„ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის №168-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 100 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-14
ბიუროს ნომერი 66
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის
2021 წლის 4 თებერვლის N168-IVმს-Xმპ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4
თებერვლის N168-IVმს-Xმპ დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„2. ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვროს 12 წევრით.“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
კახაბერ კუჭავა
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტზე „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის N168-IVმს-Xმპ დადგენილებაში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია დადგენილების პროექტის შესახებ:
ა.ა) დადგენილების პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს დადგენილების პროექტი:
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის მიღების მიზეზია საქართველოს
პარლამენტში ფრაქციათა რაოდენობის გაზრდა და საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფის შექმნა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-3 პუნქტის
თანახმად, ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ
პარლამენტის
წევრთა
და
უფრაქციო
პარლამენტის
წევრთა
რაოდენობის
პროპორციულად. მას შემდეგ, რაც შეიცვალა ფრაქციათა რაოდენობა და პარლამენტში
შეიქმნა ახალი ფრაქციები, ასევე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, იმისთვის, რომ
დაცული იყოს ეთიკის საბჭოში აღნიშნული სუბიექტების პროპორციული
წარმომადგენლობის პრინციპი, საჭიროა დადგენილებაში შევიდეს შესაბამისი
ცვლილება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად დადგენილების მიღების აუცილებლობა:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 227-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,
ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ დადგენილებაში მითითებული უნდა იყოს ეთიკის
საბჭოს წევრთა რაოდენობა. შესაბამისად, ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის
განსაზღვრის მიზნით აუცილებელია დადგენილებაში ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
დადგენილების მიღების შედეგად, ცვლილება შედის „ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 4 თებერვლის N168-IVმს-Xმპ დადგენილებაში
და ეთიკის საბჭოს რაოდენობა ნაცვლად 8 წევრისა განისაზღვრება 12 წევრით.
ა.გ) დადგენილების პროექტის ძირითადი არსი:
პარლამენტში ახალი ფრაქციებისა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა
იწვევს ეთიკის საბჭოს წევრთა რაოდენობის ცვლილებას. აღნიშნულიდან გამომდინარე,
ცვლილება შედის დადგენილების მე-2 პუნქტში, რის მიხედვითაც ეთიკის საბჭოს
შემადგენლობა, ნაცვლად 8 წევრისა განისაზღვრება 12 წევრით.
ა.დ) დადგენილების პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება წარმოდგენილი დადგენილების პროექტის მიმართ.
ა.ე) დადგენილების პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
დადგენილება ძალაში შევა მიღებისთანავე. ამასთან, დადგენილების პროექტი არ
ითვალისწინებს დადგენილებისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს დადგენილების პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ დადგენილების პროექტთან
მიმართებაში.
ბ) დადგენილების პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(დადგენილების პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) დადგენილების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
დადგენილების პროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯებს ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
დადგენილების პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) დადგენილების პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
დადგენილების პროექტის მიღება არ ახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, დადგენილების პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ე) დადგენილების პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება დადგენილების პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია დადგენილების პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
დადგენილების პროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომლებზედაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) დადგენილების პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
დადგენილების პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე დადგენილების პროექტის გავლენის შეფასება:
დადგენილება არ იქონიებს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) დადგენილების პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) დადგენილების პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) დადგენლების პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
დადგენილების პროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) დადგენილების პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება დადგენილების პროექტის მომზადება, −
მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
დადგენილების პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი აქტი არ არსებობს
დ) დადგენილების პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დადგენილების პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) დადგენილების პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება დადგენილების პროექტის მიმართ, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება დადგენილების პროექტის მსგავსი დადგენილების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული დადგენილების პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა
ე) დადგენილების პროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი
ვ) დადგენილების პროექტის ინიციატორი.
საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი