისტანციური შეხვედრა71 თემაზე „პანდემიის გავლენა ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ქალებზე“. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც საჯარო უწყებების წარმომადგენლები, ასევე კერძო და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების, სახალხო დამცველის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილულ იქნა ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ქალების საჭიროებები, მათ 71 შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით განხორციელდა 42 წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები. ვებინარზე მხარეებმა ისაუბრეს ინდივიდუალური ჩართულობის მნიშვნელობაზეც ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული ქალების წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად. 2021 წლის 19 აპრილს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დონორთა საკონსულტაციო საბჭოს წევრების მონაწილეობით გაიმართა ონლაინ შეხვედრა თვითმმართველობების დონეზე არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოების გაძლიერებისა და ადგილობრივ დონეზე კოორდინაციის გაღრმავების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციისათვის საჭირო სამომავლო ნაბიჯებსა და განსახორციელებელ საქმიანობებზე. აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობებისა და გენდერის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების მხრიდან დადებითად შეფასდა საბჭოს ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და თანამშრომლობის მკვეთრად გამოხატული ინიციატივა. 8.5. თანამშრომლობა საერთაშორისო დონეზე მიუხედავად პანდემიის მიერ შექმნილი ვითარებისა, უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვით და კომუნიკაციის სხვადასხვა პლატფორმების გამოყენებით საბჭო აქტიურად აგრძელებდა საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობას. 2020 წლის მარტის თვეში, საქართველოს დელეგაციამ, რომლის ერთ-ერთი წევრიც იყო გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი, იყო მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის ყოველწლიურ სესიაში. სესიაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხები, როგორებიც არის - ქალთა სრული და ეფექტური მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა, ქალთა და გოგონათა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით; ქალთა გაძლიერება და მისი კავშირი მდგრადი განვითარების მიზნებთან. 2020 წელს , ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან მიღებული წერილის საფუძველზე, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფარგლებში მომზადდა დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, კერძოდ COVID-19 პანდემიის გამო ქვეყანაში მიღებული ზომები თუ როგორ ასახავდა გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებს. აღნიშნული დოკუმენტი გაეგზავნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. 2021 წლის აპრილის თვეში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 43 წარდგინებით გლობალური ქსელის, „ქალი პოლიტიკური ლიდერები“(WPL72) წარმომადგენლად დაინიშნა. აღნიშნული ქსელი მსოფლიოს მასშტაბით ქალ პოლიტიკურ ლიდერებს აერთიანებს და იდეების, გამოცდილებებისა თუ საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებისთვის ერთ-ერთ წარმატებულ პლატფორმას წარმოადგენს. 72 WPL ქსელის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://www.womenpoliticalleaders.org/ 44 დანართი N1 გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ 2020 წლის 14 აპრილს საქართველოს მთავრობისთვის ეპიდსიტუაციის მართვის პროცესში გათვალისწინების მიზნით გაგზავნილი რეკომენდაციები ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს მთავრობამ 1. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ბიზნესის სტიმულირების ზომები, მიზნად უნდა ისახავდეს კომპანიებში დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. შესაბამისად, სახელმწიფოს ბიზნესის სუბსიდირების შემთხვევაში მისი ნაწილი - მინიმუმ 50%, აუცილებლად იქნას მიმართული სახელფასო ხარჯზე და კომპანიას დაეკისროს დასაქმებულების ხელფასების მინიმუმ ნაწილობრივ ანაზღაურების ვალდებულება. სუბსიდიის მიმღებმა ბიზნესებმა ყოველთვიურად (სუბსიდიის მიღებიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში რაც განისაზღვრება მთავრობის მიერ) უნდა წარმოადგინონ ინფორმაცია ა) იმ თანამშრომლების რაოდენობის შესახებ გენდერულ ჭრილში, ვისაც შეუნარჩუნდა ხელფასი; ბ) ასევე, უხელფასო და ანაზღაურებად შვებულებაში გაშვებული/გათავისუფლებული პირების რაოდენობა გენდერულ ჭრილში; გ) ხელფასების სახით ჯამურად გაცემული თანხის ოდენობა. 2. თვითდასაქმებული პირებისათვის, რომლებიც ვაჭრობდნენ აგრო ბაზრებზე, უზრუნველყოს ალტერნატიული ადგილი პროდუქციის რეალიზებისათვის ან/და ორგანიზაციული შესყიდვა. კერძოდ, შესთავაზოს ალტერნატიული ვაჭრობის ფორმა, რომელიც იქნება უსაფრთხო და ფიზიკურად ხელმისაწვდომი, როგორც გამყიდველისათვის ასევე მყიდველისათვის, არ გამოიწვევს ვირუსის გავრცელებას და შეძლებისდაგვარად აღადგენს ძველ მიწოდების ჯაჭვს. 3. შეიქმნას სოფლის მეურნეობის ისეთი პროგრამები, სადაც ქალებს მიეცემათ საშუალება მონაწილოების მიღების (მაგალითად როგორიცაა მესაქონლეობა) ან/და ტერიტორიული ერთეულების მიხედვით გამოიყოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დასამუშავებელი მიწის ფართობები და გრძელვადიანი იჯარით გადაეცეთ მონაწილე ბენეფიციარ ქალებს. მათ შორის, გათვალისწინებული იქნეს სახელმწიფოს მიმდინარე პროგრამებით უკვე მოსარგებლე ბენეფიციარებისათვის დამატებითი გრანტის გაცემა, რათა მათი ბიზნესის ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. 4. სსიპ „აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოს უახლოესი ორი თვის განმავლობაში საგრანტო კონკურსის გამოცხადება, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება წარმოებული პროდუქციის რეალიზების ახალი, ალტერნატიული არხების იდენტიფიცირებას, რაც სამომავლოდ, მსგავსი სიტუაციების დროს, გაზრდის ბიზნესის მდგრადობას. 5. შეიქმნას „აწარმოე საქართველოს“ პროგრამების მონაწილე ქალების საკუთრებაში არსებული ბიზნესების ფარგლებში წარმოებული პროდუქციის რეალიზებისათვის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც შემდგომში გაფართოვდება და 45 ხელმისაწვდომი იქნება სხვა ქალი მეწარმეებისთვის და ქალის საკუთრებაში არსებული ბიზნესებისთვის. 6. არდა-ს პროექტებში ჩართულმა ლაბორატორიებმა დაიწყონ მიღებული ნიმუშების შესახებ, განმცხადებლის სურვილის შემთხვევაში, ცნობების ელექტრონულ რეჟიმში გაცემა, რომელიც პირდაპირ გაეგზავნება აპლიკანტს და არდა-ს. 7. გაგრძელდეს შრომის კოდექსით გათვალისწინებული შრომითი პირობების შემოწმება, როგორიცაა სამუშაო საათები, უსაფრთხო სამუშაო პირობები და შესაბამისი ანაზღაურება. 8. განიხილოს მარტოხელა მშობლებისთვის, არსებული ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გაცემის უზრუნველყოფა. 9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომლებიც სხვადასხვა სერვისით სარგებლობდნენ და მიმდინარე პერიოდში შეუძლებელია მოცემული სერვისებით სარგებლობა (საუბარია მაგალითად დღის ცენტრებზე) გამოიყოს ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია. 10. ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით შეიქმნას ცხელი ხაზის ნომერი სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის პირველადი კონსულტაციისათვის და მოხდეს ადამიანების გადამისამართება მათი საჭიროებებიდან გამომდინარე (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში). 11. განიხილოს და არსებული რესურსების გათვალისწინებით, უზრუნველყოს მრავალშვილიანი დედებისთვის, ხანდაზმული პირებისთვის და დევნილებისათვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ანაზღაურება უახლოესი ორი თვის განმავლობაში. 12. ვინაიდან მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ ფუნქციონირებს, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დასახლებისათვის ფიზიკურად ხელმისაწვდომი იყოს პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები რა მიზნითაც საჭიროა მუნიციპალიტეტების მიერ ალტერნატიული გზების მოძიება. კერძოდ, სასურველია მოხდეს შესაბამისი მექანიზმების ჩამოყალიბება: ა) აფთიაქებს შეეწყოთ ხელი შეკვეთების დისტანციურად მიწოდებისათვის ბ) მოხდეს მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყოფა ან/და ტრანსპორტირების თანხების გარკვეულწილად სუბსიდირება, მოხდეს გარკვეული პერიოდულობით მოთხოვნიდან გამომდინარე წამლებისა და პირველადი მოხმარების ნივთების ტრანსპორტირება გამყიდველიდან მყიდველამდე. ამ საკითხის მოგვარებისას საჭიროებისამებრ მოხდეს სოფლის რწმუნებულებისა და სოფლის ექიმის ჩართვა, რადგან ისინი არიან ყველაზე ახლოს სოფლის მოსახლეობასთან და მარტივად შეუძლიათ გაიგონ ადგილობრივი საჭიროებები. 13. ფინანსური სექტორის აქტიური ჩართულობით, შემუშავდეს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების შესაბამისი გრძელვადიანი ფინანსური სასესხო ინსტრუმენტები/პროდუქტები. ქალების კუთვნილი მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გაიზარდოს სესხის უზრუნველყოფისთვის საჭირო აქტივების ჩამონათვალი. შეიქმნას ქალების კუთვნილი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერი სასესხო ინსტრუმენტები - ა) სესხები, 2-3 წლის განმავლობაში 46 მხოლოდ დარიცხული პროცენტის თანხის გადახდით ან/და ბ) დაბალპროცენტიანი სესხები, რაც არ ითვალისწინებს სესხის უზრუნველყოფას. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენცია და რეაგირება საქართველოს პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე, მოკლე დროში იქნას მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის შესაბამისადაც, შემაკავებელი ორდერის გამოცემის პარალელურად მოხდება ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება. საქართველოს მთავრობამ მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის შეფერხება არ არის მსხვერპლების თავშესაფრით უზრუნველყოფის კუთხით, შემუშავდეს თავშესაფრების გაფართოების კონკრეტული გეგმა, რათა გაზრდილი მიმართვიანობის შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყოს თავშესაფარში ადგილი. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის უფლებების შესახებ ინფორმაციის ეფექტიანი გავრცელება ყველა საჭირო არხის გამოყენებით, მათ შორის, უმცირესობების ენებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საკარანტინო სივრცეებში მომუშავე სამედიცინო პერსონალისათვის ამაღლება სექსუალური შევიწროების საკითხებზე და სავარაუდო შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების უზრუნველყოფა. ცნობიერების შევიწროების 47 დანართი N2 ქვეყნის პოლიტიკური პრიორიტეტების სასურველი მიმართულება მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შეფასების 2021 წლის ანგარიშის მიმოხილვა73 საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შეფასების 2021 წლის ანგარიშის ფარგლებში, მსოფლიო ბანკმა შეიმუშავა ერთგვარი რეკომენდაციები, თუ რას უნდა წარმოადგენდეს ძირითადი მესიჯები და პოლიტიკური პრიორიტეტები სამომავლო ნაბიჯების სწორად გადასადგმელად: ემპირიული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში გენდერული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებს უნდა წარმოადგენდეს სიღარიბის მრავალგანზომილებიანი ასპექტები, გოგონათა შორის დასაქმების უნარების განვითარება, პროფესიული სეგრეგაციის შემცირება, ბავშვთა და ხანდაზმულთა ფორმალური ზრუნვის მექანიზმების შემუშავება, ქალთა ხელშეწყობა ჩაერთონ შრომის ბაზარში, შრომის ბაზარზე არსებული დისკრიმინაციების აღმოფხვრა და სხვა. აღნიშნულ მიმართულებებს საქართველოში მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი სხვადასხვა ინიციატივების საშუალებით. მათ შორის ერთერთია ქვეყნის პარტნიორობის ჩარჩო (CPF) 2019-2022, რომლის მიზანია საქართველოში ქალთა დასაქმებისა და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა. ქვემოთ მოცემულია პოლიტიკის პრიორიტეტები და რეკომენდაციები, რომლებსაც მსოფლიო ბანკი საქართველოს სთავაზობს: 1. სტატიკური და მონეტარული სიღარიბის მიღმა გაზომვა - იმისათვის, რომ გაგრძელდეს გენდერული თანასწორობის გაღრმავება და შემცირდეს სიღარიბე, საჭიროა შემცირდეს ოჯახების მოწყვლადობა და სიღარიბე გაანალიზდეს როგორც მრავალგანზომილებიანი საკითხი. ქალები, უმეტესად, არაფორმალურად არიან დასაქმებულნი - ზრუნავენ ბავშვებზე, მოხუცებსა და ოჯახის ავადმყოფ წევრებზე, რაც მათ კეთილდღეობასა და გაძლიერებას აფერხებს. საქართველომ უნდა განაგრძოს სიღარიბის არამონეტარული გენდერული სხვაობების მონიტორინგი და მართვა. მრავალგანზომილებიანი სიღარიბის ინდექსის (MPO) შემოღება უზრუნველყოფს ქალებზე გავლენის მქონე არამონეტარული სიღარიბის გავლენის განსაზღვრას - მაგალითად, ის დრო რომელსაც ქალები იყენებენ ოჯახში საქმიანობაზე და შეიძლებოდათ სხვა ეკონომიკურ (ანაზღაურებად) აქტივობაში გამოეყენებინათ. 2. გოგონათა შორის შესაბამისი უნარების განვითარება - განათლების ხელმისაწვდომობა არ ნიშნავს შრომის ბაზარზე საჭირო უნარების გამომუშავებას, ამ მხრივ, ქვეყანაში აცდენაა. საჭიროა სასწავლო მასალისა და პროგრამის გადახედვა და ქალთა და მამაკაცთა ბალანსირებული რეპრეზენტაციის შემოტანა. უნივერსიტეტების პროგრამებში შესაძლოა დაემატოს ისეთი საგნები, რომლებიც უზრუნველყოფს სტუდენტების მომზადებას შრომის 73 “ქვეყნის გენდერული შეფასების პროფილი”, (2020), მსოფლიო ბანკი, გამოქვეყნებულია: https://documents1.worldbank.org/curated/en/407151616738297662/pdf/Georgia-Country-Gender-Assessment.pdf 48 ბაზრისათვის. უნდა დაინერგოს ტრენინგები, რომლებიც უპასუხებს შრომის ბაზარზე ქალთა გამოწვევებს (ოპერაციული, ფინანსური, ინფორმაციული და სხვა). 3. პროფესიული სეგრეგაციის დასრულება და STEM– ის პოპულარიზაცია - ამ მხრივ, საჭიროა სისტემური ცვლილებები განათლების სფეროში და სტერეოტიპების, ტრადიციული გენდერული როლების შესახებ შეხედულებებისა და მიკერძოებულობის შემცირება. შესაძლოა გოგონათათვის შესაბამისი სტიპენდიებისა და მენტორობის უზრუნველყოფა, ანაზღაურებადი სტაჟირებები და ღია დისკუსიები. აუცილებელია სკოლის სასწავლო მასალებიდან მოხდეს გენდერულად მიკერძოებული ასპექტების ამოღება და გენდერული თანასწორობის პოპულარიზაცია. 4. ქალთა ეკონომიკური მონაწილეობის მხარდაჭერა - ქალთა განათლება არ აისახება მათ ეკონომიკურ მიღწევებში. საჭიროა მათი საოჯახო ტვირთის შემცირება, რასაც უარყოფითი გავლენა აქვს ქალთა ფინანსურ სტატუსსა და დამოუკიდებლობაზე. აღნიშნული უნდა განხორციელდეს შემდეგი მეთოდებით: 5. ბავშვებსა და ხანდაზმულებზე ოფიციალური ზრუნვის მექანიზმების უზრუნველყოფით - აღნიშნული არაერთ სოციალურ და ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს, მათ შორის, გაზრდის ქალთა მონაწილეობას შრომის ბაზარზე. აღნიშნული მექანიზმების გარშემო ქვეყანაში ნეგატიური დამოკიდებულება შეინიშნება, რაც დეზინფორმაციითა და არასრული ინფორმაციის ქონით აიხსნება. საჭიროა გაიზარდოს ფორმალური ზრუნვის ინსტიტუტებზე წვდომა - უნდა გაიზარდოს როგორც დაწესებულებების რაოდენობა, აგრეთვე ფასი. 6. ქალთა შრომის ბაზარზე შესვლის პროცესის გამარტივებით - მიუხედავად კვალიფიციური განათლებისა, ქალთა დიდი ნაწილი არ უერთდება შრომის ბაზარს. დასაქმების ინიციატივებს ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მსგავს პროგრამებს ხანგძლივი სახე უნდა ქონდეთ და ქალებს ეხმარებოდნენ როგორც სამსახურის ძებნის, ასევე კარიერული განვითარების ეტაპებზე. საჭიროა ყურადღების გამახვილება ახალგაზრდებზეც, რათა მათ მარტივად შეძლონ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს მიღებული ცვლილებები შვებულებასთან დაკავშირებით ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა მამების შვებულების საკითხის არ არსებობა უდავოდ დააზიანებს ქალთა კარიერას. 7. შრომის ბაზარზე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა - სახელფასო სხვაობა კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება. რეკომენდაცია ითვალისწინებს ისეთი პოლიტიკების შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას კომპანიებსა და საწარმოებში. საჭიროა კანონში ჩაიწეროს თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურების საკითხები. საჭიროა ასევე საჯარო და კერძო სექტორებში რადიკალური სახელფასო სხვაობის საკითხების მოგვარება. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვებს მნიშვნელოვანი როლი შეიძლება მიენიჭოთ ამ მხრივ. მაგალითად, ალბანეთში ტენდერის მონაწილეები ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ გენდერული თანასწორობის მოთხოვნები. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე შესაძლებლობების ზრდასა და უნარების განვითარებას. 49 8. მეწარმე ქალებისათვის შესაძლებლობების გაფართოება - აუცილებელია ქალებში მესაკუთრეობის წილის გაზრდა, რისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ კამპანიებსა და საზოგადოების ცნობიერების ზრდისაკენ მიმართულ აქტივობებს. უნდა მოხდეს მართვისა და მენეჯმენტის უნარების ზრდა ქალებში და ფინანსურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 9. გენდერული მიკერძოებულობისა და კონკრეტული შეხედულებების წინააღმდეგ ბრძოლა - საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა სელექციური აბორტების შემცირების კუთხით, თუმცა, მიუხედავად ამისა, გენდერული მიკერძოებულობა კვლავ აშკარაა. საჭიროა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ძლიერი და ინოვაციური კამპანიები თან სდევდეს ყველა პოლიტიკასა და რეფორმას, რომელსაც გავლენა ექნება გენდერის საკითხებზე. მსგავსი კამპანია (MERCI PAPA) განხორციელდა სომხეთში, რომელიც მიზნად ისახავდა ოჯახებში გოგონათა მნიშვნელობის გაზრდას. შესაძლებელია განხორციელდეს გრანტების უზრუნველყოფა გოგონათა კონკრეტული ჯგუფისათვის და მათი სკოლიდანშრომის ბაზარზე გადასვლის მენტორობა. მსგავს ნეთვორქინგ და მენტორობის პროექტებს დიდი როლი ენიჭება საერთაშორისო პრაქტიკაში. 10. მამაკაცებსა და ბიჭებზე მოქმედი უთანასწორობის დაძლევა - მსგავსი უთანასწორობის აღმოფხვრა ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საჭიროა მოხდეს მამაკაცთა და ბიჭების კეთილდღეობისა და ადამიანური კაპიტალის დაგროვების ხელშეწყობა. უნდა გაანალიზდეს რისკის შემცველი ისეთი აქტივობების, როგორიცაა თამბაქოსა და კონკრეტული ალკოჰოლური საშუალებების მოხმარების გავლენები, რაც ზრდის მამაკაცთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს. ამ მხრივ პოტენციურ ნაბიჯებს შეიძლება წარმოადგენდეს საგანმანათლებლო პროგრამები და ისეთი ჩარევები, რომლებიც ხელს შეუწყობს დამკვიდრებული ნორმების შეცვლას. შესაძლებელია ამ მიზნით გაიზარდოს თამბაქოს ფასიც. 11. გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გაძლიერება და განვრცობა - აღსანიშნავია, რომ საქართველომ ამ მხრივ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მიუხედავად ამისა, კვლავ არსებობს მულტი-სექტორული კოორდინირებული ქმედებების საჭიროება, რომელიც მიმართული იქნება სოციალური სერვისების, კანონისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების უზრუნველყოფისაკენ. საქართველომ არაერთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი - პროგრესისთვის საჭიროა, რომ მსგავსი ტენდენცია კვლავ გაგრძელდეს. ქვეყანამ უნდა განაგრძოს საკანონმდებლო ცვლილებები სტამბულის კონვენციის შესაბამისად და უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანიების უწყვეტად აღსრულება. შეესაბამებოდეს ძალადობის ეთიკის პრინციპებს წინააღმდეგ და გადადგმული აღკვეთოს ნაბიჯები მსხვერპლთა უნდა ხელახალი ვიქტიმიზაციის საფრთხეები. 50 დანართი N3 სტატისტიკური ინფორმაცია განათლებაში ჩართული ქალების და კაცების შესახებ ჩარიცხულთა სტატისტიკა ჩარ. სქესი წელი/უმაღლესის საფეხური მამრობითი მდედრობითი სულ 2020-2021 წლები 17808 21461 39269 პირველი საფეხური 14224 16089 30313 მეორე საფეხური 3098 4833 7931 მესამე საფეხური 486 539 1025 სულ 35327 40809 76136 ცხრილი N1. წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წერილობითი სახით მოწოდებული ინფორმაცია. ცხრილი2: ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სასწავლო სახელმწიფო გრანტები გენდერულ ჭრილში წელი სქესი 2020 მამრობითი 2727 მდედრობითი 4016 სულ 6743 51 წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წერილობითი სახით მოწოდებული ინფორმაცია. დანართი N4 სტამბოლის კონვენცია: ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულება ვალდებულება N1: სტამბულის კონვენციის II თავით („კომპლექსური პოლიტიკა და მონაცემთა შეგროვება“) გათვალისწინებული ვალდებულებები: თავი II მუხლი შესრულდა 7: კომპლექსური კოორდინირებული არ შესრულდა (ინფორმაცია ნაწილობრივ არ არის) შესრულდა √ და პოლიტიკის წარმოება მუხლი 8: ფინანსური რესურსები √ მუხლი 9: არასამთავრობო √ ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება √ მუხლი 10: მაკოორდინირებელი ორგანო მუხლი 11: მონაცემთა შეგროვება კვლევა √ ვალდებულება N2: სტამბულის კონვენციის III თავით („პრევენცია“) გათვალისწინებული ვალდებულებები: 52 თავი III შესრულდა არ შესრულდა (ინფორმაცია არ არის) ვალდებულებები √ მუხლი 13: საინფორმაციოსაგანმანათლებლო საქმიანობა მუხლი 15: სპეციალისტების პროფესიული მომზადება შესრულდა √ მუხლი 12: ზოგადი მუხლი 14: განათლება ნაწილობრივ √ √ მუხლი 16: პროფილაქტიკური ღონისძიებები და სამკურნალო პროგრამები √ მუხლი 17: კერძო სექტორის და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მონაწილეობა √ ვალდებულება N3: სტამბულის კონვენციის IV თავით („დაცვა და მხარდაჭერა“) გათვალისწინებული ვალდებულებები: თავი IV შესრულდა არ შესრულდა ნაწილობრივ (ინფორმაცია არ შესრულდა არის) მუხლი 18: ზოგადი ვალდებულებები √ 53 მუხლი 19: ინფორმაცია X √ მუხლი 20: მხარდაჭერის საერთო სამსახურები მუხლი 21: დახმარება X ინდივიდუალური/კოლექტიური საჩივრების შედგენაში მუხლი 22: მხარდაჭერის X სპეციალიზირებული სამსახურები √ მუხლი 23: თავშესაფრები მუხლი 24: სატელეფონო ცხელი ხაზები √ მუხლი 25: სექსუალური ძალადობის X მსხვერპლთა დახმარება მუხლი 26: ბავშვი მოწმეების დაცვა და დახმარება √ მუხლი 27: შეტყობინება მუხლი 28: სპეციალისტების მიერ შეტყობინება X √ ვალდებულება N4: სტამბულის კონვენციის V თავით („მატერიალური სამართალი) გათვალისწინებული ვალდებულებები: 54 თავი V მუხლი 29: სამოქალაქო სარჩელები და სამართლებრივი დაცვის შესრულდა არ შესრულდა ნაწილობრივ (ინფორმაცია არ არის) შესრულდა √ საშუალებები მუხლი 30: კონპენსაცია X ვადა იწურება 2022 წლის სექტემბერში მუხლი 31: მეურვეობა, X მონახულების უფლება და უსაფრთხოება მუხლი 32: იძულებითი ქორწინების X სამოქალაქო შედეგები მუხლი 33: ფსიქოლოგიური ძალადობა √ მუხლი 34: ადევნება √ მუხლი 35: ფიზიკური ძალადობა √ მუხლი 36: სექსუალური ძალადობა, მათ შორის, გაუპატიურება მუხლი 37: იძულებითი ქორწინება √ √ 55 მუხლი 38: ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება √ √ მუხლი 39: იძულებითი აბორტი და იძულებითი სტერილიზაცია მუხლი 40: სექსუალური შევიწროება მუხლი 41: ხელშეწყობა ან თანამონაწილეობა და მცდელობა √ √ მუხლი 42: ჩადენილი დანაშაულის, მათ შორის, ეგრეთ წოდებული X „ღირსების“ სახელით ჩადენილი დანაშაულების მიუღებელი გამართლებები მუხლი 43: სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომა √ მუხლი 44: იურისდიქცია X მუხლი 45: სანქციები და ზომები √ მუხლი 46: დამამძიმებელი √ გარემოებები 56 მუხლი 47: კონვენციის მონაწილე სხვა ქვეყნის მიერ გამოტანილი X განაჩენი მუხლი 48: დავების მოგვარებასთან დაკავშირებული სავალდებულო X ალტერნატიული პროცესების ან განაჩენის გამოტანის აკრძალვა ვალდებულება N5: სტამბულის კონვენციის VI თავით („გამოძიება,სისხლისსამართლებრივი დევნა,პროცესუალური კანონი და დაცვითი ზომები“) გათვალისწინებული ვალდებულებები: თავი VI შესრულდა არ შესრულდა ნაწილობრივ (ინფორმაცია არ შესრულდა არის) მუხლი 49: ზოგადი √ ვალდებულებები მუხლი 50: დაუყოვნებლივი √ რეაგირება, პრევენცია და დაცვა მუხლი 51: რისკის შეფასება და √ რისკის მართვა X მუხლი 52: ამკრძალავი ორდერი მუხლი 53: შემაკავებელი ან √ დამცავი ორდერი 57 X მუხლი 54: გამოძიება და მტკიცებულება √ მუხლი 55: ex parte და ex officio სასამართლო პროცესები მუხლი 56: დაცვითი ზომები √ მუხლი 57: სამართლებრივი √ დახმარება X მუხლი 58: სასარჩელო ხანდაზმულობა ვალდებულება N6: სტამბულის კონვენციის VII თავით („მიგრაცია და თავშესაფარი“) გათვალისწინებული ვალდებულებები: თავი VII მუხლი 59: ბინადრობის სტატუსი მუხლი 60: თავშესაფრის მოთხოვნა გენდერული ნიშნის შესრულდა არ შესრულდა ნაწილობრივ (ინფორმაცია არ არის) შესრულდა √ √ საფუძველზე მუხლი 61: იძულებით რეპატრიაციაზე უარის თქმა √ 58